IMEDI /  20 აგვისტო 2020, 13:27 / სანდო წყარო

შრომის ინსპექციამ შეიძინა დამატებითი ფუნქცია და უფლება ექნება, დახუროს ობიექტი

იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი განმეორებითი შემოწმების და ჯარიმის შემდგომაც ვერ აკმაყოფილებს საჭირო ნორმებს, შრომის ინსპექციას უფლება ექნება დახუროს ის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, შრომის ინსპექციას ასზე მეტი ობიექტი ჰყავს დაჯარიმებული.

„შრომის ინსპექცია არ აჯარიმებს ფიზიკურ პირებს, შრომის ინსპექცია მუშაობს მხოლოდ იურიდიული პირების დაჯარიმებაზე, ეს არის ჩვენი კომპეტენციის ფარგლები. დღესდღეობით, აქტიური მონიტორინგი გვაქვს და უკვე 100-ზე მეტი ობიექტია დაჯარიმებული, გამომდინარე იქიდან, რომ რიგ შემთხვევებში ისინი განმეორებითი შემოწმების შემთხვევაშიც ვერ აკმაყოფილებდნენ იმ საჭირო ზომებს, რომლებიც მითითებულია ჩვენი მხრიდან, რიგ შემთხვევებში იყო ბევრად უფრო მკვეთრი დარღვევები და დღეისათვის, შრომის ინსპექციამ შეიძინა კიდევ დამატებით ბერკეტი, იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი განმეორებითი შემოწმების და ჯარიმის შემდგომაც ვერ აკმაყოფილებს საჭირო ნორმებს და მოთხოვნებს, რომელიც მითითებულია ჩვენი მხრიდან, მას ექნება უკვე ლეგიტიმური უფლება, მოახდინოს ობიექტის დახურვა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ყველა სიახლე

19 იანვარი 2022, 11:24

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 464 769 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 464 769 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

19 იანვარი 2022, 11:23

რეგიონი

მაღალმთიან აჭარაში გზების გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ისევ თოვს. უკვე მეხუთე დღეა, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 70 სპეციალური ტექნიკა და ადამიანური რესურსი თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გასაწმენდად უწყვეტ რეჟიმშია ჩართული.

თეა შარაშიძე

19 იანვარი 2022, 11:21

საზოგადოება

„ცენტრალური ონლაინ კლინიკის“ ხელმძღვანელი: ზურაბ აზარაშვილის დავალებით, დისტანციური სერვისების გაძლიერება მიმდინარეობს

„ცენტრალური ონლაინ კლინიკის“ ხელმძღვანელის, თეა შარაშიძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის დავალებით, დისტანციური სერვისების გაძლიერება მიმდინარეობს.

შალვა პაპუაშვილი ეკლესია

19 იანვარი 2022, 11:19

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილმა მოსახლეობას ნათლისღება მიულოცა

„გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს! გისურვებთ სიმშვიდეს, კეთილდღეობას და ურთიერთსიყვარულს“, - წერს პაპუაშვილი.

19 იანვარი 2022, 11:19

მსოფლიო

თალიბები მუსლიმურ ქვეყნებს მოუწოდებენ, ავღანეთში „თალიბანის“ მთავრობა ოფიციალურად აღიარონ

თალიბები მუსლიმურ ქვეყნებს მოუწოდებენ, ავღანეთში „თალიბანის“ მთავრობა ოფიციალურად აღიარონ. ამის შესახებ „თალიბანის“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

19 იანვარი 2022, 11:16

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: უკრაინაში და უკრაინის გარშემო სიტუაცია სერიოზულია - გვაქვს უკეთესობის იმედი, მაგრამ ვემზადებით ყველაზე უარესისთვის

ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთი, რომ მათ მეზობლების წინააღდმეგ ძალა ისევ არ გამოიყენოს. ასევე, ვაფრთხილებთ რუსეთს, თუ რა მძიმე ფასი ექნება აგრესიულ ნაბიჯებს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. მისი თქმით, აქვთ უკეთესობის იმედი, თუმცა ემზადებიან - უარესისთვის.

იენს სტოლტენბერგი

19 იანვარი 2022, 11:14

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: დიდი სახელმწიფო პატარა სახელმწიფოს ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ეს გვაბრუნებს გავლენის სფეროების ეპოქაში, სადაც დაბრუნება არ გვინდა

„დიდი სახელმწიფო პატარა სახელმწიფოს ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ეს გვაბრუნებს გავლენის სფეროების ეპოქაში, სადაც დაბრუნება არ გვინდა. ვესწრებოდი ნატოს სამიტს, როგორც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი. ძალიან კარგად მახსოვს და ეს არ არის საიდუმლო, რომ შეხვედრაზე იყო განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ საბოლოოდ შევთანხმდით, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები. ეს პოზიცია მას შემდეგ არაერთხელ დავაფიქსირეთ“, - აცხადებს სტოლტენბერგი.

