imedi /  17 სექტემბერი 2020, 15:33 / სანდო წყარო

უფლისციხეში საბურავების აირის კომპრესორის გახეთქვის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

უფლისციხე აფეთქება

უფლისციხეში საბურავების აირის კომპრესორი გასკდა. დაშავდა სამი მოქალაქე. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მათ პირველადი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა.

მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური. შემთხვევას ნგრევა ან მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ყველა სიახლე

ცესკო არჩევნები პანდემია

23 სექტემბერი 2020, 18:35

საზოგადოება

ცესკოში სტაციონარებსა და საკარანტინო სივრცეებში კენჭისყრის ორგანიზების საკითხები განიხილეს

ამ საკითხებზე ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძესთან იმსჯელა.

23 სექტემბერი 2020, 18:30

მსოფლიო

ევროკომისიამ ევროკავშირის ახალი საიმიგრაციო სტრატეგია წარადგინა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ახალი საიმიგრაციო სტრატეგია წარადგინა, რომელიც მიგრანტების განაწილებაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების უფრო ფართო მონაწილეობას უზრუნველყოფს.

თორნიკე შენგელია

23 სექტემბერი 2020, 18:25

სპორტი

თორნიკე შენგელია ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

თორნიკე შენგელია ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად კიდევ ერთხელ აირჩიეს. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი ამ პოსტს ჯერ კიდევ „ბასკონიაში“ თამაშის დროს იკავებდა, გუშინ გამართულ ორგანიზაციის ონლაინ-სხდომაზე კი მას ნდობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.

მიხეილ ყაველაშვილი

23 სექტემბერი 2020, 18:25

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ოპოზიციის გაერთიანებას მომავალი არ უწერია

ოპოზიციის გაერთიანებას მომავალი არ უწერია, რადგან როდესაც გამარჯვებასა და განვითარებაზე არ აკეთებ აქცენტს, არამედ სიძულვილსა და ვინმეს დამარცხებაზე ფიქრობ ნებისმიერი მეთოდით, რა თქმა უნდა, მსგავს გაერთიანებას არასდროს აქვს მომავალი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეების უმრავლესობამ ყველაფერი კარგად იცის.

გიორგი ლორია

23 სექტემბერი 2020, 18:20

სპორტი

გიორგი ლორიას კვიპროსში თამაშის ჩაწყობაში ადანაშაულებენ

„ანორთოსისის“ ქართველ ფეხბურთელს გიორგი ლორიას კვიპროსში თამაშის ჩაწყობაში ადანაშაულებენ. ადგილობრივი მედიის ყურადღება ლორიას ჟესტმა მიიქცია, სანამ „აპოლონის“ ფეხბურთელი მის კარში თერთმეტმეტრიანს დაარტყამდა, საქართველოს ნაკრების მეკარემ თავი მარცხნივ გადასწია, თავად კი საპირისპირო მიმართულებით გადახტა.

23 სექტემბერი 2020, 18:15

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე: არ დავიშურებთ არაფერს, რომ ეს ადამიანები ნებისმიერ დონეზე ვამხილოთ

„ერთადერთი, ახალგაზრდებზე ვაკეთებ აქცენტს და მათ ყველა შეხვედრაზე ვესაუბრები, რომ ეს ინფორმაცია ჰქონდეთ და არაფრის დიდებით არ შეცდნენ, იმიტომ. რომ მაშინაც, როდესაც ისინი მოდიოდნენ ხელისუფლებაში, სწორედ ახალგაზრდებს იყენებდნენ. 20 ივნისის მოვლენებსაც თუ გავიხსნებეთ, იქაც პირველივე დღიდან ეცადნენ ამ გულწრფელი ახალგაზრდების გამოყენებას. ეს ადამიანები არ იცვლებიან“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

რუსეთის საელჩო ბულგარეთში

23 სექტემბერი 2020, 18:13

მსოფლიო

ბულგარეთმა ორი რუსი დიპლომატი ჯაშუშობაში დაადანაშაულა

ბულგარეთმა ორი რუსი დიპლომატი ჯაშუშობაში დაადანაშაულა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

23 სექტემბერი 2020, 18:13

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი 146 ადამიანს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 146 ადამიანს გამოუვლინდა, 2 ინფიცირებული კი გარდაცვლილა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 39,524 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 580 ადამიანი. ვირუსისგან 37,122 პაციენტი განიკურნა. აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა.

გიორგი გახარია

23 სექტემბერი 2020, 18:07

პოლიტიკა

გიორგი გახარია: საქართველო შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია შავი ზღვის რეგიონში

საქართველო შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია შავი ზღვის რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია „ტვიტერში“, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ო'ბრაიენთან საუბრის შესახებ წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ორი ერი თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ათვისებას განაგრძობს.

ფაიგ გულიევი
დავით ზალკალიანი

23 სექტემბერი 2020, 18:02

პოლიტიკა

საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა

2020 წლის 23 სექტემბერს საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ფაიგ გულიევმა რწმუნებეთა სიგელის ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულებისა შემდეგ მხარეებს შორის ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა, მინისტრმა აზერბაიჯანელ ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება მისი საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში.

ალექსანდრ ლუკაშენკო

23 სექტემბერი 2020, 18:00

მსოფლიო

გერმანიის შემდეგ ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტად ევროპის კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ არ აღიარა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა, რომ ლუკაშენკოს საიდუმლო ინაუგურაცია მას ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტად არ ხდის. ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ურმას რეინსალუ კი მიიჩნევს, რომ ლუკაშენკომ „მანდატი აშკარად დაკარგა“. ანალოგიური განცხადებები ჩეხეთისა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკეთეს. მათ მიაჩნიათ, რომ საიდუმლო ინაუგურაციის ჩატარებით ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი არალეგიტიმურობა.

ალვარო მორატა

23 სექტემბერი 2020, 17:59

სპორტი

ალვარო მორატა „იუვენტუსის“ ფეხბურთელია

ალვარო მორატა მადრიდის „ატლეტიკოდან“, „იუვენტუსში“ გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BleacherReport-ი ავრცელებს. 27 წლის ესპანელმა ფორვარდმა ტურინის გუნდთან ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა, 2021 წლის ზაფხულში კი იტალიელებს მისი გამოსყიდვა 45 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

კახა კაჭარავა

23 სექტემბერი 2020, 17:55

სპორტი

კახა კაჭარავამ „სამტრედიის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა

კახა კაჭარავამ „სამტრედიის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. მისი განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს თასზე „თბილისი სიტისთან“ დამარცხების შემდეგ მიიღო და მისი მოთხოვნა კლუბის ხელმძღვანელობამ დააკმაყოფილა.

23 სექტემბერი 2020, 17:47

COVID19

კახეთში კორონავირუსი 3 თვის ჩვილს დაუფიქსირდა

imedinews-ის ინფორმაციით, კახეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებული 3 თვის ჩვილია, რომელიც ლაგოდეხში აჭარიდან სტუმრად მშობლებთან ერთად რამდენიმე კვირის წინ ჩამოვიდა. ოჯახის ყველა წევრი გადაყვანილია თვითიზოლაციაში. მათი ნიმუშები გადაგზავნილია ლაბორატორიაში, რომლის პასუხები ცნობილი სავარაუდოდ, ხვალ გახდება.

ჰაიკო მაასი

23 სექტემბერი 2020, 17:44

COVID19

კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კარანტინში გადავიდა

კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი კარანტინში გადავიდა.

ალექსანდრე ლუკაშენკო

23 სექტემბერი 2020, 17:28

მსოფლიო

გერმანიის მთავრობა: ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის ლეგიტიმური პრეზიდენტი არ არის

გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფან ზაიბერტმა განაცხადა, რომ დღევანდელი ინაუგურაცია ალექსანდრე ლუკაშენკოს ლეგიტიმაციას ვერ მოახდენს.

გიგა ბოკერია

23 სექტემბერი 2020, 17:26

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება ჩაშალა სააკაშვილმა, თავისი ამბიციებისა და უკან, 2012 წლამდე პერიოდში ყურების გამო

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ერთიანი სიის შემოთავაზება იყო კვლავ ორპოლუსიანობის და წრეზე ტრიალის პოლიტიკა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გონივრული ნაბიჯი იქნებოდა რეგიონებში ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება, თუმცა სააკაშვილმა ეს მოლაპარაკება ჩაშალა და კვლავ ორპოლუსიანობა შესთავაზა საზოგადოებას.

ეუთ

23 სექტემბერი 2020, 17:25

პოლიტიკა

კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები კიდევ 30-მდე ადამიანმა დატოვა

უკვე მე-12 დღეა, საპროტესტო აქციები იმართება იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ოქრიაშვილი ახლა არა „ქართული ოცნების“, არამედ კოალიცია „ძალა ერთობაშიას“ სახელით მაჟორიტარობისთვის იბრძვის. მის მხარდამჭერთა რიგებს კი ყოველდღიურ რეჟიმში ათობით ადამიანი ტოვებს.

23 სექტემბერი 2020, 17:14

საზოგადოება

პატიმრებმა N8 პენიტენციური დაწესებულების ეზოში მარწყვი და ყვავილოვანი კომბოსტო დარგეს

N8 პენიტენციური დაწესებულების ეზოში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე 100 ძირი განსაკუთრებული ჯიშის მარწყვი (რომელიც წელიწადში ოთხჯერ იძლევა ნაყოფს) და ყვავილოვანი კომბოსტო დაირგო, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაწესებულებას ნერგები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტისა და საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლობის ფარგლებში, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის წინამძღვარმა გაუგზავნა.

23 სექტემბერი 2020, 17:06

პოლიტიკა

ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმზე საქართველომ რუსეთის სამხედრო წვრთნები „კავკასია 2020“ დაგმო

საქართველოს დელეგაციამ ეს ფაქტი შეაფასა, როგორც რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების უხეში დარღვევა. ქართული მხარის განცხადებით, რუსეთის აგრესიული და პროვოკაციული ქმედებები საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას და იწვევს დესტაბილიზაციას რეგიონში.