30 ივნისი 2020, 22:53 / სანდო წყარო

საქართველოში უხარისხო ბენზინის ან დიზელის იმპორტზე, წარმოებასა და რეალიზაციაზე სანქციები მკაცრდება

გარემოს დაცვის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივით, საქართველოში უხარისხო ბენზინის ან დიზელის იმპორტზე, წარმოებასა და რეალიზაციაზე სანქციები მკაცრდება.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც ორ კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს - ესენია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსები.

„გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში“ თემატური მოკვლევის შედეგების მიხედვით, ბენზინსა და დიზელში დიდი ოდენობით გოგირდი აღმოაჩინეს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანოა. სწორედ ამიტომ, საჭირო გახდა კანონმდებლობის გამკაცრება, რათა იმპორტიორმა კომპანიებმა მკაცრად დაიცვან რეგულაციები.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იზრდება ჯარიმის ოდენობა კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ ისეთი ბენზინის ან დიზელის იმპორტს, წარმოებასა და რეალიზაციას, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს დადგენილ ნორმებს.

აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ობიექტს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის, განცხადებით, დარღვევებზე, რომელიც ეკოლოგიასა და ადამიანის ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად აზიანებს, სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.

„ბოლო წლების სტატისტიკა შემაშფოთებელია, რადგან შემოწმების შედეგად, საწვავში არაერთხელ დაფიქსირდა გოგირდის მაღალი შემცველობა და ოქტანობაც არ შეესაბამებოდა დადგენილ ნორმებს. რიგ შემთხვევებში საწვავში გოგირდის დონე 10-ჯერ აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს. ეს ყველაფერი ხდება იმის პარალელურად, რომ სახელმწიფო, ადამიანის ჯანმრთელობის საუკეთესო მიზნებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად უახლოვდება საწვავის ხარისხია ევროსტანდარტს. სახელმწიფოს პასუხი თითოეულ დარღვევაზე ადეკვატური და პრინციპული უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ კომიტეტში, გარემოზე ტყვიის ზემოქმედების თემატური მოკვლევის ფარგლებში, გამოვლინდა, რომ 2020 აპრილის შემოწმებითაც მსგავსი დარღვევები მასობრივი იყო. ნათლად გამოჩნდა, რომ სანქციები არასაკმარისია და დაჯარიმებულ პირს უღირს ამ ჯარიმის გადახდა. გარემოს დაცვის კომიტეტი აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში გარემოსდაცვითი პოლიტიკის აღსრულების მონიტორინგში და, არასათანადო საკანონმდებლო რეგულაციების პირობებში, ყოველთვის ვიმოქმედებთ სათანადოდ”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის ხარისხობრივი ნორმების შესახებ გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ქვეყანაში ევროპული ნორმების დანერგვის პროცესში, აუცილებელია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვისაგან ატმოსფეროს დაცვისა და საწვავის ხარისხის საკითხების რეგულირება.

ბენზინის ხარისხის ეკოლოგიური მახასიათებლები (ბენზოლის, არომატული ნახშირწყალბადებისა და გოგირდის შემცველობა) ხშირშემთხვევაში, არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემები.

დიზელზე მომუშავე ავტომობილები გამოყოფს გაცილებით მეტ აზოტის ოქსიდებს (მონოქსიდს და დიოქსიდს ერთი და იგივე ეფექტი აქვს), ვიდრე ბენზინზე მომუშავე ავტომობილები. ისინი ცნობილია, როგორც NOx ნაერთები. ეს ნაერთები საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის და შეუძლია, გამოიწვიოს ასთმა, ბრონქიტი და სხვა რესპირატორული დაავადებები.

ასევე, იზრდება ინფარქტისა და ინსულტის რისკი, განსაკუთრებით ისეთ ადამიანებში, ვისაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. სტატისტიკური ინფორმაცია, რომელმაც განაპირობა წინამდებარე კანონპროექტის მიღების აუცილებლობა: 2019 წლის ივნისში 88 ობიექტიდან აღებული 120 სინჯის შემოწმების შედეგად აღმოჩენილია 33 დარღვევა;

2019 წლის დეკემბერში 100 ობიექტიდან აღებული 150 სინჯის შემოწმების შედეგად აღმოჩენილ იქნა 31 დარღვევა;

2020 წლის აპრილში 23 ობიექტიდან აღებული სინჯების შედეგად აღმოჩენილ იქნა 14 დარღვევა დიზელის საწვავისთვის და 18 დარღვევა ბენზინის საწვავისთვის“, - აცხადებენ პარლამენტში.

ყველა სიახლე

21 იანვარი 2021, 19:50

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათთან მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილა.

ალეკო ელისაშვილი

21 იანვარი 2021, 19:37

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი მამუკა ხაზარაძესთან ინციდენტზე: არაფერს ვნანობ!

„როცა სადმე შეცდომას დავუშვებ და მივხვდები, რომ ეს შეცდომა იყო, ბოდიშს მოვიხდი, არ მაქვს პრობლემა, მაგრამ ხაზარაძესთან მიმართებით, მე არც დამიგეგმავს ეს და არც შეურცხყოფა დამიწყია. მე მქონდა რეაქცია შეურაცხყოფაზე და ეს იყო ჩემი პასუხი. არავის ვაპატიებ არასდროს ჩემს შეურაცხყოფას, ეს ყველამ გაითვალსიწინოს. შესაბამისად, რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

21 იანვარი 2021, 19:34

მსოფლიო

ხარკოვში მოხუცებულთა პანსიონატში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის ქალაქ ხარკოვში მოხუცებულთა პანსიონატში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 11 - დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

სოზარ სუბარი

21 იანვარი 2021, 19:28

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ოპოზიციისთვის უკეთესი იქნებოდა თუ გამოიყენებდნენ შანსს, რაც ამომრჩეველმა მისცა და შემოვიდოდნენ პარლამენტში

ყველას აქვს უფლება აქციები გამართოს, თუმცა ოპოზიციისთვის უკეთესი იქნებოდა თუ გამოიყენებდნენ იმ შანსს, რაც ამომრჩეველმა მისცა და შემოვიდოდნენ პარლამენტში. ბუნებრივია, პარლამენტში მუშაობა არ უშლის მათ ხელს აქციების გამართვაში, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

21 იანვარი 2021, 19:23

სამართალი

ოზურგეთში მკვლელობა მოხდა

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

რუსლან აბაშიძე

21 იანვარი 2021, 19:21

პოლიტიკა

რუსლან აბაშიძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ 2008 წელს საქართველო იყო რუსული აგრესიის მსხვერპლი

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ის წარმოადგენს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის პირველ სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადასტურებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს. მისი თქმით, დღეს საქართველომ მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა!

ნიკოლოზ სამხარაძე

21 იანვარი 2021, 19:12

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: სტრასბურგის ისტორიულ გადაწყვეტილებაში ცალსახადაა დადგენილი, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების არაერთი უფლება დაარღვია

ეს არის სტრასბურგის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რაც საქართველოს შანსებს, რომ ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აღდგეს, კიდევ უფრო ზრდის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ცალსახად არის დადგენილი ის, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში და მას შემდეგ დაარღვია საქართველოს მოქალაქეების არაერთი ფუნდამენტური უფლება.

ანტონიუ კოშტა

21 იანვარი 2021, 19:08

COVID19

22 იანვრიდან პორტუგალიაში სკოლები 15 დღით დაიხურება

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, 22 იანვრიდან პორტუგალიაში სკოლები 15 დღით დაიხურება. ამის შესახებ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა.

კახა ბექაური

21 იანვარი 2021, 18:59

საზოგადოება

კახა ბექაური: უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება

„მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის, უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, სხვა ადამიანების ძირითადი უფლებები, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება. უხამსობისაგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს“ - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე გააკეთა.

თამარ გაბუნია

21 იანვარი 2021, 18:57

COVID19

თამარ გაბუნია: ვაქცინის გაკეთება ადამიანის კეთილი ნებაა და მან თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რისკებისა და სარგებლის შეფასების საფუძელზე

ვაქცინაცია ყველასთვის რეკომენდირებულია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ ამბობს, ვისაც დაავადება გადატანილი აქვს, მას არ სჭირდება ვაქცინაცია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

სოზარ სუბარი

21 იანვარი 2021, 18:57

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე: ყველას უნდა შევხვდეთ, ვისაც დიალოგის სურვილი აქვს

ყველას უნდა შევხვდეთ, ვისაც დიალოგის სურვილი აქვს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას.

სოზარ სუბარი

21 იანვარი 2021, 18:56

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უზარმაზარი ნაბიჯი საქართველოს დეოკუპაციის გზაზე

ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი საქართველოს დეოკუპაციის გზაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს მთელი რიგი მტკიცებულებები გამქრალი იყო.

