08 აგვისტო 2020, 15:53 / სანდო წყარო

ადვოკატის განცხადებით, ექსპერტიზის ბიუროში, თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი გახსნილი დახვდა

მიხეილ რამიშვილი

მიხეილ რამიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დღეს ის ექსპერტიზის ბიუროში, გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან ერთად, იმისთვის დაიბარეს, რომ მობილური ტელეფონისთვის ლუქის მოხსნის პროცესს დასწრებოდნენ, თუმცა, ბიუროში მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ტელეფონი უკვე გახსნილი იყო, მონაცემები კი - დაკოპირებული. რამიშვილი განმარტავს, რომ ამ ტელეფონის აღმოჩენისთანავე, ის გამომძიებლებს ადგილზევე დაალუქინა და ლუქზე საკუთარი ხელმოწერაც დატოვა იმისთვის, რომ გამოძიებას ის მაქსიმალურად გაეთვალისწინებინა.

„დღეს მოვედით მობილური ტელეფონის ექსპერტიზის დასაწყებად. თურმე, მობილური ტელეფონის ექსპერტიზა 24 ივლისს დაწყებულა. შუამდგომლობა დაყენებული მაქვს, ლუქზე ხელი მაქვს მოწერილი, რომ არ უნდა გახსნილიყო. მაინც გახსნილა. დღეისთვის, კლონირება დასრულებულია. ხელმეორედ დავალუქინეთ მობილური ტელეფონი. რატომ უნდა დამიმალო, რატომ არ უნდა გადმომცე ოფიციალურად მოთხოვნილი, ჩემი შუამდგომლობის საფუძველზე?.. ეს ძალიან ბევრ კითხვებს აჩენს და უკვე აღარაა ამ კითხვების დრო, საქმე გავაკეთოთ“ - განაცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ადვოკატი აცხადებს, რომ, პროტესტის ნიშნად, არ გაეცნო იმ ინფორმაციას, რომელიც ამ ტელეფონიდან, მისი და თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის დასწრების გარეშე ამოიღეს და მოითხოვა, რომ აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნოს. საუბარია 99 გეგაბაიტის მოცულობის მონაცემებზე.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

რამდენიმე დღის წინ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიების პროცესში შესაძლოა, FBI-ს სპეციალისტები ჩაერთონ. 4 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადაა, ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან ითანამშრომლოს.

ყველა სიახლე

29 სექტემბერი 2020, 11:42

COVID19

ზუგდიდის საჯარო სკოლების ეგრეთ წოდებული კლასტერი გაფართოვდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 652 ბიოლოგოური ნიმუში გაიტესტა, მათგან 15 დადებითია. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, მათგან 5 კოვიდინფიცირებული ადგილობრივია. აქედან 1 ოქროს ბირჟის ე.წ. კლასტერს განეკუთვნება, ხოლო 4 გუშინ დაინფიცირებულ რეპეტიტორთან მყოფი მოსწავლეა. არასრულწლოვნები ქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეები არიან. მალხაზ თორიას ინფორმაციით, ქალაქის სკოლებში სწავლების დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, შესაბამისად სხვა მოსწავლეებთან მათი კონტაქტი მინიმალურია.

მარინა ენდელაძე

29 სექტემბერი 2020, 11:38

COVID19

მარინა ენდელაძის თქმით, საქართველო ინარჩუნებს მწვანე ზონის სტატუსს

„უნდა ვიყოთ ყურადღებით, ვითარება საგანგაშო არ არის, მაგრამ ძალიან საყურადღებოა, საქართველოს ყველა რეგიონში, სიტუაციის სამართავად, ჯანდაცვა მზადაა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

29 სექტემბერი 2020, 11:33

COVID19

მოსკოვის სკოლებში COVID19-ის შემთხვევების ზრდის გამო ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა

მოსკოვში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულია ყველაზე მეტი ბავშვია, რომელთაც დაავადების სიმპტომები არ აქვთ. რუსული მედიის ცნობით, ამის გამო 5-დან 18 ოქტომბრამდე მოსკოვის სკოლებში არდადეგები გამოცხადდა. ამის შესახებ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა თავის ბლოგში დაწერა.

29 სექტემბერი 2020, 11:26

COVID19

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში 25 ბენეფიციარსა და 10 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარი 25 ბენეფიციარსა და 10 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2 324 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 33 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ნონა ეფაძე

29 სექტემბერი 2020, 11:24

COVID19

ამ დროისთვის აჭარის კლინიკებში 463 კოვიდინფიცირებულ პაციენტი რჩება

ამ დროისთვის აჭარის კლინიკებში მკურნალობს 463 პაციენტი გადის, აქედან 32 ბავშვია, 10 კი ორსული, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, კოვიდ-კარანტინებში მეთვალყურეობის ქვეშ 900-ზე მეტი კოვიდინფიცირებულია, აქედან 60-მდე ბავშვია.

