08 აგვისტო 2020, 13:26 / სანდო წყარო

ექსპერტიზის ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ექსპერტიზა მიმდინარეობს

თამარ ბაჩალიაშვილი

თამარ ბაჩალიაშვილი

ექსპერტიზის ბიუროში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ექსპერტიზა მიმდინარეობს. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროცესს, მასთან ერთად, გარდაცვლილის მამა და ძმა დაესწრებიან.

„შემატყობინეს, დღეს მობილური ტელეფონის ექსპერტიზა დაიწყება და ყველა ის ინფორმაცია, რაც მობილურთან არის დაკავშირებული, იქნება შემოწმებული. დავაკვირდები, როგორ ჩატარდება ეს პროცედურები, რა ინფორმაცია იქნება ამოღებული და ვნახოთ, შემდეგ კიდევ რასთან გვექნება საქმე- ისევ კითხვის ნიშნების ახალი დიდი ჯაჭვისებური მანიპულირება გაჩნდება, იქნება სწრაფვა იმისკენ, რომ ოჯახის წევრებს გაუჩნდეთ ეჭვი, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად მიმდინარეობს, თუ ერთხელ და სამუდამოდ გამოჩნდება სწრაფვა იმისკენ, რომ ყველაფერი იყოს ობიექტურად განხორციელებული“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის ბიუროს შენობაში შესვლამდე.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

რამდენიმე დღის წინ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიების პროცესში შესაძლოა, FBI-ს სპეციალისტები ჩაერთონ. 4 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადაა, ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან ითანამშრომლოს.

ყველა სიახლე

თამარ გაბუნია

26 ოქტომბერი 2020, 16:40

COVID19

თამარ გაბუნია: მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პიკი რაც შეიძლება ნაკლებად ციცაბო და რაც შეიძლება გვიან დადგეს

ჩვენთვის ასე გამოდის, რომ ახლა გვაქვს მეორე ტალღა, ამას ჯერ პიკს ვერ დავარქმევთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „postvs“- ის ეთერში განაცხადა.

ბექა მჭედლიშვილი

26 ოქტომბერი 2020, 16:38

თავდაცვა

ბექა მჭედლიშვილი: გრძელდება თავდაცვის სამინისტროს, მისი დღევანდელი მენეჯმენტის და ჯარის მიმართ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, ცილისწამებების და დეზინფორმაციების გავრცელება

„თან სულ ერთი და იგივე ადამიანები არიან ამ დეზინფორმაციების გამავრცელებლები, ვითომ არ ვიცით, ვინ არიან, ვინ კარნახობთ და რა მიზნით. ე.წ ჟურნალისტი, ელისო კილაძე, მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს, თითქოს თავდაცვის სამინისტრო გეგმავს „დელტას“ და საავიაციო ქარხნის გაყიდვას“, - აცხადებს მჭედლიშვილი.

26 ოქტომბერი 2020, 16:34

ეკონომიკა

1-ლი აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე 7 684 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა

2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე 7 684 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 41,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

26 ოქტომბერი 2020, 16:19

სპორტი

ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, მზიურის კორტებზე საჩოგბურთო ტურნირი გაიმართა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, მზიურის კორტებზე საჩოგბურთო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი შერეულ წყვილთა თანრიგში ჩატარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თითოეული გუნდი დაკომპლექტებული იყო პროფესიონალი და მოყვარული ჩოგბურთელებით.

26 ოქტომბერი 2020, 16:19

ეკონომიკა

2019 წელთან შედარებით, ვაშლის ექსპორტი თითქმის 8-ჯერ გაიზარდა

1-ლი აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში, 3 005 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში, განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა თითქმის 8-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს.

26 ოქტომბერი 2020, 16:08

რეგიონი

მცხეთაში თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმი აშენდა

მცხეთაში თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმი აშენდა. სამუზეუმო სივრცეში განთავსდება ის 23 ათასამდე არქეოლოგიური არტეფაქტი, რომლებიც ამ დრომდე მცხეთის გამგეობის შენობის საცავებში ინახება, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, არსებული შენობის სივრცეში ინტეგრირებული არქეოლოგიური ძეგლის - „მცხეთის კარიბჭის“ საკონსერვაციო სამუშაოებიც ჩატარდა, მუზეუმის მიმდებარე საზოგადოებრივი სივრცე კეთილმოეწყო და აღიჭურვა გარე განათებით და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტებით.

