IMEDI /  28 ივლისი 2020, 13:18 / სანდო წყარო

შემოსავლების სამსახურმა სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ ზუგდიდში 24-საათიან რეჟიმში განხორცილებული მონიტორინგის შედეგად, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის (790 კოლოფი უაქციზო სიგარეტი) ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა.

უწყების ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ საქონელი.

“ერთ შემთხვევაში, სამართალდამრღვევი პირის მიმართ ადმ.ს.კ-ის 1552 მუხლის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა, ხოლო მეორე შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა”, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

13 აგვისტო 2020, 17:09

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე Survation-ის კვლევაზე: უნდა ვაღიარო, ყველაზე მიახლოებული მონაცემებია, მაგრამ რეალურად რეიტინგი 60%-მდე გვაქვს

„რეალურად, ეს მონაცემები ყველა ობიექტური მონაცემისგან ცოტათი განსხვავებით, "ქართული ოცნებისთვის" ყველაზე პესიმისტურ სცენარში თუ ჩაჯდებოდა და ყველა ოპოზიციური პარტიისთვის - ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში. თუმცა, გასაგებია, იმ კომპანიამ, რომელმაც კვლევა ჩაატარა, მართლაც გარკვეული სიფრთხილე გამოიჩინა, თავი დაიზღვია და ოდნავ გადაიხარა ოპოზიციური პარტიებისკენ, მათ შორის ალოკაციის მეთოდის გამოყენების დროს და ამიტომ შეიძლება მიიღეს ეს შედეგი, ძალიან რომ მომინდეს ამ ციფრების გამართლება მაშინ ასე ვიტყოდი. პატრიოტთა ალიანსის მონაცემებით 11% გვაქვს, IRI-ს კვლევით 33%, თქვენი კვლევით 52%, ხოლო სინამდვილეში გვაქვს 60%-მდე რეიტინგი, ეს არის რეალობა“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

13 აგვისტო 2020, 17:04

სპორტი

ბერლინის „უნიონის“ ქართველმა ფეხბურთელმა აკაკი გოგიამ მძიმე ტრავმა ბოლომდე მოირჩინა და სეზონის განახლებისთვის გუნდთან ერთად ემზადება

ბერლინის „უნიონის“ ქართველმა ფეხბურთელმა აკაკი გოგიამ მძიმე ტრავმა ბოლომდე მოირჩინა და სეზონის განახლებისთვის გუნდთან ერთად ემზადება, - ამის შესახებ ინფორმაციას Berliner Kurier-ი ავრცელებს. 28 წლის ნახევარმცველი საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილს გამოთქვამდა, თუმცა მძიმე დაზიანების მიღებისა და კორონავირუსის პანდემიის გამო მისთვის მოქალაქეობის მიცემის პროცესი შეფერხდა.

13 აგვისტო 2020, 17:01

საზოგადოება

სტამბოლის, კიევისა და მინსკის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მორიგი ჩარტერული რეისები დაინიშნა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადების შესაბამისად, ავიაკომპანიები ჩარტერულ ფრენებს შემდეგი განრიგით შეასრულებენ...

13 აგვისტო 2020, 16:59

სპორტი

საქართველოს კრისტალბეთ ლიგის მეათე ტური მოულოდნელი შედეგით დაიწყო

საქართველოს კრისტალბეთ ლიგის მეათე ტური მოულოდნელი შედეგით დაიწყო. პირველი წრის ჩემპიონმა თბილისის „დინამომ“ ლიგის დებიუტანტთან, „თელავთან“ ქულები დაკარგა და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. სტუმართა შემადგენლობაში ბურთის გატანის შანსი ხელიდან ირაკლი ბუღრიძემ და გიორგი კუხიანიძემ გაუშვეს, თამაშის უკანასკნელ წუთზე კი რეალური საგოლე მომენტი მასპინძლებმაც ვერ გამოიყენეს.

13 აგვისტო 2020, 16:54

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 6 070 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 743 487 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 20 405 695 ადამიანი დაინფიცირდა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 243 221 შემთხვევა გამოვლინდა, 6 070 ადამიანი კი COVID-19-ს ემსხვერპლა.

დოლარი

13 აგვისტო 2020, 16:50

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

2020 წლის 13 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0705 შეადგინა.

სამხრეთ კორეა კორონავირუსი

13 აგვისტო 2020, 16:48

COVID19

სამხრეთ კორეაში ბოლო თვის განმავლობაში კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევების ყველაზე მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა

სამშაბათს დადასტურებული შეთხვევების უმეტესობა - 47 შიდა გადაცემაა. 3 ივლისის შემდეგ ეს ქვეყანაში შიდა გადაცემის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ სეულში ეპიდვითარება გართულდა. სპეციალისტები ქალაქის სხვადასხვა რაიონში რამდენიმე ეპიდაფეთქების შესახებ საუბრობენ და მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ წესების დაუცველობის შემთხვევაში ვითარება შესაძლოა უკონტროლო გახდეს

არაჯანსაღი საკვები

13 აგვისტო 2020, 16:45

მსოფლიო

მექსიკაში ბავშვებზე არაჯანსაღი საკვების გაყიდვა აიკრძალა

მექსიკაში, ოახაკის შტატში ბავშვებზე არაჯანსაღი საკვების გაყიდვა აიკრძალა. BBC-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება შტატის ხელისუფლებამ ჭარბწონიანობასა და დიაბეტთან ბრძოლის მიზნით მიიღო. კანონის დარღვევისთვის ჯარიმებია გათვალისწინებული, მეორე კანონდარღვევის შემთხვევაში გამყიდველს ამ სფეროში მუშაობა აეკრძალება, მესამეს შემთხვევაში კი საპატიმრო სასჯელია გათვალისწინებული.

13 აგვისტო 2020, 16:42

რეგიონი

Powerchina/Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა - ხაშურის შემოვლითი გზა აგვისტოს მეორე ნახევარში გაიხსნება

კომპანია Sinohydro აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობას ასრულებს. აგვისტოს მეორე ნახევარში, ხაშურს ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება.

13 აგვისტო 2020, 16:36

საზოგადოება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რკინის რიგის N6-დან გორგასალის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება. აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით, 14 აგვისტოს 23:00 საათიდან 28 აგვისტოს ჩათვლით, გორგასალის ქუჩასა და გამსახურდიას სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

რიინა კალიურანდი და დავით ზალკალიანი

13 აგვისტო 2020, 16:31

პოლიტიკა

საქართველოში ესტონეთის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ესტონეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა, რიინა კალიურანდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა.

ლადო ბოჟაძე

13 აგვისტო 2020, 16:28

პოლიტიკა

ლადო ბოჟაძე: „ქართულ ოცნებას“ IRI-ის კვლევით სხვადასხვა წელთან მიმართებით მატება აქვს

ყველაზე უტყუარი არის კენჭისყრის დღე, არჩევნების ოფიციალური შედეგები. სოციოლოგიური კვლევები არის ერთგვარი საზოგადოებრივი აზრის შექმნის მცდელობა, ამ შედეგებიდან გამომდინარე გარკვეული ინფორმაცია მიიღოს ამომრჩეველმა და გადაწყვიტოს რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭიროს მხარი, - ამის შესახებ ალანიტიკოსმა, ლადო ბოჟაძემ „POSTV“-ის ეთერში IRI-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

Zydus Cadila

13 აგვისტო 2020, 16:21

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის გაყიდვა დაიწყო

ინდურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Zydus Cadila კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის გაყიდვა დაიწყო. როგორც კომპანიის ვებგვერდზეა აღნიშნული, Remdac-ის სავაჭრო ნიშნით დარეგისტრირებული თერაპიული პრეპარატი რემდესივირის საფუძველზეა დამზადებული.

13 აგვისტო 2020, 16:19

სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადების საფუძველზე პროკურატურამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. საქმე ეხება 13 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ მედიასაშუალებებით გაკეთებულ განცხადებას. გარდაცვლილის დედის თქმით, მასზე პროკურორის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა. როგორც თამაზაშვილმა აღნიშნა, პროკურორი საეჭვოდ მიიჩნევდა ადვოკატად მიხეილ რამიშვილს და კითხულობდა, თუ რატომ იცავს ოჯახს რამიშვილი და რა ჰონორარს იღებს ის. პროკურატურის ინფორმაციით, გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას.

13 აგვისტო 2020, 16:15

პოლიტიკა

Survation-ის შუალედური კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 52% არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 19% - „ნაციონალურ მოძრაობას“

საარჩევნო ასაკის 1200 პირიდან კითხვაზე, „დღეს რომ ტარდებოდეს, ჩამოთვლილთაგან რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ 52%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 19%-მა „ნაციონალური მოძრაობა“ - ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

13 აგვისტო 2020, 16:04

მსოფლიო

ჩინეთმა, საკვების ნარჩენების შესამცირებლად, კამპანია „სუფთა თეფში“ წამოიწყო

ჩინეთში, საკვების ნარჩენების შესამცირებლად, წამოიწყეს კამპანია, რომელსაც „სუფთა თეფში“ ჰქვია. კამპანია მოიცავს მოწოდებას, რომ ადამიანებმა არ შეიძინონ და არ შეუკვეთონ იმაზე მეტი საკვები, ვიდრე სჭირდებათ. კამპანიას წინ უძღოდა რესპუბლიკის ლიდერის, სი ძინპინის განცხადება, რომ იყი შეშფოთებულია საკვების ნარჩენების რაოდენობით.

ვასილ ჩიგოგიძე

13 აგვისტო 2020, 15:55

რეგიონი

ვასილ ჩიგოგიძე ოზურგეთის და ჩოხატაურის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვაა. შანსი, გავხდე თქვენი წარმომადგენელი პარლამენტში, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი და უდიდესი გამოწვევაა. ჩვენ, თქვენთან ერთად, აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას”, - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

დალია გრიბაუსკაიტე

13 აგვისტო 2020, 15:38

მსოფლიო

ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომისკენ მოუწოდებს

„დიქტატორო სისხლიანი ხელებით - ლუკაშენკო წადი ახლავე. შენ შენი ბედი განსაზღვრე- ბელარუსის მიწაზე მომავალი არ გაქვს“, - წერს გრიბაუსკაიტე.

13 აგვისტო 2020, 15:36

COVID19

REUTERS: ჩინეთში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოაჩინეს

ჩინეთის ქალაქ შენჯენში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ reuters-ი წერს. დაავადების კონტროლის ადგილობრივმა ცენტრმა ქათმის ფრთიდან ნიმუში სკრინინგის სტანდარტული პროცედურის ფარგლებში გამოიკვლია, რომელსაც ჩინეთი იმპორტირებულ ხორცისა და ზღვის პროდუქტებზე ახორციელებს მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის ივნისში პეკინში ვირუსი ბაზრობიდან გავრცელდა.

კახაბერ გვანცელაძე

13 აგვისტო 2020, 15:36

COVID19

კახაბერ გვანცელაძე: თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო წლის დაწყებას 14 სექტემბერს ვგეგმავთ

თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო წლის დაწყებას 14 სექტემბერს ვგეგმავთ, – ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსა და შრომის ინსპექციასთან ერთად მუშობენ და უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით კონკრეტული გაიდლაინები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.