imedi /  07 ოქტომბერი 2020, 19:00 / სანდო წყარო

ადვოკატი: ივერი მელაშვილი მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს

ედუარდ მარიკაშვილი

ედუარდ მარიკაშვილი

ივერი მელაშვილი მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და გამორიცხავს რაიმე ფორმით გამოძიებასთან თანამშრომლობას, რადგან მისთვის ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ამ ეტაპზე მოვითხოვ საქმის მასალების გადმოცემას და შემდეგ მოვემზადებით აღკვეთის ღონისძიებისთვის, სადაც ასევე ვთვლით, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ ივერი მელაშვილი დარჩეს პატიმრობაში. მისი აზრით, ეს ყველაფერი უკავშირდება პოლიტიკურ მოვლენებს. ეს არის მისთვის ერთადერთი ახსნა იმისა, თუ რატომ შეიძლება დაწყებულიყო მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და ზოგადად ამ საქმის წამოწევა. თვითონ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პროცესში ჩართული არ არის, უბრალოდ, ეს არის ხელისუფლების მიერ წამოწეული თემა, რათა არჩევნებთან მიმართებაში ახალი საკითხები შექმნას. ასე თვლის ივერი მელაშვილი და თავს ამ ყველაფრის მსხვერპლად მიიჩნევს. მას არც ერთ შემთხვევაში არ აკავშირებს დანაშაულებრივი ქმედება, ვინაიდან ის პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას“, - აცხადებს ედუარდ მარიკაშვილი.

პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ყველა სიახლე

ბაჩო ოდიშარია

01 დეკემბერი 2020, 18:05

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ოპოზიციური პარტიების მოსყიდვა უნდა იყოს

01 დეკემბერი 2020, 18:02

მსოფლიო

გერმანიის ქალაქ ტრირში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა

გერმანიის ქალაქ ტრირში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.

დავით ზალკალიანი
კანგ კუნგ ჰვა

01 დეკემბერი 2020, 17:55

პოლიტიკა

დავით ზალკალიანსა და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ, კანგ კუნგ ჰვა-ს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საუბრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ და სამომავლო თანამშრომლობაზე.

რატი თორ­დია

01 დეკემბერი 2020, 17:42

COVID19

კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს მამა: მდგომარეობა დიაბეტის გამო გაურთულდა, მაგრამ ის ორი დღეც დიდ რაღაცას წყვეტდა

კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას მამა, რატი თორ­დია, „ქრონიკასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ვირუსის დადასტურებიდან 5 დღის განმავლობაში, მისი შვილი სახლში მკურნალობდა, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი, მათ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და მისი კლინიკაში გადაყვანა სურდათ, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, მედიკოსების ინფორმაციით, იმ ეტაპისთვის, არც ერთ კლინიკაში არ იყო თავისუფალი ადგილი. შესაბამისად, ინფიცირებულის კოვიდსასტუმროში გადაყვანა გადაწყვიტეს.

ჰააგის სასამართლო

01 დეკემბერი 2020, 17:34

საზოგადოება

ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდმა აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატი (TFV) 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის 600 000 ევროს მოცულობის დახმარების 3-წლიან პროგრამას იწყებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის წევრმა გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

01 დეკემბერი 2020, 17:31

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: დიალოგისთვის ყველაზე კარგი ადგილი არის პარლამენტი

დიალოგისთვის ყველაზე კარგი ადგილი არის პარლამენტი, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყველა მაქსიმალურად უნდა იყოს ორიენტირებული შედეგზე.

ბექა ლილუაშვილი

01 დეკემბერი 2020, 17:26

პოლიტიკა

ბექა ლილუაშვილი დავით გარეჯის საქმეზე: დაცვის მხრიდან ხდება მტკიცებულებების დელეგიტიმაცია იმით, რომ წარმოდგენილია გიგი უგულავას ძმის დასკვნები

„ოპოზიციამ პირველივე დღიდან დაიწყო ამ პროცესის პოლიტიკური შეფასებები. ჩვენ ველოდებით მიმდინარე გამოძიების შედეგებს და შესაბამისად, არ შევდივართ სამართლებრივი შეფასებების ნაწილში. თუ ამ ისტორიაში სადმე პოლიტიკური ინტერესია, ეს მთლიანად არის ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხარეს, იმიტომ, რომ ფაქტობრივად დაცვის მხრიდან ხდება მთელი მტკიცებულებების დელეგიტიმაცია იმით, რომ წარმოდგენილია მაგალითად გიგი უგულავას ძმის დასკვნები კარტოგრაფიასთან დაკავშირებით. ჩვენ, ველოდებით გამოძიებას და სამართლებრივ შეფასებას“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

გიორგი ვოლსკი

01 დეკემბერი 2020, 17:26

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: როდესაც რომელიმე მხარე მოლაპარაკებაზე არ მოდის, ნიშნავს, რომ მას სახელმწიფო არ ანაღვლებს

„როდესაც რომელიმე მხარე მოლაპარაკებაზე არ მოდის, მიუხედავად სუბიექტური ვითარების, წინაპირობებისა, ეს ნიშნავს, რომ მას სახელმწიფო არ ენაღვლება და რომ მისთვის ქვეყანა, ქვეყნის ინტერესები ან არ არსებობს ან სადღაც მე-100 რიგშია. ესაა პასუხისმგებლობების მთავარი კრიტერიუმები. მე ვფიქრობ, რომ ეყოფა ჭკუა იმისთვის, რომ თუ ქვეყნის მიმართ ერთგულებას არ დაადასტურებს, თავის პოლიტიკური სუბიექტის სამარეში ჩასვლა მაინც აირიდოს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გურამ ჩალაგაშვილი

01 დეკემბერი 2020, 17:24

პოლიტიკა

გურამ ჩალაგაშვილი ასლან ვაშაყმაძის განცხადებას გმობს

„არ აქვს მნიშვნელობა ვინ გააკეთებს მსგავსი ტიპის განცხადებას. ჩვენ ყველანი ვემიჯნებით, რა თქმა უნდა, მსგავს განცხადებებს“, - განაცხადა ჩალაგაშვილმა.

შოთა გულბანი

01 დეკემბერი 2020, 17:22

ეკონომიკა

შოთა გულბანი: ვალის ეს მაჩვენებელი არ არის საგანგაშო - 60%-იანი ზღვარი არის სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრული სარეკომენდაციო ხასიათის სტანდარტი

პანდემიურმა დღის წესრიგმა ცხადია მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტებზეც მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა და ხარჯვა დაიგეგმა იმგვარად, რომ პრაქტიკულად თანაბარზომიერად არის გათვალისწინებული, როგორც მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვის საკითხი, ისე მისი მინიმალური სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფა. ცხადია, ამ პრიორიტეტებს თან ერთვის ეკონომიკური კეთილდღეობის და სტაბილურობის შენარჩუნება“, - ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა, შოთა გულბანმა განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძე

01 დეკემბერი 2020, 17:16

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: მესამე რაუნდზე გამოჩნდება, არის თუ არა შეთანხმების რესურსი

„მეორე რაუნდი დასრულდა იმით, რომ ოპოზიციის წინადადება იყო მოლაპარაკების მაგიდაზე და ხელისუფლებას უნდა მოეტანა ამაზე პასუხი, ამის შემდეგ ინდივიდუალურ რეჟიმში მომლაპარაკებლებთან, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებთან გვქონდა შეხვედრა, სადაც ვნახე, რომ ისინი ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციების დაახლოებას ცდილობენ“.

გიორგი ვაშაძე

01 დეკემბერი 2020, 17:14

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ოპოზიციის მხრიდან, ახალი არჩევნების დათმობის საკითხი არ განიხილება

„ყველა ალტერნატიული შინაარსი, თუ რამე აქვს „ქართულ ოცნებას“ შესათავაზებელი. საჯაროდ უნდა განიხილოს, პირველ რიგში, საზოგადოებისთვის და არა - პოლიტიკური პარტიებისთვის. ჯერჯერობით, ასეთი ალტერნატივები, დეტალიზებული, არ მომისმენია. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრებზე, სხვადასხვა საკითხზე იყო საუბარი, არ დავმალავ. ოპოზიციის მხრიდან, ახალი არჩევნების დათმობის საკითხი, ამ ეტაპზე, არ განიხილება“.

