imedi /  02 ივლისი 2020, 10:33 / სანდო წყარო

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული სამსახური ავრცელებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე უცხოური საწარმოს მსს „საფეჯის მუდმივი დაწესებულების“ თანამშრომელი დააკავეს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 23 მაისს დაიწყო. გამოძიებით დგინდება, რომ მსს „საფეჯის მუდმივი დაწესებულების“ საქართველოს წარმომადგენლობის თანამშრომელი ზედამხედველობას უწევდა, ქ. ფოთში, შპს “TAHAL GROUP B.V.“-ისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ საკანალიზაციო ქსელის მშენებლობის პროცესს. იმ მოტივით, რომ საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელს, ინფრასტრუქტურულ პროექტში ჩართული კომპანიის შპს ,,პოზიტივ ფაილის“ მფლობელისათვის პრობლემები არ შეექმნა, გაჭიანურებული სამუშაოების შესახებ დამკვეთისთვის არ ეცნობებინა და სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას გამოვლენილ უზუსტობებზე რეაგირება არ მოეხდინა, შპს-ის ხელმძღვანელს 2018 წლიდან დღემდე ეტაპობრივად მოსთხოვა და გამოართვა 44 000 ლარი.

გამოძიება კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, (საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით), რაც სასჯელის სახით ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში.

გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ყველა სიახლე

15 აგვისტო 2020, 20:12

ტექნოლოგიები

ჩინეთში მომავლის ქალაქი შენდება, სადაც სავარაუდოდ ეპიდემიების დროს ცხოვრება უსაფრთხო იქნება

ჩინეთში შენდება მომავლის ქალაქი, სადაც ეპიდემიის დროს ცხოვრება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი. ქალაქის მშენებლობა Guallart Architects-ის არქიტექტურულმა ბიურომ დააპროექტა. ინფორმაციას ArchDaily ავრცელებს. მომავლის ქალაქი პეკინიდან 100 კილომეტრის მოშორებით შენდება. „ჩვენ ამის შემდეგ ვეღარ დავაპროექტებთ და ავაშენებთ ქალაქებს ისე, რომ თითქოს არაფერი მომხდარა, ჩვენ პროექტი თვითიზოლაციის დროს მოვამზადეთ, ამიტომ გავითვალისწინეთ ყველა ასპექტი, რაც კარანტინის დროს ჩვენს ცხოვრებას გააუმჯობესებს“, - აცხადებენ არქიტექტურულ ბიუროში.

15 აგვისტო 2020, 19:25

საზოგადოება

მეტროსადგური „ტექნიკური უნივერსიტეტი“ მოკლე ჩართვის გამო გაჩერდა

​​​​​​​​მეტროსადგური „ტექნიკური უნივერსიტეტი“ მოკლე ჩართვის გამო გაჩერდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ვესტიბიულის ტექნიკურ ოთახში მოკლე ჩართვა მოხდა, რამაც გამოიწვია დაკვამლიანება.

დავით ქირიკაშვილი

15 აგვისტო 2020, 19:12

COVID19

ყაზბეგის მერის მოადგილე: შანსი იმისა, რომ ყაზბეგი ეპიდემიოლოგიურ რუკაზე წითელ ზონად მოინიშნოს, თითქმის არ არსებობს

დავით ქირიკაშვილის თქმით, შანსი იმისა, რომ ყაზბეგის რეგიონი საქართველოს ეპიდემიოლოგიურ რუკაზე წითელ ზონად მოინიშნოს, თითქმის არ არსებობს. მისივე თქმით, ინფიცირების პირველივე შემთხვევების გამოვლენისთანავე, ადგილობრივმა მოსახლეობამ მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და აქტიურად ჩაერთვნენ ეპიდემიოლოგიურ კვლევებში, რამაც კერების ლოკალიზებას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო.

15 აგვისტო 2020, 19:00

რეგიონი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კონჭკათში მეწყერმა ბეტონის გზა ჩამოშალა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კონჭკათში, შუა ღელესთან ახლოს მდებარე უბანში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ბეტონის გზა ჩამოიშალა და მაცხოვრებლებს გზა ჩაუკეტა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ადგილებში მაცხოვრებლების გარდა, მთელი სოფელი გადაადგილდება, რადგან ციტრუსი აქვთ და ახლა ეს შემოვლითი გზის გარდა ვერ ხორციელდება.

