IMEDI /  06 აგვისტო 2020, 17:10 / სანდო წყარო

თამარ ბაჩალიაშვილის დედა: გენერალური პროკურორისგან დაპირება მივიღეთ, რომ საქმეში FBI ჩაერთვება

თეონა თამაზაშვილ

თეონა თამაზაშვილ

ირაკლი შოთაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ გენერალური პროკურორისგან საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართულობის შესახებ დაპირება მიიღო.

„მთავარი პროკურორისგან მივიღეთ დაპირება, რომ FBI იქნება ჩართული ყველა ექსპერტიზაზე, რომელსაც მოვითხოვ. მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბარი მან ზედმეტად მიიჩნია, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება. უნდა განვიხილოთ ყველა ვერსია და გადავამოწმოთ“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

გარდაცვლილის დედა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ექსპერტიზის დასკვნასაც გამოეხმაურა, სადაც მანქანაში ნაპოვნი წერილის შესახებაა საუბარი და ნათქვამია, რომ ხელნაწერი გარდაცვლილს ეკუთვნის.

თამაზაშვილი ეჭვობს, რომ მის შვილს წერილი დააწერინეს.

„წერილი, სავარაუდოდ, დააწერინეს იმიტომ, რომ ეს მზაკვრულად იყო დაგეგმილი. თვეების განმავლობაში ხდებოდა ამ მზაკვრული გეგმის შემუშავება. შესაბამისად, ისიც ჰქონდათ გამოკვლეული, ჰქონდა თუ არა ჩემს შვილს ანგარიშზე თანხა და სავარაუდოდ დააწერინეს. ჩემი შვილი იმდენად ჭკვიანია, რომ ისედაც ეცოდინებოდა, თუ რამე შეემთხვეოდა, ოჯახი გამოვიყენებდით იმ თანხას. დაწერა რად უნდოდა ამას. ეს უნდოდათ იმისთვის, რომ თვითმკვლელობის ვერსია გამართლებულიყო. ვიცი, რომ ჩემი შვილი აგროვებდა თანხას, გამომდინარე იქიდან, რომ საზღვარგარეთ უნდოდა სწავლა. ჩვენ კი ამის შესაძლებლობა არ გვქონდა“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა

ყველა სიახლე

კორონავირუსი ნიდერლანდები

25 სექტემბერი 2020, 18:52

პოლიტიკა

ნიდერლანდებში კორონავირუსის დღიური შემთხვევების ანტირეკორდი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ნიდერლანდებში კორონავირუსის დღიური შემთხვევების ანტირეკორდი დაფიქსირდა, ვირუსი 2782 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა NOS-ი ავრცელებს.

25 სექტემბერი 2020, 18:39

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო მისიების მუშაობა ქართული დემოკრატიის განმტკიცების პროცესში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს

„ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდი მიესალმება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ, საქართველოში 2020 წლის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიის გახსნას და დარწმუნებულია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, საერთაშორისო მისიების მუშაობა ქართული დემოკრატიის განმტკიცების პროცესში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს“.

მარკ მედოუსი

25 სექტემბერი 2020, 18:38

მსოფლიო

თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი: დონალდ ტრამპი ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის ვალდებულებას აიღებს, თუ არჩევნები სამართლიანი იქნება

თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელმა, მარკ მედოუსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის ვალდებულებას აიღებს იმ პირობით, თუ არჩევნები სამართლიანი იქნება.

25 სექტემბერი 2020, 18:34

საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩი სტუდენტების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა

ჩვენ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი იქნება სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვით განპირობებული, - ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი სტუდენტების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა და მათთან სასწავლო პროცესის საუნივერსიტეტო სივრცეში გაგრძელების დეტალები განიხილა.

25 სექტემბერი 2020, 18:34

საზოგადოება

ვახტანგ აბაშიძე: საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა ევროპასთან პირდაპირი ინფრასტრუქტურული საზღვრით, რაც ჩვენი უპირატესობაა ჩამოვყალიბდეთ რეგიონის ციფრულ ჰაბად

„საქართველოს გარანტირებული უპირატესობა აქვს, რომელიც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს უკვე არსებული განვითარებული სატელეკომუნიკაციო მაგისტრალური ინფრასტრუქტურა, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და კომერციული კონტრაქტები, რათა აქტიურად განავითაროს კორიდორი ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის“.

კახა კუკავა

25 სექტემბერი 2020, 18:32

პოლიტიკა

კახა კუკავა: „თავისუფალი საქართველო“ მიხეილ სააკაშვილთან თანმიმდევრულ ოპოზიციაშია

მე ვარ ცოცხალ პოლიტიკოსებს შორის სააკაშვილის ყველაზე ძველი ოპონენტი. ყველა დანარჩენი პარტია იყო სააკაშვილთან შეკრული. მერე ზოგს რაღაც ეწყინა და ზოგიც სააკაშვილმა გამოაგდო, - ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარტია „თავისუფალი საქართველოს ლიდერმა კახა კუკავამ გააკეთა.

25 სექტემბერი 2020, 18:28

საზოგადოება

მთაწმინდაზე, ოლივერ უორდროპის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონში, ჟვანიას ქ. N3-ში, ოლივერ უორდროპის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 1 800 კვ. მ ფართობზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განახლდება არსებული შადრევანიც. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების მასშტაბური სამუშაოებიც.

25 სექტემბერი 2020, 18:24

საზოგადოება

ხვალ კახეთსა და მთიან რეგიონებში იწვიმებს - მოსალოდნელია სეტყვაც

26 სექტემბერს კახეთის ტერიტორიაზე და საქართველოს მთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია აღინიშნოს ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

თამარ გაბუნია

25 სექტემბერი 2020, 18:17

COVID19

თამარ გაბუნია: აჭარაში შექმნილი ეპიდვითარება ცალსახად გამოწვეულია იმით, რომ დავივიწყეთ პირბადის გამოყენება და წესების დაცვა

აჭარაში შექმნილი ეპიდვითარება ცალსახად არის გამოწვეული ზაფხულის არდადეგების ეფექტით, როდესაც დავივიწყეთ პირბადის გამოყენება, წესების დაცვა და უფრო თავისუფალი სოციალური აქტივობები იმართებოდა ამ პერიოდში. ასევე ყველა ხედავს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც არ ხდებოდა პირბადეების გამოყენება ისე, როგორც საჭიროა და სწორედ ამიტომ შეეხო ახალი შეზღუდვა საზოგადოებრივ ტრანსპორტს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

25 სექტემბერი 2020, 18:16

COVID19

ინდონეზიაში ზედიზედ მე-3 დღეა კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება

ინდონეზიაში ზედიზედ მე-3 დღეა კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 4,823 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 113 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 266,845 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 196,196-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 10,218 ადამიანი ემსხვერპლა.

25 სექტემბერი 2020, 18:16

სამართალი

პენიტენციური სამსახური: ადვოკატმა კობაიძემ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულების მოწოდებაზე უარი განაცხადა

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შესახებ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ადვოკატმა არ ისურვა წარმოედგინა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება.

25 სექტემბერი 2020, 18:10

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 101 ადამიანს გამოუვლინდა, 2 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 39,787 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 583 ადამიანი. ვირუსისგან 37,392 პაციენტი განიკურნა.

25 სექტემბერი 2020, 18:08

COVID19

კალიფორნიის შტატში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 800 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კალიფორნიის შტატში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 800 ათასს გადააჭარბა.

თამარ გაბუნია

25 სექტემბერი 2020, 18:00

COVID19

თამარ გაბუნია: იმედი გვაქვს, რომ ორი კვირის შემდეგ ბათუმში შემთხვევების რიცხვის შემცირებაზე ვისაუბრებთ

იმედი გვაქვს, რომ მომდევნო ორი კვირა იქნება გარდატეხის პერიოდი და შემდეგ ბათუმში შემთხვევების რიცხვის შემცირებაზე ვისაუბრებთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

25 სექტემბერი 2020, 17:45

სამართალი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მომხდარ მკვლელობებში ბრალდებულს 14-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა პირს, რომელსაც 1-ელ თებერვალს მომხდარ, განზრახ მკვლელობის ორ ეპიზოდსა და პოლიციელზე თავდასხმაში ედებოდა ბრალი.

კახა კუჭავა

25 სექტემბერი 2020, 17:38

პოლიტიკა

კახა კუჭავა: საქართველო არ არის ერთადერთი გამონაკლისი და მისიები სხვა ქვეყნებშიც იგზავნება

ახა კუჭავას განცხადებით, ოპოზიციის განცხადებები, რომ პანდემიის ფონზე სადამკვირვებლო მისიებს მხოლოდ საქართველოში გზავნიან, ტყუილი და სპეკულაციაა.

25 სექტემბერი 2020, 17:37

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება

რთველის საკოორდინაციო შტაბი მოქალაქეებს სოფლის რწმუნებულებთან კოორდინირებული მუშაობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რათა რეგიონში რთველის პიკური პერიოდის დროს ქარხნებთან რიგებში დგომა დიდხანს არ მოუწიოთ. ამ თემაზე პრესკონფერენცია რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბში გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან მევენახეებს რიგში დგომა უწევთ.

25 სექტემბერი 2020, 17:33

მსოფლიო

ლონდონში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, პოლიციელი სასიკვდილოდ დაჭრეს

დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ ლონდონში, პოლიციის ოფიცერი დაჭრეს. სამართალდამცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევა კროიდონში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი დაკავებულმა, 23 წლის პირმა გახსნა. ის თავადაც დაჭრილია და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

25 სექტემბერი 2020, 17:29

საზოგადოება

Times Higher Education ქუთაისის უნივერსიტეტზე: „მილიარდერის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი უნივერსიტეტი დიდი ამბიციებით“

„მილიარდერის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი უნივერსიტეტი დიდი ამბიციებით“ - ამ სათაურით გამოცემა Times Higher Education-ი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

ხვიჩა მღებრიშვილი

25 სექტემბერი 2020, 17:22

სამართალი

ხვიჩა მღებრიშვილი​: ღამურებთან დაკავშირებით განცხადებები სისულელეა, რა ლაბორატორია, ინგლისური არ ვიცი, რა ამერიკელები

ვნახე ქართველები, კარგად არიან, გამოსვლას ელოდებიან, - ამის შესახებ ხვიჩა მღებრიშვილმა ცხინვალის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა. 86-დღიანი პატიმრობის შემდეგ ის ერგენთის ე.წ. გამშვებ პუნქტთან, ქართულ მხარეს გადმოსცეს. ხვიჩა მღებრიშვილს დე ფაქტო ცხინვალი აბსურდულ ბრალდებას უყენებდა და ლუგარის ლაბორატორიაში ჩაბარების მიზნით ღამურების დაჭერას ედავებოდა. ის მოგვიანებით ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის გაასამართლეს. ამ დროისათვის გათავისუფლებული პირი, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კარანტინში გადაიყვანეს. ის ოჯახში სწორედ, სავალდებულო კარანტინის გავლის შემდეგ დაბრუნდება. მღებრიშვილმა სულ ცოტა ხნის წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა.