IMEDI /  18 სექტემბერი 2020, 22:01 / სანდო წყარო

პროკურატურამ მერაბ ბესელიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სარაგბო კლუბ „იუნკერების“ მოთამაშისა და საქართველოს რაგბის ეროვნული შვიდკაცა ნაკრების კაპიტნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარების ფაქტზე მერაბ ბესელიას ბრალდება წარუდგინა.

საგამოძიებო უწყება ამ საკითხზე განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 16 სექტემბერს, ქ. თბილისში, საქართველოს რაგბის კავშირის ადმინისტრაციული შენობის სადარბაზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მ.ბ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, რ.ხ.-ს ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

„სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა მასრები და ტყვიის გარსის ფრაგმენტები.

სამართალდამცველებმა მ.ბ. 2020 წლის 16 სექტემბერს დააკავეს. 18 სექტემბერს მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მ.ბ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს.

რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლებით დაიწყო.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

22 ოქტომბერი 2020, 14:14

COVID19

პრემიერი: უკეთ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ

„დღესაც გვქონდა ჩვენ საუბარი ეპიდემიოლოგებთან და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოსახლეობის 90% ატარებს პირბადეს, ნიღაბს, ინფიცირების გავრცელება 70%-ით მცირდება. ეს არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ვერავინ უფრო ეფექტიანი ინსტრუმენტი ვერ გამოიგონა, ვიდრე ნიღაბი, სოციალური დისტანცია და ელემენტალური ჰიგიენის წესების დაცვა, ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და დავიცვათ ეს წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში ინფიცირების ზრდა იქნება სწრაფი და მეტ ზიანს მიაყენებს როგორც ჩვენს ეკონომიკას, ასევე ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ, უკეთ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებზე, რამეთუ ისინი არიან რისკის ჯგუფში“, - განაცხადა გახარიამ

გიორგი გახარია

22 ოქტომბერი 2020, 14:10

COVID19

გიორგი გახარია: ადაპტაციის და მართვის ეტაპი, რომელზეც დღეს ვართ, თითოეული ჩვენგანისგან მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს

„გუშინ მსოფლიოში კიდევ ახალი ანტირეკორდი დამყარდა და 400 000-ზე მეტი ახალი ინფიცირებულია. ჯამურმა რაოდენობამ კი 41 მილიონს გადააჭარბა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

გიორგი გახარია

22 ოქტომბერი 2020, 14:08

სამართალი

გიორგი გახარია სამართალდამცველებს: ყველა კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა გამოიყენეთ, რომ სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული ამ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი

შსს-ს აქვს უმთავრესი ამოცანა - დამნაშავე უმოკლეს ვადაში უნდა იყოს დაკავებული და ამისთვის მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო მოქმედებები. ყველა კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა, რომელიც აქვს შსს-ს, ამ მიზნის მისაღწევად უნდა იყოს გამოყენებული, რათა მსგავსი დანაშაულის ჩამდენებს დაუსჯელობის შეგრძნება არ გაუჩნდეთ, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

22 ოქტომბერი 2020, 13:58

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: როცა არსებობს გარკვეული რისკები, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, პოლიციამ იმუშავა მაღალი პროფესიონალიზმით

„როცა არსებობს გარკვეული რისკები, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, პოლიციამ იმუშავა მაღალი პროფესიონალიზმით“, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ზუგდიდში, გუშინ განვითარებული მოვლენები.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი

22 ოქტომბერი 2020, 13:57

კულტურა

ვანის განახლებული არქეოლოგიური მუზეუმი ორი თვის განმავლობაში სტუმრებს უფასოდ მიიღებს

ახალ შენობაში მოეწყო თანამედროვე ინფრასტრუქტურა, უახლესი სტანდარტების ფონდები, სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორია,ბიბლიოთეკა, მედიათეკა და საზოგადოებრივი სივრცეები. მუზეუმში მუდმივმოქმედ გამოფენაზე წარმოდგენილია ვანის მდიდრულ სამარხებში აღმოჩენილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები. განახლებული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება ვანის საერთაშორისო სიმპოზიუმები მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით. მუზეუმის რეაბილიტაცია მთავრობამ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განახორციელა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

22 ოქტომბერი 2020, 13:46

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩი პარიზის მასტერსზე არ ითამაშებს

ნოვაკ ჯოკოვიჩი პარიზის მასტერსზე არ ითამაშებს. Times Of India-ს ინფორმაციით, 33 წლის სერბ ჩოგბურთელს სურს, რომ მიმდინარე სეზონი მსოფლიოს პირველი ჩოგნის რანგში დაასრულოს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ტურნირი გასულ სეზონში მოიგო, იქ მოპოვებულ ქულებს არ დაკარგავს.

ირაკლი ჩიქოვანი

22 ოქტომბერი 2020, 13:38

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: დარწმუნებული ვარ, მოხდება დამნაშავის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა

„სპეციალური მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ავთანდილ გალდავას, რომელმაც გვანახა მაღალი პროფესიონალიზმი წუხანდელი ღამის განმავლობაში და ზოგადად მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა. მეორე მხრივ, ხაზს გავუსვამ იმას, რომ ოპერაცია კვლავაც მიმდინარეობს. სამძებრო ღონისძიებები კვლავაც ტარდება. ვიცი რომ ბევრი სხვადსხვა ოპერატიული ღონისძიება არის დაგეგმილი დღის განმავლობაში და, შესაბამისად, მე იმედს ვიტოვებ და დარწმუნებული ვარ, მოხდება დამნაშავის დაკავება და შესაბამისად პასუხისგებაში მიცემა“, -განაცხადა ჩიქოვანმა.

22 ოქტომბერი 2020, 13:35

სამართალი

სამართალდამცველებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლის მიერ, ქალაქ ზუგდიდში განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, 20 000 (100 ბლოკი) ღერი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

რატი იონათამიშვილი

22 ოქტომბერი 2020, 13:25

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: საზოგადოება კარგად ხედავს, ვინ გულშემატკივრობდა ამ პროცესების მშვიდობიან დასრულებას და ვინ კეკლუცობდა დანაშაულის ადგილიდან კამერებთან

„პოლიციამ იმუშავა მაღალი პროფესიონალიზმით, რაშიც ლომის წვლილი შეიტანა იმან, რომ მინისტრი, ბატონი ვახტანგ გომელაური იყო ადგილზე და უშუალოდ ხელმძღვანელობდა ოპერაციას და ასევე სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელის, ავთანდილ გალდავას გმირულმა ნაბიჯმა. ჩვენი საზოგადოება კარგად ხედავს, ვინ გულშემატკივრობდა ზუსტად ამ პროცესების მშვიდობიან დასრულებას და ვინ კეკლუცობდა დანაშაულის ადგილიდან კამერებთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია სხვა ოპონენტებისგან“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

22 ოქტომბერი 2020, 13:22

სამართალი

პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული, არასრულწლოვანი ნ.ო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავეს, - ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ტაირონ ლიუ

22 ოქტომბერი 2020, 13:19

სპორტი

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მთავარ მწვრთნელად ტაირონ ლიუ დაინიშნა

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მთავარ მწვრთნელად ტაირონ ლიუ დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას Loop-ი ავრცელებს. 43 წლის სპეციალისტი გასულ სეზონში კალიფორნიულ კლუბში მთავარი მწვრთნელის დოკ რივერსის ასისტენტი იყო, იქამდე კი „კლივლენდში“ მუშაობდა და 2016 წელს, „კავალიერსი“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გამარჯვებული სწორედ ლიუს ხელმძღვანელობით გახდა.

22 ოქტომბერი 2020, 13:11

სპორტი

„მანჩესტერ იუნაიტედს“ 474 მილიონი ფუნტის ოდენობის ვალი აქვს

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ 2019/2020 წლების ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც BBC იუწყება, კლუბის ვალი 474 მილიონი ფუნტია, რაც შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით 133 პროცენტით მეტია.

