IMEDI /  15 სექტემბერი 2020, 10:15 / სანდო წყარო

პენიტენციური სამსახური: ინფორმაცია, თითქოს რამდენიმე პატიმარს, არ მიეწოდება დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება სიცრუეა

პენიტენციარული სამსახური ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს რამდენიმე პატიმარს, არ მიეწოდება დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება სიცრუეა.

„2020 წლის 13 სექტემბერს ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერში გავიდა სიუჟეტი იმასთან დაკავშირებით, თითქოს რამდენიმე პატიმარს, მათ შორის ბ. გელხაურს, არ მიეწოდება დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. ბ. გელხაურთან დაკავშირებით, სიუჟეტში ითქვა: „ფრჩხილის საჭრელი ე.წ. კუსაჩკა საკანში გადაყლაპა. პროტესტის უკიდურეს ფორმას კი, ოჯახის წევრების მტკიცებით, ბექა გელხაურმა ციხეში მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ მიმართა. პატიმრის მშობლები შველას ითხოვენ და იუსტიციის მინისტრს მიმართავენ, თუ პაციენტს ოპერაცია დროულად არ ჩაუტარდება, ის შეიძლება დაიღუპოს“.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, ვინაიდან მსჯავრდებულს სწორედ სისტემატური თვითდაზიანებების მიყენებისა და სამედიცინო მომსახურებაზე არაერთხელ უარის თქმის გამო აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. ასევე სიცრუეა, თითქოს მსჯავრდებულმა პროტესტის უკიდურეს ფორმას პენიტენციური სისტემის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის მიზეზით მიმართა. სინამდვილეში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოცემული მსჯავრდებულის სიცოცხლე მრავალგზის აქვს გადარჩენილი და ამჟამადაც ამის მცდელობით არის დაკავებული.

ბ. გელხაური სასჯელს იხდის 2013 წლიდან ორ სხვადასხვა საქმეზე, რომელთაგან ერთ-ერთი ეხება მისი მონაწილეობით პატიმრების ჯგუფის მიერ სხვა პატიმრის წამებას (საქართველოს სსკ-ის 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ნაწილი (წამება ჯგუფურად). 2015 წლიდან იგი პროტესტის ნიშნად პერიოდულად აცხადებს შიმშილობას, ასევე სისტემატურად ყლაპავს სხვადასხვა ნივთებს და ამ გზით აპროტესტებს მის მიმართ გამოტანილ განაჩენებს.

გადაყლაპული ნივთების გამო, მსჯავრდებულს პირველად ჯერ კიდევ 2018 წლის 28 ივლისს აქვს ჩატარებული ლაპაროტომია - კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან უცხო სხეულების ევაკუაცია. მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულმა გააგრძელა უცხო სხეულების ყლაპვა. უცხო სხეულების მუცლის ღრუდან ამოღების მიზნით, მსჯავრდებულს მრავალჯერ აქვს ჩატარებული ოპერაცია (2019 წლის 19 აპრილს, 2019 წლის 2 ნოემბერს - ლაპაროტომია, ხოლო 2019 წლის 7, 9 და 11 ნოემბერს და 2020 წლის 14 ივნისს რელაპაროტომია). მაგალითისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს 2019 წელს ჩატარებული ერთ-ერთი ოპერაციის შედეგად ამოღებული ნივთების ფოტოსურათებს. მიუხედავად ყოველი წარმატებული ოპერაციის შემდეგ არაერთი მცდელობისა, რომ მსჯავრდებულმა შეცვალოს ქცევა, იგი, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, კვლავ იწყებს ლითონის საგნების ყლაპვას, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და კვლავ დგება ახალი ოპერაციის ჩატარების საჭიროება.

ყოველი ოპერაციისთვის, რასაკვირველია, საჭიროა მსჯავრდებულის თანხმობა, რაზეც ის სისტემატურად აცხადებს უარს და მხოლოდ მას შემდეგ თანხმდება სამედიცინო მომსახურების მიღებას, რაც მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმდება.

ბოლოს, 2020 წლის 23 აგვისტოს, მსჯავრდებულს აღენიშნა მუცლის ტკივილი და ღებინება, რის გამოც, იგი სასწრაფო წესით გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. კლინიკაში ჩაუტარდა მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოგრაფია, სისხლის ანალიზები, ენდოსკოპია, მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპია, ქირურგის, გასტროენტეროლოგის კონსულტაცია. დაესვა დიაგნოზი: კუჭის წყლული დაუზუსტებელი ლოკალიზაციის მწვავე სისხლდენით, უცხო სხეული კუჭში, უცხო სხეული საჭმლის მომნელებელი ტრაქტში, საყლაპავის ეროზიები; ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიით - საყლაპავის ქვედა მესამედში დაფიქსირდა ეროზიები, კუჭში - ჰემორაგიული შიგთავსი, მცირე სიმრუდეზე - სისხლმდენი წყლული ღრმა კრატერით, რომლის ფუძიდანაც აღინიშნებოდა სისხლდენა, კუჭში ვიზუალიზდა უცხო სხეული - მკვნეტარა („კუსაჩკა“). მსჯავრდებულს სტაციონარში ჩაუტარდა სისხლმდენი წყლულის ირგვლივ ინფილტრაცია ადრენალინის ხსნარით და სისხლდენა შეჩერდა; ენდოსკოპიურად მცდელობის მიუხედავად, უცხო სხეულის ამოღება ვერ მოხერხდა. მსჯავრდებული მოთავსდა ქირურგიულ განყოფილებაში, ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა, სისხლდენის რეციდივი არ ჰქონია. უცხო სხეულის ამოღების მიზნით განმეორებით ენდოსკოპიის ჩატარებაზე მსჯავრდებულმა უარი განაცხადა, რის გამოც 2020 წლის 27 აგვისტოს გამოეწერა კლინიკიდან. თუმცა, 28 აგვისტოს კვლავ მუცლის ტკივილით, გულისრევის შეგრძნების და საერთო სისუსტის გამო კვლავ გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც დღემდე იმყოფება მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2020, 20:01

სპორტი

რაგბის კავშირი: 16 სექტემბერს მომხდარი ფაქტი სრულიად ეწინააღმდეგება რაგბის ფასეულობებს

საქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა განცხადება, სადაც 16 სექტემბერს მომხდარი დაპირისპირების, საქართველოს ჩემპიონატის დაწყებასა და ნაკრების 8 ერში ჩართვის საკითხებზეა ლაპარაკი.

18 სექტემბერი 2020, 20:00

COVID19

აშშ კანადასა და მექსიკასთან საზღვარს 21 ოქტომბრამდე არ გახსნის

აშშ კანადასა და მექსიკასთან საზღვარს 21 ოქტომბრამდე არ გახსნის. ამის შესახებ აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურის კომისარმა, მარკ მორგანმა განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 19:49

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის წინ მოშიმშილე მშობლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები მოისმინა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პატიმრების მშობლების მიერ დაყენებულ საკითხს პარლამენტი ყურადღებით ეკიდება და პატიმართა ოჯახებზე ხელისუფლება მაქსიმალურად იზრუნებს.

მიკა

18 სექტემბერი 2020, 19:49

კულტურა

ლიბანში დაბადებული მომღერალი მიკა ბეირუთის აფეთქებისას დაზარალებულთა დასახმარებლად ონლაინკონცერტს გამართავს

37 წლის ცნობილი მომღერალი, მიკა, რომელიც 1983 წელს ბეირუთის დედაქალაქშია დაბადებული, აფეთქებისას დაზარალებულთა დასახმარებლად, ონლაინკონცერტს გამართავს. პირდაპირ ეთერში მექსიკელი მსახიობი, სელმა ჰაიეკი და ავსტრალიელი მომღერალი კაილი მინოუგიც ჩაერთვებიან.

დონალდ ტრამპი

18 სექტემბერი 2020, 19:39

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ბაიდენის გამარჯვება ბრბოს, მეამბოხეებისა და ანარქისტების გამარჯვებაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 3 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის გამარჯვება ჩინეთის გამარჯვება იქნება.

სალომე ზურაბიშვილი

18 სექტემბერი 2020, 19:28

COVID19

პრეზიდენტი: საქართველომ პანდემიას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პასუხი გასცა

„კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირება განსხვავდება გლობალურ, სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე, თუმცა დღეს, როგორც არასდროს, სტაბილური პროგრესის მისაღწევად, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება შეუძლია“.

18 სექტემბერი 2020, 19:25

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ნიცაში პარკებსა და პლაჟებზე ათზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალება

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქალაქ ნიცაში პარკებში და პლაჟებზე ათზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალება.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 19:23

ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ლარი დასტაბილურდეს

ხმაური და ისტერია, რომელიც ჩვენს ოპონენტებს აქვთ ატეხილი არ ეხმარება ლარის კურსის პრობლემის დაძლევას, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

18 სექტემბერი 2020, 19:09

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი გაეროს ონლაინღონისძიებას „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები - 2020“ დაესწრო

წელს, როცა გაეროს 75 წელი შეუსრულდა, მსოფლიო უპრეცედენტო საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა. პანდემია მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე აისახა, რამაც სირთულეები გამოიწვია ჯანდაცვის, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში და განსაკუთრებით შეეხო ყველაზე მოწყვლად და მაღალი რისკის ჯგუფებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაეროს ონლაინღონისძიებაზე, „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები - 2020“-ზე სიტყვით წარდგენისას განაცხადა.