იმრან ხანი

26 ოქტომბერი 2020, 16:06

მსოფლიო

პაკისტანმა Facebook-ს ისლამოფობური კონტენტის დაბლოკვის თხოვნით მიმართა

ერილში ხანი აღნიშნავს, რომ „მზარდი ისლამოფობია“ სიძულვილს, ექსტრიმიზმსა და ძალადობას აქეზებს, განსაკუთრებით სოციალური მედიის მეშვეობით. Twitter-ზე გამოქვეყნებულ გზავნილში პრემიერი აცხადებს, რომ Facebook-მა ისეთივე შეზღუდვები უნდა დააწესოს ანტი-ისლამურ კომენტარებზე როგორიც ცოტა ხნის წინ დაწესდა იმ კონტენტთან მიმართ, რომელიც ჰოლოკოსტს უარყოფს.

ჟან-ფრანსუა დელფრესი

26 ოქტომბერი 2020, 16:00

COVID19

საფრანგეთის სამეცნიერო საბჭო: ქვეყანაში კოვიდსიტუაცია კრიტიკულია და შეზღუდვების გამკაცრება შეიძლება საჭირო გახდეს

საფრანგეთის სამეცნიერო საბჭოს პრეზიდენტის, ჟან-ფრანსუა დელფრესის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდსიტუაცია კრიტიკულია და კორონავირუსის მეორე ტალღასთან გასამკლავებლად შეზღუდვების გამკაცრება გახდება საჭირო.

რატი იონათამიშვილი

26 ოქტომბერი 2020, 15:57

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ცესკომ აქტიურად და ნაყოფიერად იმუშავა, ამ პროცესში ჩართული იყვნენ სპეციალისტები

ცესკომ აქტიურად და ნაყოფიერად იმუშავა, ამ პროცესში ჩართული იყვნენ სპეციალისტები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ცესკომ აქტიურად და ნაყოფიერად იმუშავა, ამ პროცესში ჩართული იყვნენ სპეციალისტები და მოხდა ამ მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება. ვფიქრობ, რეგულაციები მნიშვნელოვანია და როგორც საკარანტინო სივრცეებში მყოფი ადამიანების მონაწილეობა იქნება უზრუნველყოფილი, ასევე საარჩევნო უბნები უსაფრთხო ადგილი იქნება.

გიორგი ვოლსკი

26 ოქტომბერი 2020, 15:50

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ლევან გოგიჩაიშვილმა წითელ ხაზს გადააბიჯა, როცა საქმიანი კამათის დროს შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიმართა

ემოციები ჭარბობს, იყო აზრთა სხვადასხვაობა - ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ არჩევნები არ უნდა ჩატარდეს და ათეულ ათასობით ადამიანი კორონას გამო დარჩება საარჩევნო ყუთს მოწყვეტილი, ისე რომ ვერ მისცემს ხმას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან, ბიუროს სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგ განაცხადა.

რევაზ ნადარაია

26 ოქტომბერი 2020, 15:39

სამართალი

იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი, რევაზ ნადარაია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას

„„გადავწყვიტე, მონაწილეობა მივიღო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში. აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველად მონაწილეობა კანონისმიერად იწვევს ჩემი, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ავტომატურ ჩამოშორებას ამ კონკურსის ყველა ეტაპიდან“.

გიორგი ვოლსკი

26 ოქტომბერი 2020, 15:38

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: რა ინტერესი უნდა ჰქონდეს მმართველ პარტიას, გააყალბოს არჩევნები

ცესკომ მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, რომ დაფიქსირდნენ ადამიანები, რომელთაც საარჩევნო უბნებთან მისვლა არ შეუძლიათ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი ცესკოს გადაწყვეტილებაზე გააკეთა.

26 ოქტომბერი 2020, 15:34

კულტურა

მიხეილ ჩხენკელი: ვანის მუზეუმი მსოფლიო მნიშვნელობის მუზეუმია, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ტურისტებისთვის, ასევე სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო მიმართულებით

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, ვანის ახლადრეაბილიტირებული არქეოლოგიური მუზეუმის შენობა და მუზეუმში გამოფენილი ექსპოზიცია დაათვალიერა. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორცელდა ვანის მუზეუმის სრული რეაბილიტაცია. მინდა, საზოგადოებას მივულოცო ვანის მუზეუმის გახსნა. ეს არის ჭეშმარიტად მსოფლიო მნიშვნელობის მუზეუმი, რომელიც ძალიან საინტერესოა როგორც ტურისტებისთვის, ასევე სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო მიმართულებით“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

26 ოქტომბერი 2020, 15:30

საზოგადოება

თბილისში დაუნის სინდრომის ცენტრი გაიხსნა

თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია დაუნის სინდრომის ასოციაციის ცენტრის გახსნას დაესწრო. ასოციაციას, საკუთარი საქმიანობის განხორციელების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ჩიქოვანის ქუჩაზე 96 კვადრატული მეტრი სარემონტო ფართი გადასცა, რომლის გარემონტებაც ორგანიზაციამ ორწლიანი უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთარ თავზე აიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დავით ზალკალიანი

