02 ოქტომბერი 2020, 18:34 / სანდო წყარო

პროკურორის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის დედამ პროცესზე დაკითხვაზე უარი თქვა და სასამართლოს წერილით მიმართა

მცხეთის რაიონული სასამართლო

მცხეთის რაიონული სასამართლო

სასამართლომ მიიღო გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის დედის წერილი, სადაც იგი გამოთქვამდა პოზიციას, რომ მისთვის უკიდურესად მძიმე და რთული იყო, წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე და მიეცა ჩვენება აღნიშნულ საქმეზე, - აცხადებს პროკურორი, ნანა გუგუტიშვილი.

„თამარ შაქარაშვილის წერილში დაფიქსირებული იყო, რომ აღნიშნულ საქმეზე ექვსივე პირის მიმართ სასამართლოს მიეღო მკაცრი გადაწყვეტილება. საკმაოდ ემოციური წერილი იყო. წერილში დაფიქსირებული იყო, რომ მისთვის მძიმე იქნებოდა მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირების ნახვა“, – განაცხადა პროკურორმა.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე გამოყო. მათგან ოთხს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ძალადობაში მონაწილეობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედება ბრალად. ორ დაკავებულს კი, გარდა ამ ბრალდებისა, გამოძიება განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობასაც ედავება.

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 23:46

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თურქეთში, იზმირის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. „ძალიან ვწუხვარ მიწისძვირს გამო, რამაც თურქეთში, უკვე მრავალი ადამიანის სიცოცხლე იმხსხვერპლა. პრეზიდენტო ერდოღან, საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას. გულწრფელად გისამძიმრებთ“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი Twitter-ზე.​

კახა კალაძე

30 ოქტომბერი 2020, 23:46

პოლიტიკა

კახა კალაძე: დავით გარეჯის საქმეზე კითხვები უფრო გამიმძაფრდა, რაც ჩვენი ოპონენტების რეაქციები დავინახე

დავით გარეჯი უმძიმესი თემაა... კარგად მესმის ეს საკითხი როგორ აწუხებს ქვეყნის მოსახლეობას და ყველა იმ ადამიანს ვისაც მართლა უყვარს თავისი სამშობლო, ისტორია და კულტურა, შეუძლებელია ადამიანმა ისე გაატაროს ეს კონკრეტული თემა - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა.

კახა კალაძე

30 ოქტომბერი 2020, 23:35

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენთვის ყველაზე მთავარი მონაპოვარი და ღირებულება არის ადამიანი

ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, ჩამოეყალიბონ სტერეოტიპი, თითქოს წარსულზე ლაპარაკი სირცხვილია. არც მე მიყვარს წარსულის გახსენება, პირიქით, ყოველთვის ვცდილობ ვისაუბრო მომავალზე და დაგეგმილ პროექტებზე, მაგრამ სანამ ეს პარტია ჯერ კიდევ შემორჩენილია პოლიტიკურ ველზე, მე, როგორც პოლიტიკოსს მაქვს უფლება, ვისაუბრო მათ წარსულ საქმიანობაზე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

ვიქტორ ყიფიანი

30 ოქტომბერი 2020, 23:23

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: ხვალინდელი დღე არის სამოქალაქო ღირსების დღე

ხვალინდელი დღე, არის სამოქალაქო ღირსების დღე. ხვალ საქართველოს მოქალაქემ უდნა შეასრულოს დაუწერელი ვალდებულება. ეს ისეთი დაუწერელი ვალდებულება არის, რომელიც ყველა დაწერილ ვალდებულებაზე უფრო მეტად ფასობს, თავისი დატვირთვითა და მნიშვნელობით, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „ღია ეთერში“განაცხადა. „ხვალინდელი არჩევანით თავისი ხმით, თავისი ნების გამოხატვით, მოქალაქემ უნდა განსაზღვროს ქვეყნის განვითარების ბედი 4 წლით. სამოქალაქო ღირსების დღე, ეს არ არის არჩევანის გაკეთება მექანიკურად. მხოლოდ ბიულეტენში გარკვეული ციფრის შემოხაზვით. არჩევნებიდან არჩევნებამდე საზოგადოებაში ერთგვარი ეგზალტაცია იკიდებს ფეხს, გარკვეული დაძაბულობა, თითქოს, ყველა არჩევნებს ენიჭება საკრალური მნიშვნელობა და დატვირთვა. მე არ ვარ მომხრე, რომ ჩვენ, არჩევნებს საკრალურ და მითოლოგიურ მნიშვნელობას ვანიჭებდეთ, მაგრამ საქართველოსთვის და ქართველობისთვის არის პლებისციტი და საჯარო გამოკითხვა სამშობლოსადმი დამოკიდებულებაში“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ალექსანდრე გალდავა

30 ოქტომბერი 2020, 23:22

პოლიტიკა

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: არნახული თავდასხმაა საპატრიარქოზე და ზოგადად ეკლესიაზე

არნახული თავდასხმაა საპატრიარქოზე და ზოგადად ეკლესიაზე. ეკლესია და საპატრიარქო არაა გაყოფილი. ეკლესიის მეთაურია სწორედ საპატრიარქოს პოზიციის გამომხატველი უპირველესად და ის მღვდელმთავრები, რომლებიც შეადგენენ წმინდა სინოდს, - ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ღია ეთერში“ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ გააკეთა.