ალექსანდრ ლუკაშენკო
ვლადიმერ პუტინი

15 აგვისტო 2020, 18:53

მსოფლიო

ლუკაშენკომ და პუტინმა ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე ტელეფონით ისაუბრეს

„ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ წარმოშობილი პრობლემები მალე მოგვარდება. მთავარია, რომ ამ პრობლემებით არ ისარგებლონ დესტრუქციულმა ძალებმა, რომლებიც მიისწრაფვიან, რომ სახელმწიფო ერთობის ჩარჩოში ორი ქვეყნისთვის სასარგებლო ურთიეობები დააზიანონ“, – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დავით ზალკალიანი

15 აგვისტო 2020, 18:52

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა ინდოეთს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

„ვულოცავთ ინდოეთის მთავრობასა და ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენს ერებს შორის მეგობრობა საერთო ვალდებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება. ერთად გავაგრძელებთ ამ პარტნიორობაზე ზრუნვას. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ“, - წერს ზალკალიანი.

15 აგვისტო 2020, 18:41

რეგიონი

2022 წლისთვის ქუთაისში ახალი საცურაო აუზის მშენებლობის დასრულება იგეგმება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისის ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტით გათვალისწინებულია ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის მშენებლობა. მისი სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი იქნება.

მიხეილ ყაველაშვილი

15 აგვისტო 2020, 18:41

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი დავით ბაქრაძის განცხადებაზე: სწორედ ამის გადასაფარად აბრალებდნენ სხვებს რუსეთუმეობას ეს ქვეყნის მოღალატეები

დავით ბაქრაძემ ქართული ჯარის დადანაშაულება ომის დაწყებაში და ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში ღალატი კი არა, კომპრომისია და სწორად მოვიქეცითო- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნაძალადევის საარჩევნო ოლქში, მიხეილ ყაველაშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას.

15 აგვისტო 2020, 18:23

რეგიონი

სხვადასხვა რეგიონში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების ორწლიანი პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე რეგიონში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა, - ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

ანრი ოხანაშვილი

15 აგვისტო 2020, 18:15

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: დავით ბაქრაძემ პირდაპირ ეთერში აღიარა საკუთარი სახელმწიფოს, ხალხისა და ჩვენი გმირი ჯარისკაცების ღალატი

დავით ბაქრაძემ პირდაპირ ეთერში აღიარა საკუთარი სახელმწიფოს, ხალხისა და ჩვენი გმირი ჯარისკაცების ღალატი - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბაქარაძემ დაადასტურა ფაქტი, რომ მათ მხარი დაუჭირეს ისეთ რეზოლუციას და დაუშვეს რეზოლუციაში ისეთი ტექსტის ჩაწერა, რომლითაც მათ საკუთარ სამშობლოსა და ჩვენს ჯარისკაცებს ომის დაწყება დააბრალეს.

ცოტნე ზურაბიანი

15 აგვისტო 2020, 18:07

პოლიტიკა

ცოტნე ზურაბიანი: მსგავსი უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივი განცხადება და ქმედებაც, რაც მათ გააკეთეს, წარმოუდგენელია

პარლამენტის წევრი, ცოტნე ზურაბიანი სოციალურ ქსელში, 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერას აფასებს. „დავით ბაქრაძის მტკიცებით, ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი. მსგავსი უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივი განცხადებაც და ქმედებაც, რაც მათ გააკეთეს, წარმოუდგენელია“, - წერს ზურაბიანი Facebook-ზე.

15 აგვისტო 2020, 18:06

კულტურა

Disney-მ „მულანის“ ახალი ტრეილერი გაავრცელა

კომპანია Disney-მ რეჟისორ ნიკი კაროს ფილმ „მულანის“ ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა. სურათი 1998 წლის მულტფილმის ეკრანიზაციაა. სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა გოგო თავს კაცად ასაღებს და ჯარში მიდის. შედეგად, ის ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდი მეომარი ხდება.