26 ოქტომბერი 2020, 15:29

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ქართულ დიასპორაზე: ისინი ჩვენი ელჩები არიან, მე მათ ჩვენს დიპლომატებად აღვიქვამ

„ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს ქართული დიასპორის გაძლიერებას. ჩვენ უკვე გვაქვს დიასპორული ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგია, აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს დიასპორულ ორგანიზაციებთან, იმისთვის, რომ გაიხსნას ახალი კულტურული კერები, რომ გავხსნათ საკვირაო სკოლები, რათა ისინი მუდმივად იყვნენ ჩართულნი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გორში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მორიგ თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.

26 ოქტომბერი 2020, 15:22

რეგიონი

ზაზა ლომინაძე: მედპერსონალს თავდაუზოგავი შრომისთვის კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას

,,ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე კლინიკა „ლჯ და კომპანიაში" მყოფი პაციენტების მდგომარეობას გაეცნო. ,,კლინიკა „ლჯ და კომპანიაში“ ვიმყოფებოდი. კლინიკა პანდემიის გამოცხადების პირველივე დღეებიდან კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობს, ასობით ჩვენი მოქალაქე განიკურნა უკვე ჩვენს კლინიკაში. ამჟამად იქ მყოფი პაციენტების მდგომარეობას გავეცანი, მედ-პერსონალს შევხვდი და კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, თვეების განმავლობაში რომ ეწევიან ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ვისაუბრეთ არსებული სიტუაციის შესახებ და სამოქმედო გეგმებიც გავაანალიზეთ", - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

დავით ზალკალიანი

26 ოქტომბერი 2020, 15:17

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ​ბრექსიტის მოლაპარაკებების დროს, დიდმა ბრიტანეთმა მხოლოდ ერთადერთ ქვეყანასთან გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხება და ეს იყო საქართველო

ჩვენ დავაფუძნეთ უაღრესად მნიშვნელოვანი სგრატეგიული ფორმატები აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან. ბრიტანეთი, რომელიც ბრექსიტის მოლაპარაკებებში იმყოფებოდა, მხოლოდ ერთადერთ ქვეყანასთან გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხება და ეს იყო საქართველო, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინიტრმა გორში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მორიგ თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.

26 ოქტომბერი 2020, 15:15

პოლიტიკა

თურქეთის საელჩო განმარტავს, რომ თბილისში მუშაობა არ შეუჩერებია

თურქეთის რეპუბლიკის საელჩო განმარტავს, რომ საქართველოში მუშაობა არ შეუჩერებია. მათი განმარტებით, საელჩოს 24 ოქტომბრის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოში Covid 19-ის შემთხვევების მატების გამო, პრევენციის მიზნით, საკონსულო განყოფილება აჩერებდა მუშაობას შემდგომი განცხადების გაკეთებამდე, ხოლო სასწრაფო საკითხებთან დაკავშირებით იმუშავებდა საელჩოს ცხელი ხაზი.

დავით ზალკალიანი

26 ოქტომბერი 2020, 15:13

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: რუსეთმა აუცილებლად უკან უნდა წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, ურთიერთობის მოწესრიგების სხვა გზა არ არსებობს

ეს პროცესი არ გაჩერდება და ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ, რომ რუსეთი დარჩეს მარტო, მაგრამ რუსეთმა აუცილებლად უნდა უკან წაიღოს აღიარება. სხვა გზა ურთიერთობის მოწესრიგების არ არსებობს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინიტრმა გორში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მორიგ თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც მან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

დავით ზალკალიანი

26 ოქტომბერი 2020, 15:09

პოლიტიკა

დავით ზალკალიანის თქმით, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს მრავალსაუკუნოვანი კულტურის და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცება იქნება

„მინდა შეგახსენოთ ფრანკფურტის წიგნების ბაზრობა, რომელიც იყო უნიკალური ფორუმი, იმისთვის რომ საქართველოს მდიდარი კულტურული შესაძლებლობები მსოფლიოსთვის წარმოგვეჩინა. ჩვენ გვაქვს ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაგეგმილი მომავალ წლებში. თუკი პანდემია ამის საშუალებას მოგვცემს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება, თბილისი გახდება წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მასპინძელი ქალაქი. ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც იქნება გამოყენებული ქვეყნის კულტურული შესაძლებლობების წარმოსაჩენად, ისევე როგორც 2022 წელს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი ღონისძიება „ევროპალია“, - განაცხადა ზალკალიანმა.