imedi /  05 აგვისტო 2020, 12:47 / სანდო წყარო

შპს თბილისის ცენტრალური საავადმყოფო დაკავებულ ექიმთა მიმართ წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს

შპს თბილისის ცენტრალური საავადმყოფო ერთმნიშვნელოვნად და სრულად უარყოფს დაკავებულ ექიმთა მიმართ, პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს.

როგორც კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სრულიად მცდარია პროკურატურის ბრალდება, თითქოს თაღლითური გზით, უსაფუძვლოდ განხორციელდა პაციენტის ოჯახის წევრების დარწმუნება, იტალიელი ექიმების მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით. კლინიკის ადმინისტრაციის თქმით, უსაფუძვლო და მცდარია პროკურატურის განცხადება, რომლის მიხედვით, დაკავებულ ექიმს ვახტანგ ყიფიანს არ გააჩნდა შესაბამისი ლიცენზია მოცემული სერვისის ჩასატარებლად.

„2020 წლის 03 აგვისტოს, შპს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ თანამშრომლების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სამედიცინო დაწესებულება ერთმნიშვნელოვნად და სრულად უარყოფს დაკავებულ პირთა მიმართ, პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს (სამსახურეობრივი გულგრილობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობა, უკანონო საექიმო საქმიანობა) და მიიჩნევს, რომ ბრალდების საფუძვლად მოყვანილი არგუმენტაცია არის აბსურდული და სრულებით არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სრულიად მცდარია პროკურატურის ბრალდება, თითქოს თაღლითური გზით, უსაფუძვლოდ განხორციელდა პაციენტის ოჯახის წევრების დარწმუნება, იტალიელი ექიმების მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით.

ეს ფაქტი სავსებით არ შეესაბამება რეალობას, ჩვენი კლინიკა ბოლო რამდენიმე წელია თანამშრომლობს იტალიის ქალაქ ბერგამოს საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორებთან რობერტო აგაცისთან და რობერტო ნანისთან და მათი მეთვალყურეობის ქვეშ და ჩვენი სამედიცინო გუნდის ჩართულობით, ბოლო 3 წლის განმავლობაში 98 პაციენტს წარმატებით ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ეს იყო ზუსტად ის, რისთვისაც პაციენტმა მიმართა საავადმყოფოსა და ასევე იტალიელ სპეციალისტებს.

მოცემულ შემთხვევაშიც დასტურდება იტალიელი ექიმების ჩართულობა. კერძოდ, პაციენტ ნ.ც-ს, სიმსივნური წარმონაქმნის აბლაციის მიზნით, ქართველ-იტალიელ ექიმთა ჯგუფის მიერ წარმატებული ოპერაცია, პირველად ჩაუტარდა 2018 წლის 18 სექტემბერს. ოპერაციას მეთვალყურეობდა და ზედამხედველობდა ცნობილი იტალიელი ექიმი რობერტო აგაცი. მოცემული ოპერაციის დადებით შედეგებზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ პაციენტს მნიშვნელოვნად მოეხსნა პათოლოგიით გამოწვეული ჩივილები.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, პაციენტმა კვლავ იგრძნო დისკომფორტი, იტალიელ ექიმებთან განმეორებითი კონსულტაციის შედეგად და მისი მოთხოვნით, 2018 წლის 11 ნოემბერს დაიგეგმა ხელმეორე ოპერაცია. ოპერაციის დაწყებისას, ანესთეზიოლოგის მიერ პაციენტის ანესთეზიის პროცესში მისი მდგომარეობა გაუარესდა და მიუხედავად იტალიელ-ქართველი ექიმების ჯგუფის მზაობისა, ქირურგიული ჩარევის მაგივრად საჭირო გახდა რეანიმაციული ქმედებების განხორციელება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად გაუგებარი და აუხსნელია, სად იკვეთება თაღლითური ქმედების ნიშნები.

ასევე, უსაფუძვლო და მცდარია პროკურატურის განცხადება, რომლის მიხედვით, დაკავებულ ექიმს ვახტანგ ყიფიანს არ გააჩნდა შესაბამისი ლიცენზია მოცემული სერვისის ჩასატარებლად. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ვახტანგ ყიფიანი გახლავთ ცნობილი, რა თქმა უნდა, ლიცენზირებული ექიმი, ინტერვენციული რადიოლოგიის დარგში, 15 წელზე მეტი სტაჟით. მხოლოდ ბოლო 12 თვის განმავლობაში მის მიერ 2000-მდე გადაუდებელი ოპერაცია ჩატარდა. აღნიშნული მანიპულაციაც წარმოადგენდა ინტერვენციულ-რადიოლოგიურ ჩარევას, ვინაიდან პროცედურის დასაწყისშივე გართულდა პაციენტის მდგომარეობა და არ განხორციელებულა ქირურგიული ჩარევა, ნათელია, რომ ვახტანგ ყიფიანის ქმედებები ვერ გახდებოდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების საფუძველი.

პროკურატურის განცხადებით, ოპერაციის დროს დაკავებულმა ექიმმა ვახტანგ ყიფიანმა „დაიხმარა“ ექიმი მაგდა ხოჭოლავა, რომელსაც არ ჰქონდა შესაბამისი ლიცენზია. ეს განცხადება, როგორც სხვა დანარჩენი, მოკლებულია ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას. პირველ რიგში, ტერმინი „დაიხმარა“ არის მცდარი და არ შეესაბამება სამედიცინო პროცესის მიმდინარეობას. მაგდა ხოჭოლავა წარმოადგენს ექიმ-ანესთეზიოლოგს, რომელიც პაციენტის საოპერაციო დარბაზში შეყვანის შემდგომ უზრუნველყოფს პაციენტის დაძინებას (ანესთეზიას) და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ოპერაცია. ეს არ არის დახმარება ორ ექიმს შორის, ეს არის დამოუკიდებელი სამედიცინო პროცესი.

უნდა აღინიშნოს, რომ მაგდა ხოჭოლავა არის მოქმედი ანესთეზიოლოგი, რომელსაც გააჩნია, იტალიაში შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზია, რომელიც ადასტურებს მის კომპეტენციებს. ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, იტალია შესულია იმ ქვეყანათა ნუსხაში, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით, მის მფლობელს აქვს უფლება, საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე. მაგდა ხოჭოლავას კომპეტენციაზე მეტყველებს მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოში (შესაბამისი სერტიფიკატის საფუძველზე), ასევე ქვეყნის გარეთ, კერძოდ, იტალიაში.

აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მცდარია ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს მაგდა ხოჭოლავა თავს არიდებს გამოძიებასთან ურთიერთობას და მან, სპეციალურად ამ მიზნით დატოვა ქვეყანა. რეალურად მაგდა ხოჭოლავა ცხოვრობს და მოღვაწეობს იტალიაში, სადაც დღემდე ეწევა აქტიურ სამედიცინო საქმიანობას, ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. აღნიშნული დეტალი, სრულებით ცვლის პროკურატურის მიერ დაყენებულ ბრალდებებს არალიცენზირებული საქმიანობის გაწევასა და ქვეყნიდან „გაქცევის“ თაობაზე.

ასევე, აბსურდულად მიგვაჩნია, პროკურატურის განცხადება, რომ კლინიკის დირექტორმა გიორგი ლობჟანიძემ ჯეროვნად არ შეასრულა თავისი სამსახურეობრივი მოვალეობა და დაუდევრად მოეკიდა პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. პაციენტს სრული სამედიცინო პროცედურების დაცვით ჩაუტარდა და დღემდე უტარდება ყველა საჭირო სამკურნალო პროცედურა და ამ საკითხთან დაკავშირებით დირექტორის მიერ ამ ხნის განმავლობაში ხორციელდებოდა სრული კომუნიკაცია პაციენტის კანონიერ წარმომადგენელთან.

