imedi /  18 ივლისი 2020, 23:25 / სანდო წყარო

ანი გაბეჩავა: ჩემი ცხოვრებაც დამთავრდა, როგორც გიორგისი, არ დავაფარებ ხელს და არ დავიცავ, ვინც ამ ყველაფერში დამნაშავეა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთმა მოწმემ ანი გაბეჩავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერით მის ოჯახს მიმართა.

მინდა მივმართო გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და მივუსამძიმრო ეს დიდი ტრაგედია, რაც მოხდა. მეც ნამდვილად გამანადგურა ამ ყველაფერმა. ჩემი ცხოვრებაც დამთავრდა, როგორც გიორგისი, - განაცხადა გაბეჩავამ.

მისი თქმით, ის დამნაშავეებს ხელს არ დააფარებს და მომხდარს ძალიან განიცდის. „ეს ყველაფერი უშუალოდ მართლა მე მეხება, რადგან ჩემს დაბადების დღეზე მოხდა და ამის შემდეგ მეც ძალიან ცუდად ვარ, ძალიან განვიცდი ამ ამბავს. ეს მინდოდა მეთქვა... იცოდეთ, რომ არცერთი წამით არ მაქვს გულგრილი დამოკიდებულება ამ ამბის მიმართ, არცერთ მათგანს არ დავაფარებ ხელს და არ დავიცავ, ვინც ამ ყველაფერში დამნაშავეა. პირველ რიგში, ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. სრულიად ახალ ეტაპზე გადავდიოდი, ვერც ეროვნულ გამოცდებზე გავედი, მაგრამ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, რაც მოხდა ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო“, - განაცხადა გაბეჩავამ.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

12 აგვისტო 2020, 15:32

საზოგადოება

გიორგი გახარია: დღეის მდგომარეობით არ არსებობს არანაირი პირობა იმისთვის, რომ სწავლა გადაიდოს

დღეის მდგომარეობით არანაირი პირობა იმისთვის რომ სწავლა გადაიდოს და საკლასო ოთახებში 15 სექტემბრისთვის ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება, დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.

12 აგვისტო 2020, 15:30

COVID19

დაბა სტეფანწმინდაში მიზნობრივი ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, მუნიციპალიტეტის, დაბის ან რომელიმე სოფლის ჩაკეტვის საკითხი ჯერჯერობით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე დღის წესრიგში არ დგას.

12 აგვისტო 2020, 15:27

სამართალი

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა

გამოძიებამ ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2020 წლის 11 აგვისტოს, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, ბრალდება წარედგინა 5 პირს, რის თაობაზეც ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდა.

12 აგვისტო 2020, 15:20

რეგიონი

შსს: მესტიაში მოქალაქეები მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით ემორჩილებიან პოლიციის მითითებებს და დაწესებულ რეგულაციებს

პოლიცია სვანეთის რეგიონში, მესტიის მუნიციპალიტეტში, საკარანტინო ზონაში დაწესებული შეზღუდვების კონტროლს განსაკუთრებულ რეჟიმში აგრძელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მშვიდი ვითარებაა, მოქალაქეები მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით ემორჩილებიან პოლიციის მითითებებს და დაწესებულ რეგულაციებს.

რამაზ საყვარელიძე

12 აგვისტო 2020, 15:08

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: ოპოზიცია სახელმწიფოს და პოლიტიკურ პროცესს საფრთხობელად წარმოაჩენს, რათა ამომრჩეველი სახლში დარჩეს

​„ოპოზიცია და მისი ტელეარხები ტალახის სროლით არიან დაკავებული. შედეგი ის იქნება, რომ ამომრჩეველეს არც ერთი ენდომება და არც მეორე, ესაა მათი მთავარი მიზანი. თუ ეს მოხერხდა და მოქალაქემ გული აიცრუა არა მხოლოდ კონკრეტულ პარტიაზე, არამედ არჩევნებზე და მოსახლეობის დიდი რაოდენობა სახლში დარჩა „ნაციონალური მოძრაობა“, თავის ამომრჩევლის მობილიზებას გაუკეთებს და შანსები გაუთანაბრდება. ოპოზიცია სახელმწიფოსგან და პოლიტიკური პროცესისგან საფრთხობელას აკეთებს, რომ ამომრჩეველი სახლში გაიქცეს, თუ დიდი ნაწილი გაიქცა, ამათ დარჩებათ ბურთი და მოედანი“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ბარსელონა

