imedi /  30 ივლისი 2020, 19:04 / სანდო წყარო

პროკურატურამ ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ, ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1980 წელს დაბადებულმა ი.ღ.-მ 2020 წლის 28 ივლისს, ავტომობილიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა სხვა ავტომობილის მიმართულებით, რომელსაც 1968 წელს დაბადებული ლერი სულაბერიძე მართავდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინციდენტი წყნეთში 28 ივლისს მოხდა, ეჭვმიტანილი კი გუშინ დააკავეს.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

12 აგვისტო 2020, 16:49

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის უაღრესად დიდი პროექტი, რომელიც თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის ინვესტიციით განხორციელდა

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ განათლება არის ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ეს არის უაღრესად დიდი პროექტი, რომელიც კერძო ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით განხორციელდა თავიდან ბოლომდე. მოგეხსენებათ, რომ ეს არის დაახლოებით მილიარდ ევროზე ორიენტირებული ინვესტიცია, გარდა ამისა, ამას დაემატება კიდევ ადრონული კოლაიდერი, რომელიც დამატებით კიდევ 40 მლნ ევროს დაამატებს ამ ინვესტიციას და ის ადრონული კოლაიდერი შესძენს კიდევ ახალ, დამატებით ფუნქციას - ეს იქნება კიბოს მკურნალობის სამედიცინო ცენტრი და ასევე კვლევითი ცენტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განაცხადა

გოგი მეშველიანი

12 აგვისტო 2020, 16:43

საზოგადოება

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა დიდგორობა მოსახლეობას დიდგორის ველიდან მიულოცა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა დიდგორობის სახალხო დღესასწაული მოსახლეობას დიდგორის ველიდან მიულოცა. „გილოცავთ დიდგორობას! დიდგორი - ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვების, ერთიანობისა და უძლეველობის სიმბოლო. დღეს არსებული რეალობის გათვალისწინებით, განსხვავებულად გვიწევს ჩვენი ეროვნული გამარჯვების დღის აღნიშვნა.

ზვიად შალამბერიძე

12 აგვისტო 2020, 16:27

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე: ჩვენ გვაქვს პრეტენზია, ქუთაისი გახდეს საგანმანათლებლო ჰაბი

„მინდა მივულოცო ყველა ახალბედა სტუდენტს წარმატება და განსაკუთრებით მათ, ვინც არჩევანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე შეაჩერა, მათთვის ნამდვილად ახალი ერა იწყება და ახალი ერა იწყება ქუთაისისთვის საგანმანათლებლო სფეროში. ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის პროექტია არამარტო ქუთაისისთვის, არამედ მთლიანად იმერეთისთვის და ჩვენ გვაქვს პრეტენზია, ქუთაისი გახდეს იმერეთსა და საქართველოში საგანმანათლებლო ჰაბი. მზადყოფნა არის 1000 სტუდენტზე, ამ დღეებში გაირკვევა ზუსტად რამდენი სტუდენტი ისწავლის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მათ აქ ყველანაირი პირობა ექნებათ სწავლისა და ცხოვრებისთვის და იმისთვის, რომ გახდნენ წარმატებული კადრები“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

კორონავირუსი ტესტირება

12 აგვისტო 2020, 16:21

COVID19

გერმანიაში მაისის შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 3 თვის განმავლობაში ეს ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობას ახსენებს.

12 აგვისტო 2020, 16:19

რეგიონი

გიორგი ხანიშვილი: წლევანდელი მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი გატარებული ღონისძიებებისა და კოორდინირებული მუშაობის შედეგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი სამეგრელოში იმყოფებოდა, სადაც ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლებში მეთხილე ფერმერების პლანტაციები დაათვალიერა და მოსავლის აღების პროცესს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის მოადგილის თქმით, აქვთ მოლოდინი, რომ წელს თხილის მოსავალი შარშანდელზე უკეთესი იქნება.

ჯაბა ჯიღაური

12 აგვისტო 2020, 16:03

სპორტი

ეროვნული საფეხბურთო ლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად ჯაბა ჯიღაური დასახელდა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული საფეხბურთო ლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად ჯაბა ჯიღაური დასახელდა. ​​​​​​​ბათუმის „დინამოს“ 28 წლის ნახევარმცველმა ცხრა ტურში ხუთი ბურთი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ „დილას“ უკრაინელ ფორვარდს მიკოლა კოვტალიუკს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც 6 გოლია.

გიორგი გახარია

12 აგვისტო 2020, 15:56

COVID19

გიორგი გახარია: ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის გავრცელების გეოგრაფიის და სისწრაფის რისკების მართვა, რასაც მერწმუნეთ, ეფექტურად ვაკეთებთ

როდესაც ჩვენ იძულებული ვართ, შემზღუდავი ნაბიჯები გადავდგათ, მაგალითად ისეთი, როგორიც მესტიაში მოგვიწია, ეს განპირობებულია პირველ რიგში ჯანმრთელობაზე ზრუნვით, მაგრამ ეკონომიკაზე ზრუნვითაც, ამიტომ ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როგორც ჩანს, ვირუსი არსად გაქრება და ჩვენ ყველა, გლობალურად, მსოფლიო უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას; ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრება უნდა გაჩერდეს, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის გავრცელების გეოგრაფიის და სისწრაფის რისკების მართვა, რასაც მერწმუნეთ, ეფექტურად ვაკეთებთ, მიუხედავად ცალკეული შემთხვევებისა და ამის კეთებას ეფექტურად გავაგრძელებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი გახარია

12 აგვისტო 2020, 15:49

სამართალი

გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე: ახლა მის ოჯახს პირველ რიგში გვერდში დგომა სჭირდება და ეს სწრაფი და სამართლიანი გამოძიებით შეგვიძლია

„ახლა მის ოჯახს, პირველ რიგში, გვერდში დგომა სჭირდება და გვერდში დგომის ყველაზე სერიოზული და მნიშვნელოვანი ქმედება არის გამოძიება და მისი სწრაფად და სამართლიანად ჩატარება. მერწმუნეთ, ამით არის განპირობებული ყველაფერი და ასე გაგრძელდება ყველა სისხლის სამართლის საქმეში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

12 აგვისტო 2020, 15:46

COVID19

გიორგი გახარია: ევროკავშირის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების ძირითადი მიმართულება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკაზე მისი შედეგების შემსუბუქება იქნება

ევროკავშირის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების ძირითადი მიმართულება იქნება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკაზე პანდემიის შედეგების შემსუბუქება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა ევროპელ კოლეგებს ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი გახარია

12 აგვისტო 2020, 15:33

პოლიტიკა

გიორგი გახარია: პარტიული სიის პირველი ათეული ჯერ ცნობილი არაა

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ათეული ჯერ ცნობილი არაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გიორგი გახარია

12 აგვისტო 2020, 15:32

საზოგადოება

გიორგი გახარია: დღეის მდგომარეობით არ არსებობს არანაირი პირობა იმისთვის, რომ სწავლა გადაიდოს

დღეის მდგომარეობით არანაირი პირობა იმისთვის რომ სწავლა გადაიდოს და საკლასო ოთახებში 15 სექტემბრისთვის ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება. დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.

12 აგვისტო 2020, 15:30

COVID19

დაბა სტეფანწმინდაში მიზნობრივი ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, მუნიციპალიტეტის, დაბის ან რომელიმე სოფლის ჩაკეტვის საკითხი ჯერჯერობით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე დღის წესრიგში არ დგას.

12 აგვისტო 2020, 15:27

სამართალი

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა

გამოძიებამ ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2020 წლის 11 აგვისტოს, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, ბრალდება წარედგინა 5 პირს, რის თაობაზეც ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდა.

12 აგვისტო 2020, 15:20

რეგიონი

შსს: მესტიაში მოქალაქეები მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით ემორჩილებიან პოლიციის მითითებებს და დაწესებულ რეგულაციებს

პოლიცია სვანეთის რეგიონში, მესტიის მუნიციპალიტეტში, საკარანტინო ზონაში დაწესებული შეზღუდვების კონტროლს განსაკუთრებულ რეჟიმში აგრძელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მშვიდი ვითარებაა, მოქალაქეები მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით ემორჩილებიან პოლიციის მითითებებს და დაწესებულ რეგულაციებს.

რამაზ საყვარელიძე

12 აგვისტო 2020, 15:08

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: ოპოზიცია სახელმწიფოს და პოლიტიკურ პროცესს საფრთხობელად წარმოაჩენს, რათა ამომრჩეველი სახლში დარჩეს

​„ოპოზიცია და მისი ტელეარხები ტალახის სროლით არიან დაკავებული. შედეგი ის იქნება, რომ ამომრჩეველეს არც ერთი ენდომება და არც მეორე, ესაა მათი მთავარი მიზანი. თუ ეს მოხერხდა და მოქალაქემ გული აიცრუა არა მხოლოდ კონკრეტულ პარტიაზე, არამედ არჩევნებზე და მოსახლეობის დიდი რაოდენობა სახლში დარჩა „ნაციონალური მოძრაობა“, თავის ამომრჩევლის მობილიზებას გაუკეთებს და შანსები გაუთანაბრდება. ოპოზიცია სახელმწიფოსგან და პოლიტიკური პროცესისგან საფრთხობელას აკეთებს, რომ ამომრჩეველი სახლში გაიქცეს, თუ დიდი ნაწილი გაიქცა, ამათ დარჩებათ ბურთი და მოედანი“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ბარსელონა

12 აგვისტო 2020, 14:59

COVID19

„ბარსელონას“ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა

„ბარსელონას“ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია ამის შესახებ კატალონიური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

12 აგვისტო 2020, 14:53

COVID19

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში კორონავირუსზე გამოკვლეულთა შედეგები ხვალ გახდება ცნობილი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში ეპიდემიოლოგიური კვლევა დასრულდა. სოფელ გარბანისგან განსხვავებით, არშაში მიზნობრივი კვლევა ჩაუტარდა მხოლოდ ინფიცირებული პაციენტის ახლო კონტაქტებსა და ოჯახის წევრებს. ბიოლოგიური მასალის ნიმუშები აუღეს ათობით ადგილობრივს, რომელიც კვლევისთვის ლაბორატორიებშია გადაგზავნილი.

თელავის წყალმომარაგება

12 აგვისტო 2020, 14:43

რეგიონი

თელავის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის პირველი ეტაპის სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება

ქალაქ თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად პირველი ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანია ოქტომბერში დაასრულებს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ქსელის რეაბილიტაცია, ჭაბურღილებისა და მრიცხველების მოწყობა. თელავში წლებია წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

ბელარუსი დაკავება

12 აგვისტო 2020, 14:23

მსოფლიო

ბელარუსში მილიციაზე თავდასხმის ფაქტებზე 17 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ბელარუსში მილიციაზე თავდასხმის ფაქტებზე 17 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის 1000-მდე ადამიანია დაკავებული, ქვეყნის მასშტაბით კი ასეთი აქციები 25 დასახლებულ პუნქტში გაიმართა.

თამაზ გაიაშვილი

12 აგვისტო 2020, 14:04

პოლიტიკა

თამაზ გაიაშვილი პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” წევრი გახდა

ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” წევრი გახდა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, „ლელოს“ რიგები იზრდება და საინტერესო და უკომპრომისო ადამიანები ემატებიან.