ირაკლი კობახიძე

30 ოქტომბერი 2020, 23:02

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ხვალ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, ქართველი ხალხი და საქართველო

მინდა წარმატება ვუსურვო ლევან კობიაშვილს, გამორჩეულად ღირსეულ ადამიანს. მას აშორებს ერთი ნაბიჯი გამარჯვებამდე. დარწმუნებული ვარ, რომ ის პირველსავე ტურში მოიგებს ამ არჩევნებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეხვედრაზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ასევე წინ გველოდება ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გამარჯვება, რასაც ჰქვია საფეხბურთო ოცნების ახდენა.

ია მეტრეველი

30 ოქტომბერი 2020, 23:01

საზოგადოება

ია მეტრეველი: „ნაცმოძრაობას“ არაფრის რესურსი აღარ აქვს, ხალხი არასოდეს დაუშვებს ამ ბოროტების დაბრუნებას

„ნაციონალურ მოძრაობას“ არაფრის რესურსი აღარ აქვს. არჩევნები „ქართული ოცნების“ დიდი გამარჯვებით დამთავრდება, ვინაიდან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უჭერს ამ პარტიას მხარს და ხალხი არასოდეს დაუშვებს იმ ბოროტების დაბრუნებას, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ არასამთავრობო ორგანიზაციის „დავასრულოთ“ დამფუძნებელმა, ია მეტრეველმა განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

30 ოქტომბერი 2020, 22:54

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: საქართველოში პოლიტიკური სპექტრი უნდა შეიცვალოს, „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტების მოღვაწეობა დაკავშირებულია ქვეყნის ღალატთან

ჩვენი პრობლემაა ის, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს არ გააჩნია ოპოზიცია. ეს პოლიტიკური ჭაობი 30 წლის განმავლობაში ერთი და იგივე მოთამაშეებს წარმოადგენს, ესაა ყველაზე დიდი პრობლემა ამ ქვეყნის და ყველაზე დიდი შემაფერხებელი განვითარების , - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

მერაბ კოკოჩაშვილი

30 ოქტომბერი 2020, 22:54

საზოგადოება

მერაბ კოკოჩაშვილი: ჩამოყალიბდა პრინციპები, რომელთა საფუძველზეც ჩვენი ქვეყანა ვითარდება

დამოუკიდებლობის 30 წელი ცოტაა, მაგრამ ჩამოყალიბდა პრინციპები, რომელთა საფუძველზეც ვითარდება ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ გადაცემა „ღია ეთერში“ კინორეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა ისაუბრა. „30 წელია რაც, საქართველო დამოუკიდებელია. ეს არ არის დიდი დრო იმისთვის, რომ ერი ისე ჩამოყალიბდეს, რომ ყველაფერი რაც ერის, თითოეული ჩვენგანის გადასაწყვეტია, მოაგვაროს, და ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც ჩვენ გვინდა. 30 წელი მცირე პერიოდია. მე არ მახსოვს მსოფლიო ისტორიაში, 30 წელიწადში სახელმწიფოს საკუთარი პრინციპები მოეგვარებინოს. ეს ურთულესი საქმეა, ბუნებრივია, მაგრამ ნელნელა ეს პრინციპები ნათლად გამოიკვეთა. ის, რომ დემოკრატიული ქვეყანა უნდა ვიყოთ, სავსებით ნათელია. ის, რომ დემოკრატიას შესაბამისი კანონები ესაჭიროება და ამ კანონებს უნდა ვასრულებდეთ და ვქმნიდეთ, ესეც ნათელია. ის, რომ პიროვნების თავისუფლება არის ერთ-ერთი გადამწყვეტი დემოკრატიულ ქვეყანაში და უფლებები და ცული უნდა იყოს. ეს პრინციპები, ყველაფერი, სწორად მიდის. თითქოს ჩამოყალიბდა პრინციპები, რომელთა საფუძველზეც ვითარდება ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა მერაბ კოკოჩაშვილი.