მარია ვან კერხოვე

18 სექტემბერი 2020, 19:08

COVID19

ჯანმო: ევროპაში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მატება შემაშფოთებელია

კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მატება შემაშფოთებელია.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 19:02

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ​ჩვენი ეკონომიკური კლება, საშუალო ევროპული კლების მოსალოდნელ მაჩვენებელზე ორჯერ ნაკლები იქნება

ეკონომიკურ პროგნოზებზე ნათია თურნავამ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. ეკონომიკის მინისტრმა​ განმარტა, გაჯანასაღების რა ნიშნები იკვეთება ქართულ ეკონომიკაში. „რა თქმა უნდა, პანდემიამ დაგვაზიანა. ძალიან სერიოზულად დაგვაზიანა. 2019 წელი გვქონდა ძალიან კარგი ეკონომიკური ზრდის წელი. 5 პროცენტზე მეტი ზრდა და წელს, ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის შეფასებით, ველოდებოდით კიდევ უფრო მეტს. წელს ჩვენ გვექნება კლება თუმცა ეს კლებაც არის ორჯერ ნაკლები ვიდრე საშუალო ევროპული კლების მოსალოდნელი მაჩვენებელი. 5%-იანი ზრდა გვექნება 2021 წელს“, - განაცხადა მინისტრმა.

მუჰამედ ათვი

18 სექტემბერი 2020, 19:02

მსოფლიო

ბეირუთში მომხდარი აფეთქებისას დაჭრილი ლიბანელი ფეხბურთელი მუჰამედ ათვი გარდაიცვალა

ბეირუთში მომხდარი აფეთქებისას დაჭრილი ცნობილი ლიბანელი ფეხბურთელი მუჰამედ ათვი გარდაიცვალა. 32 წლის სპორტსმენი სხვადასხვა ადგილობრივ კლუბში ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. ბეირუთის ანსართან ერთად, მან ეროვნული ლიგა სამჯერ მოიგო.

ლინას ლინკევიჩუსი

18 სექტემბერი 2020, 18:51

მსოფლიო

ლინას ლინკევიჩუსი: ლუკაშენკოს მიერ ლიეტუვასა და პოლონეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არაადეკვატურია

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, ბელარუსის მიერ ლიეტუვასა და პოლონეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არაადეკვატურია.

18 სექტემბერი 2020, 18:46

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 117 ადამიანს გამოუვლინდა, 1 ადამიანი კი გარდაცვლილა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 38,894 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 572 ადამიანი. ვირუსისგან 36,424 პაციენტი განიკურნა. აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 18:46

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენი მთავარი გეგმაა ეფექტურად ვებრძოლოთ პანდემიას და მეორე მხრივ განვავითაროთ ბიზნესი

COVID19-ის მიუხედავად, ჩვენმა ეკონომიკამ უნდა იმუშავოს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 18:42

სამართალი

მესტიის სოფელ ბეჩოში დაუდგენელმა პირმა შუა ხნის ქალი დაჭრა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში შუახნის ქალი დაჭრეს. დაშავებული გულ-მკერდის გამჭოლი ჭრილობით, მესტიის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.

მეხანძრე-მაშველი

18 სექტემბერი 2020, 18:32

COVID19

ორ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა

ორ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

18 სექტემბერი 2020, 18:26

ტექნოლოგიები

20 სექტემბრიდან აშშ-ში WeChat-ისა და TikTok-ის აპლიკაციების გადმოწერა აიკრძალება

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებით, 20 სექტემბრიდან ქვეყანაში WeChat-ისა და TikTok-ის აპლიკაციების გადმოწერა დაიბლოკება.

18 სექტემბერი 2020, 18:20

სამართალი

პროკურორი: ექსპერტიზის დასკვნით თამარ ბაჩალიაშვილის ყოველგვარი ძალადობრივი სიკვდილი გამოირიცხა

დღეს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გამოირიცხა ყოველგვარი ძალადობრივი სიკვდილი თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

შესახებ ნათია

18 სექტემბერი 2020, 18:19

პოლიტიკა

ნათია თურნავა: ოპოზიცია კომპეტენტური პასუხის მოსმენისას უკან იხევს

ოპოზიცია კომპეტენტური პასუხის მოსმენისას უკან იხევს, - ამის შესახებ ნათია თურნავამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა და პარლამენტში ინტერპელაციის წესით, საკუთარი ვიზიტი შეაფასა. ეკონომიკის მინისტრმა ოპოზიციის საარჩევნო გზავნილებს არარეალისტური და შეუსრულე ბელი უწოდა. „მინუს 4 მილიარდი ლარი დაჯდება მათი არარეალისტური გეგმების შესრულება. და ეს უნდა შევავსოთ საიდან? ისევ საგარეო ვალის ხარჯზე. როდესაც დაინახეს არგუმენტები აღარ ჰქონდათ და საერთოს მიატოვეს დარბაზი. თუ კი ეს მათი პოლიტიკური განაცხადი და მანიფესტია, მოსახლეობამ კიდევ ერთხელ, კარგად დაინახა, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა. ჩვენი ნაბიჯები არის ყოველთვის გამართლებული და დაბალანსებული. ჩვენ არც მიზნობრივ შეღავათებზე ვამბობთ უარს, მეორეს მხრივ ვცდილობთ არ დავაზარალოთ ჩვენი ბიუჯეტი, არ დავაზარალოთ პენსიონერები, მასწავლებლები, ჯარისკაცები, პოლიციელები“, - განაცხადა მინისტრმა.