IMEDI /  07 აგვისტო 2020, 21:59 / სანდო წყარო

პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყება დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

„საქართველოს პროკურატურამ ლ.ს.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის ფაქტზე დ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ივლისს, ქ.თბილისში, წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი.ღ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ლ.ს.-ს მიმართულებით, რომელიც საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

აღნიშნული ქმედების განხორციელებისას ი.ღ.-სთან ერთად იმყოფებოდა დ.მ., რომელმაც დაინახა მომხდარი ფაქტი და არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

სამართალდამცველებმა დ.მ. 2020 წლის 06 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რას სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს დ.მ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

24 სექტემბერი 2020, 19:43

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 1 786 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 786 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 23 ადამიანი გარდაიცვალა.

24 სექტემბერი 2020, 19:41

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს

შეხვედრისას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოთქვა აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტოტიული მთლიანობის მიმართ.

24 სექტემბერი 2020, 19:38

სპორტი

ჰოკეის ნაციონალური ლიგის მოთამაშეებმა აღიარეს, რომ „სტენლის თასის" ფლეი-ოფის მატჩების შემდეგ მარიხუანას ეწეოდნენ

დასავლეთ კონფერენციაში მოთამაშე ერთ-ერთი ჰოკეისტის განცხადებით, ის სპორტსმენები, ვისაც მეორე დღეს მატჩი არ ჰქონდა, ტორონტოს პრესტიჟული სასტუმროს ბარში იკრიბებოდნენ და მარიხუანას მოიხმარდნენ საიმისოდ, რათა კარგად დაეძინათ და მეორე დღეს ძალების აღდგენა მოესწროთ.

24 სექტემბერი 2020, 19:38

საზოგადოება

რუსთავში ღვარცოფსაწინააღმდეგო სანიაღვრე არხების მოწყობა სრულდება

ქალაქ რუსთავის მიმდებარედ არსებული იაღლუჯის მთის ფერდობებზე ფორმირებული ღვარცოფული ნაკადებისაგან ქალაქის ქუჩებისა და საცხოვრებელი მიკრორაიონების დაცვის მიზნით, ქალაქ რუსთავის ღვარცოფული ნაკადებისაგან დაცვის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წლების განმავლობაში ქალაქ რუსთავის ტერიტორია, კერძოდ ქუთაისის ქუჩის, შარტავას გამზირის, ლეონიძის და თბილისის ქუჩების მიმდებარე ტერიტორია მთებიდან წამოსული წვიმის ნაკადით იტბორებოდა.

ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები

24 სექტემბერი 2020, 19:30

სპორტი

ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ავიაკომპანია „კანტასთან" 30-წლიანი თანამშრომლობა დაასრულა

„კანტასი" უდიდესი ავსტრალიური ავიაკომპანიაა, რომელიც რეისებს სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით ასრულებს. როგორც ავსტრალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, რობ კლარკმა განაცხადა, ისინი პოტენციურ პარტნიორთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ და ახალ სპონსორს საზოგადოებას მალე წარუდგენენ.

კახა ბექაური

24 სექტემბერი 2020, 19:28

ეკონომიკა

კახა ბექაური: „კავკასუს ონლაინის“ დირექტორმაც და ბენეფიციარი კომპანიის წარმომადგენლებმაც თავი დაანებეთ დეზინფორმაციის გავრცელებას

ამავე სხდომაზე კახა ბექაურმა „კავკასუს ონლაინის“ იურისტს დაუსვა კითხვა, როგორ მოხდა, რომ კომპანიის მენეჯმენტი და მესაკუთრეები ყოველთვის იცავდნენ კანონს და მიმართავდნენ კომისიას წინასწარი თანხმობის მიღების თხოვნით, როგორც ამას კანონი ავალდებულებთ და მხოლოდ 49% წილის გასხვისების დროს დაარღვიეს კანონი, რაზეც კომისიის თავმჯდომარეს კომპანიის იურისტმა ვერ უპასუხა.

ნათიოა მეზვრიშვილი

24 სექტემბერი 2020, 19:27

საზოგადოება

ნათია მეზვრიშვილის თქმით, შესაძლოა, ტაქსებში 3-ზე მეტი პირის ყოფნაზე დაწესებული შეზღუდვა გაუქმდეს

„რეალურად ჩვენ დადგენილ შეზღუდვებს, რაც არის დარჩენილი მსხვილი შეზღუდვების მოხსნით შემდეგ, ყოველ საბჭოს სხდომაზე ვიხილავთ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი გადაიხედოს და გამორიცხული არაფერია, მას შემდეგ რაც ვნახავთ, რომ ცუდ ქცევას და არაკეთილსინდისიერ ქცევას არ აქვს ადგილი მძღოლების მხრიდან“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილი

24 სექტემბერი 2020, 19:19

საზოგადოება

ნათია მეზვრიშვილის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულების სტაციონარში მოთავსების დრო შესაძლოა, შემცირდეს

აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა, მათ შორის, სტაციონარში მოთავსების დროის შემცირებაზე, ჩვენ ვუყურებთ მსოფლიო პრაქტიკას და ტენდენციას, რაც შემდეგ გადმოგვაქვს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაკვირვების შედეგად 8 დღემდე შემცირდა კარანტინი საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის.