30 ოქტომბერი 2020, 22:50

COVID19

კახეთში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდსტატისტიკა ასეთია: ახმეტაში 2 ადამიანი დაინფიცირდა; გურჯაანში - 7; თელავში -12; ლაგოდეხში - 3 ; საგარეჯოში - 4, სიღნაღში - 2; დედოფლისწყაროში - 4, ხოლო ყვარელში - 6. გურჯაანში, ინფექცია დაუდასტურა „ავერსის" აფთიაქისა და გურჯაანის „ჯეოჰსპიტალსის" ორ თანამშრომელს, ასევე დაინფიცირდა ონკოპაციენტი. კორონავირუსი დაუდასტურდა ცხლების ცენტრში მოთავსებულ ერთ პირს.

30 ოქტომბერი 2020, 22:50

COVID19

ბელგიაში 13 დეკემბრამდე ლოკდაუნი დაწესდება

კორონავირუსის გავრცელების შემცირების მიზნით, ბელგიაში 13 დეკემბრამდე ლოკდაუნი დაწესდება. აღნიშნული გადაწყვეტილება 8-საათიანი შეხვედრის შემდეგ მიიღეს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა.

შსს

30 ოქტომბერი 2020, 22:45

სამართალი

შსს-მ დაიწყო ფაქტების შესწავლა ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე, რომელიც გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობას ეხება

გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობის შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე შსს-მ ფაქტების შესწავლა დაიწყო.

30 ოქტომბერი 2020, 22:36

COVID19

ჯანმო: ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 505 756 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 505 756 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

თამარ ცაგარეიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 22:21

საზოგადოება

თამარ ცაგარეიშვილი: არჩევნებზე არმისვლა საკუთარ მომავალზე ხაზის გადასმას ნიშნავს

ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოვალეობა - მივიდეთ და გავაკეთოთ არჩევანი. ეს დიდი პატივია ყველა ადამიანისთვის - მისცეს საკუთარი ხმა რომელიმე კანდიდატს. ეჭვი არ მეპარება, რომ ხვალ ყველანი მივალთ არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო ძალიან უცნაურ სიტუაციაში ტარდება არჩევნები და მთელი მსოფლიო შეძრწუნებულია ამ ვირუსით, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ ჟურნალისტმა, თამარ ცაგარეიშვილმა განაცხადა

სალომე ზურაბიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 22:21

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი თურქეთსა და საბერძნეთში მიწისძვრის შედეგად მსხვერპლის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თურქეთსა და საბერძნეთში მიწისძვრის შედეგად მსხვერპლის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ირაკლი კობახიძე

30 ოქტომბერი 2020, 22:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პროვოკაციების მოსამზადებლად ჩამოყალიბებული ჯგუფების უკან დგანან ვანო მერაბიშვილი, დიმიტრი შაშკინი, დევი ჭანკოტაძე, ტარიელ აბუაშვილი, ლორთქიფანიძე, შენგელი ბექაური, არჩილ ომიაძე და ბესო ნადირაძე

კრიმინალური ოპოზიცია გეგმავს საარჩევნო უბნებზე დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას. ამ მიზნისთვის მათ ივნისის თვიდან, სხვადასხვა რეგიონებში, ჩამოაყალიბეს ყოფილი ძალოვნების (ყოფილ შსს-ს თანამშრომელთა, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა) ჯგუფები. ჯგუფები დაყოფილია შემდეგი პრინციპით - ოცეულები, ათეულები და მათი ხელმძღვანელები ე.წ. "სარდლები", - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

30 ოქტომბერი 2020, 21:59

რეგიონი

წყალტუბოში ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციების ცენტრი გაიხსნა

გახსნის ცერემონიალს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინოვაციების და კომერციალიზაციის დეპარტამენტის უფროსი სალომე ხაჩიაური და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცენტრში ახალგაზრდები დაეუფლებიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, ჩამოყალიბდება სასწავლო ჯგუფები და მოხდება მათი მომზადება სხვადასხვა გრაფიკულ თუ საოფისე პროგრამებში.

დავით ზალკალიანი

30 ოქტომბერი 2020, 21:54

საზოგადოება

დავით ზალკალიანი თურქეთში, იზმირის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი თურქეთში, იზმირის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

ოლეგ სენინსკი

30 ოქტომბერი 2020, 21:52

პოლიტიკა

უკრაინელი დეპუტატების დამკვირვებლების სტატუსით საქართველოში ვიზიტის გაუქმების დეტალები გახდა ცნობილი

უკრაინაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ თითქოს დამკვირვებლების სტატუსით საქართველოში ჩამოსვლაზე რადას დეპუტატებს უარი ქართულმა მხარემ უთხრა. კიევში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება უკრაინაში მიიღეს.

30 ოქტომბერი 2020, 21:44

სამართალი

კახეთის პოლიციამ 2 ადამიანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

კახეთის პოლიციამ 2 ადამიანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.