imedi /  27 ივლისი 2020, 17:15 / სანდო წყარო

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, თემურ ღვინჯილიას და ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების უფროსს, მათე ღვინჯილიას პატიმრობა შეუფარდა.

დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით, უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით თითოეულისთვის 100 000 ლარის გირაოს მოთხოვნა სასამართლომ არ გაიზიარა.

სასამართლო სხდომა 15 სექტემბერს ჩაინიშნა.

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე და აპარატის ერთი თანამშრომელი 26 ივლისს დააკავეს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, რაც 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა სიახლე

15 აგვისტო 2020, 17:10

პოლიტიკა

თბილისში, საბურთალოს რაიონში 150-მდე დაავადებული ხე მოიჭრა

თბილისის მასშტაბით, სანიტარიული ჭრის ღონისძიებები გრძელდება. საბურთალოს რაიონში, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა N11-ის მიმდებარედ, დაახლოებით, 150-მდე ძირი დაავადებული, ხმობადი ფოთლოვანი ხე და ფიჭვი მოიჭრა.

15 აგვისტო 2020, 17:06

მსოფლიო

ახალ სამხრეთ უელსში მამაცმა კაცმა ცოლი ზვიგენის თავდასხმისგან გადაარჩინა

ახალ სამხრეთ უელსში, შელის სანაპიროსთან მამაცმა კაცმა ცოლი ზვიგენის თავდასხმისგან გადაარჩინა, - ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს. დიდი თეთრი ზვიგენი ქალს თავს დაესხა და მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, დაზარელებულის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ საავადმყოფოში მისი გადაყვანა საჰაერო გზებით განხორციელდა. წყვილი სერფინგით იყო დაკავებული, როცა 35 წლის ქალს ზვიგენი თავს დაესხა, თუმცა მამაცმა ქმარმა მაშინევე ცოლის დახმარება გადაწყვიტა და მხეცს იქამდე ურტყა, სანამ თავი არ დაანება.

კანცელარია

15 აგვისტო 2020, 16:56

COVID19

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო 9, 10 და 11 აგვისტოს ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ მყოფ მოქალაქეებს მიმართავს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ იმყოფებოდნენ, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 112-ს ან მიმართონ შესაბამის „ცხელების ცენტრს“.

დავით მათიკაშვილი

15 აგვისტო 2020, 16:56

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი დავით ბაქრაძის განცხადებაზე: ტყუილი და ფარსია, ბატონო დავით, თქვენი ვითომ „ურაპატრიოტული“ რიტორიკა. თქვენ ქართველ ხალხს ვეღარასდროს ვეღარ მოატყუებთ

„დავით ბაქრაძის ცინიზმსა და უპასუხისმგებლობას დანაშაულემდე ერთი ნაბიჯი აშორებს: დიახ, ჩვეულებრივი დანაშაული და ღალატია საკუთარი ხალხისა და ქვეყნის, როდესაც სამშობლოს დამცველ ჯარისკაცებს საკუთარი ქვეყნის დაბომბვაში ადანაშაულებ“.

იოსებ არჩვაძე

15 აგვისტო 2020, 16:54

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: საქართველოს Fitch-ის მიერ რეიტინგი ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა

ექსპერტის განცხადებით, აღნიშნული რეიტინგის მნიშვნელობა კიდევ უფრო ფასეულია იმის გათვალისწინებით, რომ წინა შეფასების შემდგომ Fitch-მა შეამცირა იმ ქვეყნების უმრავლესობის რეიტინგის პერსპექტივა ან სუვერენული რეიტინგი, მათ შორის ისეთი ქვეყნებისა, როგორებიცაა აშშ, იაპონია, საფრანგეთი, ავსტრია, კანადა და სხვ.

შოთა გულბანი

15 აგვისტო 2020, 16:43

ეკონომიკა

შოთა გულბანი: სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება უცხოელ ინვესტორებში მეტი ნდობის გაჩენას ნიშნავს

შოთა გულბანის განცხადებით, საკრედიტო რეიტინგის უცვლელად შენარჩუნებას საფუძვლად უდევს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული საიმედო და თანმიმდევრული პოლიტიკის ჩარჩო, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის შენარჩუნებას შოკების პერიოდში.

