02 აგვისტო 2020, 10:23 / სანდო წყარო

ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული დ.ი. და 1962 წელს დაბადებული ზ.ი. ოჯახში ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წელს დაბადებულ ნ.ა.-ზე ბიძა და ბაბუა - დ.ი. და ზ.ი., გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ყველა სიახლე

05 აგვისტო 2020, 15:44

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლო დაკავებული ექიმებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის, უკანონო საექიმო საქმიანობისა და სამსახურებრივი გულგრილობისთვის დაკავებული ექიმების აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. საუბარია ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორზე და ამავე კლინიკის ექიმზე. ასევე კიდევ ერთ ექიმზე, რომლიც იტალიაშია და ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

ნილ იანგი

05 აგვისტო 2020, 15:27

მსოფლიო

კანადელმა მომღერალმა ნილ იანგმა დონალდ ტრამპს მისი სიმღერების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების გამო უჩივლა

კანადელი მუსიკოსი და მომღერალი ნილ იანგი ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ინფორმაცია იანგის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ის დონალდ ტრამპს მიტინგებზე მისი სიმღერების Rockin 'in the Free World-ის და Devilʼs Sidewalk-ის მიტინგებზე გამოყენების გამო უჩივის. იანგის სარჩელის ასლი მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ ტრამპმა მისი სიმღერები 2015 წელს გამოიყენა.

არჩილ თალაკვაძე

05 აგვისტო 2020, 15:26

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: როგორც ჩანს მიხეილ სააკაშვილს 3 არა სჭირდება, რომ “ნიჭიერი პოლიტიკოსების” კონკურსი დატოვოს

„მას ორი არა უკვე აქვს 1012 წლის და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში და მესამე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს. ის უკანონოდ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, რადგან ის არ გახლავთ ამ ქვეყნის მოქალაქე, ის ასევე უკანონოდ ერევა პარტიების საქმიანობაში, რასაც ასევე კრძალავს დემოკრატიული პრინციპები. ის ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, როგორც ჩანს ის უფრო საინტრესოა ოპოზიციისთვის, რადგან როგორც მის და ასევე სხვა პარტიაში გრძნობენ რომ ის ხელს უშლის ოპოზიციის საქმიანობას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სერგი კაპანაძე

05 აგვისტო 2020, 15:14

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: საზოგადოების დაკვეთაა, მომდევნო მთავრობა კოალიციური იყოს

საზოგადოების დაკვეთაა, მომდევნო მთავრობა კოალიციური იყოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე გააკეთა. მისივე თქმით, თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა და ლიდერი აპირებს, მომავალში ერთპარტიულად ან ერთპიროვნულად მართოს, ამ არჩევნებში მწარედ დამარცხდება.

ილია ფილფანი

05 აგვისტო 2020, 15:14

სამართალი

სვანეთში დაკარგული მოზარდის საძიებო სამუშაოების დეტალებზე შსს ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდან გაუჩინარებული მოზარდის, ილია ფილფანის საძიებო სამუშაოებს. როგორც შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საძიებო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, წყალზე მცურავი საშუალებები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მაშველები გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ როგორც სვანეთში, ასევე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. ილია ფილფანის ფოტოსურათი დაგზავნილია, საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფში.

05 აგვისტო 2020, 15:12

თავდაცვა

აღმოსავლეთ სარდლობას პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლად პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე დაინიშნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ სარდლობის შტაბს ახალი სარდალი თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა წარუდგინა. მან ყოფილ სარდალს, ბრიგადის გენერალ ალექსანდრე კიკნაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ სარდალს წარმატებები უსურვა.

ანრი ოხანაშვილი

05 აგვისტო 2020, 15:06

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: სააკაშვილი რაც უფრო ხშირად გამოჩნდება, მით უფრო ქვემოთ წავა „ნაციონლური მოძრაობის“ რეიტინგი

ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანი არის მსჯავრდებული და ასეთი ადამიანი თავს უფლებას აძლევს, რომ პოლიტიკურ აქტივობაზე ისაუბროს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

თეონა თამაზაშვილი

05 აგვისტო 2020, 14:50

სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა: გავეცანი დაკითხვის ოქმებს, აქამდე სრულ ვაკუუმში ვიყავით

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ფედერალური ბიუროს ჩართულობის თაობაზე ზუსტი თარიღი უწყებაში ვერ დაასახელეს. მან ასევე განაცხადა, რომ უწყებაში საქმის გარკვეული მასალები გააცნეს, აქამდე კი სრულ ვაკუუმში იმყოფებოდნენ.

ირაკლი ბერაია

05 აგვისტო 2020, 14:48

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია სააკაშვილზე: რამდენიც უნდა იხტუნოს, საქართველოში მას საკანი ელოდება

„სააკაშვილის არაადეკვატურობის ხარისხი დღითიდღე იზრდება. ადრე, მან განაცხადა, რომ ნახტომისთვის ემზადება, მე მას ვურჩევდი, რამდენიც უნდა იხტუნოს, საქართველოში მას ელოდება საკანი და ის წლები, რომელიც მან უნდა გაატაროს საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, ეს დროც დადგება“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

05 აგვისტო 2020, 14:46

რეგიონი

წინანდალმა „ევროპული არდადეგების“ დასკვნით ღონისძიებას უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში, რუსთავსა და თბილისში მცხოვრები 17-22 წლამდე დევნილი ახალგაზრდებისთვის წინანდალში „ევროპული არდადეგების“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

05 აგვისტო 2020, 14:41

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი მიხეილ სააკაშვილზე: ეს არის არაადეკვატური ადამიანი, რომელიც შეპყრობილია ხიბლის ცოდვით

ეს არის არაადეკვატური ადამიანი, რომელიც შეპყრობილია ხიბლის ცოდვით, - აღნიშნული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილს აქვს პირადი ამბიცია, რომ უნდა ყველაფერი, მათ შორის მისი გუნდის წევრებიც, დაუქვემდებაროს ამ პირად ამბიციას.

05 აგვისტო 2020, 14:33

საზოგადოება

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ორ საგანში უმაღლესი შეფასება 32-მა აბიტურიენტმა მიიღო

„სასიხარულოა, რომ 20-მა აბიტურიენტმა უმაღლესი ქულა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 12 - მა კი მათემატიკაში. ეტაპობრივად ქვეყნდება სხვა საგნების შედეგებიც. ვფიქრობთ, რომ პირველადი შედეგების გამოცხადება დასრულდება მომდევნო კვირის დასაწყისში და ჩვენ შევძლებთ სააპელაციო განაცხადების მიღებას. საპრეტენზიო განაცხადების შემოტანის შესაძლებლობა აბიტურიენტებს 4 დღის განმავლობაში ექნებათ. რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო განაცხადების რაოდენობა იქნება წინა წლების მსგავსი, აგვისტოს დასასრულს უკვე შევძლებთ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას“, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

მიხეილ რამიშვილი

05 აგვისტო 2020, 14:32

სამართალი

ადვოკატი: ძალოვანმა უწყებებმა FBI-ის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვაზე მოთხოვნა უკვე გადაუგზავნეს

შევხვდით მინისტრის მოადგილეს, ბატონ ვლადიმერ ბორცვაძეს, ამ შეხვედრას ესწრებოდა მამუკა ჭელიძე. როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, უკვე შსს-ს მხრიდან ფედერალურ ბიუროში გაიგზავნა ინფორმაცია თანამშრომლობის შესახებ. ახლა უნდა გაირკვეს, კონკრეტულად რა ფორმით ითანამშრომლებს და რა ფორმით ჩაერთვება პროცესში FBI - ეს განცხადება მედიასთან, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

05 აგვისტო 2020, 14:27

საზოგადოება

ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ოსურ ენაში ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა

„შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

ნიკოლა სარკოზი

05 აგვისტო 2020, 14:18

პოლიტიკა

ნიკოლა სარკოზი 2008 წლის აგვისტოს ომზე: გულახდილი უნდა ვიყო და ვაღიარო, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მანამდე ყველაფერი გააკეთა სიტუაციის დასაძაბად

„მდგომარეობა აბსოლუტურად მიუღებელი იყო, თუმცა გულახდილი უნდა ვიყო და ვაღიარო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მანამდე ყველაფერი გააკეთა სიტუაციის დასაძაბად“, - ამის შესახებ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი წერს. სარკოზის მემუარებიდან მოგონებების ნაწილს „რადიო თავისუფლება“ აქვეყნებს. სარკოზის თქმით, მიხეილ სააკაშვილს უნდოდა ნაციონალისტურ გრძნობებზე ეთამაშა და საბოლოოდ რუსი დათვის გაღვიძება გამოუვიდა.

გიორგი ვაშაძე

05 აგვისტო 2020, 14:14

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილზე: ვფიქრობ, აბსურდი და არასწორია ერთმანეთზე თავდასხმა

არაფერს ვპასუხობ, რადგან ვფიქრობ, ეს არის აბსურდი და არასწორია ერთმანეთზე თავდასხმა, - აღნიშნული პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე განაცხადა.

05 აგვისტო 2020, 14:12

რეგიონი

ფოთში ახალგაზრდა გოგოს საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 24 საათიან რეჟიმში ეძებს ახალგაზრდა გოგოს ფოთში, მდინარე რიონში. ადგილზე მობილიზებულია 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი, 1 ექოლოტი, რომელიც ახდენს ფსკერის სკანირებას. საძიებო სამუშაოებში ასევე ჩართულია სანაპირო დაცვის და ჰიდროგრაფიული ექოლოტი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხდება ხეობის დათვალიერება დრონის მეშვეობით.

05 აგვისტო 2020, 14:11

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის ოფიციალურ გვერდს Facebook-ის ადმინისტრაციისგან ვერიფიკაცია მიენიჭა

თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის ოფიციალურ გვერდს Facebook-ის ადმინისტრაციისგან ვერიფიკაცია მიენიჭა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციას წარმოადგენს სამინისტროს სისტემის სტრატეგიული კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება.

არჩილ თალაკვაძე

05 აგვისტო 2020, 14:07

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: ემიგრანტთა ამ გამორჩეული თაობების წვლილი უდიდესია იმაში, რომ დღეს საქართველო ევროპაში ბრუნდება და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვს

„რომ არა ის ადამიანები, ვისი წიგნებიც, ნააზრევი და ბიოგრაფიებიც არის თავმოყრილი ამ სივრცეში, საქართველოსთვის შეუძლებელი იქნებოდა, დღეს ევროპა ყოფილიყო ასეთი მაღალი პრიორიტეტი, ევროპა ყოფილიყო ასეთი სახით წარმოდგენილი საქართველოში და საქართველო ყოფილიყო ამდენად ფართოდ წარმოდგენილი ევროპაში. საქართველოს ევროპაში ჰყავს არა მხოლოდ ელჩები, რომლებიც დიპლომატიურ სამსახურში არიან, საქართველოს ევროპაში ჰყავს კულტურის ელჩები, ჰყავს ისტორიის ელჩები, ემიგრანტები, რომელთა დამსახურება არის უდიდესი როგორც მიღწეულ პროგრესში, ასევე, ყველა რთულ დროში, როდესაც ემიგრაცია აკეთებდა შეუძლებელს საკუთარი ქვეყნის და ხალხის დასახმარებლად“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი

05 აგვისტო 2020, 14:04

პოლიტიკა

დიმიტრი ცქიტიშვილი მიხეილ სააკაშვილზე: მისი აქტიურობა ყოველთვის დესტრუქციას იწვევს და არასასიამოვნოა

მისი აქტიურობა ყოველთვის დესტრუქციას იწვევს და არასასიამოვნოა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, უხერხულობას უქმნის, როცა მისი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი გაურკვევლობაშია და არ იცის, რომელი ქვეყნის პრემიერი გახდეს. „პრინციპში ვერ ვიტყვი, რომ მის ჩარევას რამე წარმატება მოაქვს მისთვისვე, საბედნიეროდ. უხერხულობას მიქმნის მე პირადად, რომ ჩემი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი გაურკვევლობაშია, თუ რომელი ქვეყნის პრემიერი გახდეს, რომელი ქვეყნის პოლიტიკაში ჩაერთოს. მისი გადასაწყვეტია როგორ მოიქცევა და როგორ შეურაცხყოფას მიაყენებს თავის ხალხსა და ქვეყანას“, - აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.