ნიკოლას მადურო

21 იანვარი 2021, 18:51

მსოფლიო

ნიკოლას მადურო: დონალდ ტრამპი წავიდა, ეს ჩვენი ტრიუმფია

ვენესუელის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ხელისუფლებიდან წასვლა ვენესუელის ტრიუმფს ნიშნავს.

ალექსანდრე მოწერელია იგორ დოლგოვი

21 იანვარი 2021, 18:47

პოლიტიკა

ალექსანდრე მოწერელია უკრაინის ელჩს შეხვდა

აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე მოწერელია საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარი ძირითად შეეხო საქართველოსა და უკრაინის პარლამენტებს შორის სამომავლო თანამშრომლობას, განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე, სოფლის მეურენობის სხვადასხვა დარგების განვითარებაზე.

თამარ გაბუნია

21 იანვარი 2021, 18:47

COVID19

თამარ გაბუნია: ქვეყანაში ვაქცინაციის გეგმის არსებობა ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, რომ ჩვენ „კოვაქს“ პლატფორმიდან ვაქცინა მივიღოთ

თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის გეგმის ძირითადი ამოცანაა, ვაქცინაციამ წლის ბოლომდე 60% პროცენტი მოიცვას. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

21 იანვარი 2021, 18:40

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე დავით გარეჯის საქმეზე: წარმოუდგენელია, რომელიმე კონკრეტული ორი ან სამი ადამიანის ბრალეულობით მთავრდებოდეს ეს საქმე

ყოველთვის ვამბობდით და ეჭვს გამოვთქვამდით, რომ წარმოუდგენელია, რომელიმე კონკრეტული ორი ან სამი ადამიანის ბრალეულობით მთავრდებოდეს ეს საქმე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „დღის ქრონიკაში“ დავით გარეჯის საქმეზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პროკურატურის მიერ გავრცელებულმა ჩანაწერმა კიდევ ერთხელ დაუსვა წერტილი იმას, რომ საქართველოს საზიანო გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ეს არ იყო შემთხვევითი.

21 იანვარი 2021, 18:28

საზოგადოება

გენადი არველაძე: ვქმნით მექანიზმებს იმისთვის, რომ ავტომობილების ტექისპექტირების პროცესში უფრო მეტი აღსრულებისა და თვითმონიტორინგის შესაძლებლობები გვქონდეს

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, შეიქმნა და ტესტირების რეჟიმში მუშაობს ახალი, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა, რომლის პრეზენტაცია დღეს ტექნოპარკში გაიმართა. გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელშიც, ტექინსპექტირების ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე საქართველოს პარლამენტის, აკრედიტაციის ცენტრისა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, დეტალურად განიხილეს ერთიანი ელექტრონული პლატფორმის შესაძლებლობები და მის წარმატებულ მუშაობასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. დისკუსიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე უძღვებოდა.

ანგელა მერკელი

21 იანვარი 2021, 18:27

COVID19

ანგელა მერკელი: კორონავირუსის მუტაცია გაცილებით გადამდებია და პანდემიის კონტროლს ართულებს

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანელები კორონავირუსის ახალ, უფრო გადამდებ ვარიანტს სერიოზულად უნდა მოეკიდონ.

მამუკა მდინარაძე

21 იანვარი 2021, 18:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: საქართველოს პროკურატურამ 2013 წლის შემდეგ ასობით მტკიცებულება მოიპოვა, რომელთა საფუძველზეც გადაწყვეტილება ლოგიკური იყო

„ჩვენ სამართლებრივი დოკუმენტი ხელში გვიჭირავს და ამაში უდიდესი წვლილი აქვთ ქართველებს, იმ ადამიანებს, რომელბმაც გამოძიებაში მიიღეს მონაწილეობა. წარადგინეს მტკიცებულებები. როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე მადლობას გადავუხდი პროკურატურას, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ამ წარმატებაში. უამრავი მტკიცებულება მოიპოვა. 2013 წლის შემდეგ არაერთი, ასეულობით მტკიცებულება მოიპოვა, რომელტა საფუძველზეც სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც ლოგიკური იყო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Sputnik V-ვაქცინა

21 იანვარი 2021, 18:21

COVID19

უნგრეთი გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსული ვაქცინა Sputnik V დაარეგისტრირა

უნგრეთი გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსული ვაქცინა Sputnik V დაარეგისტრირა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.