სერგი კაპანაძე

01 დეკემბერი 2020, 17:13

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე დიალოგზე: მზად ვართ, სერიოზულად განვიხილოთ ნებისმიერი წინადადება, რომელიც არჩევნების ჩატარებას შეეხება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ეხმაურება. კაპანაძის თქმით, ოპოზიცია მზად არის განიხილოს ნებისმიერი წინადადება სერიოზულად და კონსტრუქციულად, რომელიც შეეხება ახალ არჩევნებს, ხოლო სხვა ყველა წინადადებას ოპოზიციის მხრიდან ექნება მკაცრი უარი.

01 დეკემბერი 2020, 17:09

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური: მეწარმე სუბიექტებს კიდევ ერთხელ ეძლევათ შესაძლებლობა საშემოსავლო და ქონების გადასახადი 2021 წლის 1-ელ იანვრამდე გადაავადონ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებსაც 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადებული ჰქონდათ საშემოსავლო და ქონების გადასახადი და რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში (ასევე მასთან გათანაბრებულ სექტორში), კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა 2021 წლის 1-ელ იანვრამდე, გადაავადონ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში.

Daimler

01 დეკემბერი 2020, 17:06

ეკონომიკა

Daimler-ი დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს ბონუსის სახით 1 000 ევროს გადაუხდის

„კორონავირუსის გამო 2020 წელი რთული იყო. ამ ექსტრაორდინალურ დროში კომპანიას ყოველთვის ჰქონდა ჩვენი თანამშრომლების იმედი“, - განაცხადა Daimler-ის კადრების განყოფილების უფროსმა უილფრედ პორტმა.

ირაკლი სესიაშვილი

01 დეკემბერი 2020, 17:03

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: გამიკვირდა, როდესაც რადიკალური ოპოზიციის ლიდერებმა ასლან ვაშაყმაძის განცხადება დაგმეს, რადგან მანამდე არ დაგმეს სააკაშვილის ასეთივე მძიმე განცხადება

სიმართლე გითხრათ გამიკვირდა, როდესაც რადიკალური ოპოზიციის ლიდერებმა ეს ფაქტი დაგმეს, რადგან მანამდე არ დაგმეს, თითქმის ასეთივე სააკაშვილის მძიმე განცხადება, როდესაც თავის აქტივისტებს მოუწოდებდა, რომ პოლიციელებს სახლში მივარდნოდნენ და შეურაცხყოფა მოეყენებინათ, - ასე ეხმაურება მმართველი პარტიის წევრი ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერის, ასლან ვაშაყმაძის განცხადებას.

დიეგო მარადონა

01 დეკემბერი 2020, 16:59

მსოფლიო

არგენტინაში დიეგო მარადონას ფულის ბანკნოტზე გამოსახვა სურთ

არგენტინაში დიეგო მარადონას ფულის ბანკნოტზე გამოსახვა სურთ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ალექსანდრე გოგინავა

01 დეკემბერი 2020, 16:58

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: ხშირ შემთხვევაში პრობლემა ის არის, რომ პაციენტებთან დროული კომუნიკაცია ვერ ხორციელდება

ხშირ შემთხვევაში პრობლემა ის არის, რომ დროული კომუნიკაცია პაციენტებთან ვერ ხორციელდება. ამიტომ მნიშვნელოვანია გაიწეროს მკაცრად ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

01 დეკემბერი 2020, 16:50

კულტურა

ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით კინოდოკუმენტალისტებისთვის ვორქშოპი ტარდება

ESoDoc არის სასწავლო ინიციატივაა მედია და კინო პროფესიონალებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარი დოკუმენტური და ახალი მედია პროექტების განვითარება; ინიციატივა ეკუთვნის ZeLIG-ს – დოკუმენტური, სატელევიზიო და თანამედროვე მედიის სკოლას ბოლცანოში, იტალიაში.

იორგი ცუცქირიძე

01 დეკემბერი 2020, 16:38

ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: პანდემიის ახალი შემოტევისას, ბიუჯეტის განხილვის პროცესში პოლიტიკური ძალების აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

„როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კანონით დადგენილ ვადაში, 30 ნოემბერს პარლამენტს წარუდგინა 2021 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია. ბუნებრივია, გადამუშავებულ ვარიანტში აისახა ის ახალი რეალობა რაც სექტემბრიდან საქართველოში და მთლიანად მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებას და ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდას უკავშირდება“.