imedi /  11 აგვისტო 2020, 23:31 / სანდო წყარო

ადვოკატმა ლევან თოფაძის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების დეტალებზე ისაუბრა

გიორგი ანთაძე

გიორგი ანთაძე

ლევან თოფაძემ გამომძიებელს იმ გარემოებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რისი შემსწრეც და სამწუხაროდ, მონაწილეც იყო. მან აღნიშნა, რომ ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის შედეგად მიიღო დაზიანებები, - ამის შესახებ თოფაძის ოჯახის ადვოკატმა, გიორგი ანთაძე ჟურნალისტებს ლევან თოფაძის გამოკითხვის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ლევან თოფაძემ შეხლა-შემოხლის ფაქტი დაადასტურა.

„მან ასევე განმარტა, რომ დანა, ან რამე მსგავსი საგანი მას არ დაუნახავს. შეხლა-შემოხლის ფაქტი დაადასტურა და ამის თაობაზე შესაბამისი ჩვენება მისცა. როგორც თავად განმარტა, ბუსა ჟვანიასთან მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებდა, გამარჯობით იცნობდა. დაპირისპირება სატელეფონო საუბრის შედეგად მოხდა, ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს. ტელეფონზე არანაირი მუქარის შესახებ არ განუცხადებიათ, ეს იყო სიტყვიერი დაპირისპირება", - განაცხადა გიორგი ანთაძემ.

ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს. მისი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილი, ბუთა ჟვანია დააკავეს, რომელსაც წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა სიახლე

29 სექტემბერი 2020, 09:46

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე 4 მეწარმე პასუხისგებაში მისცა

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს და გამოიყენეს ჯამში 2 065 725 ლარის ღირებულების საქონლისა და მომსახურების მიწოდების ყალბი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები, რითაც შეიქმნეს 313 789 ლარის ოდენობის ფიქტიური აქტივი, საიდანაც ბრალდებულებმა შეძლეს 220 897 ლარის გამოყენება.

29 სექტემბერი 2020, 09:34

სამართალი

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა ჟ.ი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის პარიზი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 330 აბი ამოიღო.

29 სექტემბერი 2020, 09:24

მსოფლიო

დღეს მსოფლიოში გულის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

მსოფლიოში დღეს გულის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 29 სექტემბერი გულის დღედ 2000 წელს გამოცხადდა. ინიციატივა, რომლის ავტორიც გულის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ანტონი ბაიეს დე ლუნა იყო, მიზნად გულისა და სასუნთქი გზების დაავადებებზე საზოგადოების მეტ ინფორმირებულობას ისახავს.

29 სექტემბერი 2020, 09:18

მსოფლიო

ბრიტანეთისა და კანადის პირველი დიპლომატები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილ ვითარებას ეხმიანებიან

„მოვუწოდებთ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვისკენ. კონფლიქტის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით მინსკის ეუთოს ჯგუფის ფორმატში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთოს მინსკის ჯგუფის მუშაობას,“- ნათქვამია დომინიკ რააბისა და ფრანსუა-ფილიპ შამპანის ერთობლივ განცხადებაში.

ჯო ბაიდენი
დონალდ ტრამპი

29 სექტემბერი 2020, 09:13

მსოფლიო

ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს რეიტინგში 2%-ით უსწრებს

დონალდ ტრამპმა ჯოზეფ ბაიდენთან რეიტინგში ჩამორჩენა 2%-მდე შეამცირა. გამოკითხვის შედეგებით, მოქმედ პრეზიდენტს მხარს რესპონდენტთა 45 პროცენტი უჭერს, ბაიდენს კი ხმას გამოკითხულთა 47 პროცენტი აძლევს. გამოკითხვა 22-24 სექტემბერს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1314-მა რესპონდენტმა მიიღო.

ჯემალ ჭკუასელი

29 სექტემბერი 2020, 09:06

კულტურა

ხელოვნების სასახლეში ჯემალ ჭკუასელის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

სპეციალურად ამ დღისთვის ფოლკლორის ცენტრმა მოიძია და წარმოადგინა ლოტბარის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ქართული სიმღერების აუდიო და ვიდეომასალები. უკვე ცნობილია, რომ 2021 წელს, ოზურგეთში ჯემალ ჭკუასელის სახელობის ყოველწლიური მუსიკალური კონკურსი - ფესტივალი დაფუძნდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საოჯახო ანსამბლები საქართველოს ყველა კუთხიდან.

29 სექტემბერი 2020, 08:55

სამართალი

განიხილავს თუ არა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 4 ბრალდებულის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, დღეს გახდება ცნობილი

განიხილავს თუ არა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 4 ადამიანის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, დღეს გახდება ცნობილი. წინასასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება. ადვოკატ ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, დაცვის მხარე სასამრთლოს მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ შუამდგომლობით მიმართავს.

29 სექტემბერი 2020, 08:40

საზოგადოება

მიმდინარე კვირაში პარლამენტი შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს

კანონპროექტი გულისხმობს შემდეგი საკითხების მოწესრიგებას: დისკრიმინაციის აკრძალვა; ზეპირი და ვადიანი შრომითი ხელშეკრულება; შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები; სტაჟიორის სამართლებრივი სტატუსი; არასრული სამუშაო განაკვეთი; სამუშაო დრო; დასვენების-შესვენების უფლება; ზეგანაკვეთური სამუშაო.

ჯეიმს აპატურაი

29 სექტემბერი 2020, 08:37

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: დღეს ნატო საქართველოს, როგორც ღირებულ პარტნიორს, ძლიერ მხარდაჭერას დაუდასტურებს

დღეს ნატო საქართველოს, როგორც ღირებულ პარტნიორს, ძლიერ მხარდაჭერას დაუდასტურებს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ორგანიზაციის მხრიდან ასპირანტთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ, -ამის შესახებ ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შეფასებისას „ქრონიკას“ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა განუცხა

გიორგი გახარია

29 სექტემბერი 2020, 08:21

პოლიტიკა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში დღეს გიორგი გახარია იენს სტოლტენბერგს შეხვდება

პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს. გიორგი გახარია ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში, ევროპარლამენტსა და ნატოს შტაბბინაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. საქართველოს მთავრობის მეთაური და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დღეს შეხვდებიან, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

29 სექტემბერი 2020, 08:08

სამართალი

ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად 15-მდე მაღაზია დაიწვა

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, ბაზრობა დაზღვეულია. მობილიზებული იყო 16 სამაშველო ჯგუფი. ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე.

ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი

29 სექტემბერი 2020, 01:58

მსოფლიო

დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი პირველ ტელედებატებს გამართავენ

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი პირველ წინასაარჩევნო ტელედებატებს გამართავენ. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი და „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ერთმანეთს ქალაქ კლივლენდში, Western Reserve University-ის დარბაზში დაუპირისპირდებიან.

29 სექტემბერი 2020, 00:58

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ჩეხეთსა და სლოვაკეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ჩეხეთსა და სლოვაკეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. შესაბამისი განცხადებები ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა გააკეთეს.

29 სექტემბერი 2020, 00:53

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მოსახლოებას საარჩევნო პროგრამას კარდაკარის პრინციპით აცნობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მოსახლეობას საარჩევნო პროგრამას კარდაკარის პრინციპით აცნობს. კანდიდატი ამჯერად ქალაქ-მუზეუმისა და უქიმერიონის ტერიტორიული ერთეულების მოსახლეობასთან იმყოფებოდა. „ქალაქ -მუზეუმისა და უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულებში , რუსთაველის, ტაბიძის, დუმბაძის ჯავახიშვილისა და ცხინვალის ქუჩებზე, „კარდაკარის პრინციპით“ მოსახლეობას ის ბუკლეტები დავურიგე, რომელშიც ჩემი მომავალი საპარლამენტო საქმიანობის მთავარ პრინციპზე და მიმართულებებზე ვსაუბრობ.

29 სექტემბერი 2020, 00:52

ტაბლოიდი

მილანში, მოდის კვირეულზე Moschino-ს კოლექცია მარიონეტმა მოდელებმა წარადგინეს

მილანში, მოდის კვირეულზე იტალიური ბრენდის Moschino-ს კრეატიულმა დირექტორმა ჩვენებაზე ცოცხალი მოდელები მარიონეტებით შეცვალა. ამის შესახებ The Sun წერს.

29 სექტემბერი 2020, 00:41

ტაბლოიდი

აშშ-ში ყოფილი ბოდიბილდერი დეპრესიისგან ჩიხუახუას ლეკვებმა იხსნეს

აშშ-ში ყოფილი ბოდიბილდერი დეპრესიაში მას შემდეგ ჩავარდა, რაც ახალი წლის შემდეგ შეყვარებულმა მიატოვა. თუმცა ის დეპრესიისგან ჩიხუახუას ლეკვებმა იხსნეს. ამის შემდეგ ბოდიბილდერი ჩიხუახუას 50-მდე ლეკვს დაეხმარა. ამის შესახებ Daily Star წერს.

29 სექტემბერი 2020, 00:40

სამართალი

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის ქვეითი ემსხვერპლა

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგო ემსხვერპლა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას ავტომობილი შეეჯახა. გოგო სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ანგელა მერკელი და ნიკოლ ფაშინიანი

29 სექტემბერი 2020, 00:35

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეებმა მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობის პრესსამსხური ავრცელებს.

შსს

29 სექტემბერი 2020, 00:22

სამართალი

კოტე აფხაზის ქუჩაზე ხანძართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო

კოტე აფხაზის ქუჩაზე ხანძართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყების ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.

ემანუელ მაკრონი

29 სექტემბერი 2020, 00:01

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: ვერ ვიმოქმედებთ ისე, თითქოს ევროპა რუსეთისგან შორს მყოფი კუნძულია

ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპაში მშვიდობის დამყარების მიზნით ევროპამ რუსეთთან უნდა ითანამშრომლოს.