imedi /  03 ოქტომბერი 2020, 11:26 / სანდო წყარო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „იდენტობის“ ჯგუფის ორ საქმეზე აღსრულების ზედამხედველობა დაასრულა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს მიმართ „იდენტობის“ ჯგუფის საქმეები დებატების გარეშე განიხილა და 2 საქმეზე, „ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, აღსრულების ზედამხედველობა დაასრულა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კომიტეტმა საკმარისად მიიჩნია საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული ჯგუფის საქმეებზე წარდგენილი ინფორმაცია და დებატების გამართვა საჭიროდ არ ჩათვალა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილებაში კომიტეტი მიესალმა იმ წარმატებულ რეფორმებს, რაც საქართველოში ხორციელდება შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით და

პოზიტიურად აღნიშნა ამ ტიპის დანაშაულებზე სპეციალიზებულ პროკურორთა და გამომძიებელთა ინსტიტუტის შექმნა და მოწმეთა და დაზარალებულთა მხარდაჭერისა და დაცვის გაძლიერება კოორდინატორის სამსახურების მეშვეობით;

ინტერესით აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მანდატის გაფართოება;

პოზიტიურად შეაფასა მთავრობის მუდმივი ძალისხმევა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სფეროში გამომძიებლების, პროკურორებისა და მოსამართლეების ტრენინგებით უზრუნველყოფის მიმართულებით;

მიესალმა მთავრობის მიერ წარდგენილ სტატისტიკურ ინფორმაციას, რომლის თანახმად, 2018-2019 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა და გამამტყუნებელ განაჩენთა მაჩვენებელი.

„კომიტეტმა მოუწოდა მთავრობას, მთელი ძალისხმევით კვლავ განაგრძოს თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა უპასუხოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებულ გამოწვევებს; კიდევ უფრო გააუმჯობესოს ამ კუთხით დანაშაულის გამოძიება და წარუდგინოს მინისტრთა კომიტეტს ამგვარი დანაშაულების გამოძიების განახლებული სტატისტიკური მონაცემები და მათი შედეგები.

მინისტრთა კომიტეტმა მხედველობაში მიიღო, რომ „იდენტობის“ ჯგუფის საქმეებზე მომჩივნებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ სამართალწარმოებაში და, სურვილის შემთხვევაში, ეროვნული სასამართლოების წინაშე მოითხოვონ კომპენსაცია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვიტა, დახუროს ზედამხედველობა ხსენებული ჯგუფის საქმეების ინდივიდუალურ ღონისძიებებზე და მიიღო საბოლოო რეზოლუცია საქმეებზე − „ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.

მინისტრთა კომიტეტი „იდენტობის“ ჯგუფის საქმეთა განხილვას 2021 წლის დეკემბრის სხომაზე დაუბრუნდება“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

ყველა სიახლე

მაია ცქიტიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 18:20

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილის თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტიცია პირდაპირ აისახება მოსახლეობის დასაქმებაზე

„ასეთი ტიპის ინვესტიცია საშუალებას აძლევს ჩვენს, ქართულ კომპანიებს, პირველი, რომ მიიღონ მონაწილეობა ამ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებაში და როგორც კონტრაქტორებმა იმუშაონ, დაასაქმონ ჩვენი ქართველი მუშები და სპეციალისტები, ინჟინრები. მაგრამ ამის გარდა ასევე იქმნება საწარმოები, რომლებიც არიან ორიენტირებულები უკვე პროდუქციის წარმოებაზე“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

20 ოქტომბერი 2020, 18:11

საზოგადოება

ნუცუბიძის IV მიკრორაიონში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

ვაკის რაიონში გზების განახლების პროცესი გრძელდება. ამ დროისთვის, გზის რეაბილიტაცია ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N13-14 კორპუსებთან დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

მაია ცქიტიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 18:08

COVID19

მაია ცქიტიშვილი: სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ოპოზიციური ძალა ზოგ შემთხვევაში ვირუსის გავრცელებასაც კი უწყობს ხელს

სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ოპოზიციური ძალა არათუ კონსტრუქციულად იქცევა ამ შემთხვევაში, არამედ, ზოგ შემთხვევაში ვირუსის გავრცელებასაც კი უწყობს ხელს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

20 ოქტომბერი 2020, 17:50

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი უკრაინულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე: ეს არის იმ ჯგუფის ხელწერა, რომელთანაც დაკავშირებულია ძალადობა, კრიმინალი, ბიზნესის ტერორი და სტრასბურგის სასამართლოს განცვიფრება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტ, გიორგი გაბუნიას სიცოცხლის მოსპობის მცდელობის აღკვეთით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და თუ ვისი სცენარით და ხელწერით იგეგმებოდა ეს კრიმინალი, ამას პასუხს გამოძიება და სასამართლო გასცემს.