15 აგვისტო 2020, 16:42

სპორტი

წყალბურთში საქართველოს ჩემპიონი თბილისის „დინამო“ გახდა

საცურაო კომპლექს „ოლიმპიკზე“ გამართულ ბოლო ტურის შეხვედრაში „დინამომ“ წყალბურთელთა გუნდი „თბილისი“ 16-ით 9 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ლევან ნიკოლეიშვილი

15 აგვისტო 2020, 16:40

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: თამაზ გაიაშვილმა უტრიალა, უტრიალა მთავრობას და ქრთამი რომ ვერავის მისცა, ადგა და წავიდა „ლელოში“

„გაიაშვილი მთავრობისგან ელოდა დაუმსახურებელ პრეფერენციებს, რომელსაც სააკაშვილის და შევარდნაძის მმართველობაში აღწევდა, როგორც ჩანს, ქრთამის ფასად“, - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი.

15 აგვისტო 2020, 16:36

COVID19

შესაძლოა ყაზბეგში ეპიდემიოლოგიური კვლევები ისევ გაგრძელდეს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დასახლებებში შესაძლებელია კორონავირუსზე ეპიდემიოლოგიური კვლევები ისევ გაგრძელდეს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლები ხვალ, მას შემდეგ მიიღებენ, რაც დაბა სტეფანწმინდაში ჩატარებული ტესტირებების პასუხები გასაჯაროვდება.

სოფო კილაძე

15 აგვისტო 2020, 16:31

პოლიტიკა

სოფო კილაძე: ვინ ემსახურება ოკუპანტს რეალურად? ფაქტი ჯიუტია და ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს დასკვნის გაკეთება არ უჭირს

„ვინ ემსახურება ოკუპანტს რეალურად? ფაქტი ჯიუტია და დასკვნის გაკეთება არ უჭირს ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს. ძალიან, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პროპაგანდა საზოგადოების მცირე ნაწილზე ზეგავლენას მაინც ახდენს“ - წერს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე საქართველოს წინა ხელისუფლების შესახებ.

მარიამ ქვრივიშვილი

15 აგვისტო 2020, 16:00

COVID19

მარიამ ქვრივიშვილი ჟურნალისტებს: ჩვენ მზად ვართ, მოვაწყოთ მედიატურები ნებისმიერ საკარანტინო სივრცეში და თავად შეაფასეთ იქ არსებული მდგომარეობა

„ღიად ვაცხადებთ და მოვუწოდებთ ყველა ადამიანს, განსაკუთრებით, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, რომ ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალური ინტენსივობით, მედიატურები საქართველოში არსებულ ნებისმიერ საკარანტინო სივრცეში, რეგიონებში“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

15 აგვისტო 2020, 15:55

სპორტი

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე სეზონის ფინალური სერია 30 სექტემბერს დაიწყება

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე სეზონის ფინალური სერია 30 სექტემბერს დაიწყება. ამის შესახებ NBA-ის ხელმძღვანელობამ საბოლოო გადაწყვეტილება კლუბებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ მიიღო. პირველი თამაში 30 სექტემბერს, შემდეგი მატჩები კი 2, 4, 6, 9 და 11 ოქტომბერსაა ჩანიშნული. იმ შემთხვევაში თუ ჩემპიონის გამოსავლენად მეშვიდე შეხვედრის ჩატარება გახდა საჭირო, სუპერფინალი 13 ოქტომბერს შედგება.

