imedi /  16 ივლისი 2020, 16:09 / სანდო წყარო

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს დაარსების შესახებ მემორანდუმს ხელი მოეწერა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) დაარსების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უზენაეს სასამართლოში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და USAID საქართველოს დემოკრატიის მმართველობის და სოციალური განვითარების დირექტორი ადამ შმიდტი.

მხარეებმა მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს დაარსების და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

როგორც გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის შესახებ მემორანდუმი გულისხმობს პროკურორების, მოსამართლეების და ადვოკატების მონაწილეობით აღნიშნული საბჭოს მუშაობას, რომელზეც მოხდება საკანონმდებლო საკითხების განხილვა, მნიშვნელოვანი პრაქტიკის განზოგადება და ეთიკის საერთო ნორმებზე მსჯელობა.

„ბოლო წლების განმავლობაში Bench & Bar-ის ფორმატში საკმაოდ საინტერესო დისკუსიები იმართებოდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, თუმცა დღევანდელი დღიდან ეს ფორმატი უკვე ფორმალიზდება, რაც ყველა მხარისთვის - ადვოკატებისთვის, მოსამართლეებისთვის და პროკურორებისთვის იქნება შესაძლებლობა გავცვალოთ იდეები და მოსაზრებები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო ავამაღლოთ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული მართლმსაჯულების სისტემის ხარისხი“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის დავით ასათიანის თქმით, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭო, ე.წ. Bench & Bar-ის ფორმატი საშუალებას მისცემს მოსამართლეებს, პროკურორებს, ადვოკატებს მუდმივ დისკუსიის რეჟიმში იმსჯელონ სამართლებრივი პრობლემების შესახებ, სასამართლო პრაქტიკის თაობაზე და ყველა მნიშვნელოვან მოვლენაზე, რაც ხდება მართლმსაჯულების რეფორმების გზაზე, რაც ხელს შეუწყობს სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებას.

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის კრისტიან ურსეს განცხადებით, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) დაარსება ეს არის ინიციატივა, რომელიც წლების განმავლობაში განვითარდა და ახლა უკვე შეიქმნა. „ბედნიერი ვარ, რომ დღეს მემორანდუმს ხელი მოეწერა. ჩვენ განვაგრძობთ აღნიშნული ფორმატის მხარდაჭერას, რითაც წვლილს შევიტანთ ამ პლატფორმის ფუნქციონირებაში“ - აღნიშნა კრისტიან ურსემ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭო (Bench & Bar) ხელს შეუწყობს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემის, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულების და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას, აზრთა თავისუფალ გაცვლა-გამოცვლას, მართლმსაჯულების პრესტიჟის, საზოგადოების ნდობის და მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალთა კომპეტენციის ამაღლებას.

ყველა სიახლე

ანრი ოხანაშვილი

23 ივნისი 2021, 13:42

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: მამუკა ხაზარაძეს წარმოდგენა არ აქვს საპარლამენტო მანდატსა და საპარლამენტო სუვერენიტეტზე

მამუკა ხაზარაძეს წარმოდგენა არ აქვს საპარლამენტო მანდატზე, საპარლამენტო სუვერენიტეტსა და თავისუფალ მანდატზე, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მამუკა ხაზარაძეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

გუჩა კვარაცხელია

23 ივნისი 2021, 13:39

საზოგადოება

გარდაიცვალა საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი, აკადემიკოსი გუჩა კვარაცხელია

განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო ქალბატონი გუჩას მოღვაწეობა თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. ასევე, დასაფასებელია მისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბევრი სტუდენტი აგრძელებს მის გაკვალულ გზაზე წარმატებით სიარულს.

ირაკლი კობახიძე

23 ივნისი 2021, 13:31

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პარლამენტის მიერ მიღებული უზენაესი სასამართლოს შერჩევის წესი სრულად ასახავს ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაციას

„პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, რომელსაც არცერთ ზემოაღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებით არავითარი შენიშვნა არ წარმოუდგენია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტს პოლიტიკური შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული ყველა პირობა 19 აპრილამდე უკვე შესრულებული ჰქონდა, 31 მარტს გამოქვეყნებული ტექსტი 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაში უცვლელი სახით დარჩა. ამ და სხვა მსგავსი გარემოებების თაობაზე „ქართულმა ოცნებამ“ საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო პარტნიორები, რომელთაგან მივიღეთ თხოვნა, 19 აპრილის შეთანხმებაზე დამატებითი ცვლილებების გარეშე მოგვეწერა ხელი, რათა დაზუსტებებს დამატებითი პოლიტიკური გართულებები არ გამოეწვია. ჩვენ პარტნიორების აღნიშნულ თხოვნას ანგარიში გავუწიეთ“, - განაცხადა კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე

23 ივნისი 2021, 13:23

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: თუ „ქართული ოცნება“ განაგრძობს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, ჩვენ გავალთ პარლამენტიდან

ნახევარი საათის წინ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება, რომ აპირებს მოსამართლეების დანიშვნის გაგრძელებას, ესაა უხეში დარღვევა იმ შეთანხმების, რომელზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი

23 ივნისი 2021, 13:22

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას მართავს

საქართველოს პრეზიდენტში კიევში უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრას მართავს. მანამდე სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.

23 ივნისი 2021, 13:21

საზოგადოება

თიბისი კონცეპტი მომხმარებელს ახალ ნაკრებს „კონცეპტ 360”-ს სთავაზობს

თიბისი კონცეპტი მომხმარებელს ახალ ნაკრებს - „კონცეპტ 360”- სთავაზობს. ნაკრები განკუთვნილია, მათთვის, ვისაც ესაჭიროება კიდევ უფრო მეტი ფინანსური ინსტრუმენტი, გაუმჯობესებული შეთავაზებები და დამატებითი შესაძლებლობები.

ირაკლი კობახიძე

23 ივნისი 2021, 12:59

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის გაუგებარია ცალკეული პოლიტიკური ძალების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თითქოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებასთან წინააღმდეგობაში მოდის

„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების წინააღმდეგ, რვიდან ოთხ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიას, ოპოზიციონერი პარლამენტარების ნახევარზე მეტს პოლიტიკურ შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია, „ქართული ოცნება“ არის და დარჩება შეთანხმების ერთგული და უზრუნველყოფს მის ჯეროვან განხორციელებას. როგორც ხედავთ, „ქართული ოცნება“ ბოლომდე იცავს შეთანხმებას და გააგრძელებს ამ სულისკვეთებით და პრინციპით მოქმედებას“, - განაცხადა კობახიძემ.

დევიდ ნაბარო

23 ივნისი 2021, 12:58

COVID19

ჯანმოს სპეციალური წარმომადგენელი: ვირუსის მუტაციის გამო, პირბადის ტარება და ფიზიკური დისტანციის დაცვა მომავალშიც აუცილებელი იქნება

კორონავირუსის საკითხებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენლმა, დევიდ ნაბარომ განაცხადა, რომ ვირუსის მუტაციის გამო, პირბადის ტარება და ფიზიკური დისტანციის დაცვა მომავალშიც აუცილებელი იქნება.

კახა კალაძე

23 ივნისი 2021, 12:56

საზოგადოება

კახა კალაძე: მე როგორც ოთხი შვილის მამას, მსიამოვნებს, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში თანამედროვე სტანდარტები დავნერგეთ

ჩვენ მიერ აშენებული 18 ახალი ბაღი სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს - კვების კომპონენტით, გარემოთი თუ სისუფთავით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 ივნისი 2021, 12:51

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა ზედმიწევნით შესრულდა

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტს პოლიტიკური შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული ყველა პირობა 19 აპრილამდე უკვე შესრულებული ჰქონდა, 31 მარტს გამოქვეყნებული ტექსტი 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაში უცვლელი სახით დარჩა. ამ და სხვა მსგავსი გარემოებების თაობაზე „ქართულმა ოცნებამ“ საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო პარტნიორები, რომელთაგან მივიღეთ თხოვნა, 19 აპრილის შეთანხმებაზე დამატებითი ცვლილებების გარეშე მოგვეწერა ხელი, რათა დაზუსტებებს დამატებითი პოლიტიკური გართულებები არ გამოეწვია. ჩვენ პარტნიორების აღნიშნულ თხოვნას ანგარიში გავუწიეთ. ამრიგად, ზედმიწევნით შესრულდა პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ გომელაური

