imedi /  12 ივლისი 2020, 15:54 / სანდო წყარო

ზუგდიდში, დადიანების ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა

ზუგდიდი

ზუგდიდში, დადიანების ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ადგილობრივი ბიზნესმენის, დავით შენგელიას შვილი.

ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სპეციალური რაზმის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ დააკავეს. დაკავების მიზეზი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შსს კომენტარს ჯერ არ აკეთებს.

ყველა სიახლე

13 აგვისტო 2020, 16:36

საზოგადოება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რკინის რიგის N6-დან გორგასალის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება. აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით, 14 აგვისტოს 23:00 საათიდან 28 აგვისტოს ჩათვლით, გორგასალის ქუჩასა და გამსახურდიას სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

რიინა კალიურანდი და დავით ზალკალიანი

13 აგვისტო 2020, 16:31

პოლიტიკა

საქართველოში ესტონეთის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ესტონეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა, რიინა კალიურანდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა.

ლადო ბოჟაძე

13 აგვისტო 2020, 16:28

პოლიტიკა

ლადო ბოჟაძე: „ქართულ ოცნებას“ IRI-ის კვლევით სხვადასხვა წელთან მიმართებით მატება აქვს

ყველაზე უტყუარი არის კენჭისყრის დღე, არჩევნების ოფიციალური შედეგები. სოციოლოგიური კვლევები არის ერთგვარი საზოგადოებრივი აზრის შექმნის მცდელობა, ამ შედეგებიდან გამომდინარე გარკვეული ინფორმაცია მიიღოს ამომრჩეველმა და გადაწყვიტოს რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭიროს მხარი, - ამის შესახებ ალანიტიკოსმა, ლადო ბოჟაძემ „POSTV“-ის ეთერში IRI-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

Zydus Cadila

13 აგვისტო 2020, 16:21

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის გაყიდვა დაიწყო

ინდურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Zydus Cadila კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის გაყიდვა დაიწყო. როგორც კომპანიის ვებგვერდზეა აღნიშნული, Remdac-ის სავაჭრო ნიშნით დარეგისტრირებული თერაპიული პრეპარატი რემდესივირის საფუძველზეა დამზადებული.

13 აგვისტო 2020, 16:19

სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადების საფუძველზე პროკურატურამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. საქმე ეხება 13 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ მედიასაშუალებებით გაკეთებულ განცხადებას. გარდაცვლილის დედის თქმით, მასზე პროკურორის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა. როგორც თამაზაშვილმა აღნიშნა, პროკურორი საეჭვოდ მიიჩნევდა ადვოკატად მიხეილ რამიშვილს და კითხულობდა, თუ რატომ იცავს ოჯახს რამიშვილი და რა ჰონორარს იღებს ის. პროკურატურის ინფორმაციით, გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას.

13 აგვისტო 2020, 16:15

პოლიტიკა

Survation-ის შუალედური კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 52% არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 19% - „ნაციონალურ მოძრაობას“

საარჩევნო ასაკის 1200 პირიდან კითხვაზე, „დღეს რომ ტარდებოდეს, ჩამოთვლილთაგან რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ 52%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 19%-მა „ნაციონალური მოძრაობა“ - ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

13 აგვისტო 2020, 16:04

მსოფლიო

ჩინეთმა, საკვების ნარჩენების შესამცირებლად, კამპანია „სუფთა თეფში“ წამოიწყო

ჩინეთში, საკვების ნარჩენების შესამცირებლად, წამოიწყეს კამპანია, რომელსაც „სუფთა თეფში“ ჰქვია. კამპანია მოიცავს მოწოდებას, რომ ადამიანებმა არ შეიძინონ და არ შეუკვეთონ იმაზე მეტი საკვები, ვიდრე სჭირდებათ. კამპანიას წინ უძღოდა რესპუბლიკის ლიდერის, სი ძინპინის განცხადება, რომ იყი შეშფოთებულია საკვების ნარჩენების რაოდენობით.

ვასილ ჩიგოგიძე

13 აგვისტო 2020, 15:55

რეგიონი

ვასილ ჩიგოგიძე ოზურგეთის და ჩოხატაურის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვაა. შანსი, გავხდე თქვენი წარმომადგენელი პარლამენტში, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი და უდიდესი გამოწვევაა. ჩვენ, თქვენთან ერთად, აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას”, - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

დალია გრიბაუსკაიტე

13 აგვისტო 2020, 15:38

მსოფლიო

ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომისკენ მოუწოდებს

„დიქტატორო სისხლიანი ხელებით - ლუკაშენკო წადი ახლავე. შენ შენი ბედი განსაზღვრე- ბელარუსის მიწაზე მომავალი არ გაქვს“, - წერს გრიბაუსკაიტე.

13 აგვისტო 2020, 15:36

COVID19

REUTERS: ჩინეთში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოაჩინეს

ჩინეთის ქალაქ შენჯენში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ reuters-ი წერს. დაავადების კონტროლის ადგილობრივმა ცენტრმა ქათმის ფრთიდან ნიმუში სკრინინგის სტანდარტული პროცედურის ფარგლებში გამოიკვლია, რომელსაც ჩინეთი იმპორტირებულ ხორცისა და ზღვის პროდუქტებზე ახორციელებს მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის ივნისში პეკინში ვირუსი ბაზრობიდან გავრცელდა.

კახაბერ გვანცელაძე

13 აგვისტო 2020, 15:36

COVID19

კახაბერ გვანცელაძე: თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო წლის დაწყებას 14 სექტემბერს ვგეგმავთ

თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო წლის დაწყებას 14 სექტემბერს ვგეგმავთ, – ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსა და შრომის ინსპექციასთან ერთად მუშობენ და უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით კონკრეტული გაიდლაინები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ესპანეთი მოწევა

13 აგვისტო 2020, 15:20

COVID19

ესპანეთის ერთ-ერთ რეგიონში კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო მოწევა აიკრძალა

კორონავირუსის ინფექციის გავრცელებით ესპანეთი ევროპაში პირველ ადგილზეა. ივნისში ახალი შემთხვევების რაოდენობა 150-ის ფარგლებში მერყეობდა, თუმცა აგვისტოში კი ეს მაჩვენებელი 1 500-მდე გაიზარდა.

დაბა ხარაგაული

13 აგვისტო 2020, 15:19

რეგიონი

ხარაგაულის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

დაბა ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. კომპანიის განცხადებით, მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების განხორცილებას აქტიურად განაგრძობენ. დაბა ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სატენდერო წინადადებების მიღება 27 აგვისტოს დასრულდება.

13 აგვისტო 2020, 15:16

COVID19

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გარბანში ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გარბანში გუშინ ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი. როგორც ადგილობრივ ჯანდაცვის უწყებებში აცხადებენ, ხუთასზე მეტი ბიოლოგიური მასალაა გადაგზავნილი ლაბორატორიებში კორონავირუსის პი-სი-არ ტესტირებაზე და ჯერჯერობით მათი პასუხები ცნობილი არ არის. ამ პასუხებზეა დამოკიდებული ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ეპიდ სურათის შეჯამება. ოფიციალური მონაცემებით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ჯამში 4 კოვიდ ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული და ყველა მათგანი ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის კლასტერის წარმომადგენლები არიან.

13 აგვისტო 2020, 15:11

რეგიონი

ნინო წილოსანი: იქ, სადაც გარემოს დაცვითი მიმართულებებით აქტიურობაა საჭირო, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ პროცესების პულსზე გვედოს ხელი

ბოლნისის რეგიონში „RMG ჯგუფის“ საქმიანობასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა კომპანიის წარმომადგენლებისგან გარემოს დაცვის კუთხით არსებული ვითარებაზე ინფორმაცია მოისმინეს. სამუშაო შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯგუფის წევრებმა და კომპანიის წარმომადგენლებმა პოზიციები შეაჯერეს და გარემოს დაცვით მიმართულებებზე იმსჯელეს.

13 აგვისტო 2020, 15:07

მსოფლიო

ლიბანის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად დაამტკიცა

ლიბანის პარლამენტმა, ქვეყნის მასშტაბით, საგაგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. ადგილობრივმა მთავრობამ ლიბანში საგანგებო მდგომარეობა ბეირუთში მომხდარი აფეთქების მეორე დღესვე, 5 აგვისტოს, ორი კვირის ვადით გამოაცხადა, თუმცა გადაწყვეტილებას ამ დრომდე არ ჰქონდა საკანონმდებლო ორგანოს თანხმობა.

დაკრძალვა

13 აგვისტო 2020, 14:49

რეგიონი

სოფელ გულიკამში ახალქალაქში მოკლული ახალგაზრდა დაკრძალეს

27 წლის კაცი 8 აგვისტოს ახალქალაქის ცენტრში მომხდარ დაპირისპირებას ემსხვერპლა. მას ცეცხლსასროლი იარაღით ახალქალაქის მკვიდრმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარს ახალქალაში არეულობა მოჰყვა. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით პოლიციამ 37 წლის არტურ გაბრიელიანი ცხელ კვალზე დააკავა.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

13 აგვისტო 2020, 14:38

COVID19

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება. დილიდან ეპიდემიოლოგები ადგილობრივი მოსახლეობის ბიოლოგიურ ნიმუშებს იღებენ, რომლებსაც შემდეგ კორონავირუსზე PCR-ტესტირება ჩაუტარდება.

მესტია

13 აგვისტო 2020, 14:27

რეგიონი

მესტიის მუნიციპალიტეტში ტესტირების არეალი გაიზარდა

„5 ახალი შემთხვევიდან 2 უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტს. ორივეს კავშირი აქვს ლენჯერის თემთან, თუმცა ერთ-ერთი ცხოვრობს მესტიაში, მაგრამ კონტაქტია ლენჯერის თემთან. ამიტომ ტესტირება დღეს ფართოვდება თვითონ დაბა მესტიაში, ასევე კიდევ რამდენიმე სოფელში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

13 აგვისტო 2020, 14:18

საზოგადოება

როგორ შუქდებოდა პანდემია ოკუპირებულ რეგიონებში და რას ჰყვებოდა მედია საქართველოზე. კვლევა

„სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სივრცისგან განსხვავებით, აფხაზეთში საქართველოსგან მტრის ხატის შექმნის, შედარებით ნაკლები მცდელობა გამოიკვეთა. მეტწილად, ამ რეგიონის მედია მიკერძოებული იყო გალის რაიონთან დაკავშირებული საკითხების მიმართ. წარმოაჩენდა რაიონს და საქართველოს დანარჩენ ნაწილს, როგორც კორონავირუსის გავრცელების მთავარ საფრთხეს“.