imedi /  24 სექტემბერი 2020, 19:58 / სანდო წყარო

შინაგან საქმეთა სამინისტრო სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება

შსს შენობა

გვსურს გამოვეხმაუროთ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას 24 სექტემბრის
განცხადებას, იმის თაობაზე, რომ თითქოს წინა წლების პრაქტიკით წინასაარჩევნო
პერიოდში ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისთვის პრაქტიკულად არავის უგია
პასუხი, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, არჩევნების პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა ქვეყნის
მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და
უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.

„შს სამინისტრო ბოლო წლების მანძილზე უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება
აღნიშნულ ამოცანას და მყისიერ სამართლებრივ რეაგირებას ახდენდა
კომპეტენციას მიკუთვნებულ თითოეულ ინციდენტზე.

სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა
ყველა შესაძლო ინციდენტი, როგორც უბანზე, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე,
დროულად ყოფილიყო აღკვეთილი.

გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დგებოდა
კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად მათი პოლიტიკური
შეხედულებებისა. ბრალდებულთა შორის იყვნენ როგორც ოპოზიციური, ასევე,
მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები.

მაგალითისთვის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში,
ასევე, პირველი და მეორე ტურების განმავლობაში და შემდგომ პერიოდში,
გამოძიება დაიწყო 70-ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეზე, საიდანაც
სისხლისსამართლებრივი პასუხისგებლობა დაეკისრა 27 პირს.

სამინისტროს ქმედებების შესახებ ინფორმაცია რეგულარულად ვრცელდებოდა,
როგორც საჯაროდ, ისე საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო
ორგანიზაციებთან უშუალო კომუნიკაციის გზით.

არჩევნების დროს ძალადობის კლებასა და პოლიციის ეფექტიანი მუშაობის შესახებ
მკაფიო ჩანაწერები გვხვდება ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო
მისიების ანგარიშებშიც.

ამასთან, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2020 წლის საპარლამენტო
არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფად შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული/დაგეგმილი ღონისძიების შესახებ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 26 აგვისტოს №129
ბრძანების საფუძველზე ცვლილება შევიდა „საქართველოს პოლიციის ეთიკის
კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ
მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში და
განახლებული რედაქციით დამტკიცდა საარჩევნო პერიოდში საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, რომელიც
წარმოადგენს ნორმატიული ხასიათის დოკუმენტს და სავალდებულოა შესასრულებლად
სამინისტროს სისტემის ყველა მოსამსახურისათვის.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო
ინსტრუქცია სრულ შესაბამისობაშია საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან
და აწესრიგებს ისეთ საკითხებს როგორიცაა:

- აკრძალვები წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას;

- საარჩევნო პერიოდში დადგენილი შეზღუდვები;

- სამინისტროს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები;

- სამინისტროს მიერ პოლიტიკური ნეიტრალობის უზრუნველყოფა;

- სამინისტროს მიერ კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე
ტერიტორიაზე წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა და ცალკეული პასუხისმგებლობა
საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის.

„სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის“ უწყებათაშორისი კომისიის
რეკომენდაციების შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით
განისაზღვრა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვის შინაარსი, რაც
გულისხმობს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე
ნებისმიერი პირისათვის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკური
პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტების
მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის
პროცესში სამინისტროს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვას, მათ
შორის, აიკრძალა სამინისტროს კუთვნილი ადმინისტრაციული შენობების,
საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა
სახის ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება.
მოქმედ ინსტრუქციას დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, აიკრძალა
სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განკუთვნილი საკომუნიკაციო
საშუალებების (მათ შორის, ელფოსტა), საინფორმაციო მომსახურებისა (მათ
შორის, ოფიციალური ვებგვერდი ან/და ბიუჯეტის სახსრებით ადმინისტრირებული
სოციალური მედია) და სხვადასხვა სახის ტექნიკის (მათ შორის, ზემოხსენებული
საკომუნიკაციო საშუალებებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენების
გზით პირად სოციალურ ქსელებში წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის)
ნიშნების შემცველი ინფორმაციის განთავსება) გამოყენება.

2020 წლის 18 სექტემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით
დამტკიცდა არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების
უზრუნველსაყოფად ზოგიერთი ღონისძიების მომწესრიგებელი ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ბრძანების თანახმად, ტერიტორიულ
ერთეულებში მოქმედი შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები, წინასაარჩევნო
კამპანიის მიმდინარეობისას და უშუალოდ არჩევნების დღეს, თავიანთ სამოქმედო
არეალში, სამართალდარღვევათა პრევენციას და მათზე დროულ რეაგირებას
უზრუნველყოფენ. გარდა ამისა, ბრძანება ყველა პოლიციელს სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად
დაცვას ავალდებულებს.