23 ივნისი 2021, 12:46

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება

„ყველაზე ძალიან ვისაც ამ ადამიანის დაკავება უნდა, ეს შს სამინისტროა. რატომ ჰგონია ხალხს რომ ჩვენ არ გვინდა, ან ხელს ვუწყობთ და ვმალავთ, არ ვიცი. ვმუშაობთ ამ თემაზე. ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, საქართველოში იმყოფება, მას საქართველო არ დაუტოვებია. იმედია, სწორი ინფორმაციაა და ამ წყაროს ვეყრდნობით“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ივნისი 2021, 12:45

სამართალი

ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 27 წლისთავს გილოცავთ სამსახურის პირად შემადგენლობას, ხელმძღვანელებს, თითოეულ თანამშრომელსა და ვეტერანს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 27 წლისთავს ულოცავს სამსახურის პირად შემადგენლობას, ხელმძღვანელებს, თითოეულ თანამშრომელსა და ვეტერანს, ყველას, ვინც ერთგულად დგას ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე.

23 ივნისი 2021, 12:40

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 23 ივნისის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5 პროცენტს შეადგენს.

ვახტანგ გომელაური

23 ივნისი 2021, 12:33

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: ვნიშნავ თანამდებობაზე ადამიანებს და პასუხისმგებელი ვარ, რომ კორუფციაში არ მონაწილეობენ

ძველი გამოცდილი თანამშრომელია, დიდი ხანია მუშაობს, დიდ პატივს ვცემ და ჩვენს რიგებშია. გამოცდილია, პატიოსანია და თანამდებობაზე გუშინ არ დანიშნულა, - ასე გამოეხმაურა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ოპოზიციის ბრალდებას, რომ დასავლეთ საქართველოში გენინსპექციის ხელმძღვანელად კორუფციის ბრალდებით სუსიდან გათავისუფლებული პირი დაინიშნა.

23 ივნისი 2021, 12:28

პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა

კიევში, უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.

ვახტანგ გომელაური

23 ივნისი 2021, 12:23

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად მთავრობა ყველაფერს აკეთებს

„ხშირად ვხვდები კრიტიკის მსხვერპლი, ამ შემთხვევაშიც გამიჭირდება, რომ დეტალებზე ვისაუბრო. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ყველა ჩვენი პარტნიორი, მეგობარი, საერთაშორისო ორგანიზაცია ჩართულია ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში და ვიმედოვნებ, რომ გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და მას გაათავისუფლებენ. კიდევ ერთხელ ბოდიში, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან შეიძლება ღია საუბარმა მოლაპარაკებები ჩაშალოს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური

23 ივნისი 2021, 12:21

სამართალი

შსს-მ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია შეიმუშავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია. 1-ელ ივლისს დოკუმენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებულ კომისიაზე გავა, შემდეგ კი წარედგინება მთავრობას და პარლამენტს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 ივნისი 2021, 12:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება

„პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციისა და პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად წარიმართა. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე პროცედურის დროებით შეჩერებასა და ახალი განაცხადების მიმდინარე პროცედურის ფარგლებში მიღებას კანონი ხაზგასმით ითვალისწინებდა, რაზეც არავის, მათ შორის არც ვენეციის კომისიას, არც მოლაპარაკებების მოდერატორს, არც მოლაპარაკებების მონაწილე ელჩებსა დ არც პოლიტიკურ პარტიებს საწინააღმდეგო მოსაზრება არ გამოუთქვამთ. შესაბამისად, ყველა მხარე საქმის კურსში იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი კანონი მიმდინარე პროცედურის გაგრძელებასა და დასრულებას ითვალისწინებდა. რაც სრულიად ბუნებრივი იყო, რადგან სწორედ ეს იყო კრისტიან დანიელსონის გამოქვეყნებული დოკუმენტის შინაარსი“, - განაცხადა კობახიძემ.

23 ივნისი 2021, 12:13

პოლიტიკა

აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ

აშშ-ის სენატში სენატორები რონ ჯონსონის, ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის საქართველოს შესახებ ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც საქართველოში ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.

23 ივნისი 2021, 12:12

თავდაცვა

საქართველოსა და იტალიის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ქართულმა მხარემ დელეგაციის წევრებს იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.