29 სექტემბერი 2020, 11:23

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად ტრენინგი უტარდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და სხვა საპოლიციო ქვედანაყოფების მოსამსახურეებისთვის ონლაინ ტრენინგი დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

29 სექტემბერი 2020, 11:18

COVID19

მარინა ენდელაძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით 25 კრიტიკულად მძიმე პაციენტია

მისივე თქმით, თბილისის ინფექციურში 28 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 2 მძიმე და ერთი კრიტიკული პაციენტია.

29 სექტემბერი 2020, 11:14

COVID19

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხისა და ინგირის პირველი საჯარო სკოლები დღეიდან სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის საჯარო სკოლა სწავლის პროცესს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს, ხოლო რუხისა და ინგირის პირველი საჯარო სკოლები დღეიდან სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ზუგდიდში 14 მოსწავლეს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ინფიცირებული მოზარდებიდან ერთი რუხის სკოლის, ხოლო სამი ინგირის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

29 სექტემბერი 2020, 11:12

ეკონომიკა

„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2019 - „მთავრობის ეფექტურობით“ საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა, „კორუფციის კონტროლით“ კი ევროპის საუკეთესო 20-ეულში ზედიზედ მესამედ მოხვდა

საყურადღებოა მსოფლიო ბანკის კვლევა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ რომელიც ათეულობით კვლევითი ცენტრის და საერთაშორისო ორგანიზაციის შემაჯამებელ ანალიზს უყრის თავს. კვლევა ყოველი წლის შემოდგომაზე ქვეყნდება.

29 სექტემბერი 2020, 11:10

COVID19

კორონავირუსით გარდაცვლილი 33-ე პაციენტი 55 წლის ქალია

საქართველოში გარდაცვლილი 33-ე პაციენტი 55 წლის ქალია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განაცხადა. მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა რთული იყო და მას გულ-სისხლძარღვთა მხრივ სერიოზული თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

29 სექტემბერი 2020, 11:04

მსოფლიო

სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომაზე აზერბაიჯანისთვის პროპორციული დარტყმის მიყენება განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა. შეხვედრაზე მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარება განიხილეს, - ამის შესახებ ფაშინიანის პრესსამსახური იუწყება. „შეხვედრაზე განიხილეს ოპერატიული სიტუაცია ყარაბაღ-აზერბაიჯანის საზღვარზე და მოქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავდა სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ მტრისთვის შესაბამისი საპასუხო პროპორციული დარტყმის მიყენებას”, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

29 სექტემბერი 2020, 11:04

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 225 აჭარაში, 35 კი თბილისში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.

29 სექტემბერი 2020, 11:01

სპორტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია გაიხსნა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია გაიხსნა. ღონისძიებას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი, დავით მუჯირი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე ესწრებოდნენ.

29 სექტემბერი 2020, 10:46

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 314 ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსის 314 ხალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2324 ადამიანი, 33 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კორონავირუსი

29 სექტემბერი 2020, 10:45

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 33-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2 324 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

29 სექტემბერი 2020, 10:36

კულტურა

არჩილ თალაკვაძემ ჯემალ ჭკუასელს პარლამენტის სახელით 85 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს პარლამენტის სახელით ვულოცავ ბატონ ჯემალ ჭკუასელს 85 წლის იუბილეს. იგი არის საამაყო მამულიშვილი და ქართული კულტურის ერთ-ერთი საუკეთესო ელჩი მთელს მსოფლიოში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს სახალხო არტისტის, ცნობილი ქორეოგრაფის, ჯემალ ჭკუასელის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ ანსამბლ „ერისიონის“ ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს მხნეობა და დღეგრძელობა უსურვა

29 სექტემბერი 2020, 10:36

COVID19

Reuters: მსოფლიოში COVID19-ით 16 წამში ერთი ადამიანი კვდება

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით საათში 226 ადამიანი კვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 16 წამში ვირუსს ერთი ადამიანის სიცოცხლე მიაქვს. ამ მონაცემებს Reuters სექტემბრის თვის სტატისტიკაზე დაყრდნობით აქვეყნებს.

29 სექტემბერი 2020, 10:35

საზოგადოება

პეკინის გამზირსა და ჟვანიას მოედანზე არსებულ დაავადებულ და ხმობად ფიჭვებს ჭრიან

პეკინის გამზირსა და ჟვანიას მოედანზე არსებულ შუა ზოლში დაავადებულ და ხმობად ფიჭვებს ჭრიან. გამწვანებულ თარგში, 33 ძირი, დაავადებული და ზეხმელი ფიჭვის ხე მოიჭრება. სამუშაოები 29 სექტემბრიდან დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდება. მიმდინარე სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი ადგილზე გაეცნო.

კორონავირუსი მსოფლიო

29 სექტემბერი 2020, 10:27

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში 1 001 644 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ვირუსის 33 353 614 შემთხვევა გამოვლინდა, 24 881 607 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

რესან კონცელიძე

29 სექტემბერი 2020, 10:15

რეგიონი

რესან კონცელიძე: ბათუმისა და ჩემი თანაქალაქელების არც ერთი პრობლემა არ უნდა დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახური