imedi /  24 ივლისი 2020, 16:17 / სანდო წყარო

„ბლუმბერგი“: Credit Suisse Group AG-ში თაღლითობის ყველაზე დიდი მსხვერპლი ბიძინა ივანიშვილი უჩივის სინგაპურში ბანკის ერთ–ერთ თანამშრომელს მინიმუმ 300 მილიონ დოლარის მოპარვისთვის, რაც ახალ ფრონტს ხსნის გრძელვადიან კამათში

Credit Suisse Group AG-ში თაღლითობის ყველაზე დიდი მსხვერპლი ბიძინა ივანიშვილი უჩივის სინგაპურში ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს მინიმუმ 300 მილიონ დოლარის მოპარვისთვის, რაც ახალ ფრონტს ხსნის გრძელვადიან კამათში, – ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს.

„ბლუმბერგის“ სტატიის თანახმად, სარჩელში ნათქვამია, რომ Credit Suisse-ის თანამშრომელმა „ვერ შეძლო კეთილსინდისიერად მოქმედება და ბენეფიციარების საუკეთესო ინტერესების დაცვა“, კერძოდ კი, ივანიშვილისა და მისი ოჯახის, რადგან ყურადღებით არ მიუდგა იმ საკითხს, თუ როგორ იმართებოდა მათი ინვესტიციები.

„სინგაპურის უმაღლესმა სასამართლომ სარჩელი ამ თვის დასაწყისში განიხილა და დაადგინა, რომ საქმესთან დაკავშირებით იურისდიქცია ქალაქ-სახელმწიფოს აქვს. Credit Suisse შეეცადა, სასამართლო ბრძოლა პატრიცე ლესკოდრონით, ჟენევაში ბანკის ყოფილი ქონების მენეჯერით შეეზღუდა, სადაც იგი 2018 წელს გაასამართლეს. ლესკოდრონს მიესაჯა პატიმრობა ხელმოწერების გაყალბებისა და ყალბი ვაჭრობისთვის, კლიენტების, მათ შორის ივანიშვილის, ზარალის დასაფარად. მაგრამ ივანიშვილსა და ლესკოდრონის აღმოსავლეთ ევროპის სხვა მსხვერპლებს არასოდეს დაუშვიათ, რომ ლესკოდრონს შეეძლო, დაემალა თავისი თაღლითობა თითქმის ერთი ათეული წლის განმავლობაში ბანკის შიგნით დახმარების გარეშე. ივანიშვილს, ქართველ მილიარდერს, რომელმაც ქონება საბანკო საქმისა და ელექტრონიკის საშუალებით დააგროვა, აქვს ბრძოლის გასაგრძელებლად, როგორც საშუალება, ისე მასშტაბი მთელს მსოფლიოში იმის გათვალისწინებით, რომ მას ჰქონდა ინვესტიციები Credit Suisse-თან ისევე, როგორც ახალ ზელანდიასა და ბერმუდას. სამართალწარმოების პროცესში, ადვოკატები ასახელებენ თანამშრომლის ჩანაწერებს, რომლებიც აჩვენებს Meadowsweet ფონდს, რომელშიც 307 მილიონი დოლარია დაფიქსირებული 2014 წლის ბოლოს, მაგრამ სულ რაღაც სამი თვის შემდეგ, ბანკის მიერ მოწოდებული მონაცემებით, 439 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. თანამშრომელი „უნდა მიმხვდარიყო, რომ ჩვენება არასწორი იყო“, - თქვა მისმა ადვოკატებმა სამართალწარმოების პროცესში.

თუ თანამშრომელი „გააფრთხილებდა მოსარჩელეებს ფონდის ნამდვილ ინვესტიციურ მდგომარეობასთან და/ან ბანკის არასწორ ქმედებებთან დაკავშირებით, მოსარჩელეები მიიღებდნენ ზომებს ამგვარი ზარალის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად“, - აცხადებენ ივანიშვილის ადვოკატები.

ლესკოდრონის თაღლითობის აღმოჩენა მხოლოდ 2015 წლის სექტემბერში გახდა შესაძლებელი, როდესაც Raptor Pharmaceuticals Inc–ის წილები დაეცა. ფრანგმა კი, ივანიშვილის ხარჯზე უზარმაზარი პოზიცია ჩამოაყალიბა საფონდო ბირჟაზე მისი ინფორმირების გარეშე. საფონდო ბირჟაზე ფასის ვარდნამ აიძულა ივანიშვილი, მიეღო მილიონობით დოლარი რისკის ზღვარზე და, ლესკოდრონი კი, ეღიარებინა დანაშული ოთხი დღის შემდეგ.

Credit Suisse-მა განაცხადა, რომ სინგაპურის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ თვეში „მხოლოდ იურისდიქციის საკითხს ეხება“. ციურიხის ბაზაზე არსებული Credit Suisse-ის შვილობილი სადაზღვეო კომპანია, „აქტიურ ოპონირებას და თავისი მტკიცებების დაცვას აპირებს“. ივანიშვილმა სინგაპურში საჩივრის შეტანის უფლება მას შემდეგ მოიპოვა, რაც ქალაქის უზენაესმა სასამართლომ უარყო Credit Suisse-ის არგუმენტები, რომ ძნელი იქნებოდა შვეიცარიის საბანკო საიდუმლოებით დაცული მოწმისა და საბანკო დოკუმენტების მოპოვება.

„მტკიცებულებათა ხელმისაწვდომობა მხოლოდ სუსტი წერტილია შვეიცარიის სათანადო ფორუმად ყოფნის სასარგებლოდ“, - განაცხადეს მოსამართლეებმა თავიანთ განჩინებაში.

„ეჭვგარეშეა, რომ სინგაპურის სასამართლოები ყველაზე კომპეტენტური არიან სინგაპურის სადაზღვეო კანონის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებაში“. ახალი სარჩელში ყურადღება მახვილდება სინგაპურის დაზღვევაზე შვეიცარიის ბანკის ნაცვლად, რამაც ხელი შეუწყო იურისდიქციის დამტკიცებას ქართველი ბიზნესმენის სარჩელისთვის“, - აღნიშნულია „ბლუმბერგის“ სტატიაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ივანიშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 300 მილიონ დოლარზე მეტ ზარალს უჩივის, რომლის ზუსტი ოდენობა ჯერ კვლავ დასადგენია, როგორც მისი სპიკერი აცხადებს. ზიანი გაუტოლდება სხვაობას სადაზღვეო ფონდის რეალურ ღირებულებასა და იმ ღირებულებას შორის, რომლისთვისაც ფონდს უნდა მიეღწია, მოვალეობის დარღვევას რომ არ ჰქონოდა ადგილი.

ყველა სიახლე

დავით ზილფიმიანი

21 ივნისი 2021, 20:17

პოლიტიკა

დავით ზილფიმიანი: არჩევნების არგაყალბებასთან დაკავშირებით აღარ მაქვს უფლება, რომ რაიმე სახის სკეპტიციზმი ჩამოვაყალიბო

რაც არ უნდა მოინდომოს ცესკომ, შეუძლებელია, რომ მას შემდეგ, რაც ოქმები არსებობს, ატვირთულია და ასლი ყველა პარტიას აქვს, ვინმემ, თუნდაც ჟვანიამ, თავის გემოზე შეცვალოს მონაცემები, ჩემთვის ეს დახურული თემაა, - ამის შესახებ „ევროპელი-სოციალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თამარ ჟვანია

21 ივნისი 2021, 20:15

პოლიტიკა

თამარ ჟვანია: დღემდე არავის წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გადადგომის საფუძველი გახდებოდა

„იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი, არსებითი და კრიტიკული კითხვები, რომლებიც უკავშირდებოდა პირველ რიგში საუბნო საარჩევნო კომისიების კომპეტენციას, ჩატარებულ ტრენინგებს, იმ შეცდომებს და გარკვეულ ხარვეზებს, რომლებიც ოქმებში იყო დაფიქსირებული. კითხვები უკავშირდებოდა დავების პროცესს და ოქმის შევსებასთან დაკავშირებულ საკითხებს“.

გივი მიქანაძე

21 ივნისი 2021, 20:02

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: თამარ ჟვანიასგან აბსოლუტურად ამომწურავი, დამაჯერებელი, კონკრეტული არგუმენტებით და ფაქტებით გამყარებული პასუხები მივიღეთ

„დროებით საგამოძიებო კომისიას არ დაუტოვებია არცერთი კითხვა, რაზეც 7 თვის განმავლობაში ოპონენტები სხვადასხვა მიმართულებით ცდილობდნენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ ვითომდა ეს არჩევნები გაყალბდა და შედეგები რეალობას არ ასახავდა. სამსაათნახევრის განმავლობაში უწყვეტად გვქონდა საუბარი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან და მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ამომწურავი, დამაჯერებელი და კონკრეტული არგუმენტებით და ფაქტებით გამყარებული პასუხები მივიღეთ მისგან“.

თამარ ჟვანია

21 ივნისი 2021, 19:51

პოლიტიკა

თამარ ჟვანია: წასვლას არ ვაპირებ

„როგორც ხედავთ, მე აქ ვარ. ახლა მიმდინარეობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, მათ შორის კომპოზიციის ნაწილში. შევხედავთ კანონმდებლობის ცვლილებებს. მე არსად წავსულვარ, წასვლას არ ვაპირებ და კანონმდებლობიდან გამომდინარე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

21 ივნისი 2021, 19:45

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მერვე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ზედიზედ მერვე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება.

21 ივნისი 2021, 19:17

მსოფლიო

ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა ბელარუსისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა ბელარუსისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

გია აბაშიძე

21 ივნისი 2021, 19:12

საზოგადოება

გია აბაშიძე: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო „სოციალურ კოდექსზე“ მუშაობას იწყებს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ „სოციალურ კოდექსზე“ მუშაობის დაწყების პროცესს ეხმიანება და კოდექსის ძირითად ასპექტებს მიმოიხილავს.

21 ივნისი 2021, 19:04

პოლიტიკა

რაფაელ ჟოზანი: საქართველოს აქვს ძალიან ამბიციური სტრატეგია სოციალური დაცვის სისტემის განვითარების კუთხით

საქართველოში სოციალური კოდექსი პარტნიორი ორგანიზაციების, საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოებისა და სხვა დონორი ორგანიზაციების დახმარებით განხორციელდება. საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონის დირექტორის, რაფაელ ჟოზანის განცხადებით, ამ გზით, საქართველოს სოციალური დაცვის სისტემა ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასა და სტანდარტებს დაუალოვდება.

დავით ქართველიშვილი

21 ივნისი 2021, 19:03

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დაუჯერებელია დე-ფაქტო ხელისუფლებას თავისი ციხეების არქივში მსგავსი ფაქტი ჰქონოდა და არ გაეშუქებინა

დაუჯერებელია დე-ფაქტო ხელისუფლებას თავისი ციხეების არქივში მსგავსი ფაქტი ჰქონოდა და არ გაეშუქებინა, რადგან არცერთი უკანონოდ დაკავებული ქართველის დაოქმებული ინფორმაცია ციხიდან არ ქრება, ერთი მარტივი მიზეზის გამო, - განთავისუფლების წინა პირობას წარმოადგენს ე.წ. „სახელმწიფო“ საზღვრის გადაკვეთის აღიარება, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი, ,,მთავარი არხის’’ ეთერში შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

ნიკოლ ფაშინიანი

21 ივნისი 2021, 18:49

პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი: მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს, პრემიერ-მინისტრის, ჩემი კარგი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს, პრემიერ-მინისტრის, ჩემი კარგი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, არჩევნებში გამარჯვებული ძალის „სამოქალაქო შეთანხმების“ შტაბში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

21 ივნისი 2021, 18:43

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: არანაირი ფაქტი, მოწმე, დოკუმენტაცია უბრალოდ სადღაც ვიღაცამ თქვა და საზოგადოებას რეალობად ასაღებენ. „მანიები“ ხომ არსებობს, მაგრამ ესენი „მეგალომანიაკები“ არიან

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „მთავარი არხის“ მიერ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

21 ივნისი 2021, 18:36

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონსა და ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

22 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს. გლდანის რაიონი: 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, „ა“ მიკრორაიონების, ხიზამბარელის, ხიზანიშვილის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, წყალსადენის და ჭედიას ქუჩების მოსახლეობას.

