www.imedi /  10 ივლისი 2020, 00:43 / სანდო წყარო

არსებული ინფორმაციით, გლდანში საცხოვრებელი კორპუსიდან მოქალაქე უმისამართოდ ისროდა

არსებული ინფორმაციით, გლდანში, ვასაძის ქუჩაზე, რამდენიმე წუთის წინ უმისამართო სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან უმისამართოდ ისროდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, დაშავებული არავინა ა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. შემთხვევის ადგილზე იმყოფება აგრეთვე სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ამ დროისთვის მომხდარზე ოფიციალური განმარტება არ გაკეთებულა.

ყველა სიახლე

11 აგვისტო 2020, 10:58

საზოგადოება

გლდანის ხევს სამი ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატება

გლდანის ხევს სამი ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატება. აქედან ორი სკვერის მოწყობის სამუშაოები N8–N8 ა და N1-1 ა კორპუსების მიმდებარედ უკვე დასრულდა, N6-6 ა კორპუსებთან კი ამ დროისთვის მიმდინარეობს. გლდანის ხევის N8–N8 ა კორპუსებთან, 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ბავშვთა გასართობი ზონები მოეწყო და დასასვენებელი პავილიონი განთავსდა; დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; განთავსდა ღია სივრცის ტენისის მაგიდა, ასევე, სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა; ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც.

11 აგვისტო 2020, 10:57

სპორტი

გორის „დილა" საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში პირველად დამარცხდა

გორის „დილა" საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში პირველად დამარცხდა. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, აქამდე წაუგებლად მოთამაშე გორელები თბილისის „ლოკომოტივმა" თემურ შონიას გატანილი ბურთით 1:0 დაამარცხა და გიორგი ჭიაბრიშვილმა ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

11 აგვისტო 2020, 10:56

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაურმა და გრიგოლ ლილუაშვილმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

შინდისის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით, მემორიალთან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილეებთან ერთად ჩავიდა. შინდისში იმყოფება ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. მათ შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

11 აგვისტო 2020, 10:43

სპორტი

„ინტერი“ და „მანჩესტერი“ ევროპა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ

​​​​​​​ნერიაძურიმ მეოთხედფინალში „ლევერკუზენი“ 2:1 დაამარცხა და ევროტურნირის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის ათწლიანი პაუზის შემდეგ მეათედ გავიდა. ევროპა ლიგის ამ ეტაპზე მილანელები მეათედ ითამაშებენ, რაც ყველა დროის რეკორდია. ნერიაძურის შემადგენლობაში ბურთები ნიკოლო ბარელამ და რომელუ ლუკაკუმ გაიტანეს, რასაც კაი ჰავერცმა ერთი გოლით უპასუხა. ბელგიელმა ფორვარდმა ტურნირის ზედიზედ მეცხრე შეხვედრაში გაიტანა და ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.

პროექტი „7 დღე ჯარისკაცად“

11 აგვისტო 2020, 10:38

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო ახალი პროექტის - „7 დღე ჯარისკაცად“, განხორციელებას გეგმავს

„7 დღე ჯარისკაცად“ - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტია, რომელიც ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შემუშავების პროცესში არსებული სიახლე სამხედროებმა სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულმა გვარდიამ საველე მომზადების ბანაკ „პალდოში“ 18 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს უმასპინძლა და დაგეგმილი პროექტი „7 დღე ჯარისკაცად“ წარუდგინა.

კორონავირუსი

11 აგვისტო 2020, 10:38

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამურმა რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა და 20 090 541 შეადგინა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აღრიცხულია კოვიდინფექციით გარდაცვალების 736 208 შემთხვევა, 12 281 862 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

11 აგვისტო 2020, 10:27

რეგიონი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა იწყება

სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს სოფლების: ტიბაანის, ანაგის, ბოდბისხევის, ქვემო ბოდბის, საქობოს, ვაქირის, ჯუგაანისა და ქვემო მაღაროს უწყვეტ წყალმომარაგებას.

11 აგვისტო 2020, 10:26

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი დაინფიცირდა, 44 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 44 ადამიანი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1264 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1054-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7279 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 279.

11 აგვისტო 2020, 10:25

კულტურა

წყნეთის ამფითეატრში გია ყანჩელის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

წყნეთის ღია ამფითეატრში ლეგენდარული კომპოზიტორის, გია ყანჩელის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო. მუსიკალურ საღამოზე კინოსა და თეატრისთვის შექმნილი ცნობილი მელოდიები შესრულდა. მსმენელის წინაშე ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები წარდგნენ. კონცერტის დასასრულს კი გია ყანჩელის რამდენიმე ნაწარმოები ბექა გოჩიაშვილმა შეასრულა.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

11 აგვისტო 2020, 10:22

მსოფლიო

ლინას ლინკევიჩუსი: სვეტლანა ტიხანოვსკაიას საფრთხე არ ემუქრება, ის ლიეტუვაშია

ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია ლიეტუვაში იმყოფება. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა Twitter-ზე დაწერა. „სვეტლანა ტიხანოვსკაიას საფრთხე არ ემუქრება, ის ლიეტუვაში იმყოფება“, - წერს ლინკევიჩუსი. მანამდე ბელარუსული და უცხოური მედია წერდა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ტიხანოვსკაიას ადგილსამყოფელი უცნობი იყო.

ირაკლი ღარიბაშვილი

11 აგვისტო 2020, 10:15

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლა არის გმირობის მაგალითი, რომელზეც თაობები უნდა აღიზარდოს

შინდისის ბრძოლა არის ჩვენს თანამედროვე ისტორიაში გამორჩეული და შთამბეჭდავი გმირობის და თავგანწირვის ისტორია, - ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინდისის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით, მემორიალის მონახულებისას გააკეთა „ჩვენ აქ შევიკრიბეთ , რომ პატივი მივაგოთ დაღუპული გმირების ხსოვნას , ქედს ვიხდით მათი დიდების და სულების წინაშე. მათ მშობლებს მადლობას ვეუბნებით, რომ ასეთი შვილები აჩუქეს სამშობლოს. ეს არის გმირობის მაგალითი, რომელზეც თაობები უნდა აღიზარდოს. ამ 17 ვაჟკაცმა აჩვენა სამაგალითო თავგანწირვა და გმირობა. მადლობას ვუხდი მათ და ქედს ვიხდი მათ წინაშე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეა ახვლედიანი

11 აგვისტო 2020, 10:12

საზოგადოება

თეა ახვლედიანი: ჩვენი გმირების თავგანწირვამ მოგვცა ვალდებულება იმისა, რომ დავიცვათ და შევინარჩუნოთ მშვიდობა

შინდისის გმირების თავგანწირვამ მოგვცა ვალდებულება იმისა, რომ დავიცვათ და შევინარჩუნოთ მშვიდობა, შემართებით ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებაზე და სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში ქვეყნის გამთლიანებაზე, რათა საქართველოს არც ერთ ოჯახს არ მოუწიოს ასეთი ტრაგედიის გადატანა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.

სვანეთი

11 აგვისტო 2020, 10:02

რეგიონი

სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებით მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე 20 სასტუმრო დროის უმოკლეს ვადებში საკარანტინო სივრცეებად მოაწყო.

11 აგვისტო 2020, 09:58

პოლიტიკა

შინდისის ბრძოლის მემორიალთან გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს

შინდისის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით, მემორიალთან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და სამხედრო მოსამსახურეები ჩავიდნენ.

ბექა ლილუაშვილი

11 აგვისტო 2020, 09:48

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: ჩვენი კონსულტანტების მთავარი ქვაკუთხედი რეკომენდაციების ნაწილში არის ის, რომ საქართველო უნდა დარჩეს ნათელ წერტილად საინვესტიციო რუკაზე

ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება უმუშევრობა, შესაბამისად ამ მიმართულებით სახელმწიფოს როგორც დამსაქმებლის როლი მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით კრიზისის აქტიური მიმდინარეობის პერიოდში, როდესაც კერძო სექტორს ამის შესაძლებლობა ნაკლებად აქვს. იგივე ინფრასტრუქტურულ პროექტებში დასაქმების მიმართულებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

11 აგვისტო 2020, 09:44

თემა

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მოულოდნელად ძლიერი ჭექა-ქუხილი დაიწყო

მეხის დაცემის შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 24 ათასი ადამიანი იღუპება. რა არის ის აუცილებელი წესები, რომლებიც ასეთ დროს უნდა დავიცვათ?

11 აგვისტო 2020, 09:40

მსოფლიო

თეთრ სახლთან სროლის გამო დაცვამ დონალდ ტრამპს ბრიფინგი შეაწყვეტინა და ოთახიდან გაიყვანა

თეთრ სახლთან მომხდარი სროლის გამო აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრიფინგი შეაწყვეტინეს და ოთახიდან გაიყვანეს. ამის შესახებ cnbc წერს. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპი ბრიფინგის ოთახში რამდენიმე წუთში დაუბრუნდა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამართალდამცავებმა შეიარაღებულ პირს ესროლეს და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დავით ბაქრაძე

11 აგვისტო 2020, 09:23

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: რუსეთში გააცნობიერებენ, რომ აგრესიით გააძლიერეს ტემპი, რომლითაც საქართველო წინ მიიწევს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისკენ

„ვფიქრობ, რაღაც მომენტში რუსეთში გააცნობიერებენ, რომ ამ აგრესიით, მათ გააერთიანეს კიდევ ერთხელ ქართველი ხალხის სურვილი და გააძლიერეს ტემპი, რომლითაც საქართველო წინ მიიწევს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისკენ“, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ განაცხადა.

11 აგვისტო 2020, 09:16

საზოგადოება

დღეიდან გამოცდების შედეგების გასაჩივრება შეიძლება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს საშუალება ექნებათ სააპელაციო განაცხადით მიმართონ ცენტრს 11 აგვისტოს 10:00 საათიდან 14 აგვისტოს 18:00 საათამდე. ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადები მიიღება შესაძლებელლია მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge.

11 აგვისტო 2020, 09:04

საზოგადოება

საქართველოში დღეიდან ამინდი გაუარესდება

საქართველოში 14 აგვისტომდე (ძირითადად დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში) ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა. უწყების განმარტებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებსა და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.