კორონავირუსი აზერბაიჯანი

15 აგვისტო 2020, 18:04

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 93 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 34 107 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 506 ადამიანი. ვირუსისგან 31 697 პაციენტი განიკურნა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

15 აგვისტო 2020, 17:57

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ბაქრაძემ აღიარა, რომ საქართველოს დელეგაციამ 2008 წლის დასრულებიდან სულ ცოტა ხანში ხმა მისცა რეზოლუციას, სადაც აღიარებულია საქართველს მიერ ომის დაწყება

დავით ბაქრაძემ აღიარა, რომ საქართველოს დელეგაციამ 2008 წლის დასრულებიდან სულ ცოტა ხანში ხმა მისცა რეზოლუციას, სადაც აღიარებულია საქართველს მიერ ომის დაწყება, ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვა, კასეტური ბომბების გამოყენება და სხვა - ამის შესახებ ეკონომისტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი Facebook-ზე წერს.

გიორგი ვოლსკი

15 აგვისტო 2020, 17:54

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: იმის ხელმოწერა, რომ საქართველომ 2008 წელს ომი დაიწყო, იყო უშველებელი ღალატი

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას შეეხებოდა, განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ რეზოლუციაზე ხელმოწერის შედეგად, რუსეთს მისცა რესურსი, რომლითაც დღემდე ჰააგის სასამართლოში გვებრძვის.

15 აგვისტო 2020, 17:53

საზოგადოება

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული სამხედროები დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო - უკვლოდ დაკარგული 2 სამხედრო პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული და იდენტიფიცირებულია 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაღუპული 13 პირის ნეშტი, მათ შორის, 8 სამხედროს და 5 მშვიდობიანი მოქალაქის.

ლუკაშენკო

15 აგვისტო 2020, 17:47

მსოფლიო

Bloomberg: ლუკაშენკოს გარემოცვა კრემლის წარმომადგენლებთან რუსეთში გაქცევის შესაძლებლობას განიხილავდა

თავად ლუკაშენკომ 14 აგვისტოს უარყო ინფორმაცია იმის შესახებ რომ ქვეყანას დატოვეს. „ცოცხალი ვარ და საზღვარგარეთ არ წავსულვარ“, - განაცხადა მან. დღეს კი ლუკაშენკომ ვითარება რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში განიხილა. პუტინის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტები დარწმუნებულები არიან, რომ სიტუაცია ბელარუსში მალე დარეგულირდება.

15 აგვისტო 2020, 17:31

თავდაცვა

ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები რეზერვისტების დამსაქმებლებს შეხვდენენ

სტუმრებს ბაზის დათვალიერების, რეზერვისტების საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაცნობის შესაძლებლობაც ჰქონდათ. ადგილზე 101-ე ბატალიონის სარეზერვო ასეულში ჩარიცხული რეზერვისტები თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს გადიან. ბაზაზე ვიზიტის ფარგლებში, დამსაქმებლებმა „ჯარისკაცის ულუფასაც“ დააგემოვნეს.

15 აგვისტო 2020, 17:10

პოლიტიკა

თბილისში, საბურთალოს რაიონში 150-მდე დაავადებული ხე მოიჭრა

თბილისის მასშტაბით, სანიტარიული ჭრის ღონისძიებები გრძელდება. საბურთალოს რაიონში, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა N11-ის მიმდებარედ, დაახლოებით, 150-მდე ძირი დაავადებული, ხმობადი ფოთლოვანი ხე და ფიჭვი მოიჭრა.

15 აგვისტო 2020, 17:06

მსოფლიო

ახალ სამხრეთ უელსში კაცმა ცოლი ზვიგენის თავდასხმისგან გადაარჩინა

ახალ სამხრეთ უელსში, შელის სანაპიროსთან კაცმა ცოლი ზვიგენის თავდასხმისგან გადაარჩინა, - ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს. დიდი თეთრი ზვიგენი ქალს თავს დაესხა და მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, დაზარელებულის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ საავადმყოფოში მისი გადაყვანა საჰაერო გზებით განხორციელდა. წყვილი სერფინგით იყო დაკავებული, როცა 35 წლის ქალს ზვიგენი თავს დაესხა, თუმცა მამაცმა ქმარმა მაშინევე ცოლის დახმარება გადაწყვიტა და მხეცს იქამდე ურტყა, სანამ თავი არ დაანება.