სტეფან ლოფვენი

24 სექტემბერი 2020, 19:02

COVID19

შვედეთის პრემიერი: ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შემაშფოთებელია

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, სტეფან ლოფვენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შემაშფოთებელია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

გიორგი გახარია

24 სექტემბერი 2020, 18:59

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ამ მძიმე დრომ ყველას შეგვახსენა, რომ მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობა წარმატების გასაღებია

საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის როლზე, ასევე ხაზი გაუსვა პარტნიორობის პრინციპებისადმი საქართველოს ერთგულებას და დემოკრატიული განვითარების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს.

ეკატერინე დგებუაძე

24 სექტემბერი 2020, 18:55

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძე: ციფრული განათლების მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ

განათლების სამინისტროს მიზანია ციფრული განათლების კუთხით განვითარება და ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ამ მხრივ მასწავლებლებსა და სკოლებს, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, ციფრული განათლების მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და ეს არის პროცესი, როდესაც სისტემა ვითარდება.

ნავიდ აფკარი

24 სექტემბერი 2020, 18:48

მსოფლიო

მოჭიდავე ნავიდ აფკარის სიკვდილით დასჯის გამო აშშ ირანს სანქციებს დაუწესებს

უახლოეს დღეებში აშშ ირანს 27 წლის მოჭიდავის, ნავიდ აფკარის სიკვდილით დასჯის გამო დამატებით სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ სენატში სიტყვით გამოსვლისას ირანისა და ვენესუელის საკითხებში ოფიციალურმა წარმომადგენელმა ელიოტ აბრამსმა განაცხადა.

24 სექტემბერი 2020, 18:44

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 162 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 162 ადამიანს გამოუვლინდა, 1 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 39,686 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 581 ადამიანი. ვირუსისგან 37,255 პაციენტი განიკურნა.

24 სექტემბერი 2020, 18:40

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლეს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებებზე ისაუბრეს.

ირაკლი ბერაია

24 სექტემბერი 2020, 18:40

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია

ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელი პარტნიორები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც მრავალმხრივ ფორმატებში, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ვოლოდიმირ ზელენსკი

24 სექტემბერი 2020, 18:36

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გამოწვევაა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გამოწვევაა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.

ირაკლი ბერაია

24 სექტემბერი 2020, 18:26

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ბრიტანეთი არის საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი

ბრიტანეთი არის ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ურთიერთობების განმტკიცებას. ჩვენთვის ეს თანამშრომლობა არის პრიორიტეტულად მნიშნელოვანი და ვდგამთ ყველა ნაბიჯს ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. ირაკლი ბერაიას განცხადებით, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მეშვიდე რაუნდი, რომელიც საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის გაიმართა როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო დონეზე იყო მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა, სადაც განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც აქტუალურია ორი ქვეყნის ურთიერთობაში.

კახა კუჭავა

24 სექტემბერი 2020, 18:21

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ჩვენ დიდი ბრიტანეთისგან გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმატებში

ჩვენ კოლეგებთან ერთად ვისაუბრეთ იმ სხვადასხვა საკითხზე, რომლის გარშემოც ჩვენი ქვეყნები თანამშრომლობენ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ეს არის ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და ამ მიმართულებით ჩვენ დიდი ბრიტანეთისგან გვაქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმატებში, როგორც ფინანსური ისე ტექნიკური, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის, მათ შორის, კიბერ-უსაფრთხოების მიმართულება, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ეკატერინე დგებუაძე

24 სექტემბერი 2020, 18:19

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენ სკოლებში აკადემიურ წელს არ გამოვაცხადებთ

მინისტრის მოადგილეს კითხვით მიმართეს, გვემუქრება თუ არა საფრთხე, გამოცხადდეს აკადემიური წელი და თუ მუშაობს განათლების სამინისტრო ამ სცენარზეც. დგებუაძემ გაზაფხულის პერიოდში სამინისტროს მიერ განხორციელებული ქმედებები გაიხსენა, კერძოდ განათლებისა და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება, რომლის შედეგადაც ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანეს.

ეკატერინე დგებუაძე

24 სექტემბერი 2020, 18:13

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძე: სიცხის გაზომვის გარეშე სკოლაში ვერც ერთი პირი ვერ შევა

სიცხის გაზომვის გარეშე სკოლაში ვერც ერთი პირი ვერ შევა, მათ შორის მოსწავლე. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს სიცხე აღმოაჩნდება, ის გადადის სხვა სივრცეში, გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ ხდება სიცხის შემოწმებად და თუ ისევ დაფიქსირება ტემპერატურა, მოსწავლე გადადის საიზოლაციო სივრცეში და სკოლამ ჯანდაცვის შესაბამის სამსახურს ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.