imedi /  15 ოქტომბერი 2020, 00:03 / სანდო წყარო

ამირან გულუაშვილი: 308 მუხლი ამბობს, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია ჩვენი ტერიტორიის მთლიანობის ხელყოფისკენ, არის დასჯადი

ამირან გულუაშვილი

ამირან გულუაშვილი

განზრახ დანაშაულზე საუბრის დროს არსებობს სამი ელემენტი, რომელიც ბრალდება უნდა დაადასტუროს გარკვეული სამართლებრივი სტანდარტით. სახეზეა თუ არა დანაშაული, მოქმედებდა თუ არა პირი განზრახ, თუ სახეზეა შეცდომა და რა მოტივი ამოძრავებდა, - ამის შესახებ საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი „ღია ეთერში“

მისი თქმით, 308 მუხლი ამბობს, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია ჩვენი ტერიტორიის მთლიანობის ხელყოფისკენ, არის დასჯადი.

„როდესაც რუკების შესახებ ვსაუბრობთ, უტყუარ კარტოგრაფიულ მასალებზე დაყრდნობით ვადგენთ, რომ სახეზეა ისეთი დოკუმენტების გამოყენება, რომელიც აპრიორი წარმოადგენს ერთი მხრივ გადახვევას 1938 წლის ხელშეკრულებიდან და მეორე მხრივ, ისინი საზიანოა საქართველოს ინტერესების.

308 მუხლი ამბობს, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია ჩვენი ტერიტორიის მთლიანობის ხელყოფისკენ, არის დასჯადი. მოცემული, პირველი ეტაპი ბრალდებისა, რომელიც გულისხმობს არარელევანტური და არასწორი მასალის გამოყენებას, ადასტურებს, რომ ამ მასალის გამოყენებით საქართველომ კომისიის შეთანხმების დონეზე დაკარგა გარკვეული ტერიტორიები. რაც შეეხება განზრახვის ელემენტს, რომელიც მჭიდრო კავშირშია დანაშაულებრივი ქმედების მეორე ეპიზოდთან, ავთენტური და რელევენტური მასალის არ გამოყენებაზე. გამოძიების ფარგლებში, სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა რუკა, რომელიც არის ერთი 200 ათასიანი მასშტაბის, რომელიც არის ინფორმატიული, რომელიც ავთენტურია. ის ნამდვილად ასახავს 1938 წლის მდგომარეობას. ამ რუკის გამოყენება მიზანმიმართულად არ მოხდა და ფაქტობრივად დაიმალა კომისიის მხრიდან, მაშინ, როდესაც ეს რუკა შეესაბამება დავით გარეჯთან და აზერბაიჯანთან მიმართებაში ამერიკულ, გერმანულ და იმ რუკას, რომელიც კონკრეტული მოქალაქის მიერ იქნა წარმოდგენილი და მოძიებული იქნა რუსეთის ტერიტორიაზე. ამასთანავე ეს რუკა შეესაბამება იმ რუკაც, რომელიც გამოძიების მიერ ნანახი იქნა ეროვნულ არქივში და ადასტურებს, რომ დავით გარეჯი, უდაბნოს მთა, ჩიჩხიტური არის საქართველოს ტერიტორია.

ფაქტობრივად, არსებობს 5 რუკა, რომელიც ადასტურებს ამ მოცემულობას და როდესაც ვსაუბრობთ კარტოგრაფიული მასალის ავთენტურობაზე, ბუნებრივია ერთ-ერთი კრიტერიუმი, რითაც უნდა მოხდეს შემოწმება, ეს არის ერთმანეთთან დადარება, რამდენად დასტურდება სისწორე სხვა რუკებით. ფაქტია და მოცემულობა, რომ 5 რუკა ადასტურებს 1938 წლის მდგომარეობით, რომ დავით გარეჯი, ჩიჩხიტური და უდაბნოს მთა საქართველოს ტერიტორიაა.

რაც შეეხება მოტივს, ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ არსებობს არაერთი ვერსია და რამდენიმე მათგანი ვრცელდება საჯაროდ. ვადასტურებთ იმ გარემოებას, რომ ყველა მათგანის გადამოწლება ჩვენ მიერ ხორციელდება. არსებობს მტკიცებულებითი ხასიათის მინიშნებები, რომელიც მიუთითებენ, რომ შესაძლოა სახეზე იყოს ბრალდებულთა მიერ კონკრეტული დავალების შესრულება, შესაძლებელია გარკვეულ პირთა მონაწილეობა ამ დანაშაულში“, - განაცხადა ამირან გულუაშვილი

ყველა სიახლე

25 ნოემბერი 2020, 17:15

ეკონომიკა

ჰოლანდიაში 9 მცირე მარნის 47 ღვინის ნიმუში გაიგზავნა

COVID-19 პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალის შესამსუბუქებლად, სსიპ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინის ტრანსპორტირება, მათ მიერ მოძიებულ პოტენციურ იმპორტიორებთან, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ჰოლანდიაში გაიგზავნა 9 მცირე მარნის 47 ღვინის ნიმუში.

ევროკავშირისა და საქართველოს დროშები

25 ნოემბერი 2020, 17:14

COVID19

ევროკავშირმა საქართველოს პანდემიასთან გასამკლავებად 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყო

ევროკავშირი საქართველოსთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გამოყოფს, რომლის უმეტესი ნაწილი კოვიდ-19 პანდემიასთან გასამკლავებადაა მიმართული, - ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „დღეს ევროკავშირმა მაკროფინანსური დახმარების პროგრამების ფარგლებში, საქართველოს მისი საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერად და საბიუჯეტო საფინანსო საჭიროებების შესამსუბუქებლად, 100 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში გდმოურიცხა.

დავით ბაქრაძე

25 ნოემბერი 2020, 17:11

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: ბურთი არის „ქართული ოცნების“ მხარეს და მათგან აზრიან შეთავაზებას ველოდებით, სად შეიძლება გადიოდის შესაძლო შეთანხმება

ეთანხება არ და ვერ იქნება, რომ მოდი, დავივიწყოთ არჩევნების გაყალბება და შევიდეთ პარლამენტში. ეს შეთანხმების თემა ვერ იქნება. შეთანხმების თემა შეიძლება იყოს ის, როგორ ვამთლიანებთ საზოგადოებას და როგორ ვიღებთ მთავრობას, რომელსაც აქვს ხალხის მანდატი და არა თამარ ჟვანიასი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

25 ნოემბერი 2020, 17:04

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 170 ათასს გადააჭარბა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 170 ათასს გადააჭარბა.

25 ნოემბერი 2020, 17:01

COVID19

ირანში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ირანში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13,843 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 469 ადამიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

25 ნოემბერი 2020, 16:58

საზოგადოება

საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, ტაძარში ეკეთოთ პირბადე, ხოლო ვინც რისკის ჯგუფშია, დარჩეს სახლში

კორონავირუსის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, ტაძარში ყოფნის დროს დაიცვან დისტანცია და ეკეთოთ პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან.

25 ნოემბერი 2020, 16:56

რეგიონი

კოვიდ-სასტუმროს ექთანი: პაციენტი თავს მედიკამენტების წართმევის მიზნით დამესხა

კოვიდ-სასტუმროს ექთანი ასმათ ვარშალომიძე ინციდენტის დეტალებს იხსენებს. ის ამბობს, რომ კოვიდპაციენტი, რომელიც ასევე მეტადონის პროგრამის ბენეფიციარია, მედიკამენტების წართმევის მიზნით დაესხა თავს.

სულხან ლომინაძე

25 ნოემბერი 2020, 16:55

COVID19

კარდიოქირურგი სულხან ლომინაძე: კოვიდპაციენტების 25%-ს გულის გართულებები აღენიშნება

კოვიდპაციენტების 25%-ს გულის გართულებები აღენიშნება, - ამის შესახებ კარდიოქირურგმა სულხან ლომინაძემ ტელეკომპანია „მაესტროში“ ჩართვისას განაცხადა. მას კითხვით მიმართეს, რამდენად კავშირშია ერთმანეთთან კორონავირუსი და გულის პრობლემები.

25 ნოემბერი 2020, 16:53

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 46,550,000 დოლარი გაყიდა

2020 წლის 25 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე 46 550 000 აშშ დოლარი გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3132 შეადგინა.

25 ნოემბერი 2020, 16:47

რეგიონი

ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ადგილობრივი მნიშვნელობის ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას გზის 15,4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე იფორმაციით, არსებული გზა ძირითადად გრუნტის იყო, რაც გადაადგილებას მნიშვნელოვნად აფერხებდა. პროექტის ფარგლებში გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი

25 ნოემბერი 2020, 16:42

მსოფლიო

ერდოღანი: ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების პროცესი სხვა დონეზე შეიძლება გადავიდეს, თუ რეგიონის სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნების პროცესში სხვა ქვეყნების ჩართვის შესაძლებლობა განიხილა.

25 ნოემბერი 2020, 16:37

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას უერთდება

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. საქართველოს პროკურატურა უერთდება 16 დღიან გლობალურ კამპანიას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.

მადონა ტაკიძე

25 ნოემბერი 2020, 16:35

COVID19

აჭარაში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

„56 წლის არის გარდაცვლილი. ის 17 ოქტომრიდან მკურნალობდა. მდგომარეობა მალევე დამძიმდა და გადაყვანილი იყო რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე. კორონავირუსის შედეგად ფილტვები ჰქონდა დაზიანებული. არ ჰქონია თანმხლები დაავადებები. სამწუხაროდ, ის დღეს დილით გარდაიცვალა“, - განაცხადეს კლინიკაში.

25 ნოემბერი 2020, 16:29

პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე: პარლამენტში შესვლა არ განიხილება, თუ არ იარსებებს პოლიტიკური შეთანხმება

ჩვენ კონსტრუქციულად ვართ განწყობილი, მაგრამ ახალი არჩევნები არის აუცილებლობა ჩვენი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციის დატოვების შემდეგ განაცხადა.

პაატა იმნაძე

25 ნოემბერი 2020, 16:26

COVID19

პაატა იმნაძე: ახლა ყველა გაციება პრაქტიკულად კორონავირუსია

„არ არის ჯერ სეზონური გრიპი. დღეს რაც ცირკულირებს, მათი 90 პროცენტი არის კოვიდი. ძალიან ცოტა იყო ძველი კორონავირუსი, ასევე დაჭერილია ბოკავირუსი, ესეც გაციების გამომწვევი ერთ-ერთი ვირუსია და არის ასევე რინოვირუსი, რომელიც სურდოს იწვევს. ესენი არის ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით. პრაქტიკულად, ახლა ყველა გაციება არის კოვიდი, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დავით ბაქრაძე

25 ნოემბერი 2020, 16:25

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია გამოსავალი ვერ იქნება

ჩვენი მხრიდან არის მზადყოფნა გამოსავალის მოსაძებნად, რათა ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს, ოღონდ გამოსავალი ვერ იქნება გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია. გამოსავალი უნდა იყოს ამ ქვეყანაში ისეთი ხელისუფლების არჩევა, რომელსაც ექნება მოსახლეობის ნდობის მანდატი და რომელსაც შეეძლება, გაუმკლავდეს უმძიმეს ეკონომიკურ და ჯანდაცვის საფრთხეებს ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პარტიებთან მიმდინარე ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე შესვლისას განაცხადა.

25 ნოემბერი 2020, 16:16

COVID19

ჯანმო: ევროპის რეგიონი კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დიდი წყაროა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ევროპის რეგიონი კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დიდი წყაროა.

პაატა იმნაძე

25 ნოემბერი 2020, 16:15

COVID19

პაატა იმნაძე კორონავირუსით რეინფიცირებაზე: წითელაც, რომელიც ძალიან ძლიერ იმუნიტეტს ტოვებს, შეიძლება ვიღაცას მეორედ დაემართოს

რეინფიცირების შემთხვევა მსოფლიოში არის დადასტურებული, საბედნიეროდ, ეს არის გამონაკლისი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

25 ნოემბერი 2020, 16:05

COVID19

საკოორდინაციო საბჭომ წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და განვითარების საკითხზე იმსჯელა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამირან გამყრელიძე

25 ნოემბერი 2020, 16:05

COVID19

ამირან გამყრელიძე კორონავირუსით რეინფიცირების ფაქტს არ ადასტურებს

სად იყო რეინფიცირების ფაქტი, გვაცნობეთ, რადგან ჩვენ ამას ვიკვლევთ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.