imedi /  10 ივლისი 2020, 16:08 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე კეზერაშვილის საქმეზე: წინასწარ ვერაფერს დავადასტურებთ, მაგრამ ფაქტია, მძიმე ბრალდებები შეიძლება იყოს

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ასე ზოგადად ლაპარაკი არ შეიძლება. ვიცით, რომ ისრაელისა და საქართველოს მხარეებმა ამაზე განაცხადეს, მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ყველაფერს დაადგენს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლოდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა კეზერაშვილის საქმეზე. მედია დაინტერესდა, გამოძიების კვალი მივა თუ არა მიხეილ სააკაშვილამდე.

„არ ვიცი და ვერ ვიტყვი, წინასწარ რომელიმე გამოძიებაში ვისთან მივა კვალი, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ამ ქვეყანაში ომი იყო, როდესაც ოკუპანტი ქვეყანა გვბომბავდა, მაშინაც კი რაღაცები ხდებოდა, მაგრამ ამ რაღაცებს დადგენა უნდა. ასე ზოგადად ლაპარაკი არ შეიძლება. ვიცით, რომ ისრაელისა და საქართველოს მხარეებმა ამაზე განაცხადეს, მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერს დაადგენს. ალბათ, ჩვენ წინასწარ ვერაფერს დავადასტურებთ, მაგრამ ფაქტია, რომ მძიმე ბრალდებები შეიძლება იყოს. ეს ახალი არ არის და სამწუხაროდ, ეს ჩემთვის გასაკვირი არ არის, რადგან ეს ხალხი რასაც თვითონ აკეთებდა, იმის გადაბრალებას სხვაზე ცდილობს. თუკი დღეს ამბავს გაიგონებენ, რომ ვიღაც სადღაც კორუფციაშია, ვიღაცა ვიღაცას ხელს აფარებს, ყველაფერი თავიანთი წარსულიდან მოაქვთ და ცდილობენ, რომ თავიანთი გაკეთებული სხვას დააბრალონ, ისევე როგორც რუსეთუმეობაზე „ქართულ ოცნებას“ ედავება „ნაცმოძრაობა“, რომელმაც ჩააბარა ტერიტორიების 20% და შემდეგ ხელი მოუწერა რეზოლუციაზე, სადაც დააბრალეს ქართულ მხარეს, თავიანთ თავებს დააბრალეს, რომ თითქოს, კასეტური ბომბებით ბომბავდნენ ცხინვალს და რუსეთის შეტევა, თითქოს, საპასუხო იყო. ეს რეზოლუციაში წერია, ამას ათასჯერ გავიმეორებ, როცა ისინი რუსულ თემაზე დაიწყებენ ლაპარაკს და ვიღაცის დადანაშულებას ყოველთვის გავიმეორებ, რომ ეს ადამიანები არიან ხელმომწერები და მხარდამჭერები რეზოლუციის, სადაც ეწერა, თითქოს, ქართული მხარე ბომბავდა ცხინვალს და თითქოს, საქართველომ დაიწყო ომი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ისრაელის პროკურატურა გადამდგარი გენერლისთვის, გალ ჰირშისთვის და მისი 3 ბიზნესპარტნიორისთვის, რომელთაგანაც ერთ-ერთი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ნათესავია, ბრალის წარდგენას გეგმავს.

მათ, კომპანიაში - „დამცავი ფარი“ ედავებიან საქართველოსთან თავდაცვის სფეროში საქმიანობის შედეგად მიღებულ 11 მილიონზე მეტი ოდენობის შემოსავლებზე გადასახადებისთვის თავის არიდებას. სავარაუდოდ, დანაშაულს ადგილი ჰქონდა 2007-2009 წლებში“, - ნათქვამია სტატიაში.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

05 აგვისტო 2021, 22:43

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კახა კალაძე არის უალტერნატივო კანდიდატი, მის გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ

გარდა იმისა, რომ ჩვენი პარტიის გამარჯვებაში ვარ დარწმუნებული, ასევე კახა კალაძის გამარჯვებაში კიდევ უფრო მეტად ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ კახა არის უალტერნატივო კანდიდატი, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, დღეს კახა კალაძის საარჩევნო შტაბი გაიხსნა, რომელსაც შესანიშნავი ხელმძღვანელი ჰყავს.

მამუკა მდინარაძე

05 აგვისტო 2021, 22:14

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პრემიერის არცერთი შეხვედრა, რომელიც იყო დაგეგმილი და შეთანხმებული, არ ჩაშლილა და არც ჩაიშლება

დარწმუნებული ვარ, რადგან იყო რაღაც შეხვედრებზე საუბარი და მათთან დაკავშირებით შეთანხმება არ ყოფილა. ეს არის გამოგონილი ამბავი. სინამდვილეში შეთანხმება შეხვედრასთან დაკავშირებით რომ ყოფილიყო, შეხვედრაც იქნებოდა. თუ რომელიმე მედია ამბობს, რომ შეთანხმებულია შეხვედრა და ჩაიშალა, ეს არის ტყუილი. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კახა კალაძე

05 აგვისტო 2021, 22:07

პოლიტიკა

კახა კალაძე: როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, ეს ძალიან მძიმეა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ტერიტორიების დაბრუნება მოხდეს

როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიებზე სხვა ქვეყნის ჯარები დგას და ოკუპირებულია, ეს ძალიან მძიმეა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ტერიტორიების დაბრუნება მოხდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ზოგადად, ურთიერთობების ნორმალიზება, ყველასთან ძალიან მნიშვნელოვანია.

ლიონელ მესი

05 აგვისტო 2021, 21:57

სპორტი

ლიონელ მესიმ „ბარსელონა“ დატოვა

არგენტინის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ „ბარსელონა“ დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ კატალონიური კლუბი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

05 აგვისტო 2021, 21:55

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება

„შეთანხმება არის ანულირებული, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მომავალში აღარასდროს ასეთი ტიპის შეთანხმებას აღარ გავაფორმებთ. აქ საუბარი იყო დროებით კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლაზე, მეორედ ეს აღარასოდეს მოხდება. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

05 აგვისტო 2021, 21:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე: გამომდინარე იქიდან, რომ წითელი ხაზები არსებობს, ვერ იქნება საუბარი ვერანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებზე

წითელი ხაზები არ გადაიკვეთება, დანარჩენზე ვნახოთ, რაზეა საუბარი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, არსებობს წითელი ხაზები, რაც არის დაკავშირებული დეოკუპაციასა და ჩვენს დასავლურ ინტეგრაციასთან.

ირაკლი კობახიძე

05 აგვისტო 2021, 21:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საერთო სასამართლოების შესახებ კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად შევცვალეთ, სამი საკვანძო რეკომენდაცია ასახულია

ჩვენ თავიდან ბოლომდე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად შევცვალეთ ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმაზე ევროკომისიის ანგარიშში არსებული ჩანაწერის შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

არჩილ ყარაულაშვილი

05 აგვისტო 2021, 21:37

პოლიტიკა

არჩილ ყარაულაშვილი: ეს არის აბსოლუტური სპეკულაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთს პერსონა ნონ გრატად არ გამოუცხადებია

ეს არის აბსოლუტური სპეკულაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთს პერსონა ნონ გრატად არ გამოუცხადებია, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ესტონეთში, არჩილ ყარაულაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ესტონეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აუცილებლად შედგება.

თეა მაისურაძე

05 აგვისტო 2021, 21:30

პოლიტიკა

თეა მაისურაძე: ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, არის სრული აბსურდი

„რაც შეეხება ვიზიტის გაუქმებას, ამასაც ვერ დავადასტურებ. ვიზიტი არ გაუქმებულა და მისი ორგანიზება უმაღლეს დონეზე ორ ქვეყანას შორის ყოველთვის დღის წესრიგშია და ვადასტურებ, რომ მათ შორის პრემიერის ვიზიტი განიხილება და უკვე დიდი ხანია დღის წესრიგშია. ეს დარჩება დღის წესრიგში მანამ, სანამ არ მოხდება შეთანხმება ქართულ და ლატვიურ მხარეებს შორის ვიზიტის კონკრეტილ თარიღებზე“, - განაცხადა ელჩმა.

გიორგი ამილახვარი
კახა კალაძე

05 აგვისტო 2021, 20:43

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: საარჩევნო კამპანია დახუნძლული იქნება ინოვაციებით, რეალისტური იდეებით და სწორი პროგრამით

მინდა მადლობა გადავუხადო ნდობისთვის კახა კალაძეს და ჩვენს გუნდს. ეს ჩემისთვის დიდი პატივია და რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ ვერთვები საარჩევნო კამპანიაში მერობის გამორჩეულ კანდიდატთან ერთად ვერთვები, - ამის შესახებ კახა კალაძის საარცევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა, შტაბის გახსნაზე განაცხადა.

კახა კალაძე

05 აგვისტო 2021, 20:42

პოლიტიკა

კახა კალაძე: ერთიანი და სოლიდარული თბილისი არის ძალა, რომელსაც მე ვეყრდნობი

თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბი გაიხსნა. მერობის კანდიდატმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.მისი თქმით, დღეიდან, თბილისელებს აქვთ ადგილი, სადაც საკუთარი მოსაზრებების გაზიარება შეეძლებათ.

05 აგვისტო 2021, 20:38

COVID19

აშშ-ის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ უცხოელი ვიზიტორებისგან ვაქცინაციის მოთხოვნის საკითხს განიხილავს

აშშ-ის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ უცხოელი ვიზიტორებისგან ვაქცინაციის მოთხოვნის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ თეთრი სახლის კორონავირუსზე რეაგირების კოორდინატორმა, ჯეფ ზინტსმა განაცხადა.

კახა კალაძე

05 აგვისტო 2021, 20:30

პოლიტიკა

კახა კალაძე: მჯერა, კიდევ ბევრჯერ იტყვიან, მე ამ ქალაქში ვნახე ყველაფერი

მჯერა, კიდევ ბევრჯერ იტყვიან, მე ამ ქალაქში ვნახე ყველაფერი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო შტაბის წარმატებაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ მისი, როგორც კანდიდატის გამარჯვება, არამედ ამ ქალაქში მცხოვრები ძალიან ბევრი ადამიანის იმედები.

გიორგი ამილახვარი

05 აგვისტო 2021, 20:15

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს. შტაბის ხელმძღვანელი დღეს პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ წარადგინა. მისი თქმით, გიორგი ამილახვარი კარგი მენეჯერია, აქტიური პროგრესული და ენერგიული ადამიანია.

კახა კალაძე

05 აგვისტო 2021, 20:14

პოლიტიკა

კახა კალაძემ საარჩევნო შტაბი გახსნა

დღეს წინასაარჩევნო პროცესისთვის, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი და რიგითი ღონისძიებაა-იხსნება საარჩევნო შტაბი. თუმცა, მერწმუნეთ, პირადად ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის, ჩვენი მხარდამჭერებისთვის დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თავისი საარჩევნო შტაბის გახნის ღონისძიებაზე განაცხადა.

05 აგვისტო 2021, 20:11

მსოფლიო

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანთან საზღვარზე რუსი მესაზღვრეების განთავსების ფაქტს განმარტავს

რუსი მესაზღვრეები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე სოფელ ვოსკეპარში განთავსდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დავით ზალკალიანი

05 აგვისტო 2021, 19:53

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ჯო ბაიდენის განცხადება აღიარებაა იმ უაღრესად მნიშვნელოვანი საშუამავლო პროცესისა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით განხორციელდა

ეს გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხრიდან საქართველოს მნიშვნელოვანი როლის და ფუნქციის აღიარება, ასევე იმ უაღრესად მნიშვნელოვანი საშუამავლო პროცესის აღიარება, რომელიც განხორციელდა უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩართულობით, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას, სადაც ის აზერბაიჯანში სომეხი სამხედროების გათავისუფლების ძალისხმევაში საქართველოს მხარდაჭერით მიღწეული პროგრესზე საუბრობს.

დავით ქართველიშვილი

05 აგვისტო 2021, 19:41

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სისხლის, გვამების და ადამიანთა წამების მოყვარულთა რეჟიმი დასრულდა საქართველოში და ეს პრინციპი, პირველ რიგში, ციხესთან მიმართებაში მოქმედებს

არანაირად არ ვიცავ ციხიდან პირობითად, ვადაზე ადრე განთავისუფლებულ მარიანა ჩოლოიანს, მაგრამ არსებული ინფორმაციით, რომელიც გასაჯაროებას არ ექვემდებარება - იგი უმძიმესი სენით არის დაავადებული და ელემენტარული ჰუმანიზმის პრინციპი გკარნახობს, თუნდაც დამნაშავე - მაგრამ, პირველ რიგში, ადამიანის წვალებას ციხეში, ბოლო მოეღოს“ - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი Facebook-ის გვერდზე.

ებრაჰიმ რაისი

05 აგვისტო 2021, 19:35

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა მოიხსნას

ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს ნებისმიერ დიპლომატიურ გეგმას, რომელიც აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს გააუქმებს.

გია აბაშიძე

05 აგვისტო 2021, 19:31

პოლიტიკა

გია აბაშიძე ჩოლოიანის გათავისუფლებაზე: ამ „ქეისშიც“ დაცული რომ იყო ყველა კანონიერი მოთხოვნა, არ გეტყვით „პოლიტიკური“ ძალა, რომლის დროსაც კანონის აღსრულება სააკაშვილისა და ერთი-ორი მაღალჩინოსნის ახირებებზე იყო დამოკიდებული

ის, რომ ამ „ქეისშიც“ დაცული იყო ყველა კანონიერი მოთხოვნა, არ გეტყვით ის დესტრუქციული, არაჰუმანური „პოლიტიკური“ ძალა, რომლის დროსაც კანონის აღსრულება მხოლოდ სააკაშვილისა და მისი ერთი-ორი მაღალჩინოსნის ახირებებზე იყო დამოკიდებული“ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე მარიანა ჩოლოიანია ვადამდე გათავისუფლებას. მისი თქმით, მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.