hwww.imedi /  15 ივლისი 2020, 19:33 / სანდო წყარო

პროკურატურა საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

„პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტზე დ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით 2020 წლის 29 აპრილს წარუდგინა.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ.ც.-მ მეუღლეს მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. სამართალდამცველებმა დ.ც. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს, ბრალდებულ დ.ც.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით 2020 წლის 30 აპრილს მიმართა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. ასევე 2020 წლის 18 ივნისის წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულ დ.ც-ს მიმართ არ შეცვლილა აღკვეთის ღონისძიება და დარჩა პატიმრობაში.

მოცემულ საქმეზე, 2020 წლის 26 ივნისს არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდების მხარის მიერ მოწმის სახით დაბარებულ იქნა დაზარალებული მ.ბ, რომელმაც გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და ახლო ნათესავის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება. დაზარალებულის პოზიციის დაფიქსირების შემდგომ, დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა ბრალდებულ დ.ც.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გაუქმების შესახებ და უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება - გირაოს გამოყენების თაობაზე, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულ დ.ც.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 30000 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება სისხლის სამართლის საქმის განხილვა. დ.ც.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ბოლო წლების განმავლობაში სამართალდამცავი სისტემის, მათ შორის პროკურატურის აქტიური მუშაობის შედეგია ოჯახურ დანაშაულზე ყოველწლიურად მზარდი სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებლები. 2020 წლის 6 თვის მონაცემებით ოჯახურ დანაშაულზე დევნა დაწყებულია 2311 პირის მიმართ, რაც მიუთითებს აღნიშნული ტიპის დანაშაულზე მომართვიანობის ზრდის ტენდენციაზე.

ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ კვლავ ხორციელდება მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა. გაზრდილია პროკურორთა მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი. კერძოდ, ოჯახური დანაშაულის ჩამდენ ბრალდებულ პირთა მიმართ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობებიდან 2019 წელს პატიმრობა მოთხოვნილი იქნა 92%-ის მიმართ. აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის პარალელურად საკმაოდ მაღალია ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელიც.

პრინციპული და თანმიმდევრულია პროკურატურის პოლიტიკა ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ეტაპზე, რაც გამოიხატება მკაცრი სასჯელის განსაზღვრის მოთხოვნაში, რასაც აქვს როგორც კერძო, ასევე ზოგადპრევენციული დატვირთვა. საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებული უმკაცრესი პოლიტიკის მიზანია ოჯახური დანაშაულის შემცირება და ძალადობის მსხვერპლთა დაცვა“ - ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა სიახლე

რობერტ ქოჩარიანი

21 ივნისი 2021, 03:01

მსოფლიო

რობერტ ქოჩარიანის ბლოკი აცხადებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველი შედეგები სადავოა

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ აცხადებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველი შედეგები სადავოა.

ნიკოლ ფაშინიანი

21 ივნისი 2021, 02:45

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანმა საპარლამენტო არჩევნების პირველ შედეგებს ხალხის გამარჯვება უწოდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა საპარლამენტო არჩევნების პირველ შედეგებს ხალხის გამარჯვება უწოდა.

ნიკოლ ფაშინიანი

21 ივნისი 2021, 02:06

მსოფლიო

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია ლიდერობს

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ხმების 25%-ის დათვლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ ლიდერობს.

21 ივნისი 2021, 00:51

ტაბლოიდი

მსოფლიოში ყველაზე დღენაკლულმა ბავშვმა პირველი დაბადების დღე აღნიშნა

მსოფლიოში ყველაზე დღენაკლულმა ბავშვმა, რომელიც ორსულობის მეოთხე თვეზე დაიბადა, პირველი დაბადების დღე აღნიშნა. ამის შესახებ CNN წერს.

თენგიზ ცერცვაძე

21 ივნისი 2021, 00:38

COVID19

თენგიზ ცერცვაძის თქმით, თუ კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია შენარჩუნდება, ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა ამ თვეში მოიხსნება

„ერთადერთი შეზღუდვა ახლა „კომენდანტის საათია“ და ისიც ხანმოკლე. განიხილება მისი მოხსნაც. ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია არსებული სტაბილური მდგომარეობის დინამიკაზე. მოხსნა ნავარაუდევია ამ თვეში, თუ ეპიდემიოლოგიურმა დინამიკამ მოგვცა ამის საშუალება. თუ დინამიკა მზარდი იქნება, ვერ შევძლებთ შემსუბუქებას. მე იმედი მაქვს, გაგრძელდება ეს დაღმავალი ტრენდი და ასეთ შემთხვევაში, ის ერთადერთი შეზღუდვაც, რაც არის „კომენდანტის საათი“, მოიხსნება“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

21 ივნისი 2021, 00:04

ტაბლოიდი

The Mirror: პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ​ვაჟი შესაძლოა ტიტულის გარეშე დარჩეს

ბრიტანეთის პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის შვილი არჩი შესაძლოა პრინცი ვერასდროს გახდეს. ამის შესახებ The Mirror წერს. გამოცემის ცნობით, პრინცი ჩარლზი როცა მეფე გახდება მონარქიის ხარჯებს შეამცირებს და გეგმავს ოჯახის მეორეხარისხოვან წევრებს ტიტული ჩამოართვას, რადგან მიაჩნია, რომ საზოგადოება სამეფო ოჯახის ხარჯების დაფინანსებით დაიღალა.

შემთხვევის ადგილი

20 ივნისი 2021, 23:33

მსოფლიო

ალაბამაში ერთმანეთს 18 მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც 9 ბავშვი დაიღუპა

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, გარდაცვლილთა შორის მამა და მისი 9 თვის ქალიშვილი არიან. ისინი ერთ-ერთ ავტომობილში ისხდნენ. დანარჩენი 8 მსხვერპლი კი „ტალაპასას გოგონების რანჩოს“ კუთვნილ ავტომობილში ისხდნენ. ეს არის ადგილი, სადაც მიტოვებული და შევიწროების მსხვერპლი გოგოები ცხოვრობენ. მათგან ყველაზე უმცროსი 4 წლის იყო.

20 ივნისი 2021, 23:15

ტაბლოიდი

აზორის კუნძულებზე მოზარდმა ბოთლში მოთავსებული წერილი იპოვა

3 წლის შემდეგ, 3 200 კილომეტრის მანძილზე წერილი 17 წლის კრისტიან სანტოსმა აღმოაჩინა. მან ბოთლი თევზაობისას შენიშნა, წერილი დაინახა და სახლში წაიღო. როდესაც წერილი დედას აჩვენა, მან უთხრა, რომ გზავნილის ავტორი მასაჩუსეტსის შტატიდანაა. სწორედ იქ დაიბადა და ცხოვრობდა კრისტიანი აზორის კუნძულებამდე.

20 ივნისი 2021, 22:54

ეკონომიკა

საწარმოები, რომლებიც მთავრობის დახმარებით განვითარდნენ - ადგილობრივი ბიზნესის წარმატების ფორმულა

მეწარმეები, რომლებმაც მთავრობის დახმარებით დაიწყეს ან განავითარეს ბიზნესი ისე, რომ მსოფლიო ბაზარზე გავიდნენ და წარმატებას აღწევენ. „იმედის კვირის“ რეპორტაჟში ის კომპანიები მოხვდნენ, რომელთაც საერთაშორისო დაფინანსება მიიღეს ან პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დაეხმარა.

კარლ ჰარცელი

20 ივნისი 2021, 22:26

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: შარლ მიშელის შეთანხმება გზამკვლევი რუკაა დემოკრატიული რეფორმებისთვის

შარლ მიშელის შეთანხმება წარმოადგენს გზამკვლევ რუკას დემოკრატიული რეფორმებისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კარლ ჰარცელი

20 ივნისი 2021, 22:22

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი სასამართლო რეფორმაზე: სანდო ინსტიტუტების არსებობა აბსოლუტურად ფუნდამენტური მნიშვნელობისაა დემოკრატიისთვის

განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ წინსვლა აქვს საარჩევნო რეფორმას , სხვადასხვა პარტიების მხრიდან ფართო მხარდაჭერით. ვნახავთ, რას იტყვის ვენეციის კომისია და ოდირი. ვიმედოვნებ და ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ეს პროცესი დასრულდეს დადებითი შედეგით და ინკლუზიურად, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

20 ივნისი 2021, 22:22

საზოგადოება

რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა თბილისში ბოლო წლების განმავლობაში

„იმედის კვირა“ ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა. ამ თემაზე სასაუბროდ გადამღები ჯგუფი თბილისის მერის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს შეხვდა, რომელმაც დედაქალაქის ხელმძღვანელობის პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.

კარლ ჰარცელი

20 ივნისი 2021, 22:17

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: 19 აპრილის შეთანხმებით საქართველო გამოვიდა კრიზისიდან და შევიდა ახალ სიტუაციაში, სადაც დისკუსიებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა

არ დავმალავ, ეს ხანგრძლივი და რთული პროცესი იყო. თითქმის 6 თვე დასჭირდა შედეგამდე მისვლას, იყო სირთულეები, ფასილიტაცია და შემდგომ მედიაცია, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კარლ ჰარცელი

20 ივნისი 2021, 22:11

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე: ვფიქრობ, კარგი საწყისი პოზიცია გვაქვს

„ვფიქრობ, კარგი საწყისი პოზიცია გვაქვს. ალბათ გამოჩნდა, რომ ევროკავშირი თავის პარტნიორ საქართველოს უდიდეს ყურადღებას აქცევს, არამხოლოდ მედიაციის დროს, არამედ პანდემიის დროს, როდესაც ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო ფინანსურ დახმარებაზე. დავეხმარეთ მოწყვლად ჯგუფებს, მცირე და საშუალო ბიზნესს, ჯანდაცვის სექტორს, საავადმყოფოებს და ა.შ. ეს მოწმობს, რომ ჩვენ საქართველოს ახლო პარტნიორად და მეგობრად განვიხილავთ. ჩვენ რამდენიმე წელია ვმუშაობთ ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე, რაც მოიცავს თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ელემენტებს. რაც ისეთივე შემართებით უნდა განვავითაროთ, როგორც აქამდე“, - განაცხადა ელჩმა.

კარლ ჰარცელი

20 ივნისი 2021, 22:10

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: ვიმედოვნებ, საარჩევნო კამპანია პოზიტიური და კონკურენტული იქნება

„ცხადია, ადგილობრივი არჩევნები ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან ელექტორატი ადგილობრივ მთავრობას ირჩევს. ბევრ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ, რადგან უახლოეს თვეებში დავინახავთ, როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანიები და ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში, იქნება პოზიტიური და კონკურენტული საარჩევნო კამპანია“, - განაცხადა ჰარცელმა.

კარლ ჰარცელი

20 ივნისი 2021, 22:08

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: იმედი მაქვს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ შეუერთდება შეთანხმებას

„ეს შეთანხმება დემოკრატიული რეფორმებისთვის ​გზამკვლევ რუკას წარმოადგენს და ცხადია, ვისურვებდი, რაც შეიძლება მეტი პირი გაერთიანდეს ამ შეთანხმების ირგვლივ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხრიდან ჩანდეს ძალისხმევა და თქვან, რომ ესაა სწორედ ის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც სურთ და რომ სრულ ძალისხმევას იჩენენ. იმედი მაქვს და მჯერა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც მივა ამ დასკვნამდე და შეუერთდება შეთანხმებას“, - განაცხადა ჰარცელმა.

კარლ ჰარცელი

20 ივნისი 2021, 22:06

საზოგადოება

კარლ ჰარცელი ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე: ვფიქრობ, არსებობს ერთობლივი ძალისხმევა, რომ ყველა ბავშვის უფლება იყოს დაცული

„კანონმდებლობის კუთხით საქართველოს მყარი საფუძველი აქვს. მათ შორისაა, ბავშვთა უფლებების კოდექსი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. გასულ კვირას შეხვედრები მქონდა საპატრიარქოში, ჯანდაცვის მინისტრთან და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, რომლებზეც ნინოწმინდის საკითხთან ერთად, ბავშვთა ზრუნვის უფრო ფართო სტრატეგიასა და ინსტიტუციონალიზაციაზე ვისაუბრეთ. ამ შეხვედრიდან დადებითი განწყობით გამოვედი, ვფიქრობ, არსებობს ერთობლივი ძალისხმევა, რომ ყველა ბავშვის უფლება იყოს დაცული და მათი კეთილდღეობა უზრუნველყოფილი. ამ შეხვედრაზე მკაფიოდ განისაზღვრა შემდეგი პრიორიტეტი - სადაც შესაძლებელია, ბიოლოგიურ მშობელთან უნდა დაბრუნდეს ყველა ბავშვი“, - განაცხადა ჰარცელმა.

20 ივნისი 2021, 22:00

პოლიტიკა

როგორ ემზადებიან პარტიები თვითმმართველობის არჩევნებისთვის

თვითმმართველობის საარჩევნო მარათონი დაიწყო. პოლიტიკურ პარტიებს მერობის კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ, მაგრამ სამზადისი აქტიურ ფაზაშია.

ცოტნე გამსახურდია ანა ჯაბაური

20 ივნისი 2021, 21:59

საზოგადოება

ანა ჯაბაური: ცოტნეც ბოლომდე იბრძოლებს, მეც ბოლომდე ვიბრძოლებ. არ მოვეშვებით, სანამ უკეთესად არ გახდება

„ის, რომ ქართულ გარემოში იქნება, ის რომ თავის ნაცნობ გარემოში იქნება, ძალიან დიდი ნახტომი იქნება მისი ჯანმრთელობისთვის. გვეუბნებიან: „აუცილებლად მოუხდება და იგრძნობთ, რომ სახლში დაბრუნება მას ძალიან მოუხდება“, - ამბობს ჯაბაური.

მეუფე იაკობი

20 ივნისი 2021, 21:45

საზოგადოება

მეუფე იაკობი: ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს აუცილებლად ექნებათ მეტი თავისუფლება, ასეთი გალავნები აღარ ექნებათ

ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს აუცილებლად ექნებათ მეტი თავისუფლება, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ საუბარში პანსიონის ახალმა მმართველმა მეუფე იაკობმა განაცხადა.