არსებული ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან კოორდინირებული
თანამშრომლობის შედეგად, შემუშავდა არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების
ხელშეწყობისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან
(COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს წარმომადგენლებისთვის, რომელიც ასევე ასახულია მინისტრის
ბრძანებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში წინასაარჩევნოდ
დაგეგმილია სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა
და სხვა საპოლიციო ქვედანაყოფების მოსამსახურეების (გადამზადდება 4000-ზე
მეტი მოსამსახურე) გადამზადება, რაც მიზნად ისახავს პოლიციელთა
კვალიფიკაციის ამაღლებას საარჩევნო კანონმდებლობის მიმართულებით და ხელს
შეუწყობს მათზე დაკისრებული მოვალეობის ეფექტიანად განხორციელებას.
ტრენინგის ფარგლებში მსმენელები გაეცნობიან საარჩევნო კანონმდებლობას,
საპოლიციო ღონისძიებებს არჩევნების პროცესში, რეკომენდაციებს კონფლიქტის
განმუხტვის შესახებ და პოლიციის რეაგირების მექანიზმებს არჩევნების
მიმდინარეობისას გამოვლენილ სამართალდარღვევებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება,
მოწოდებულია უზრუნველყოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთელი ქვეყნის
მასშტაბით უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარება და ამ მიმართულებით
გამოთქვამს მზაობას ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

29 ოქტომბერი 2020, 17:23

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ისე, როგორც ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ ვერ შეძლო და ამის ყველაზე დიდი საფუძველი ერთიანობაა

„ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ ყოველთვის გვქონდა და რომლითაც უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება და შრომა. ყველას კარგად უნდა გვავხსოვდეს, რომ შემდეგი 4 წელი იქნება გამოწვევებით სავსე და ჩევნ ყველანი ვხედავთ, რომ უაღრესად არაოდინარულ სიტუაციაში გვიწევს კამპანიის ჩატარება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კახა კალაძე

29 ოქტომბერი 2020, 17:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც მზადაა, 24-საათიან რეჟიმში ემსახუროს ხალხს

„გვახსოვს, როგორც ებრძოდნენ განსხვავებულ აზრს, შეხედულებებს და ეს ყველაფერი ჩვენ ჩავაბარეთ წარსულ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბექა ოდიშარიას წარდგენისას განაცხადა.

29 ოქტომბერი 2020, 17:18

მსოფლიო

საფრანგეთში ანტიტერორისტული ზომების დონე მაქსიმალურამდე გაიზარდა

ნიცაში მომხდარი ტერაქტის გამო, საფრანგეთში ტერორიზმთან ბრძოლის გეგმა „Vigipirate“-ი მაქსიმალურ დონემდე გაიზარდა. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

29 ოქტომბერი 2020, 17:08

რეგიონი

რაჭასა და ლეჩხუმში 2 357 ტონა ყურძენი გადამუშავდა

რაჭასა და ლეჩხუმში რთველი დასრულდა. რაჭაში სულ გადამუშავდა 2 357 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული, აქედან სახელმწიფო კომპანიამ 1 161 ტონა ყურძენი მიიღო, ხოლო 1 196 ტონა კერძო კომპანიებმა ჩაიბარეს, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ანგელა მერკელი

29 ოქტომბერი 2020, 16:56

COVID19

ანგელა მერკელი: პოპულისტები, რომლებიც ამბობენ, რომ კორონავირუსი უვნებელია, საშიში და უპასუხისმგებლო ხალხია

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, პოპულისტები, რომლებიც ამბობენ, რომ კორონავირუსი უვნებელია, საშიში და უპასუხისმგებლო ხალხია.

მამუკა მდინარაძე

29 ოქტომბერი 2020, 16:54

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ბათუმში გამართული აქციის შემდეგ ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაორმაგდა

ბათუმში გამართული აქციის შემდეგ, როდესაც უკვე 200-ს ქვემოთ იყო ჩამოსული ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი, დაახლოებით 6-7 დღის შემდეგ ამ აქციიდან, ეს მაჩვენებელი უკვე გაორმაგდა მაშინ, როცა უკვე იყო დასტაბილურებული,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

29 ოქტომბერი 2020, 16:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ეს არის ერთი დიდი ჯაჭვი, რომლის მეშვეობითაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს დესტაბილიზაციის მოწყობას, რაც არ გამოუვათ, ამის გარანტიას ვაძლევთ

„ნაციონალური მოძრაობის“ ბოტები მუშაობენ და ჩაშლილია ახალი დავალებები, მათ შორის, ახალი ტყუილი, საოცრება იმის შესახებ, თითქოს ნიკა მელია გლდანში არჩევნებს პირველივე ტურში 61%-ით იგებს. ეს არის დასაცინი ამბავი. ამაზე მოკლეფეხებიანი ტყუილი არ არსებობს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გაშიფრულია მთლიანად ფეისბუქის სისტემა, რომელიც ყალბი ამბების გავრცელებით არის დაკავებული.

29 ოქტომბერი 2020, 16:41

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის 3,565 შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 3,565 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 89 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 404,048 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 329,778-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 13,701 ადამიანი ემსხვერპლა.