20 ოქტომბერი 2020, 17:27

რეგიონი

ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდა

ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 50 ბავშვზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დევნილთა სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ნარიმანიძემ გახსნეს.

სოზარ სუბარი

20 ოქტომბერი 2020, 17:26

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ნოღაიდელის ჩვენების დეტალებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის, რაც ისედაც ყველამ ვიცოდით, სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად სამშობლოს ღალატის აქტი ჩაიდინეს

მისი თქმით,ზურა ნოღაიდელს რომ არ ეთქვა, ისედაც ძალიან კარგად ჩანდა იმ განცხადებებში, რომელიც 2001, 2007, 2012 წლებში გააკეთეს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, როცა ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეს არის ისტორიული ბედის უკუღმართობა, რომ ეს ტერიტორიები არის აზერბაიჯანის ტერიტორია, მაშინ როდესაც ყველა დეტალი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა.

მაია ცქიტიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 17:26

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი დავით გარეჯზე: ჩემთვის გაუგებარია, რატომ ეწინააღმდეგება ასე ძალიან ოპოზიცია, რომ ფასი დაუკარგონ ამ რუკებს

ჩემთვის გაუგებარია, რატომ ეწინააღმდეგება ასე ძალიან ოპოზიცია, მათ შორის გაერთიანებული ოპოზიცია, ამაში ისინი ერთიანები აღმოჩნდნენ, რომ ფასი დაუკარგონ ამ მტკიცებულებებს, ამ დოკუმენტებს, ამ რუკებს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს დავით გაერჯის საკითხზე საუბრისას განუცხადა.

მაია ცქიტიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 17:25

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი: ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა არის არა მხოლოდ ჩვენი ფასეულობები და გაცხადებული პოლიტიკური მიზანი, არამედ - ხალხის არჩევანი

ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა არის არა მხოლოდ ჩვენი ფასეულობები და გაცხადებული პოლიტიკური მიზანი, არამედ ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

სერგი კაპანაძე

20 ოქტომბერი 2020, 17:24

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე დავით გარეჯზე: საუბარი იმაზე, რომ წინა ხელისუფლება ამ ტერიტორიებს აძლევდა აზერბაიჯანს არის უბრალოდ არასწორი

„არაფერი ხელმოსაჭიდი, აბსოლუტურად არანაირი არგუმენტი პროკურატურას არ გააჩნია და საუბარი იმაზე, რომ წინა ხელისუფლება ამ ტერიტორიებს აძლევდა აზერბაიჯანს არის უბრალოდ არასწორი. ყველა ფაქტი მიუთითებს სხვა რამეზე. თუ არსებობს განცხადებები, სადაც არის საუბარი, რომ დავით გარეჯის დიდი კომპლექსის რამდენიმე ძეგლი არის ტერიტორიაზე, რომელიც კონტროლდება აზერბაიჯანი მხრიდან, ეს არ არის შეფასება, ეს არის ფაქტი, რომელიც ბოლო რამდენიმე ათწლეულია, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული ასე არის“, - განაცხადა კაპანაძემ.

ირაკლი ბერაია

20 ოქტომბერი 2020, 17:23

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ზურაბ ნოღაიდელის ჩვენებით ირკვევა, რომ სააკაშვილს აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია ჰქონდა

ზურაბ ნოღაიდელის ჩვენებით ირკვევა, რომ საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია ჰქონდა და მაშინდელ ხელისუფლებაში არსებობდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანო კონსენსუსი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

20 ოქტომბერი 2020, 17:19

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ყველანი ვხვდებით, რომ ორი ექსპერტის დონეზე დავით გარეჯის საკითხი არ გადაწყდებოდა

ჩვენ ხომ ყველანი ვხვდებით, რომ ორი ექსპერტის დონეზე ეს საკითხი საბოლოოდ არ გადაწყდებოდა, რომ არა შეთანხმება ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ამ შემთხვევაში - სააკაშვილთან, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ზაალ უდუმაშვილი

20 ოქტომბერი 2020, 17:17

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი დავით გარეჯის საქმეზე: ეს წმინდა წყლის პოლიტიკური გამოძიებაა

„ის საზღვარი ჯერ არ არის დადგენილი, მაგრამ რეალურად არ შეცვლილა იქ ვითარება ამ წლების განმავლობაში. შესაბამისად, არანაირი სარჩული არ არსებობდა იმის თაობაზე, რომ რაიმე სახის გამოძიება დაწყებულიყო. ეს წმინდა წყლის პოლიტიკური გამოძიებაა, ამიტომ ახლა მნიშვნელობა იმის კი არ აქვს, ვინ რა ჩვენებას იძლევა. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ხელისუფლება და სახელმწიფოს და ქვეყნის ინტერესებს იყენებს წინასაარჩევნოდ“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

20 ოქტომბერი 2020, 17:14

რეგიონი

ბორჯომის ცენტრში, მესხეთის ქუჩაზე საყრდენი კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის ცენტრში, მესხეთის ქუჩაზე საყრდენი კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საყრდენი კედლის იერსახე მოწესრიგდება, გაკეთდება შუშის ღობე, ტერიტორია გამწვანდება და დამონტაჟდება გარე-განათება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 ოქტომბერი 2020, 17:01

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: მათ, ვინც ყირიმი ბრძოლის გარეშე ჩააბარა, პასუხი უნდა აგონ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მათ, ვინც ყირიმი ბრძოლის გარეშე ჩააბარა, პასუხი უნდა აგონ.

20 ოქტომბერი 2020, 16:57

რეგიონი

EBRD-ისა და ევროკავშირის/ აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდის დახმარებით შეძენილი ავტობუსები უკვე ბათუმშია

ახალი ავტობუსების მეშვეობით გაუმჯობესდება ქალაქის მაცხოვრებლებისა და სტუმრების მომსახურების დონე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სანდოობის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ამაღლებისა და, ამავე დროს, გამონაბოლქვის შემცირების გზით, რაც ხელს შეუწყობს გარემოს გაჯანსაღებას.

20 ოქტომბერი 2020, 16:54

საზოგადოება

საბავშვო ბაღები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით დაიხურება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ის საბავშვო ბაგა-ბაღები, რომელთა შენობებშიც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, არ იმუშავებს. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, არჩევნების მეორე დღეს, 2 ნოემბერს ყველა ასეთ ბაღში ჩატარდება მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები, იმისთვის, რომ 3 ნოემბერს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა სააღმზრდელო პროცესი კვლავ უსაფრთხო გარემოში განაახლონ.

მაია ცქიტიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 16:53

რეგიონი

მაია ცქიტიშვილი: 2012-2020 წლებში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ათასობით ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

„2012-2020 წლებში მუნიციპალური ბიუჯეტებით, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ათასობით ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მხოლოდ 2013 – 2020 წლებში კი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მილიარდ 750 მილიონი ლარი მიემართა მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ტიპის მცირე მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის“.

რესტორანი

20 ოქტომბერი 2020, 16:51

ეკონომიკა

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები სამუშაო საათების გაზრდას, საგადასახადო შეღავათებსა და სახელმწიფოს მხრიდან ბანკებთან შუამდგომლობას ითხოვენ

„ჩვენი მოთხოვნებია, შესაბამისი რეგულაციების დაცვით სამუშაო საათები გაიზარდოს, რათა სამუშაო ადგილების შენარჩუნება მოხდეს. სახელმწიფოს შუამდგომლობა ბანკებთან აუცილებელია, ასევე საგადასახადო წნეხი, რომელიც არსებობს და შესაძლებლობას არ აძლევს სექტორს იფუნქციონიროს COVID-ის პირობებში, მოიხსნას. გვაქვს გამოსავლის შესაძლებლობები, რომლებიც შეგვიძლია სახელმწიფოს შევთავაზოთ და რეალურად განვახორციელოთ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა იმდენად დიდია 300 000 ადამიანი სამსახურს დაკარგავს და საერთოდ აღარ იარსებებს სარესტორნო სფერო“,- აღნიშნა ბურჯანაძემ.

WhatsApp

20 ოქტომბერი 2020, 16:49

ტექნოლოგიები

WhatsApp-ს ახალი ფუნქცია ემატება

პოპულარულ მესენჯერ WhatsApp-ს ახალი ფუნქცია ემატება. აპლიკაციის ახალი ვერსიის მომხმარებლებს კომპიუტერიდან აუდიო და ვიდეოზარების განხორციელება შეეძლებათ. ამის შესახებ გამოცემა WABetaInfo წერს.

სოსო ფხაკაძე

20 ოქტომბერი 2020, 16:48

ეკონომიკა

სოსო ფხაკაძე: ხელისუფლება, სავარაუდოდ, 200-ლარიანი დახმარების გაცემას გააგრძელებს

საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება სავარაუდოდ, 200-ლარიანი დახმარების გაცემას გააგრძელებს. ამის შესახებ მან ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.