IMEDI /  02 ივლისი 2020, 15:48 / სანდო წყარო

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს ​ინტერნეტ-თაღლითობის შესახებ აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ინტერნეტ სივრცეში ფინანსური და პირადი მონაცემების მითითებისას.

ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებგვერდზე შესვლისას დახვდათ შეტყობინება სხვადასხვა სახის გათამაშებაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით. ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. გასათვალისწინებელია, რომ გათამაშებაში მონაწილეობის მიღების ან შემდგომ პრიზების მიღებისთვის, პირადი მონაცემების, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრისა და სხვა პერსონალური ინფორმაციის მიწოდება მოითხოვებოდა. დამატებით, რიგ შემთხვევაში, შეტყობინებებში მითითებული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საპრიზო თანხის მონაწილისთვის გადარიცხვის შესახებ, რაც ცალსახად არასწორი ინფორმაციაა. აქვე, გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული მონაცემების გამჟღავნების შემთხვევაში, არსებობს ამ ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული პირების მხრიდან სხვადასხვა თაღლითური ოპერაციის განხორციელების რისკი.

გვსურს მოსახლეობას განვუმარტოთ, რომ ზემოთ აღწერილი ფორმით ინფორმაციის თაღლითური გზით მოპოვების სქემას ფიშინგი ეწოდება. ფიშინგი წარმოადგენს კიბერდანაშაულს, რომლის დროსაც კონკრეტულ პირს ან ორგანიზაციას კიბერთაღლითის მხრიდან ეგზავნება შეტყობინება ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, სოციალური ქსელით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან სხვა ფორმით, იმისთვის, რომ მომხმარებელს მოტყუების გზით პირადი მონაცემები გამოსძალოს. როგორც წესი, ფიშინგის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სამიზნეს ფინანსური ინსტიტუტები და მათი მომხმარებლები წარმოადგენენ.

ფიშინგის დროს, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული სარეკლამო შეტყობინებების ან ელექტრონული მეილის საშუალებით მიღებული ბმულის საშუალებით მომხმარებელი ყალბ ვებგვერდზე შედის/გადადის, რომელზე პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნებაც კიბერთაღლითების მიერ ფინანსური ოპერაციების თაღლითური გზით განხორციელების რისკს ზრდის.

ნებისმიერ გათამაშებაში თუ სხვადასხვა ორგანიზაციის ვებგვერდის/ინტერნეტბანკის გამოყენებისას და ინტერნეტ-გადახდების განხორციელებისას გთხოვთ, დაიცვათ შემდეგი წესები:

  1. არ გადასცეთ სხვა პირებს საკუთარი პირადი მონაცემები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების უნებართვო განხორციელება. განსაკუთრებული ყურადღებით გადაამოწმეთ ის ვებგვერდი, რომელიც პირადი მონაცემების შეყვანას გთხოვთ.
  2. გადაამოწმეთ ვებმისამართი. ფინანსური მომსახურების გამოყენებამდე შეამოწმეთ ის ვებ-მისამართი, სადაც აპირებთ მონაცემების შეყვანას. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ უსაფრთხო ვებგვერდზე იმყოფებით, აუცილებლად შეამოწმეთ, რომ ვებმისამართი იწყებოდეს ‘https://' ან ‘shttp://'-ით. ასევე, დარწმუნდით, რომ ვებმისამართის მარცხენა კუთხეში განთავსებულია მწვანე, ჩაკეტილი ბოქლომის სიმბოლო (იხ. ქვემოთ). დამატებით, შეგიძლიათ დააჭიროთ ბოქლომის ღილაკს, რომ შეამოწმოთ ვებგვერდის სანდოობა და უსაფრთხოების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
  3. შეაფასეთ ვებგვერდის შიგთავსი. ყალბი ვებგვერდის შექმნისას დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა იმას, რომ ის ნამდვილი, ოფიციალური ვებგვერდის მსგავსი იყოს. ვებგვერდის ტექსტი, გრაფიკა, ორგანიზაციის ლოგოები და სხვა მონაცემები ხშირად ემთხვევა ლეგიტიმური ვებგვერდის შიგთავსს. მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული განმასხვავებელი ნიშნები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება ყალბი ვებგვერდის გამოვლენა და ზოგადად, ყალბი ვებგვერდის ნამდვილი ვებგვერდისგან გარჩევა. მაგალითად, ზოგ შემთხვევაში, ყალბი გვერდის ვებმისამართი მცირედით განსხვავდება ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდის მისამართისგან. ამასთან, ყალბ ვებგვერდზე გამოყენებული შრიფტი შეიძლება მცირედით განსხვავდებოდეს ნამდვილი ვებგვერდის შრიფტისგან, ან ყალბ ვებგვერდზე მართლწერისას დაშვებული იყოს შეცდომები.
  4. უკიდურესი სიფრთხილით მოეკიდეთ სოციალურ ქსელებში არსებულ ფინანსურ შემოთავაზებებს. ყურადღებით გადაამოწმეთ სოციალური ქსელებიდან მიღებული ფინანსური შემოთავაზებები. სიფრთხილე გამოიჩინეთ აღნიშნულ შეთავაზებაზე თანხმობის განხილვისას და დარწმუნდით, რომ მიღებული შეთავაზება არის ლეგიტიმური და არ შეიცავს თაღლითობის ნიშნებს.
  5. გადაამოწმეთ ვებგვერდის მფლობელი. ინტერნეტში შესაძლებელია WHOIS მომსახურების ვებგვერდის მოძიება, სადაც მომხმარებელს კონკრეტული ვებმისამართის ნამდვილობის გადამოწმება შეუძლია. ვებგვერდის გადამოწმებისას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ვებგვერდის შექმნის თარიღს. თუ იცით, რომ ოფიციალური ვებგვერდი, რომელზეც თქვენ უნდა შესულიყავით, დიდი ხნის მანძილზე არსებობს, მაგრამ თქვენ მიერ გადამოწმებული გვერდი ახალი შექმნილია, მოცემული გვერდი დიდი ალბათობით არ ეკუთვნის იმ ორგანიზაციას, რომლის ვებგვერდზეც თქვენ გსურდათ შესვლა.
  6. გადახდის სანდო წყარო. ნამდვილი ან ოფიციალური ვებგვერდი მომხმარებელს ყოველთვის მოსთხოვს გადახდის განხორციელებას საგადახდო ბარათის ან ოფიციალური პორტალის (მაგ. PayPal) მეშვეობით. თუ ვებგვერდი, რომელზეც მომხმარებელი იმყოფება, იძლევა გადახდის მხოლოდ ერთ მეთოდს, ეს, დიდი ალბათობით, ყალბი ვებგვერდია.