მამუკა მდინარაძე

29 ოქტომბერი 2020, 16:40

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: უკვე მესამე დღეა აშკარავდება „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებლური გეგმები

„თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე სადამკვირვებლო მისია, რომელიც ცდილობს, რომ ობიექტურად დააკვირდეს ბრჭყალებში თუ მის გარეშე არჩევნებს - ეკუთვნის „ქართულ ოცნებასთან“ პირდაპირ დაკავშირებულ პირს, მე გაძლევთ იმის გარანტიას, რომ ასეთი ორგანიზაცია არჩევნებს აღარ დააკვირდება. თქვენ ახსენეთ გვარი, როგორც ვიცი მოდებაძე, რომელიც პირველი ინფორმაციით რაც გავიგე, არის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის გამგეობის წევრი.

ივანე მაჭავარიანი

29 ოქტომბერი 2020, 16:37

ეკონომიკა

საქართველომ საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით აზიის განვითარების ბანკიდან დამატებით 170.8 მლნ ევრო მიიღო

დღეს, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა შეთანხმება „ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის“ თაობაზე. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და აზიის განვითარების ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა შეინ როზენტალმა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს გამოუყოფს 170.8 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, რომელიც მიიმართება ბიუჯეტში.

მამუკა მდინარაძე

29 ოქტომბერი 2020, 16:34

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ყველა პროვოკაციულ შემთხვევასთან დაკავშირებით არის სამართლებრივი რეაგირება

„სხვათა შორის, ერთ-ერთი შემთხვევა მედიამ მთლიანად გაატარა რატომღაც. ერთ-ერთი უმძიმესი ფაქტი, რომელიც მოხდა მარნეული გზაზე და იქაც ყველა ადამიანი დაკავებულია, წინასწარ პატიმრობაში არიან და ბრალდებულებად არიან მიჩნეული გამოძიების მიერ. ეს ფაქტი რომ მოხდა იყო დიდი აჟიოტაჟი და როგორც კი ეს ადამიანები დააკავეს, საერთოდ კითხვაც არავის დაუსვამს. იმიტომ აუარეთ ამას გვერდი, რომ სამართლებრივი რეაგირება დანაშაულს რომ მოჰყვა და ეს დანაშაული გაუხსნელი რომ არ არის და მესამე დღესვე რამდენიმე პირი რომ არის დაკავებული ამასთან დაკავშირებით, ეს არ გაწყობდათ და არ თქვით“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ივანე მაჭავარიანი

29 ოქტომბერი 2020, 16:33

ეკონომიკა

გერმანიის მთავრობამ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოს დამატებით 20,8 მილიონი ევრო გამოუყო

საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის ხელი მოეწერა სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს „სოციალური უსაფრთხოება COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში“, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონული ოფისის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, კლაუს ფაიგელმა.

29 ოქტომბერი 2020, 16:32

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 78 981 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 78 981 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 994 ადამიანი გარდაიცვალა.

29 ოქტომბერი 2020, 16:31

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი 1,015 ადამიანს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 1,015 ადამიანს გამოუვლინდა, 9 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 53,152 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 708 ადამიანი. ვირუსისგან 42,516 პაციენტი განიკურნა.

29 ოქტომბერი 2020, 16:27

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის პრეზიდენტმა, პანდემიის პირობებში 5G-ის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური და კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის (UKE) ახალ პრეზიდენტს იაცეკ ოკოს და მის მოადგილეს კაროლ კრჟივიცკის შეხვდნენ. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, შეხვედრა COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე ონლაინ რეჟიმში შედგა. კაროლ კრჟივიცკი ამავდროულად 2020 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელს (EaPeReg) თავმჯდომარეობს. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და UKE პრეზიდენტმა შეხვედრაზე სამომავლო გეგმებსა და 5G ტექნოლოგიის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ილჰამ ალიევი

29 ოქტომბერი 2020, 16:26

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას არ დავუშვებთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას არ დაუშვებს.

დოლარი

29 ოქტომბერი 2020, 16:20

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

2020 წლის 29 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2334 შეადგინა.

გზების ჩაკეტვა

29 ოქტომბერი 2020, 16:04

საზოგადოება

„ნაცმოძრაობის“ აქციის გამო დედაქალაქის ცალკეულ უბნებში დღეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს თბილისში დაგეგმილია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო დასკვნითი ღონისძიება, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

ავინიონი თავდასხმა

29 ოქტომბერი 2020, 15:50

მსოფლიო

ავინიონში დანით შეიარაღებულმა კაცმა პოლიციელებზე თავდასხმა სცადა

თავდამსხმელი ყვიროდა „ალაჰუ აკბარ“. პოლიციელებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. მიღებული ჭრილობების შედეგად თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

თამარ ჟვანია

29 ოქტომბერი 2020, 15:35

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე: არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა პანდემიის პირობებშიც კი

მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა პანდემიის პირობებშიც კი, რადგან ჩვენ ვასრულებთ ყველა რეკომენდაციას თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ განცხადება ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, 31 ოქტომბერს, კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას.