IMEDI /  08 ივლისი 2020, 18:45 / სანდო წყარო

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაზარალებული ვახო ახვლედიანის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

მზია ქასრაშვილი

მზია ქასრაშვილი

ოჯახი „ტვ პირველს“ ცრუ ინფორმაციის გაშუქებაში ამხელს და ამბობს, რომ არხის საინფორმაციო სამსახური უკვე ერთ კვირაზე მეტია, ავრცელებს დეზინფორმაციას ვახოს შესახებ, - თითქოს ის იყო გიორგი შაქარაშვილის უახლოესი მეგობარი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ახვლედიანის ოჯახი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსისგან - ნოდარ მელაძისგან ითხოვს განმარტებას, - რატომ ჩაამატა ჩვენებაში სიტყვა „არ“ და რატომ ერჩის მიზანმიმართულად ვახო ახვლედიანს.

„პირველ რიგში, სამძიმარს ვუცხადებთ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს წარმოუდგენელი ტრაგედიის გამო. ვეხმაურებით „ტვ პირველზე“ გასულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც გუშინ, 7 ივლისს, მთელი დღის განმავლობაში ტრიალებდა არხის სხვადასხვა გამოშვებაში. კერძოდ, არხზე გავიდა ვახო ახვლედიანის მეორე ჩვენების ეს ნაწილი:

„აშკარა იყო, რომ მათ ჩვენი ცემა არ უნდოდათ“.

რეალურ ჩვენებაში კი წერია საპირისპირო:

„აშკარა იყო, რომ ჩვენს საცემად მორბოდნენ“.

ჩვენების საპირისპირო კონტექსტში გაშუქების მიზანი, სავარაუდოდ, ტრაგედიით დამძიმებული შაქარაშვილების ოჯახის წევრების კიდევ უფრო გაღიზიანება იყო. შემდეგ გამოშვებებში კი აცხადებდნენ, რომ გიორგი შაქარაშვილის დამ მათი სიუჟეტი გააზიარა და, „ტვ პირველზე“ დაყრდნობით, ვახო ახვლედიანი მძიმე ფორმით გააკრიტიკა. „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახური უკვე კვირაზე მეტია ავრცელებს დეზინფორმაციებს ვახოს შესახებ, თითქოს ის იყო გიორგი შაქარაშვილის უახლოესი მეგობარი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მათ წვეულებაზე გაიცნეს ერთმანეთი. ასევე, არ არის სიმართლე, თითქოს ვახო ახვლედიანი პირველივე წამებიდან იყო აგარაკის კიბეებთან მომხდარი კონფლიქტის მთავარი ფიგურანტი. ვახო ახვლედიანი არასწორად არის მონიშნული წითლად არხის მიერ გაშიფრულ ვიდეომასალაში. ვახოს ეცვა შორტი, იმ კონკრეტულ ეპიზოდში მონიშნულ ახალგაზრდას კი შარვალი აცვია. ამ ფაქტებთან დაკავშირებით, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და არ არის გამორიცხული, მივმართოთ სასამართლოსაც. ვითხოვთ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსისგან - ნოდარ მელაძისგან, გააკეთოს განმარტება, რატომ ჩაამატა ჩვენებაში სიტყვა „არ“ და რატომ ერჩის მიზანმიმართულად ვახო ახვლედიანს. სამწუხაროდ, მედიის საშუალებით ვრცელდება არაერთი გაყალბებული ფაქტი თუ ჩვენება, რაც 20 წლის დაზარალებული ბიჭის ფსიქიკას ანადგურებს და მის სტიგმატიზირებას ახდენს. ვახო ახვლედიანიც ისეთივე მსხვერპლია ამ სიტუაციაში, როგორც დანარჩენი ბიჭები, რომლებსაც მოძალადეები ტრაგედიის ღამეს დევნიდნენ. ექსპერტების შეფასებით, ის ბეწვზეა გადარჩენილი არაგვის ხევში გადაჩეხვას. ასევე სიკვდილს გადაურჩა სახის არეში სასტიკად ნაცემი მისი მეგობარი - გიორგი ქათამაძე. ვახო ახვლედიანს, გიორგი ქათამაძეს და კოკო ღიბრაძეს ამ საქმეში აქვთ დაზარალებულის სტატუსი. სამწუხაროა, რომ ხშირად ამ საქმეში აქცენტი არ არის ბიჭების დასასჯელად ჩასულ რკინის ხელკეტებით შეიარაღებულ მოძალადეებზე, ბრალდებულებზე და არის მსხვერპლზე. მიმდინარეობს ამ დაზარალებული ახალგაზრდების მასობრივი ბულინგი. ვთხოვთ მედიასაშუალებებს, ამხელა ტრაგედიის შემდეგ, ფიზიკურად ცოცხლად გადარჩენილ 20 წლის ახალგაზრდებს ნუ გაანადგურებენ მორალურად დაუზუსტებელი, არაეთიკური ან განგებ გაყალბებული ინფორმაციით. იმედს ვიტოვებთ, საქმე უმოკლეს პერიოდში გაიხსნება. მანამდე კი გამძლეობას ვუსურვებთ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს!“ - აცხადებს ახვლედიანის ოჯახი.

ყველა სიახლე

ვლადიმერ ბოჟაძე

24 ივნისი 2021, 16:22

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: გახარია ცდილობს ხალხს დააჯეროს, რომ შემთხვევით მოხვდა იმ სასტუმროში, რომელშიც თურმე სულ ჩერდება სააკაშვილი, რაც ზღაპარია

„გახარია ცდილობს ხალხს დააჯეროს, რომ შემთხვევით მოხვდა იმ სასტუმროში, რომელშიც თურმე სულ ჩერდება სააკაშვილი(ისიც საინტერესო რა უნდა ამ დროს სააკაშვილს ვაშინგტონში), რაც არის ზღაპარი, ხოლო ამ ვერსიის შეთავაზება, საზოგადოების შეურაცხყოფა. საბედნიეროდ ხალხი/ამომრჩეველი ბრძენია და ეს არაერთხელ დადასტურდა არჩევნებზე, შესაბამისად დასკვნებს გახარია - სააკაშვილის ალიანსიდან თავადაც კარგად გამოიტანს!“ - წერს ბოჟაძე Facebook-ში.

24 ივნისი 2021, 16:20

მსოფლიო

ევროკავშირმა ბელარუსს მიზნობრივი ეკონომიკური სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა ბელარუსს ეკონომიკური სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

გიორგი ცუცქირიძე

24 ივნისი 2021, 15:47

პოლიტიკა

გიორგი ცუცქირიძე პრემიერის ინიციატივაზე: კანონპროექტი ჰუმანურ ნაბიჯად უნდა შეფასდეს, უპირველესად პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც მოქალაქეებს პანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული, ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.

რატი იონათამიშვილი

24 ივნისი 2021, 15:20

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი მამუკა ხაზარაძეზე: დეპუტატი, რომელიც თავს დებს დასავლურ ღირებულებებზე, ქვეყნის ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან საუბრობს დისკრიმინაციული ლექსიკით

„ერთი წამით, წარმოვიდგინოთ, სმენის არმქონე ადამიანების რეაქცია, როცა ბატონი მამუკა მათ დამამცირებელ და დისკრიმინაციულ კონტექსტში მოიხსენიებს“, - წერს იონათამიშვილი.

24 ივნისი 2021, 15:16

სამართალი

ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, „საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის“ (GCSD) და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანაორგანიზებით, ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

დავით ზალკალიანი

24 ივნისი 2021, 15:11

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ევროპაში მშვიდობა და სტაბილურობა შეუძლებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის მშვიდობიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარების გარეშე

საქართველო, მოლდოვა და უკრაინა უსაფრთხოების სფეროში მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან და რა თქმა უნდა, რუსეთთან კონფლიქტი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ ვებინარზე სიტყვით გამოსვლისას.

ვასილ ხოდელი

24 ივნისი 2021, 15:02

პოლიტიკა

ვასილ ხოდელი: ტექნიკური შესაძლებლობა თუ იქნება, მზად ვართ დღესვე გაწყდეს ეს კონტრაქტი, მაგრამ ამას დრო სჭირდება

„ამ პერიოდის განმავლობაში „ლიბერთი“ განიცდის საკმაოდ სერიოზულ წნეხს გარედან, რეპუტაციულ ზიანს იღებს. ეს არ არის მისაღები ამ კომპანიისთვის. გაგახსენებთ, რომ 5 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს ამ კომპანიაში. ჩვენ კეთილსინდისიერად ვიხდით გადასახადებს და ეს მოცემულობა ჩვენთვის მისაღები არ არის“, - განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

ბიძინა კულუმბეგოვი

24 ივნისი 2021, 14:55

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი ე.წ. ინდურ შტამზე: ვირუსის მინიმალური კონცენტრაციაც საკმარისია, რომ ადამიანი ავად გახდეს

ინდური შტამით დაავადებულ ერთ ადამიანს შეუძლია ხუთიდან რვამდე ადამიანი დააინფიციროს, საქართველოშიც ინფიცირებული პაციენტების უმრავლესობა ინდური შტამით დაავადებული იქნება, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დღეში“ განაცხადა.

ირაკლი რუხაძე

24 ივნისი 2021, 14:51

ეკონომიკა

ირაკლი რუხაძე: ჩავედით საპენსიო სესხის პროცენტის ისეთ ნიშნულზე, რომლის შემდეგაც არანაირი აზრი აღარ აქვს პენსიების დარიგებას

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე აცხადებს, რომ ახლა ბანკს დაწეული აქვს საპენსიო სესხის პროცენტი ისეთ ნიშნულამდე, რომლის შემდეგაც არანაირი აზრი აღარ აქვს პენსიების დარიგებას.

ალეკო ელისაშვილი

24 ივნისი 2021, 14:51

საზოგადოება

ალეკო ელისაშვილი: გარდაცვლილი პენსიონერის ოჯახს ბანკი კრედიტის დაფარვას არ მოსთხოვს

გარდაცვლილი პენსიონერის ოჯახს არ მოსთხოვს ბანკი კრედიტის დაფარვას, ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

24 ივნისი 2021, 14:45

საზოგადოება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კვებისა და განთავსების ობიექტებისთვის ონლაინ ტრენინგს გამართავს

ტრენინგი საქართველოს 31 ქალაქსა და დაბაში ჩატარდება და ჯამში კერძო სექტორის 500-მდე წარმომადგენელი გადამზადდება. ტრენინინი 30 ივნისის ჩათვლით გაიმართება და შემდეგ თემებს მოიცავს: ინკლუზიური ტურიზმი და კოვიდ 19 (მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია UNWTO) ინკლუზიური ტურიზმის ევროპული ქსელი (ENAT) რეკომენდაციები, სერვისებისა და ინფრასტრუქტურის მისაწვდომობა-უნივერსალური დიზაინი, მისაწვდომობის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები, ინკლუზიური ტურიზმის ეკონომიკური პოტენციალი და მსოფლიო გამოცდილება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის ეთიკა, სწორი კომუნიკაცია და ტერმინოლოგია.

დავით ზალკალიანი

24 ივნისი 2021, 14:37

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა რუსეთთან კომუნიკაციაში ხაზი გაუსვას რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობას

რაც შეეხება ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობას, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა რუსეთთან კომუნიკაციაში ხაზი გაუსვას რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ ვებინარზე სიტყვით გამოსვლისას.

მიხეილ სარჯველაძე

24 ივნისი 2021, 14:35

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე მამუკა ხაზარაძეზე: კვლავ დესტრუქციის ნაპერწკალი გაჩნდა ოპოზიციის რიტორიკაში

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციონერ დეპუტატთა განცხადებებს პარლამენტიდან შესაძლო გასვლის შესახებ დესტრუქციულს უწოდებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

24 ივნისი 2021, 14:34

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია რეალურად ვერ პოულობს თავის ადგილს

„ოპოზიციას არ შეუძლია რეალურად, საგნობრივად და არგუმენტირებულად დაასაბუთოს თავისი პოზიციები. ამიტომ ყოველ ჯერზე მიმართავენ დემარშებს, რაც დამაზიანებელი არის პირველ რიგში მათთვის. მეორე მხრივ დამაზიანებელია, როცა ამბობენ: „ჩვენ გვინდა უკეთესი სასამართლო“ და ამ დროს კონკრეტულ განხილვაში ვერ შემოდიან, იმიტომ რომ როცა კონკრეტული განხილვა იწყება, სათქმელი უკვე არაფერი აქვთ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

იაგო ხვიჩია

24 ივნისი 2021, 14:30

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მილიონი სხვადასხვა საკითხია, რომელზეც პარლამენტში უნდა ვიყოთ და ვმსჯელობდეთ ნაცვლად იმისა, რომ გავიდეთ და ისევ ქუჩაში გავიტანოთ პროცესი

დავამთავრეთ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი და ნუ დავამატებთ მას პარლამენტიდან გასვლა-არგასვლის საკითხს, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძე

24 ივნისი 2021, 14:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე მამუკა ხაზარაძეზე: ხან შედიან, ხან გამოდიან - თავში ქვა უხლიათ, რაც უნდათ, ის გაუკეთებიათ

ტყუილია, თითქოს ჩვენი მოქმედება ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ბიძინა კულუმბებგოვი

24 ივნისი 2021, 14:24

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: რამდენიმე კვლევის შედეგად, იმუნური სისტემის უპირატესობა შერეული ვაქცინის შემთხვევაში მკვეთრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ერთი და იგივე ვაქცინის

„ყოველთვის არის მოწოდება, რომ მაინც ჯობს ერთი და იგივე ვაქცინა გამოვვიყენოთ, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან სერიოზული კვლევა ჩაატარეს გერმანიაში, ბრიტანეთსა და ესპანეთში და რომელმაც ასეთი რამ აჩვენა: პაციენტები რამდენიმე ნაწილად დაყვეს, ერთი, რომლებსაც ჰქონდათ ორჯერ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ადმინისტრირებული, მეორე, რომლებსაც 2-ჯერ ჰქონდათ „ფაიზერი“ გამოყენებული და მესამე, შერეული ვაქცინა. იმუნური სისტემის უპირატესობა შერეული ვაქცინის შემთვევაში მკვეთრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ორი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემთვევაში და ოდნავ უფრო უკეთესი, ვიდრე ორი „ფაიზერის“ შემთხვევაში. ჯერჯერობით ეს საყოველთაო, მსოფლიო რეკომენდაცია არ არის, მაგრამ ამ თვალსაზრისით რამე პრობლემა არ არის.

მამუკა ხაზარაძე

24 ივნისი 2021, 14:23

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: ვიღაცამ ისე გაიგო, რომ დღეს ვაპირებდით პარლამენტიდან გასვლას, არა, ბატონებო, თქვენ მარტო არ დაგტოვებთ

„მე გუშინ გავაკეთე განცხადება და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო. ვიღაცამ ისე გაიგო, რომ დღეს ვაპირებდით პარლამენტიდან გასვლას, არა, ბატონებო, თქვენ მარტო არ დაგტოვებთ, არ დაგტოვებთ იმ ხალხს, ვისაც ჩაფიქრებული აქვს, რომ დოკუმენტს გაუკეთოს ობსტრუქცია. ამ ჩავარდნილ დოკუმენტზე პასუხისმგებლობას აიღებთ თქვენ. მანამდე გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს არ გაგაკეთებინოთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

გიორგი ვაშაძე

24 ივნისი 2021, 14:21

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე მოსამართლეების დანიშვნაზე: დარწმუნებული ვარ, რომ ფუნდამენტურ სასამართლო რეფორმას დავიწყებთ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით დასავლეთიდან სწორედ ისეთი რეაქცია იხილა, როგორსაც ელოდებოდა.

ხატია დეკანოიძე

24 ივნისი 2021, 14:20

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: მოსამართლეების საკითხის პარლამენტში შემოტანის შემდეგ „ქართული ოცნების“ მარტო დატოვებას მე არ ვემხრობი

მოსამართლეების საკითხის პარლამენტში შემოტანის შემდეგ „ქართული ოცნების“ მარტო დატოვებას მე არ ვემხრობი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.