19 იანვარი 2022, 10:52

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 4797 თბილისში, 1184 აჭარაში, 859 კი იმერეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა.

19 იანვარი 2022, 10:51

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 9 340 ადამიანი აიცრა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 015 592 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 943 212, გარდაიცვალა 14 555 პაციენტი.

19 იანვარი 2022, 10:50

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 13.72%-ია

19 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 13,34%, ბოლო 14 დღის - 10.44%, ბოლო 7 დღის - 10.93%.

19 იანვარი 2022, 10:49

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 43 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 43 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 015 592 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 943 212, გარდაიცვალა 14 555 პაციენტი.

19 იანვარი 2022, 10:48

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 8 545 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

19 იანვარი 2022, 10:46

მსოფლიო

მსოფლიოში ყველაზე დიდი შავი ბრილიანტი აუქციონზე გაიყიდება

Sotheby'ს-ში აზუსტებენ, რომ ბრილიანტის მოქმედმა მფლობელმა ის 1999 ან 2000 წელს შეიძინა და დაუმუშავებელი ქვის წონა 800 კარატს შეადგენდა. „ენიგმას“ დამუშავებას რამდენიმე წელი დასჭირდა და იმის მიუხედავად, რომ ქვის ზომა შემცირდა, ის მსოფლიოში უმსხვილეს ბრილიანტად რჩება.

ანგელა მერკელი

19 იანვარი 2022, 10:40

მსოფლიო

ანტონიო გუტერეშმა ანგელა მერკელს გაეროში მუშაობა შესთავაზა

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გერმანიის ყოფილ კანცლერს, ანგელა მერკელს გაეროში მაღალი რანგის თანამდებობა შესთავაზა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt-ი წერს.

19 იანვარი 2022, 10:17

კულტურა

„გრემის“ დაჯილდოების ახალი თარიღი ცნობილია

„ომიკრონის“ გავრცელების გამო გადადებული „გრემის“ 64-ე დაჯილდოება 3 აპრილს, ლას-ვეგასში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორი, ამერიკის ხმისჩამწერი აკადემია ავრცელებს.

19 იანვარი 2022, 10:11

საზოგადოება

„ცენტრალური ონლაინ კლინიკის“ ცხელი ხაზის თანამშრომლებისა და პროგრამაში ჩართული ოჯახის ექიმების რაოდენობა იზრდება

Сovid-19-ის მართვაში ჩართული „ცენტრალურ ონლაინ კლინიკას“, 60 სპეციალისტი - 30 ექიმი და 30 ოპერატორი ემატება. ასევე, 30 ოპერატორით ძლიერდება ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზი - 15 05. გადაწყვეტილების მიხედვით დისტანციურ მართვაში ჩართული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების რიცხვი 60-დან 100-მდე იზრდება. აღნიშნულ პროგრამაში ჩართვამდე ცხელი ხაზის და „ცენტრალური ონლაინ კლინიკის თანამშრომლები ეტაპობრივად გადიან სპეციალურ ტრენინგებს, რის შემდეგაც Сovid-19-ის მართვის დისტანციური სერვისის მართვის პროცესში სრულად ჩაერთვებიან.

დავით ზალკალიანი

19 იანვარი 2022, 10:07

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 19-21 იანვარს ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვევა.

19 იანვარი 2022, 09:45

რეგიონი

საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილების რეჟიმები დაწესდა

„თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო კმ1-კმ62 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აღნიშნულია დეპარტამენტის მერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მორის ყვითელაშივი, მარინა კაზაკოვა/გიორგი რევია, კარინა საფინა/ლუკა ბერულავა, ანასტასია გუბანოვა

19 იანვარი 2022, 09:36

სპორტი

ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს მოციგურავეთა ნაკრების შემადგენლობა დასახელდა⛸️

ფედერაციაში აღნიშნავენ, რომ ნაკრების დაკომპლექტებისას მთავარი კრიტერიუმი მოქმედი მოციგურავეების მაღალი სპორტული შედეგები და მათი პერსპექტივების გათვალისწინებით ყველაზე ოპტიმალური და ეფექტური გუნდის ფორმირება იყო.

ალექსანდრე გოგინავა

19 იანვარი 2022, 09:21

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: სრულფასოვანი ვაქცინაცია, რაც გულისხმობს ბუსტერ დოზის გაკეთებასაც, იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან

„სრულფასოვანი ვაქცინაცია, რაც გულისხმობს ბუსტერ დოზის გაკეთებასაც, იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან. ამიტომ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკოვნებისთვის და იმ სეგმენტისთვის, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები და მძიმე მიმდინარეობის რისკები“, - ამბობს ალექსანდრე გოგინავა.