imedi /  06 ივლისი 2020, 13:21 / სანდო წყარო

საკონსტიტუციო სასამართლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესის კანონიერებაზე მსჯელობს

საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესის კანონიერებაზე მსჯელობს.

სახალხო დამცველმა სადაო გახადა ნორმები, რომლებიც ადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული წესი ვერ უზრუნველყოფს საუკეთესო კანდიდატების შერჩევას, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

„იხილება სარჩელი სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ. გასაჩივრებული გვაქვს ნორმები, რომლებიც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატების შერჩევას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. როგორც იცით, საბჭო არჩევს მოსამართლეს ფარულად და ეს ფარულობა მიგვაჩნია, რომ არაკონსტიტუციურია. იძლევა გავლენების გზით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში მოამზადა უშუალოდ მოსამართლეების არჩევის პროცედურაზე. უამრავი ხარვეზი დავადგინეთ, მათ შორის ის, რომ კოორდინირება და შეთანხმება ხდებოდა - 20 კანდიდატს ოთხი ერთი და იგივე უმაღლესი საბჭოს წევრი ხაზავდა, ბუნებრივია, ეს აჩვენებდა იმას, რომ ფარულობა იყო გამოყენებული ბოროტად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვენეციის კომისიამ, ისევე როგორც ეუთო-ოდირმა პირდაპირ განაცხადა, ფარულობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენთვის ეს არის თეთრზე შავი", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

საქმეს პლენუმი განიხილავს. განხილვაში მონაწილეობას არ იღებს ახალდანიშნული მოსამართლე ვასილ როინიშვილი, რომელიც სწორედ ამ წესითაა არჩეული უზენაეს სასამართლოში. მისი აცილება მოსარჩელე მხარემ მოითხოვა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

05 აგვისტო 2020, 23:19

COVID19

დონალდ ტრამპი: სკოლები უნდა გაიხსნას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სკოლებში სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს.

თურქეთი კორონავირუსი

05 აგვისტო 2020, 22:54

COVID19

თურქეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა ათასს გადააჭარბა

ქვეყანაში კოვიდინფიცირების 236 112 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 5 784 ადამიანი, 219 506-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

კინო სერიალები

05 აგვისტო 2020, 22:36

კულტურა

დასახელდა სერიალები, რომლებსაც არალეგალურად ყველაზე ხშირად უყურებენ

ერთადერთი პლატფორმა, რომლის შოუც სიაში ორჯერ აღმოჩნდა, ტელეკომპანია The CW გახდა. სპეციალისტები ამას ბოლო დროს სტრიმინგ-სერვისების ამუშავებას უკავშირებენ, რომელთა შორის საკმაოდ ძლიერი კონკურენციაა.

05 აგვისტო 2020, 22:28

მსოფლიო

ბეირუთში აფეთქების შედეგად დანგრეული საავადმყოფოდან ექთანმა სამი ახალშობილი გამოიყვანა

ლიბანელი ფოტოგრაფი, ბილალ ჯავიჩი ბეირუთში მომხდარი მძლავრი აფეთქების შემდეგ გადაღებულ ფოტოს ავრცელებს, რომელზეც ჩანს, თუ როგორ გამოჰყავს ექთანს სამი ახალშობილი აფეთქების შედეგად დაზიანებული ერთ-ერთი საავადმყოფოდან.

05 აგვისტო 2020, 22:23

სპორტი

19 წლის ფეხბურთელი გოგონა ნიდერლანდების სამოყვარულო ჩემპიონატში მამაკაცებთან ერთად ითამაშებს

19 წლის ფეხბურთელი გოგონა, ელენ ფოკემი მამაკაცთა შორის ნიდერლანდების სამოყვარულო ჩემპიონატში გამოვა. ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რითაც სურთ იმის გარკვევა, რამდენად შესაძლებელია ქალების მამაკაცთა ჩემპიონატში ინტეგრირება. ფოკემი უკვე ვარჯიშობს „ფოარუტის“ შემადგენლობაში და მომავალი მატჩებისთვის ემზადება. როგორც ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები აცხადებენ, თუ ექსპერიმენტმა გაამართლა, ისინი ქალ ფეხბურთელებს მამაკაცთა გუნდებში უახლოეს მომავალშიც მიიწვევენ.

05 აგვისტო 2020, 21:59

სამართალი

შსს: დგინდება, რომ კომპანია „ზეგ“ არ ოპერირებს საქართველოში და მისი საქმიანობის შესასწავლად საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

„ამ ეტაპზე დგინდება, რომ კომპანია „ზეგ“ არ ოპერირებს საქართველოში და მისი საქმიანობა დაკავშირებულია საერთაშორისო შეკვეთებთან. კომპანიის საქმიანობის შესწავლის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს ექსპერტიზები. სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახთან. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

05 აგვისტო 2020, 21:42

სამართალი

შსს: თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე Google-ში სუიციდის მეთოდებს ეძებდა, წინა დღეს კი არკვევდა რა მოუვა მის ფეისბუქ-ანგარიშს მისი გარდაცვალების შემთხვევაში

შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ შუალედური ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

05 აგვისტო 2020, 21:30

საზოგადოება

მაშველებმა ახალგაზრდა გოგო გადაარჩინეს

მაშველებმა ახალგაზრდა გოგო გადაარჩინეს. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების ოპერატიული მუშაობის შედეგად, გოგოს მდინარე მტკვრიდან უვნებლად ამოიყვანა მოხერხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

05 აგვისტო 2020, 21:28

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 157 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 157 ათასს გადააჭარბა.