მანუელ ნოიერი

22 ოქტომბერი 2020, 13:04

სპორტი

მანუელ ნოიერმა „ბაიერნის“ შემადგენლობაში საკუთარი კარი მშრალად მე-200 შეხვედრაში შეინახა

მანუელ ნოიერმა „ბაიერნის“ შემადგენლობაში საკუთარი კარი მშრალად მე-200 შეხვედრაში შეინახა. Isu Bogor-ის ინფორმაციით, 34 წლის მეკარემ ამის გაკეთება „ატლეტიკოსთან“ 4:0 მოგებულ თამაშში შეძლო და ლეგენდარული ზეპ მაიერის (199) მიღწევა გააუმჯობესა.

22 ოქტომბერი 2020, 12:59

ეკონომიკა

იაპონიასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა ხუციშვილსა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის მოადგილეს, მასატაკა ობატას შორის გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც დასრულდა მოლაპარაკებები და მიღწეულ იქნა შეთანხმება „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ“ კონვენციის განახლებულ ტექსტზე.

ბერდია სიჭინავა

22 ოქტომბერი 2020, 12:56

COVID19

ბერდია სიჭინავა: ამ ეტაპზე გვყავს 381 მძიმე პაციენტი, მათ შორის თბილისში 190 და აჭარაში 79

ამ ეტაპზე გვყავს 381 მძიმე პაციენტი, მათ შორის თბილისში - 190 და აჭარაში - 79. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 77 პირი, მათ შორის, თბილისში - 48, აჭარაში - 12, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავა

22 ოქტომბერი 2020, 12:52

COVID19

ბერდია სიჭინავა: 1595 ახალი შემთხვევიდან თბილისში გვაქვს 563 შემთხვევა, აჭარაში - 389, იმერეთში კი 335

დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 595 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 22 803-ს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზუგდიდი

22 ოქტომბერი 2020, 12:36

სამართალი

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ მძევლების აყვანის ფაქტს უცხოური მედიაც გამოეხმაურა

AP- წერს, რომ შეიარაღებულმა კაცმა ბანკის თანამშრომლები და მომხმარებლები მძევლად აიყვანა დასავლეთ საქართველოში, ქალაქ ზუგდიდში და 500 000 აშშ დოლარი მოითხოვა. ამასთან, ჟურნალისტი წერს, რომ გავრცელებულ კადრებში ჩანდა, როგორ ისხდნენ მძევლები იატაკზე და რომ თავდამსხმელს სავარაუდოდ, ხელყუმბარა ეჭირა.

22 ოქტომბერი 2020, 12:19

COVID19

სომხეთში კორონავირუსის დღიურმა შემთხვევებმა 2,000-ს გადააჭარბა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,306 პაციენტს დაუდასტურდა, 10 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 70,836 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1,131 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 49,787.

სერგეი შამბა

22 ოქტომბერი 2020, 12:17

სამართალი

სერგეი შამბა: სოხუმი მზადაა, დამნაშავე თბილისს გადასცეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა აცხადებს, რომ წარმოუდგენლად მიაჩნია, თავდამსხმელმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე შეღწევა შეძლოს. ამის შესახებ სერგეი შამბამ Sova News-ს განუცხადა. მისივე თქმით, თუ დამნაშავე მოახერხებს ოკუპირებულ რეგიონში გადასვლას, სოხუმი მზადაა დამნაშავე თბილისს გადასცეს.

ამირან სალუქვაძე

22 ოქტომბერი 2020, 12:15

საზოგადოება

ამირან სალუქვაძე: ზოგიერთმა კატეგორიულად გამორიცხა ტერაქტის კვალიფიკაცია, საიდან ამტკიცებთ, რომ ფული ტერორიზმისთვის არ სჭირდება?

გუშინ ზოგიერთმა კატეგორიულად გამორიცხა ტერაქტის კვალიფიკაცია. მაგრები არიან, გამოძიების დასრულებამდე მხოლოდ ფულს ასახელებენ მოტივაციად. პოლიტიკა რომ გამოვრიცხოთ, საიდან ამტკიცებთ, რომ ფული ტერორისტული საქმიანობისთვის არ სჭირდება? - ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე წერს.