აღსანიშნავია, რომ შესაბამისი ორგანოების მიერ გამოძიება მიმდინარეობდა თითქმის 2 წლის განმავლობაში. აღნიშნულ პერიოდში, საქმესთან ყველა დაკავშირებული პირი, აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებსთან. სამედიცინო დაწესებულების ინტერესში შედის, სასამართლოს გზით დადგინდეს სრული ჭეშმარიტება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა მიუღებლად მიგვაჩნია ამ მოცემულობაში ექიმების მოულოდნელი დაკავება და მთელი რიგი უსაფუძვლო ბრალდებების წაყენება. იმედი გვაქვს ჩვენი გუნდის წევრები ძალიან მალე გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას“, - ნათქვამია საავადმყოფოს განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაშია. უწყებამ ამ საქმეზე კლინიკის დირექტორი და ერთი ექიმი დააკავა. კიდევ ერთი ექიმის მიმართ კი დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

18 სექტემბერი 2020, 15:10

COVID19

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის სკოლაში ერთ-ერთ პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. წყალტუბოს რესურსცენტრის ხელმძღვანელის მამუკა ჩხეტიანის ინფორმაციით, პედაგოგმა გუშინ ვირუსზე ტესტი ჩაიტარა, რამაც დადებითი პასუხი აჩვენა. მისივე განმარტებით, ბიოლოგიური ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და შედეგებს ელოდებიან.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 15:10

COVID19

ნათია თურნავა: იმის გამო, რომ ჩვენ ბევრ სხვა სახელმწიფოზე ადრე მივიღეთ ზომები, საქართველოს აქვს სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი

მიზნობრივი და ეფექტიანი პოლიტიკა ფასდება ერთი საზომით - გადარჩენილი სიცოცხლეებით. იმის გამო, რომ ჩვენ ბევრ სხვა სახელმწიფოზე ადრე მივიღეთ ზომები, საქართველოს აქვს სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 15:06

COVID19

ნათია თურნავა: ძალიან სწრაფად ვაკეთებთ ვირუსის თითოეული კერის ლოკალიზებას, რაც დიდად არის დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოვიკვლევთ კონტაქტებს

„საქართველოს მოქალაქეები, ვინც ჩამოდიან, კარანტინში ხვდებიან, რომლის ხანგრძლივობაც ეტაპობრივად მცირდება - ამ თვალსაზრისით ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მსოფლიო მიღწევებს. უცხოელი მოქალაქე გაცილებით მარტივი სამონიტორინგოა მისი შემდგომი კავშირების კვლევის თვალსაზრისით, თუ ის ინფიცირებული აღმოჩნდება. თუმცა, მოგეხსენებათ, ახლა უცხოელების მიმართაც გავამკაცრეთ მიდგომა და სავალდებულოა PCR ტესტი“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

18 სექტემბერი 2020, 15:04

რეგიონი

ზემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება

უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ზემო ნიქოზში დღესაც მუშაობენ. სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ სამშენებლო ტექნიკა ჰყავთ მიყვანილი და მავთულხლართებს ავლებენ.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

18 სექტემბერი 2020, 14:59

ეკონომიკა

ექსპერტი: ნათია თურნავას პარლამენტში დღევანდელი გამოსვლიდან ნათელია, რომ მთავრობას ხელი უდევს ქვეყნის განვითარების პულსზე, ხდება პანდემიის ეფექტური მართვა

ექსპერტის განცხადებით, მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კრიზისის პირობებში ქვეყნების ეკონომიკის ვარდნა პირდაპირ ბმაშია ვირუსთან ბრძოლის ეფექტურობასთან. „მაშინ, როცა ევროპული ქვეყნების ეკონომიკების ვარდნა დაახლოებით 10 პროცენტი იქნება, ჩვენთან ეს ვარდნა ორჯერ ნაკლებს - წლის ბოლოსათვის მხოლოდ 5 პროცენტს შეადგენს. ამ პროგნოზს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც ადასტურებენ.