კახა კუჭავა

21 ივნისი 2021, 18:35

პოლიტიკა

კახა კუჭავა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

კახა კუჭავას განცხადებით, ნატოში ინტეგრაციის საერთო სურვილს და მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი განცხადება. შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება ნატოში გაწევრიანების პროცესში, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლსა და გამ

ირაკლი კობახიძე

21 ივნისი 2021, 18:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე თვითმმართველობის არჩევნებზე: ყველა მუნიციპალიტეტში გვექნება სათანადო შედეგი

ოპოზიცია გაერთიანდება თუ არა თვითმმართველობის არჩევნებზე, ამის მიუხედავად ხმების 57%-ს ვერ მიიღებს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

21 ივნისი 2021, 18:31

მსოფლიო

ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში, აშშ-მა 16 ფიზიკური პირი და 5 ორგანიზაცია სასანქციო სიაში შეიყვანა

ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა 16 ფიზიკური პირი და 5 ორგანიზაცია სასანქციო სიაში შეიყვანა.

ლევან ნიკოლეიშვილი

21 ივნისი 2021, 18:22

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციურ არხებზე: ეჯიბრებიან ამაზრზენი ტყუილების, „ფეიკებისა“ და დეზინფორმაციის გავრცელებაში

„ახლა ნელ ნელა ვრწმუნდები, ამათ ისეთი ფსიქოლოგიური აშლილობა აქვთ და გარკვეული თუ გაურკვეველი რაღაც-რაღაცების დაუკმაყოფილებლობა, რომ თუ ვინმე უშველის კარგი ფსიქოლოგი, არა ძალიან მაღალ კვალიფიციური ფსიქოლოგი. ესენი ისეთ რამებს იგონებენ და აბრეხვებენ ხოლმე, მხოლოდ კარგი ფსიქოლოგი ვერ უშველის, შეიძლება სხვა რამემ უშველოს“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ში.

21 ივნისი 2021, 18:21

მსოფლიო

ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა სასანქციო სიაში 78 ფიზიკური პირი და 8 ორგანიზაცია შეიყვანა

ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა სასანქციო სიაში 78 ფიზიკური პირი და 8 ორგანიზაცია შეიყვანა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

იაგო ხვიჩია

21 ივნისი 2021, 18:14

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ჩვენ არც მერობის კანდიდატებს ვაყენებთ და არც - მაჟორიტარობის

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით ისინი არც მერობისა და არც მაჟორიტარობის კანდიდატებს არ აყენებენ და მათგან ოპოზიციას გზა ხსნილი აქვს. მისი თქმით, ოპოზიციას უნდა უნდოდეს გაერთიანება და ეს გაერთიანება იწყება საკუთარი ხელმოწერილი სიტყვის პატივისცემით.

მამუკა ხაზარაძე

21 ივნისი 2021, 18:10

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე თვითმმართველობის არჩევნებზე: პროპორციულ ნაწილში დამოუკიდებლად მივდივართ

„თქვენ იცით ჩვენი წინადადება - ზეპარტიული მერის კანდიდატი შეთანხმებული ასევე ოპოზიციასთან. ასე, რომ პროპორციულ ნაწილში დამოუკიდებლად მივდივართ. მთავარი სტრატეგიული ამოცანა არის, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ აიღოს 43 პროცენტი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძე.

შარლ მიშელი

21 ივნისი 2021, 18:07

მსოფლიო

შარლ მიშელი ნიკოლ ფაშინიანს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ნიკოლ ფაშინიანს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.