საქართველოს ეროვნული ბანკი მოგიწოდებთ გამოიჩინოთ სიფრთხილე, განსაკუთრებით, თუ ეს საეჭვო ან გაურკვეველი რეპუტაციის ვებგვერდებზე პირადი და ფინანსური მონაცემების განთავსებას ეხება. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406.

ყველა სიახლე

24 ივლისი 2021, 11:33

COVID19

საქართველოში 956 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 956 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 210 პირი იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 956 მძიმე პაციენტიდან თბილისში მკურნალობს 455 პირი, აჭარაში - 67, იმერეთში -218. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 210 პირი, მათგან თბილისში - 156, აჭარაში - 5, იმერეთში - 11.

24 ივლისი 2021, 11:27

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 485 თბილისში, 236 კი აჭარაში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 617 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 485 შემთხვევა, აჭარა - 236, იმერეთი - 220, ქვემო ქართლი - 153, შიდა ქართლი - 123, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 111, კახეთი - 152, მცხეთა-მთიანეთი -45, სამცხე-ჯავახეთი - 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

24 ივლისი 2021, 11:21

საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის სასაზღვრო ჯარების სარდალს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარების სარდალს, პოლკოვნიკ არმან მარალჩიანს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე ესწრებოდა.

24 ივლისი 2021, 11:21

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.03%-ია

23 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.03%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 5.55% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 6.15%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 400 698 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 371 434, გარდაიცვალა 5 665 პაციენტი.

24 ივლისი 2021, 11:11

სამართალი

ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის საქმეზე, კიდევ ერთი პირი დააკავეს

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი - 1991 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

24 ივლისი 2021, 11:06

სამართალი

მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

პოლიციამ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ხულიგნობის ბრალდებით, ერთი პირი, 1999 წელს დაბადებული ო.მ. ცხელ კვალზე დააკავა.

24 ივლისი 2021, 10:59

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ზოგადი შეფასება, პოსტი პოსტისთვის! მადლობა, ქალბატონო „სახალხო დამცველო“, ვალი მოხდილი გაქვთ

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში სახალხო დამცველის შეფასებას ეხმიანება პრემიერ-მინისტრის არასრულწლოვანი შვილების შესახებ, რომლებსაც „ტვ პირველის” ჟურნალისტები, ნებართვის გარეშე, საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ.

24 ივლისი 2021, 10:51

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 2 617 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 617 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 869 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 400 698 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 371 434, გარდაიცვალა 5 665 პაციენტი.

24 ივლისი 2021, 10:51

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 9 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 9 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 400 698 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 371 434, გარდაიცვალა 5 665 პაციენტი.

24 ივლისი 2021, 10:48

მსოფლიო

ფლორიდაში, შენობის ნგრევისას დაღუპულთა ცხედრების ძიება დასრულდა

აშშ-ში, ფლორიდაში, 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნგრევის შემდეგ, 24 ივნისიდან მიმდინარე სამაშველო-სამძებრო სამუშაო დასრულებულია. საბოლოო მონაცემებით, შემთხვევას, სულ მცირე, 97 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი ადამიანი, 54 წლის ქალი, ამ დრომდე, დაკარგულად მიიჩნევა.

24 ივლისი 2021, 10:32

საზოგადოება

თბილისსა და რეგიონებში პროფესიული განათლების ღია კარის დღეები - „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“ დაიწყო

ათასწლეულის ფონდმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან თანამშრომლობით, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო კამპანია - „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“ დაიწყო, რომლის ფარგლებში პირველი ღონისძიება, ღია კარის დღე სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში გაიმართა.

24 ივლისი 2021, 10:01

რეგიონი

შტორმისა და წყალდიდობის შემდეგ, ენგურმა შესართავთან ნაპირსამაგრი გაანგრია

შტორმმა და წყალდიდობის შედეგად ადიდებულმა მდინარე ენგურმა პრობლემები შექმნა ანაკლიაში, ენგურის შესართავთან. მდინარემ არსებული ნაპირსამაგრი გაანგრია. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა და სამუშაო ანაკლიაში დილიდან განახლდა. მიმდინარეობს დროებითი ნაპირსამაგრი სამუშაო, რათა მდინარემ სანაპირო ზოლზე პრობლემები არ შექმნას.

24 ივლისი 2021, 09:54

რეგიონი

რეგიონებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თეა წულუკიანი ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმს ესტუმრა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, რეგიონებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სამინისტროს სსიპ საქართველოს ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელ გიორგი კალანდიასა და მის მოადგილეებთან ერთად ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმს ესტუმრა.

24 ივლისი 2021, 09:50

საზოგადოება

პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოში პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადა დასრულდა. აგროოლიმპიადის გამარჯვებულები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა დააჯილდოვეს.

24 ივლისი 2021, 09:44

კულტურა

ელისო ბოლქვაძე, კომიტეტის წევრებთან ერთად, ოპერისა და ბალეტის თეატრის 169-ე თეატრალური სეზონის დახურვას დაესწრო

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, კომიტეტის წევრებთან ერთად, ოპერისა და ბალეტის თეატრის 169-ე თეატრალური სეზონის დახურვას დაესწრო. ღონისძიება ქართული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და პედაგოგის, ზაქარია ფალიაშვილის 150 წლის იუბილეს მიეძღვნა.

24 ივლისი 2021, 09:41

თავდაცვა

Agile Spirit 2021-ში მონაწილე ამერიკელი სამხედროები საქართველოში ჩამოვიდნენ

მრავალეროვნული სწავლების - „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021) დაწყებისთვის მზადება გრძელდება. ფოთის პორტში სწავლებაში მონაწილე ამერიკული ტექნიკის მიღების შემდეგ, Agile Spirit 2021-ში მონაწილე ვერტმფრენები და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები საჰაერო გზით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვიდნენ.

24 ივლისი 2021, 09:39

COVID19

ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები აიცრნენ

საქართველოს თავდაცვის ძალებში COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტისა და სამხედრო ჰოსპიტალის ზედამხედველობით, ვაქცინაციის პროცესი უკვე თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სპეციალურად შექმნილ დამატებით ლოკაციებზეც ტარდება.

საულიუს ვალაინისი

24 ივლისი 2021, 09:28

COVID19

საულიუს ვალაინისი „ასტრაზენეკას“ დოზების ჩუქებაზე: ეს პატარა საჩუქარია, თუმცა ლიეტუვამ ის მთელი გულით გადმოგცათ

დარწმუნებული ვარ, რომ მეგობრები ერთმანეთს ყოველთვის უნდა ეხმარებოდნენ“, - განაცხადა ლიეტუვას ელჩის მოადგილემ, საულიუს ვალაინისმა საქართველოში, ლიეტუვას მიერ ნაშუქარი 15 ათასი დოზა „ასტრაზენეკას“ შემოსვლის შემდეგ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

24 ივლისი 2021, 09:16

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადა გამარჯვებით დაიწყო

1/32-ფინალურ დაპირისპირებაში, ნიკოლოზმა ესპანელი რობერტო კარაბლეს ბაენა 2 სეტში, 6-3, 6-2 უშანსოდ დაამარცხა. მსოფლიოს უძველესი სპორტული ღონისძიების 1/16-ფინალში, ნიკოლოზი, დანიელ ტაროსა და ლორენცო სონეგოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

დავით ზალკალიანი

24 ივლისი 2021, 09:15

COVID19

დავით ზალკალიანი ლიეტუვას „ასტრაზენეკას“ დოზების გადმოცემისთვის მადლობას უხდის

„ლიეტუვას მთავრობის მიერ გამოყოფილი, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 15 ათასი დოზა ახლახანს ჩამოვიდა თბილისში. უღრმესი მადლობა ჩემს კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და დროული დახმარებისთვის!“ - წერია ზალკალიანის მიერ Twitter-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.