გიორგი კანდელაკი

18 სექტემბერი 2020, 14:58

ეკონომიკა

გიორგი კანდელაკი თურნავას: რატომ ეუბნებით უარს WizzAir-ის უსაფრთხო ქვეყნებთან რეგულარული ფრენების აღდგენაზე?

რატომ ეუბნებით უარს WizzAir-ის უსაფრთხო ქვეყნებთან რეგულარული ფრენების აღდგენაზე, - ამ კითხვით ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას პარლამენტში მიმართა, სადაც ის ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნით მონაწილეობს.

რუსლან აბაშიძე

18 სექტემბერი 2020, 14:46

რეგიონი

რუსლან აბაშიძე საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორს ჯაბა სამუშიას შეხვდა.

18 სექტემბერი 2020, 14:41

COVID19

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ადმინისტრაციული სამუშაო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი კი ონლაინ რეჟიმში 28 სექტემბრიდან დაიწყება. შესაბამისად, კოვიდინფიცირებულებს თანამშრომლებთან და სტუდენტებთან შეხება არ ჰქონიათ. ამჟამად მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 14:31

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენი თითოეული პროგრამის ეფექტურობა სამუშაო ადგილებით იზომება

ნათია თურნავას ინფორმაციით, 6000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო მიკროგრანტები, უკვე ამოქმედდა საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომელიც ბიზნესებს ეხმარება, საბრუნავი სახსრები შეივსონ, არ დააწვეს მათ საბანკო სესხების სიმძიმე და ხელფასები გაისტუმრონ. „პროგრამის ფარგლებში შეიქმნა 34 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი - ჩვენი თითოეული პროგრამის ეფექტურობა იზომება სამუშაო ადგილებით“, - აღნიშნა მინისტრმა.

ტომ ჰენქსი

18 სექტემბერი 2020, 14:28

კულტურა

„ფორესტ გამპის“ ავტორი გარდაიცვალა

„ფორესტ გამპის“ ავტორი უინსტონ გრუმი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას SkyNews-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ წიგნის მიხედვით, ჰოლივუდმა 1994 წელს, ფილმი გადაიღო, სადაც მთავარ როლს მსახიობი ტომ ჰენქსი ასრულებს.

ოთარ ანგურიძე

18 სექტემბერი 2020, 14:14

ეკონომიკა

ოთარ ანგურიძე საპარლამენტო ოპოზიციაზე: არსად ახსენებენ, საიდან აპირებენ ბიუჯეტის შევსებას - ალბათ იმ ნაცადი მეთოდებით, როდესაც ციხის ნოტარიუსებით ხდებოდა ქონებების ნებაყოფლობითი გადაცემები სახელმწიფოზე

ეკონომიკის არმცოდნე ოპოზიცია დიდი სითამამით იწვევს ეკონომიკის მინისტრს პარლამენტში, თუმცა ცარიელი სკამებითა და ბოკერიას დირიჟორობით ხვდება, მაგრამ ბოკერიას ეკონომიკის ცოდნა ხომ ცას წვდება და აბა სხვანაირად როგორ იქნებოდა... მაგრამ, ოპოზიციას ის ავიწყდება, რომ ამჟამინდელი ეკონომიკის მინისტრი არა მხოლოდ მთავრობის წევრია, ის უზარმაზარი გამოცდილების პროფესიონალი ეკონომისტია და ეს სხვაობა მთავრობის წევრსა და ოპოზიციას შორის პარლამენტის ტრიბუნასთანაც აშკარად ჩანს, - ასე გამოეხმაურა თსუ ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე თავის Facebook-ზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას გამოსვლას პარლამენტში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით იმყოფება.