12 აგვისტო 2020, 14:59

COVID19

„ბარსელონას“ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა

„ბარსელონას“ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია ამის შესახებ კატალონიური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

12 აგვისტო 2020, 14:53

COVID19

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში კორონავირუსზე გამოკვლეულთა შედეგები ხვალ გახდება ცნობილი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში ეპიდემიოლოგიური კვლევა დასრულდა. სოფელ გარბანისგან განსხვავებით, არშაში მიზნობრივი კვლევა ჩაუტარდა მხოლოდ ინფიცირებული პაციენტის ახლო კონტაქტებსა და ოჯახის წევრებს. ბიოლოგიური მასალის ნიმუშები აუღეს ათობით ადგილობრივს, რომელიც კვლევისთვის ლაბორატორიებშია გადაგზავნილი.

თელავის წყალმომარაგება

12 აგვისტო 2020, 14:43

რეგიონი

თელავის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის პირველი ეტაპის სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება

ქალაქ თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად პირველი ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანია ოქტომბერში დაასრულებს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ქსელის რეაბილიტაცია, ჭაბურღილებისა და მრიცხველების მოწყობა. თელავში წლებია წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

ბელარუსი დაკავება

12 აგვისტო 2020, 14:23

მსოფლიო

ბელარუსში მილიციაზე თავდასხმის ფაქტებზე 17 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ბელარუსში მილიციაზე თავდასხმის ფაქტებზე 17 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის 1000-მდე ადამიანია დაკავებული, ქვეყნის მასშტაბით კი ასეთი აქციები 25 დასახლებულ პუნქტში გაიმართა.

თამაზ გაიაშვილი

12 აგვისტო 2020, 14:04

პოლიტიკა

თამაზ გაიაშვილი პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” წევრი გახდა

ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” წევრი გახდა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, „ლელოს“ რიგები იზრდება და საინტერესო და უკომპრომისო ადამიანები ემატებიან.

12 აგვისტო 2020, 14:03

სამართალი

შემოსავლების სამსახურმა უაქციზო თამბაქო და თუთუნი გამოავლინა

10 ივლისიდან - 10 აგვისტოს ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო სიგარეტის, ჯამში, 7,311 კოლოფი, 6,520 ღერი და 156,410 კგ.თუთუნის შენახვა-გადაზიდვის 115 ფაქტი გამოვლინდა, აქედან ორი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ.

12 აგვისტო 2020, 13:49

თავდაცვა

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი კოჯორში საბაზისო კურსის დასკვნით ფაზას გადის

თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრები კოჯრის ტერიტორიაზე საბაზისო კურსის დასკვნით ფაზას გადიან. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსის ფარგლებში, 15-21 წლის ახალგაზრდები ითვისებენ საბაზისო სალაშქრო - გადაადგილების, დაზვერვისა და შენიღბვის უნარ-ჩვევებს, ასევე ეცნობიან პირველადი სამედიცინო დახმარების წესებს. ტოპოგრაფიის და ტყის პირობებში გადაადგილების შესწავლის შემდეგ, საბაზისო კურსის მონაწილეებმა ერთი დღე მის პრაქტიკაში გამოყენებას დაუთმეს.

თორნიკე რიჟვაძე

12 აგვისტო 2020, 13:44

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმში მონაწილეობდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს რეგიონული ახალგაზრდული ფორუმის გახსნაში ღონისძიებაში მონაწილეობა. თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდული პოლიტიკის და სტრატეგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფორუმში მონაწილეებს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მიულოცა.