15 აგვისტო 2020, 15:45

COVID19

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს

მესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად დაწყებული ინტენსიური კვლევის შედეგებსა და საკარანტინო სივრცეებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ჩაკ ნორისი

15 აგვისტო 2020, 15:37

ტაბლოიდი

ჩაკ ნორისი ალექსანდრ ლუკაშენკოს: თუ არ შეწყვეტ მოვალ და გატირებ

„სალამი. მე ჩაკ ნორისი ვარ. მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა საშაზე, მეტსახელად „საშა 0%“ და „მისტერ ტარაკანი“. იცი, როცა ხახვს ვჭრი მე კი არა ხახვი ტირის. ამიტომ თუ არ შეწყვეტ იმის კეთებას, რასაც ახლა აკეთებ, ერთ-ერთ შენს რეზიდენციაში მოვალ და გატირებ“, - ამბობს მსახიობი.

15 აგვისტო 2020, 15:35

COVID19

დაბა სტეფანწმინდაში 43 ადამიანის კვლევის პასუხებს ელოდებიან

დაბა სტეფანწმინდაში 43 ადამიანის კვლევის პასუხებს ელოდებიან. გუშინ ჩატარებული ეპიდემიოლოგიური მიზნობრივი კვლევის შედეგად, სპეციალისტებმა კოვიდცენტრში თვითდინებით მისული და დაავადებულთან კონტაქტში მყოფი 43 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში შეაგროვეს, რომელთაც ახლა კორონავირუსზე PCR - ტესტირება უტარდება.

15 აგვისტო 2020, 15:30

თავდაცვა

ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები რეზერვისტების დამსაქმებლებს შეხვდენენ

ადლიაში, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში ტერიტორიული რეზერვისტების მორიგი გეგმიური შეკრება გაიმართა. რეზერვისტების შეკრებას საჯარო და კერძო სექტორიდან მათი დამსაქმებლები დაესწრნენ. სამხედრო ქვედანაყოფში სტუმრებს ეროვნული გვარდიის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ და მისმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა კობა ახვლედიანმა უმასპინძლეს.

მარიამ ქვრივიშვილი

15 აგვისტო 2020, 15:26

COVID19

მარიამ ქვრივიშვილი: სასტუმროების დიდი ნაწილის მფლობელებს ურჩევნიათ, დაკეტილი სასტუმრო ჰქონდეთ, ვიდრე - საკარანტინო პროექტში ჩაერთონ

„არის სასტუმროების საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელთაც საკარანტინო პროექტში ჩართვაზე უარი განაცხადეს“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

15 აგვისტო 2020, 15:13

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობაზე ითამაშებს

ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობაზე ითამაშებს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნიუ-იორკში გასამართ პრესტიჟულ ტურნირზე გამოვა და ასევე მონაწილეობას მიიღებს ცინცინატის მასტერსზე. ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ აქამდე შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, შეერთებულ შტატებში ჩასვლის ეშინოდა, თუმცა ახლად შემუშავებული სამედიცინო პროტოკოლის გაცნობის შემდეგ ის დარწმუნდა, რომ ამერიკის ღია პირველობის მიმდინარეობისას არავის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება.

ლია მუხაშავრია დავით ჭიჭინაძე

15 აგვისტო 2020, 15:10

პოლიტიკა

ლია მუხაშავრია დავით ჭიჭინაძის პოლიტიკურ პარტია „ტრიბუნას“ შეუერთდა

„ტრიბუნა“ არის ადგილი, სადაც მივაღწევთ იმას, რომ ადამიანებს დარღვეული უფლებების აღდგენის პერსპექტივა გავუჩინოთ, - ამის შესახებ უფლებადამცველმა, იურისტმა ლია მუხაშავრიამ განაცხადა, რომელიც დღეს დავით ჭიჭინაძის პოლიტიკურ პარტია „ტრიბუნას“ შეუერთდა.

ჯანდაცვის სამინისტრო

15 აგვისტო 2020, 15:10

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს პორტალზე daxmareba.moh.gov.ge ტექნიკური შეფერხების გამო ბოდიშს უხდის

„მოგახსენებთ, რომ 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე - daxmareba.moh.gov.ge ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებით მიმდინარეობს. ხარვეზი პორტალზე ბევრი ადამიანის ერთდროულად დარეგისტრირებითაა განპირობებული“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.