კორონავირუსი ესპანეთი

05 აგვისტო 2020, 21:21

COVID19

ესპანეთში კარანტინის დასრულების შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ქვეყანაში კარანტინის დასრულების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ამასთან, გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი და ჯამში ქვეყანაში COVID-19-ს 28 499 ადმიანი ემსხვერპლა.

05 აგვისტო 2020, 21:18

COVID19

ჯანმო ახალგაზრდებს: დაუსვით საკუთარ თავს კითხვა - ნამდვილად მჭირდება წვეულებაზე წასვლა?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ ახალგაზრდებმა უნდა გადახედონ სოციალურ შეკრებებზე დასწრების ჩვევას.

05 აგვისტო 2020, 21:11

კულტურა

უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვების“ ჩვენება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მერეთში გაიმართება

უტა ბერიას ფილმ „უარყოფით რიცხვებს“ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მერეთში 7 აგვისტოს ნახავენ. ჩვენება გაიმართება პროექტ „ზაფხულის კინოსკოლის“ ფარგლებში და მას რეჟისორი უტა ბერია დაესწრება, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კონოცენტი ავრცელებს.

რომან გოცირიძე

05 აგვისტო 2020, 20:51

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: სარკოზი დაამცირა პუტინმა, როდესაც მისი ხელმოწერა ფაქტობრივად, ფარატინა ქაღალდად ჩათვალა

რუს დათვს ყოველთვის ეღვიძა და განახორციელა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია ეს ძალიან კარგად იცის ნიკოლა სარკოზიმ, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, მედვედევ-სარკოზის შეთანხმება დღემდე არ არის შესრულებული და პირადად სარკოზი პუტინმა, როდესაც მისი ხელმოწერა მან ფაქტობრივად, ფარატინა ქაღალდად ჩათვალა.

კორონავირუსი აზერბაიჯანი

05 აგვისტო 2020, 20:50

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 33 103 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 476 ადამიანი, 28 840 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ექიმები სასამართლო

05 აგვისტო 2020, 20:33

სამართალი

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორს აღკვეთის ღონისძიებად გირაო, კლინიკის ექიმებს კი პატიმრობა შეეფარდათ

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის, უკანონო საექიმო საქმიანობისა და სამსახურებრივი გულგრილობისთვის დაკავებულ ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს, გიორგი ლობჟანიძეს 100 ათას-ლარიანი გირაო შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

05 აგვისტო 2020, 20:30

მსოფლიო

ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 135-მდე გაიზარდა, დაშავდა 5 000 ადამიანი

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 135-მდე გაიზარდა, დაშავებულია 5 000 ადამიანი. ინფორმაციას Al-Jazeera ლიბანის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლაშა დარსალია

05 აგვისტო 2020, 20:30

თავდაცვა

ლაშა დარსალია: საქართველო სამხედრო ტვირთებთან დაკავშირებულ ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმასა და პრინციპს იცავს

სატრანზიტო ტვირთებთან დაკავშირებით საქართველო ყველა საერთაშორისო რეგულაციას იცავს და საჰაერო გზით შეიარაღების გადაზიდვა ორმხრივი შეთანხმებით ხდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ „ქრონიკას“ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის იარაღის საკითხზე აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით განუცხადა.

ირაკლი ბერაია

05 აგვისტო 2020, 20:28

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: წინა ხელისუფლებამ თავისი ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული ქმედებებით, ფაქტობრივად, კომფორტი შეუქმნა ოკუპანტ სახელმწიფოს, მიეღწია მისი საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის

მაშინ, როდესაც ფართომასშტაბიანი აგრესიის, შემოჭრის ყველა ინდიკატორი სახეზე იყო, წინა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს თავიდან აეცილებინა, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაია „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

05 აგვისტო 2020, 20:21

თავდაცვა

ირაკლი სესიაშვილი: საუბარი იმაზე, რომ ჩვენ რომელიმე მხარეს სამხედრო ტვირთებით მომარაგებაში ხელს ვუწყობთ, ეს გამორიცხულია

„ამ შემთხვევაში ჩვენ ორივე ქვეყანასთან ამ შეთანხმების პირნათლად ერთგულნი ვართ, შესაბამისად, არც ერთ ქვეყანას რაიმე პრეტენზია არ ჰქონია და ვერც ექნება, იმიტომ რომ ჩვენი დაინტერესება არის მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს მეზობელ ქვეყნებში, იმიტომ რომ ჩვენ ორივე მეზობელთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ რომელიმე მხარეს სამხედრო ტვირთებით მომარაგებაში ხელს ვუწყობთ, ეს გამორიცხულია. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესს. ამიტომ აქ არის მკაცრი დაცვა, ეს იცის ორივე სახელმწიფომ. ეს ორივე სახელმწიფო ამ მიდგომას მიესალმება“, - აღნიშნა სესიაშვილმა.

05 აგვისტო 2020, 20:15

მსოფლიო

ლიბანის ხელისუფლებამ ბეირუთი კატასტროფის ზონად გამოაცხადა

ლიბანის ხელისუფლებამ ქვეყნის დედაქალაქი ბეირუთი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციის მინისტრმა, მანალ აბდელ სამად ნაჟდმა განაცხადა.