IMEDI /  02 სექტემბერი 2020, 21:22 / სანდო წყარო

თამარ ბაჩალიაშვილის ბებიას თვითმკვლელობის ვერსიის სჯერა

რიტა ზურაბაშვილი

რიტა ზურაბაშვილი

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბებიას რიტა ზურაბაშვილს 23 წლის პროგრამისტის საქმეში თვითმკვლელობის ვერსიის სჯერა. გარდაცვლილის ბებია POSTV- სთან მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ მის შვილიშვილს ოჯახთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა. გარდა ამისა, მისივე თქმით, ბაჩალიაშვილი თავის უფროსზე ცალმხრივად იყო შეყვარებული.

„ოჯახში მანამდე უკამათიათ რაღაცეებზე. ეს ბავშვი სასტიკად ვერ იტანდა კამათს. დედა რომ ვეღარ აჩერებდა, ისევ გამოუძახია პატრული. სიმთვრალეში ის კაცი [მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი] პათოლოგია. ცალკე ცხოვრობდა. მაგას ისანზეც აქვს ბინა, სამგან თუ ოთხგან აქვს. კარგახანია ეგენი ცალ-ცალკე ცხოვრობენ. თამუნა სახლიდან დისტანციურად მუშაობდა. ძმა არქიტექტურულზე სწავლობს და მამამ თავისთან გადაიყვანა. გამოცდები ჰქონდა ჩასაბარებელი“, - აცხადებს ბაჩალიაშვილის ბებია.

მისივე თქმით, თამუნამ დედის მიერ პატრულის გამოძახება გააუქმა და უთხრა, რომ შეეშალათ.

„ძალიან ახლო მეზობლებისგან ვიცი, 10 დღის განმავლობაში სულ კამათობდნენო. ამ დროს თამუნა ხო შეყვარებულია, ვერ ნახულობს თავის უფროსს, ამდგარა და მიუწერია, ნიკაო, მე მივდივარ სამსახურიდანო. იფიქრა, ნიკა თუ ჩემზე რაღაცას ფიქრობს, ან სიმპატიები აქვს, ხომ შემეხვეწება რატომ მიდიხარო. ნიკას მიუწერია თამუნასთვის, ეგრე არ ხდება, ორშაბათს მოდი, ხელი მოაწერე, ლეპტოპი ჩაგვაბარე და შენი ნივთები წაიღეო. ამან ადგა და შაბათს თავი მოიკლა. ასეთ პასუხს ნამდვილად არ ელოდა. ჩემი გაზრდილი ბავშვია. ოჯახური სიტუაცია არეული, ვერავის ვერაფერს უყვება, ბებო აქ არ ჰყავს, ვისთანაც მოვიდოდა და აი, ეს გააკეთა. რატომ დადიოდა ასე სოფელ-სოფელ? რატომ წავიდა? მამამისისთვის ისიც უთქვამს, ისეთ ადგილას წავალ, თავს მოვიკლავ, რომ ვერ მიპოვითო. აი, მაშინ ჩხუბის დროს", - ჰყვება თამარ ბაჩალიაშვილის ბებია.

რიტა ზურაბაშვილის თქმით, ოჯახურ კონფლიქტს თამარ ბაჩალიაშვილის დედ-მამა მალავს.

„რატომ არ აწვება ის ადვოკატი ან დედას ან მამას, როცა გამოკითხვები ჰქონდა და უთხრეს, რომ ამათ ოჯახური კონფლიქტი ჰქონდათ. რატომ არ ეკითხება რა მოხდა?! რატომ ატეხა დედამ დღის 12 საათზე შვილის ძებნა? როცა შენი შვილი სტუდენტია, დამოუკიდებელია, მუშაობს და კონფერენციიდან მოვიდა. პირველის 10 წუთი, სახლში არ დახვდა თამუნა და იმ წუთიდან დაიწყო სად წავიდა, რატო წავიდა, როგორ წავიდა. ლეპტოპი სადაც მიდიოდა, თან დაჰქონდა. დატოვებული სახლში ყველაფერი. ფლეშკა გამოძრობილი. ახლა რომ იძახიან ფლეშკა რა უყოო. გამოაძრო და გადააგდო. ძალიან მოწესრიგებული ბავშვი იყო, ამ სცენარს თვითონვე იდგამდა თავისთვის. ის წამლებიც... ხომ დაუდგინდა, წამლები დალეული აქვს. არაო ვიღაც დაალევინებდაო, ვინ დაალევინა ის მესამე პირი ვინაა? ჩემი მეორე და თურმე საჭმელს აკეთებდა, ეს ადვოკატი რომ მისულა. თეონასთვის უთქვამს, არავის გაკეთებული საჭმელი არ ჭამო, შეიძლება მოგწამლონო. რატომ უნდა მოეწამლა მაგალითად, დეიდას დისშვილი?! გეკითხებით, რა უნდა დაელევინებინა, რა უნდა გაეკეთებინა? ჩემმა დამ რომ გააკეთა საჭმელი, თეონამ არ ჭამა", - იხსენებს თამარ ბაჩალიაშვილის ბებია.

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილს ბავშვობაში თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა, რადგან მშობლებმა იჩხუბეს..

„მე ვამბობ, რომ ბავშვი თვითმკვლელობას ჩაიდენდა. ძალიან იყო ემოციებით დატვირთული, ოჯახშიც არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, მერე ცალმხრივად იყო შეყვარებული თავისივე უფროსზე, ვისაც წერილი მიწერა. ეს თამუნას დაწერილი წერილია. არასასიამოვნო ურთიერთობა ჰქონდა მამასთან. აქ ვიწროდ ცხოვრობენ, ოთახნახევრიანში, მამას 5 დეკემბერზე ბინა აქვს უცხოელებზე გაქირავებული, რომ შემოსავალი ჰქონდეთ. დისტანციურად სახლიდან მუშაობდა. ეტყობა ამ შეყვარებულს ვერ ხედავდა. ამით დაიძაბა. ერთხელ ჩემთან რომ მოვიდა, მოვილაპარაკეთ, საცხოვრებლად ჩემთან გადმოდი-მეთქი. კარგი აზრიაო. მე ინტერნეტი არა მაქვს სახლში, პენსიონერი ვარ, ვერ ვიხდი. ვიცოდი, რომ კარგი ხელფასი ჰქონდა, მაგრამ ინგლისში უნდოდა სწავლა აუცილებლად და კაპიკ-კაპიკ აგროვებდა“, - იხსენებს რიტა ზურაბაშვილი.

რაც შეეხება თამარ ბაჩალიაშვილის სასიყვარულო ურთიერთობებს, ბებია ამბობს, რომ თამარს ვიდრე მისი უფროსი შეუყვარდებოდა, ჰყავდა შეყვარებული, თანაკურსელი - თემურ ჭანუყვაძე, რომელსაც დაშორდა.

„თანაკურსელი იყო. ერთმანეთს ხვდებოდნენ. საფრანგეთში გაცვლით პროგრამით რომ მიდიოდა, იმ ბიჭმა ჩააკითხა. ჩამოვიდა თუ არა, ისევ წავიდა საფრანგეთში. ამ ბიჭს უთქვამს, ან მე ამირჩიე, ან საფრანგეთიო. ამას უთქვამს, მე მივდივარ საფრანგეთშიო. რომ ვუთხარი, რატომ გააკეთე ასე-მეთქი, ბებო, თუ ვუყვარდი, არჩევანის წინაშე არ დამაყენებდაო. მეორედაც რომ ჩამოვიდა საფრანგეთიდან, რაღაცნაირად იყო. ბებო-მეთქი შეყვარებული ხომ არ ხარ თქო - როგორც კი ვიქნები პირველი შენ გეტყვიო. მერე უცებ მობრუნდა და მითხრა - მე ჩემი ბიუროს უფროსი მომწონს, 33 წლის არისო", - ყვება თამარ ბაჩალიაშვილის ბებია

ყველა სიახლე

23 სექტემბერი 2020, 23:04

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 13 072 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 072 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 43 ადამიანი გარდაიცვალა.

23 სექტემბერი 2020, 23:02

რეგიონი

ზაზა ლომინაძე: ყველა დაპირების შესრულებაზე ავიღებთ პასუხისმგებლობას

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე და მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩეჩელაშვილისა და ნიკეას ქუჩის მოსახლეობას შეხვდნენ ადგილობრივებმა კანდიდატებთან ადგილზე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

23 სექტემბერი 2020, 22:48

COVID19

ქობულეთში სამკერვალო ფაბრიკის 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„დღეს დავიწყეთ მუშაობა, ოღონდ ნაწილობრივ, მხოლოდ ის თანამშრომლები გამოვიდნენ სამსახურში, ვისი ტესტის პასუხიც უკვე ცნობილია და უარყოფითია. ხვალ საბოლოოდ გავიგებთ ყველა ტესტის პასუხს და საწარმო სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას , - აცხადებს გია ლომინაძე.

ბარაკ ობამა

23 სექტემბერი 2020, 22:47

მსოფლიო

ბარაკ ობამამ სოციალურ ქსელში თავისი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ სოციალურ ქსელში თავისი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა და ამერიკელებს სთხოვა, მას დაუკავშირდნენ.

ჟულიეტ გრეკო

23 სექტემბერი 2020, 22:34

კულტურა

ჟულიეტ გრეკო 93 წლისა გარდაიცვალა

ფრანგული შანსონის ვარსკვლავი, ჟულიეტ გრეკო 93 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

გიგი უგულავა

23 სექტემბერი 2020, 22:27

პოლიტიკა

გიგი უგულავა უდუმაშვილს: ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო, ძვირფასო მეგობარო, სანდრა რულოვსი ხომ ვერ მეტყვი, ზუგდიდის რომელი სოფლიდან, ან უბნიდანაა, თუ ბელადის ოჯახის წევრებს წარმოშობის სერთიფიკატს არ ვუმოწმებთ?

ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო. ძვირფასო მეგობარო, სანდრა ელისაბედ რულოვსი ხომ ვერ მეტყვი, ზუგდიდის რომელი სოფლიდან, ან უბნიდანაა, ჯერ მაჟორიტარად და მერე საერთოდ, მერად რომ იყრიდა კენჭს? თუ ბელადის ოჯახის წევრებს წარმოშობის სერთიფიკატს არ ვუმოწმებთ? - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა Facebook-ზე წერს და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ზაალ უდუმაშვილს პასუხობს, რომელმაც ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, რომ „ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელს“.

23 სექტემბერი 2020, 22:15

COVID19

თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ესწრებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს და შეაფასეს რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური პროცესი. აღინიშნა, რომ ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით კოვიდის მართვა საერთაშორისო პრაქტიკის და პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობს.

23 სექტემბერი 2020, 22:02

COVID19

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი კორონავირუსით გარდაიცვალა

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, „კომუნისტური პარტიის“ წევრი ვახა აგაევი კორონავირუსით გარდაიცვალა.

23 სექტემბერი 2020, 21:54

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 4 143 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 143 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 130 ადამიანი გარდაიცვალა.

23 სექტემბერი 2020, 21:51

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. თბილისში საპარლამენტო მანდატებისთვის იბრძოლებენ:​​​​​​​ გლდანის საარჩევნო ოლქი – ნიკა მელია; სამგორის საარჩევნო ოლქი – ლევან ხაბეიშვილი; ხოლო ისნის საარჩევნო ოლქი – ხატია დეკანოიძე.

ჯიმ რიში

23 სექტემბერი 2020, 21:41

მსოფლიო

სენატორი ჯიმ რიში: ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი აღარ არის და უნდა გადადგეს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციას ეხმაურება.

ნინო ნიჟარაძე

23 სექტემბერი 2020, 21:34

COVID19

ნინო ნიჟარაძე: აჭარაში მომდევნო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების ამავე რაოდენობით მატებას ველოდებით, შემდეგ კი კლებას

„მიმდინარეობს პაციენტის მდგომარეობის შეფასება, ამის მიხედვით ნაწილდებიან ისინი კლინიკებსა და სასტუმროებში. მუდმივად ხდება გადაადგილებები კლინიკებიდან სასტუმროებში. ნაწილი პაციენტებისა გამოჯანმრთელდა, ამიტომ არსებული საწოლფონდი სრულიად ადეკვატური რაოდენობაა იმ საჭიროებისთვის, რაც დღეს აჭარაში არსებობს“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

რობერტ რედფილდი

23 სექტემბერი 2020, 21:28

COVID19

რობერტ რედფილდი: ამერიკელთა უმეტესობას ვაქცინაციის გავლა 2021 წლის ივლისისთვის შეეძლება

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, ამერიკელთა უმეტესობას ვაქცინაციის გავლა 2021 წლის ივლისისთვის შეეძლება.

23 სექტემბერი 2020, 20:57

მსოფლიო

მინსკში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს

მინსკში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

23 სექტემბერი 2020, 20:47

საზოგადოება

ფონიჭალაში 7000-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, დედაქალაქის გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალაში, ახალი გაზმარეგულირებელი სადგურის (გსმ) მონტაჟი მიმდინარეობს. მათივე ცნობით, სამუშაოების გამო რაიონის 7000–მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება.

ჰუბერტ ქნირში

23 სექტემბერი 2020, 20:34

პოლიტიკა

ჰუბერტ ქნირში: თუ შევადარებთ გასულ საპრეზიდენტო არჩევნებს, ვფიქრობ, კამპანია მნიშვნელოვნად კარგად დაიწყო

ყველა ვაცნობიერებთ, რომ საქართველოში პოლარიზებული პოლიტიკური ლანდშაფტია. თუ შევადარებთ გასულ საპრეზიდენტო არჩევნებს, ვფიქრობ, კამპანია მნიშვნელოვნად კარგად დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხდა.

კელი დეგნანი

23 სექტემბერი 2020, 20:21

პოლიტიკა

კელი დეგნანი: მისასალმებელია, რომ საარჩევნო ქცევის კოდექსს ხელი ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა

ვიმედოვნებ, 2020 წლის არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი. ეს იქნებოდა შთამბეჭდავი საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „საარჩევნო კომპასი საქართველოსა“ და Partiebi.Ge-ს პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ პოლიტიკური ქცევის წესებს ბევრმა პარტიამ ხელი მოაწერა. „საარჩევნო გარემოსთვის დამახასიათებელია ტემპერატურის ზრდა, თუმცა გამამხნევებელი და იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ ბევრმა პარტიამ მოაწერა ხელი პოლიტიკური ქცევის კოდექსს. მეტიც, არა მხოლოდ ხელი მოაწერეს, არამედ ერთად შეიმუშავეს. ეს ძალიან კარგი და გაბედული ნაბიჯია მათი მხრიდან.

ჰუბერტ ქნირში

23 სექტემბერი 2020, 20:19

პოლიტიკა

ჰუბერტ ქნირში: ძალიან კარგია, რომ საქართველომ მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები და მათ ჩამოსაყვანად ყველაფერს აკეთებს

ძალიან კარგი იქნება, თუ არჩევნები ჩატარდება სათანადო რაოდენობის დამკვირვებლების თანდასწრებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განუცხადა. მისი თქმით, ძალიან კარგია, რომ საქართველომ მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები და მათ ჩამოსაყვანად ყველაფერს აკეთებს.

იოსებ ხახალეიშვილი

23 სექტემბერი 2020, 20:01

რეგიონი

იოსებ ხახალეიშვილი: ყველა პროექტში, რაც დაგეგმილია და დაიგეგმება, სწორედ მოსახლეობის ინტერესები იქნება გადამწყვეტი

საარჩევნო პროგრამის გაცნობის პარალელურად მერობის კანდიდატმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა. როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, ყველა საკითხი, რაც მისი თანაქალაქელებისთვის პრიორიტეულია, მისთვის მნიშვნელოვანია.

დიმიტრი პესკოვი

23 სექტემბერი 2020, 19:57

მსოფლიო

კრემლი: ალექსეი ნავალნის ნებისმიერ დროს შეუძლია რუსეთში დაბრუნდეს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის ნებისმიერ დროს შეუძლია რუსეთში დაბრუნება.