ლევან ნიკოლეიშვილი

12 აგვისტო 2020, 13:39

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: სირცხვილია, როდესაც „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ვეტერანების უფლება დამცველებად გვევლინებიან

ნიკოლეიშვილი იხსენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში „გმირთა მოედანზე“ აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალთან შეკრებილი ვეტერანების სასტიკ დარბევას. როგორც ანალიტიკოსი წერს, ვეტერანები, რომლებიც მათ დაარბიეს, სწორედ იმ უფლებების დაცვას ითხოვდნენ, რომლის ქომაგადაც იმჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს გვევლინება.

12 აგვისტო 2020, 13:37

საზოგადოება

დღეს, 23:00 საათიდან გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნახშირღელემდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის-სამტრედიის მონაკვეთის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების ლოტი №1 მიმდინარე სამუშაოების პროექტის ფარგლებში, „ბლექსიგრუპის“ მიერ, დაგეგმილია ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანა საავტომობილო გზის 700 მეტრიან მონაკვეთზე.

კახა კალაძე

12 აგვისტო 2020, 13:31

საზოგადოება

თბილისის მერია „გოცირიძის“, ვარკეთილისა“ და ავლაბრის“ გარდა, ათი მეტროსადგურის რეაბილიტაციას გეგმავს

თბილისის მეტროს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მეტროსადგურებზე: „გოცირიძე“, „ვარკეთილი“ და „ავლაბარი“ სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, ხოლო დამატებით ათ სადგურზე, ასევე, მასშტაბური სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, მეტროსადგურებზე მათი გახსნიდან დღემდე, უპრეცენდენტო მასშტაბური განახლების სამუშაოები ხორციელდება.

12 აგვისტო 2020, 13:31

ტექნოლოგიები

Xiaomi-მ გამჭვირვალე ტელევიზორი წარადგინა

ტელევიზორ Mi TV Lux Transparent Edition-ს ნახევრად გამჭვირვალე OLED-პანელი აქვს, რომლის დიაგონალიც 139 სანტიმეტრია. ეკრანზე გამოსახულების გამოყვანისას მომხმარებელს შეუძლია დაინახოს ის, რაც ტელევიზორის უკან მდებარეობს. ეკრანის განახლების სიჩქარე 120 ჰერცია, ფერის სიღრმე - 10 ბიტი. Xiaomi-ს განცხადებით, ტელევიზორი MediaTek 9650-ის ჩიპზე მუშაობს. კორპუსის სისქე 5,7 მილიმეტრია.

12 აგვისტო 2020, 13:28

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მესტიაში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს

მესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად დაწესებული შეზღუდვები და სწრაფი რეაგირების კუთხით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე აღინიშნა, რომ პირველი სწრაფი რეაგირების ნაბიჯები საკმაოდ ეფექტიანად გადაიდგა და ვირუსის აფეთქების საფრთხე შეჩერებულია, თუმცა შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვისას მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში ამ დრომდე აღებული 1000 ტესტის პასუხი, რომელიც დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ირაკლი ღარიბაშვილი
მალხაზ ურთმელიძე

12 აგვისტო 2020, 13:21

თავდაცვა

სამხედრო ჰოსპიტალს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰოსპიტალის ახალ დირექტორს დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელთან სამედიცინო დაწესებულების განვითარების გეგმების შესახებ იმსჯელა და სამომავლო საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა.

მარიამ ქვრივიშვილი

12 აგვისტო 2020, 13:20

COVID19

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა, რომ სვანეთში ვირუსის გავრცელების პრევენცია, ფაქტობრივად, მიღწეულია

„საკოორდინაციო საბჭოს დავალებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სვანეთში, პირდაპირი კონტაქტი გვაქვს დამყარებული იქ მყოფ ფაქტობრივად, ყველა დამსვენებელთან. დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა ძალიან ბევრი სამუშაოები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ 900-ზე მეტი ადამიანი სვანეთიდან გამოყვანილია. ისინი დაბინავებულები არიან საკარანტინო სივრცეებში“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.