18 სექტემბერი 2020, 14:08

საზოგადოება

N67 და N204 მიკროავტობუსები დროებით ახალი სქემით იმოძრავებენ

მ. წინამძღვრიშვილის ქუჩა N137 (აბასთუმნის ქუჩის კვეთის მიმდებარედ), - მ. წინამძღვრიშვილის ქუჩა - ა. წერეთლის გამზირი - თ. ერისთავის ქუჩა - დ. გურამიშვილის გამზირი - გუდამაყრის ქუჩა - ჩარგლის ქუჩა - მუხრანის ქუჩა, საიდანაც მიკროავტობუსი მობრუნდება მუხრანის ქუჩის N47-თან - თიანეთის ქუჩის N65-ის მიმდებარედ.

პარლამენტი

18 სექტემბერი 2020, 14:00

COVID19

პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მდინარე ცხედარი

18 სექტემბერი 2020, 13:57

რეგიონი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, მდინარე მუნჩიაში კაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, მდინარე მუნჩიაში კაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ამავე სოფლის მკვიდრია.

18 სექტემბერი 2020, 13:56

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია მარტვილში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია მარტვილის მუნიციპალიტეტში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. მისი თქმით, ექიმები და სამედიცინო პერსონალი დღეს ერთგვარ ფრონტის ხაზზე დგანან და ებრძვიან უხილავ მტერს.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 13:54

ეკონომიკა

ნათია თურნავა: აუცილებელი ზომები დროულად მივიღეთ, რასაც არაერთი საერთაშორისო რეიტინგი იზიარებს

„მიზნობრივი და ეფექტიანი პოლიტიკა ფასდება ერთი საზომით - გადარჩენილი სიცოცხლეებით. იმის გამო, რომ ჩვენ ბევრ სხვა სახელმწიფოზე ადრე მივიღეთ ზომები, საქართველოს აქვს სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 13:46

პოლიტიკა

ნათია თურნავა გიორგი კანდელაკს: არ არსებობს თვითმფრინავი, რომელიც მითოლოგიურ ამომრჩევლებს ჩამოგიყვანთ და თქვენი რეიტინგი საარჩევნოდ გაუმჯობესდება

„სიცრუეა, თითქოს, საბერძნეთში ბევრი პოტენციური განრისხებული ამომრჩეველია და საქართველოს ხელისუფლება მათ შემოსვლაში უშლის ხელს“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტში, ოპოზიციის წარმომადგენელთა შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

18 სექტემბერი 2020, 13:30

ეკონომიკა

გიორგი ვოლსკი: მსოფლიო მნიშვნელობის უამრავი ფაქტორი არსებობს, რომელიც საქართველოს არც თუ ძლიერ ეკონომიკას უტევს

გიორგი ვოლსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობა შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც მაღალი დონის პროფესიონალური საქმიანობა.

18 სექტემბერი 2020, 13:20

სამართალი

შსს უგზო-უკვლოდ დაკარგულ ამირან გაფრინდაშვილს ეძებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო უგზო-უკვლოდ დაკარგულ, 1979 წელს დაბადებულ კაცს ეძებს. თბილისში, გლდანის რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, N 32–ში მცხოვრებ ამირან გაფრინდაშვილს ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია მიმდინარე წლის 29 ივლისს, დედასთან ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მიხეილ რამიშვილი

18 სექტემბერი 2020, 13:17

სამართალი

მიხეილ რამიშვილი: მე არ ვეთანხმები ექსპერტიზის დასკვნას, ბრძანება აქვთ მიღებული, რომ ეს საქმე ჩაფარცხონ

ბრძანება აქვთ მიღებული, რომ ეს საქმე უნდა ჩაფარცხონ. მათთვის თვითმკვლელობის მეტი არ იყო არაფერი, ჰგონიათ, რომ პატრონი არ ეყოლებოდა ამ ბავშვს. პატრონიც ეყოლება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მკვლელებს არაფერი შერჩეს, - ამის შესახებ ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომელიც თბილისის პროკურატურაში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტ, ეკა ქობესაშვილთან ერთად თამარ ბაჩალიასვილის საქმეზე ახალი ექსპერტიზის დასკვნის გასაცნობად მივიდა.