პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება გადაწყვიტა
ფოტო: საქართველოს პროკურატურა
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი ყოფილი მსჯავრდებულის საქმეებზე უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო, აგრეთვე დეპარტამენტის მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, კანონიერ მესაკუთრეს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება - (ბათუმში გონიოს დასახლებაში მდებარე 603 კვ/მ) მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2006 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ს.შ., რომელიც 2006 წლის 28 ოქტომბერს მიცემული იქნა ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
სამართალდამცავი სტრუქტურის ცალკეული თანამშრომლები ს.შ.-ს პატიმრობის პერიოდში, მასთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას საპროცესო შეთანხმების გაფორმების პირობებზე. შეთანხმების გაფორმების ჩრდილოვან წინაპირობად მათ მიერ მოთხოვნილი იქნა ს.შ-სგან მის საკუთრებაში არსებული გონიოში მდებარე 603 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ გადაცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გამოყენებული იქნებოდა ყველაზე მკაცრი სასჯელი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს.შ. იძულებული გახდა დათანხმებულიყო უკანონო მოთხოვნას.
2006 წლის 27 დეკემბერს მიღებული მითითების შესაბამისად, ს.შ.-მ საპატიმროში გაუფორმა მინდობილობა თავის ნათესავს ი.ქ.-ს, რომელმაც თავის მხრივ, ს.შ.-ს მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, სახელმწიფოს ჩუქების გზით გადასცა ს.შ.-ს კუთვნილი, 261 700 ლარად ღირებული 603 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი. 2006 წლის 27 დეკემბერს, ს.შ.-ს მხრიდან ზემოაღნიშნული უკანონო მოთხოვნის შესრულებისთანავე, მას შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეეცვალა და შეეფარდა გირაო 200 000 ლარის ოდენობით. 2007 წლის 22 ივნისს ს.შ-სთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება 4 წლის ვადით პირობით მსჯავრზე და 200 000 ლარის ოდენობის ჯარიმაზე.
მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, პროკურატურა მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნების სამართლებრივი პროცედურების დაწყების შუამდგომლობით. ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში დამნაშავე პირთა დადგენა-მხილების მიზნით აღნიშნულ საქმეზე გრძელდება გამოძიება. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი მსჯავრდებულის - გ.ბ-ს და ვ.კ-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დადგენილი და დაკითხული იქნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეზე მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
2006 წლის 15 აგვისტოს გ.ბ. საბრალდებო დასკვნის თანახმად მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის I ნაწილით, 178-ე მუხლის I, II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და III ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით. 2006 წლის 5 დეკემბერს მის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი. საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად დადგენილი იქნა, რომ გ.ბ-ს საქმეზე ადგილი ჰქონდა დანაშაულში ცრუ დასმენის ფაქტს. ახალი გამოძიებით დადგინდა და დაიკითხნენ მომხდარი ინციდენტის თვითმხილველი მოწმეები და ექსპერტები. გამოთხოვილი და ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის დოკუმენტური მტკიცებულებები, ჩატარდა სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის შედეგად გამოირიცხა გ.ბ-ს მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა. 2004 წლის 20 ოქტომბერს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული ვ.კ. სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტებზე.
2004 წლის 17 დეკემბერს ვ.კ-სთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 332-ე მუხლის II ნაწილის ორი ეპიზოდისთვის და 218-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუქნტით. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.
საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ვ.კ -ს მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულს, ბრალდების წარდგენის მომენტში გასული ჰქონდა იმ პერიოდში მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა, რაც წარმოადგენდა სასხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს. შესაბამისად დადგინდა მისი უფლებების არსებითად დარღვევის ფაქტი. ორივე ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ. შესაბამისად, პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის შუამდგომლობით.
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 87 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 70 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 18 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი.
დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 380 პირი, რომელთაგან 293 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 54,500,000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება.
ყველა სიახლე
16 ივლისი 2026, 01:09
სპორტი
არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა. ნახევარფინალურ შეხვედრაში „ალბისელესტემ“ ინგლისის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
15 ივლისი 2026, 23:48
მსოფლიო
ირანის საგარეო უწყების სპიკერი: ირანი აშშ-ის თავდასხმებს კვლავ მტკიცედ უპასუხებს და მოლაპარაკებებს არ გეგმავს
ირანი აშშ-ის თავდასხმებს კვლავ მტკიცედ უპასუხებს და მოლაპარაკებებს არ გეგმავს, - განუცხადა ოთხშაბათს ირანულ მედიას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ.
15 ივლისი 2026, 23:35
მსოფლიო
მიხაილ ფედოროვმა დაადასტურა, რომ ტოვებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტს
მიხაილ ფედოროვმა დაადასტურა, რომ ტოვებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტს და თავისი საქმიანობა შეაჯამა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 22:19
მსოფლიო
ტრამპი ირანთან ომის დასრულების შესახებ: მე ახლა მოლაპარაკება არ მსურს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ირანელებთან მოლაპარაკებას არ აპირებს.
15 ივლისი 2026, 22:18
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი წინაპრების მსგავსად, ჩვენი ვალია, დავიცვათ ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ის სიწმინდეები, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი თვითმყოფადობა და თავისუფლება
ვლაქერნობის დღესასწაულს წელს საქართველოს მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ფარგლებში აღვნიშნავთ. ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი და ეროვნული იდენტობა ქრისტიანულ საფუძველზეა აღმართული და სწორედ ამ საძირკველმა გააძლებინა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი განსაცდელები, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში. შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო/
15 ივლისი 2026, 22:17
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: China Eastern Airlines-ის შემოსვლა უპრეცედენტო მოვლენაა, რადგან შანხაისთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აქამდე არასდროს გვქონია
ავიაკომპანია China Eastern Airlines თბილისსა და შანხაის შორის ფრენებს კვირაში სამი სიხშირით განახორციელებს, ეს ნამდვილად უპრეცედენტო მოვლენაა, რადგანაც აქამდე შანხაისთან პირდაპირი ავიამიმოსვლა არ გვქონია, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში China Eastern Airlines-ის საინაუგურაციო ფრენის შესრულების შემდეგ. მისი თქმით, აღნიშნულ ფრენებსა და მგზავრთნაკადის ზრდას ხელი შეუწყო იმ ფაქტორმაც, რომ ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა მოქმედებს.
15 ივლისი 2026, 22:15
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: საქართველო უფლის კვართისა და ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის მცველი ქვეყანაა. ეს არის უდიდესი პატივი, რომელიც ჩვენს ერს ერგო და ამავე დროს, ეს არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაც
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით მისალოც პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, სიწმინდეების, ქრისტიანული რწმენის და სახელმწიფო მემკვიდრეობის ღირსეულად შენარჩუნება. მისი თქმით, წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ვლაქერნობის დღესასწაულს საქართველოს მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ფარგლებში აღინიშნება.
15 ივლისი 2026, 21:42
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი მარკო რუბიოს ორგანიზებულ ფორუმში მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობაზე: თუ ხელისუფლება მართლაც „არალეგიტიმურია“, მაშინ რატომ ზის მისი ვიცე-პრემიერი არა შემთხვევითი სტუმრის სტატუსით, არამედ როგორც სრულუფლებიანი მონაწილე
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება საერთაშორისო მინისტერიალს და აღნიშნავს, რომ ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა წინააღმდეგობაში მოდის იმ ქვეყნების განცხადებებთან, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას „არალეგიტიმურად“ მოიხსენიებდნენ.
15 ივლისი 2026, 21:26
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა, მხარეებმა პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდაზე იმსჯელეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოცუენთან.
15 ივლისი 2026, 21:13
მსოფლიო
Reuters: ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ევროკავშირის ერთ-ერთ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 21:03
რეგიონი
ვლაქერნობა - მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები და პატრიარქ შიო მესამის სადღესასწაულო მსახურება ზუგდიდში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
მრავალწლიანი ტრადიცია, რომელიც ილია მეორის სახელს უკავშირდება, გრძელდება.
15 ივლისი 2026, 20:59
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი მერცის განცხადებაზე: ჩვენ საერთოდ არავის არჩევნებში არ ვერევით, შესაბამისად, არც ჩვენ არ გვინდა, რომ ბრიუსელი ან ბრიუსელთან დაკავშირებული ინსტიტუტები საქართველოს არჩევნებში ჩაერიონ
„ჩვენ საერთოდ არავის არჩევნებში არ ვერევით, შესაბამისად, არც ჩვენ არ გვინდა, რომ ბრიუსელი ან ბრიუსელთან დაკავშირებული ინსტიტუტები საქართველოს არჩევნებში ჩაერიონ“, - წერს ლევან მაჭავარიანი.
15 ივლისი 2026, 20:55
ეკონომიკა
თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო
საქართველოს ავიაბაზარზე ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და წამყვანი ავიაკომპანია China Eastern Airlines შემოვიდა და ისტორიაში პირველად, თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა.
15 ივლისი 2026, 20:46
საზოგადოება
თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა - ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე ტენდერი დასრულდა და პროექტირება იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე“ მიმავალი ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი დასრულებულია. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით ახალი ეტაპი, პროექტირება იწყება.
15 ივლისი 2026, 20:46
მსოფლიო
ლონდონის პოლიციამ დააკავა მამაკაცვი პარტია Reform UK-ის ლიდერის, ნაიჯელ ფარაჟის მისამართით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მუქარის გამო
ლონდონის პოლიციამ დააკავა მამაკაცვი პარტია Reform UK-ის ლიდერის, ნაიჯელ ფარაჟის მისამართით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მუქარის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 20:44
სამართალი
აშშ-ში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
აშშ-ში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს.
15 ივლისი 2026, 20:29
პოლიტიკა
სტიგმატიზება, ცინიზმი და შშმ პირების დაკნინების მცდელობა - უფლებადამცველები ოპოზიციის აქტივისტის შეურაცხმყოფელ განცხადებებს გმობენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის აქტივისტი შშმ პირებს შეურაცხყოფს. მათთვის, ვინც ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ შესაძლებლობები შეუზღუდავია და ყველა ადამიანი თანასწორი, მსგავსი გამოვლინება კატეგორიულად მიუღებელია. ისევე, როგორც საზოგადოების უმრავლესობისათვის.
15 ივლისი 2026, 20:27
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვნახავთ კიდევ უფრო მეტ რეისს კიდევ უფრო მეტი მიმართულებიდან
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ China Eastern Airlines-თან ერთად ვწერთ ახალ ისტორიას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
15 ივლისი 2026, 20:25
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისი, ფაქტობრივად, სავსე ჩამოვიდა - 98%-იანი დატვირთულობის კოეფიციენტით, რაც ავიაკომპანიის, მისი მენეჯმენტის, მმართველი გუნდის და ასევე ჩვენი ქვეყნის დიდი წარმატებაა
დღეს საქართველოს ავიაციის ინდუსტრიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ძალიან ბევრი წლის ერთობლივმა შრომამ ნაყოფიერი და ხელშესახები შედეგი გამოიღო, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისი-შანხაის საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.
15 ივლისი 2026, 20:22
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ვაშინგტონში ,,პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ” მინისტერიალში.


