16 ოქტომბერი 2020, 13:52 / სანდო წყარო

აშშ-ის კომპეტენტურმა უწყებებმა საქართველოს პროკურატურას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს

აშშ-ის კომპეტენტურმა უწყებებმა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს წარმატებული თანამშრომლობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.

აშშ-ის სამხრეთ კალიფორნიის რაიონის პროკურატურა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქართველი პარტნიორების, მათ შორის საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, ისნის პოლიციის დეპარტამენტისა და ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის მიერ გაწეულ დახმარებას.

აშშ-ის კომპეტენტური ორგანოების თხოვნის საფუძველზე, სამართალდამცველებმა 2020 წლის 22 სექტემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კანადის მოქალაქე მ.პ. დააკავეს.

მ.პ. აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ აშშ-ის წინააღმდეგ განხორციელებული თაღლითობის ბრალდებისთვის, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იძებნებოდა. მ.პ.-ს დაკავების ბრძანება აშშ-ის სამხრეთ კალიფორნიის საოლქო სასამართლოს მიერ არის გამოცემული.

მ.პ.-ს და მისი თანამონაწილის უკანონო ქმედებების შედეგად, რაც გამოიხატა მათ ქვემდებარეობაში მყოფი კომპანიის მიერ შეუსაბამო ხარისხის სამშენებლო მასალის გამოყენებასა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაყალბებაში, აფრიკის რეგიონში არსებული აშშ-ის რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი უხარისხობის გამო დაინგრა.

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, მ.პ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია საექსტრადიციო პატიმრობა და ამჟამად, მისი აშშ-ში ექსტრადიციის საკითხი განიხილება.

ყველა სიახლე

ანრი ოხანაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 18:29

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: გვიპასუხონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, რა აქვთ საწინააღმდეგო, რომ გაირკვეს სიმართლე დავით გარეჯთან დაკავშირებით

გვიპასუხონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა რა აქვთ საწინააღმდეგო, რომ გაირკვეს სიმართლე დავით გარეჯთან დაკავშირები, - ამ კითხვით მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვეს. დეპუტატის თქმით, ასევე, ეთანხმებიან თუ არა ნინო კალანდაძის განცხადებას, რომელმაც თავის დროზე თქვა, რომ თურმე დავით გარეჯი არ არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი.

ვახტანგ გომელაური

22 ოქტომბერი 2020, 18:23

საზოგადოება

ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თანამშრომლობისთვის ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თანამშრომლობისთვის მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

ვახტანგ გომელაური

22 ოქტომბერი 2020, 18:12

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ქობულეთსა და ზუგდიდში მომხდარი ფაქტები ერთი და იმავე ტიპის დანაშაული არაა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ქობულეთში ბანკის ინკასატორზე თავდასხმა და ზუგდიდში ბანკში მძევლების აყვანა ერთი და იმავე ტიპის დანაშაული არაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

22 ოქტომბერი 2020, 18:07

მსოფლიო

ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების სახაროვის პრემია ბელარუსის ოპოზიციას გადაეცა

ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების სახაროვის პრემია ბელარუსის ოპოზიციას გადაეცა. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დავიდ სასოლიმ განაცხადა.

ვახტანგ გომელაური

22 ოქტომბერი 2020, 18:02

სამართალი

ვახტანგ გომელაური: შეიძლება იმ 43 ადამიანში ათი იყო მისი თანამზრახველი, ვერავინ იტყვის ამას, გამოძიება მიმდინარეობს, გვაცადეთ

მე შეიძლება, ბევრი ინფორმაცია მქონდეს, მაგრამ შესაძლოა, ჩემმა ერთმა სიტყვამაც გამოძიებას ხელი შეუშალოს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „მე შეიძლება ბევრი ინფორმაცია მქონდეს, მაგრამ შესაძლოა, ჩემმა ერთმა სიტყვამაც გამოძიებას ხელი შეუშალოს და გაფუჭდეს თემა. გვაცადეთ. დღეს დილით დამთავრდა ეს ღონისძიება, ხომ? პირველი ამოცანა, რაც იყო, ადამიანების გადარჩენა, შესრულდა, 43 მძევალი გავათავისუფლეთ, არც ერთი მათგანი დაშავებული არ არის. მეორე ეტაპია ეს ადამიანი დავიჭიროთ და დავსაჯოთ“, - განაცხადა გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური

22 ოქტომბერი 2020, 18:01

სამართალი

ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ თავდამსხმელისთვის ბიუჯეტის თანხა არ მიუციათ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ თავდამსხმელისთვის ბიუჯეტის თანხა არ მიუციათ. როგორც ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ მძევლების აყვანის ფაქტზე საუბრისას განუცხადა, ტავდამსხმელმა „საქართველოს ბანკის“ თანხა წაიღო. „ბიუჯეტის თანხა ნამდვილად არ არის. „საქართველოს ბანკის“ თანხაა. ეს ასე ხდება, ყველგან ხდება, მსოფლიოში ასე ხდება, როცა ბანკში შედიან და იყვანენ მძევლებს.... ყველამ იცის და მეკითხებით - „თიბისი ბანკი“ ხომ არ გადაიხდის, „საქართველოს ბანკში“ იყო ხალხი შესული“, - აღნიშნა შს მინისტრმა.

ვახტანგ გომელაური

22 ოქტომბერი 2020, 17:57

სამართალი

ვახტანგ გომელაური: პირველი ამოცანა ადამიანების გადარჩენა იყო, მეორე ეტაპია ეს ადამიანი დავიჭიროთ და დავსაჯოთ

პირველი ამოცანა ადამიანების გადარჩენა იყო, 43 მძევალი გავათავისუფლეთ და არც ერთი მათგანი არ არის დაშავებული. მეორე ეტაპია ეს ადამიანი დავიჭიროთ და დავსაჯოთ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ძალიან ბევრი ვერსია გავრცელდა და გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.

ვახტანგ გომელაური

22 ოქტომბერი 2020, 17:53

სამართალი

ვახტანგ გომელაური: მადლობა ავთანდილ გალდავას, არავინ იცოდა, ცოცხალი დაბრუნდებოდა თუ არა

„მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ავთანდილ გალდავას, რომელმაც თავისი სიცოცხლე გაწირა“, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს ზუგდიდში, საქართველოს ბანკში მძევლების აყვანის ფაქტზე საუბრისას განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 17:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, დავით გარეჯის საქმეს მოეფინოს ნათელი და ვისი ბრალეულობაცაა, გამოიკვეთოს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პერსონალური პასუხისმგებლობა გამოიკვეთოს ყველა დონეზე, მათ შორის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ფავით გარეჯის თემაზე საუბრისას განაცხადა. მას კითხვით მიმართეს, მოსალოდნელია თუ არა ამ საქმეზე ბრალდებულების რიცხვი გაიზარდოს.

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 17:47

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული მარშის“ მსგავსი პარტიების ადგილი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ არის

ეს არის ერთი მედლის ორი ბნელი მხარე, აქეთ არის „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტებით, იქეთ - „ქართული მარში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ვახტანგ გომელაური

22 ოქტომბერი 2020, 17:45

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დაგვეკავებინა, თუმცა ვერ გავწირავდით ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეს

„ყველაფერი გავაკეთეთ, რომ არავინ დაშავებულიყო - ჩვენი პირველი ამოცანა იყო, რაც პრემიერთანაც იყო შეთანხმებული, რომ მაქსიმალურად არავინ დაშავებულიყო“, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს ზუგდიდში, საქართველოს ბანკში მძევლების აყვანის ფაქტზე საუბრისას განუცხადა.

ჟოზეპ ბორელი და არმენ სარგსიანი

22 ოქტომბერი 2020, 17:44

მსოფლიო

ჟოზეპ ბორელი: გარე მხარეებმა ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ საშიში, წამქეზებელი და ქსენოფობიური რიტორიკა უნდა შეწყვიტონ

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ გარე მხარეებმა ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ საშიში, წამქეზებელი და ქსენოფობიური რიტორიკა უნდა შეწყვიტონ. ამის შესახებ ჟოზეპ ბორელმა სომხეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემსდეგ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 17:39

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როდესაც საუბარია მიმდინარე სპეცოპერაციაზე, ნებისმიერი დეტალის გამჟღავნებამ შეიძლება ოპერაციას საფრთხე შეუქმნას

სპეცოპერაციის დასრულებისთანავე ყველა დეტალთან დაკავშირებით გექნებათ სრული ინფორმაცია, სწორედ იმის გამო, რომ სპეცოპერაცია დასრულებული არ არის მაგიტომ არ გაქვთ სრული ინფორმაცია, რაც არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა, - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, შსს-ს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 17:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რომელიმე ტელევიზიის დახურვა, როგორიც არ უნდა იყოს ის, არავის ინტერესში არ შედის - ეს დრო წარსულს ჩაბარდა

რომელიმე ტელევიზიის დახურვა, როგორიც არ უნდა იყოს ის, საქართველოში არავის ინტერესში არ შედის, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

22 ოქტომბერი 2020, 17:26

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი გლობალური განათლების საკითხებზე UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ სესიაზე მოხსენებით წარდგა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა UNESCO-ს მოწვევითა და გაერთიანებული სამეფოს, განასა და ნორვეგიის მთავრობების თანამასპინძლობით გლობალური განათლების საკითხებზე გამართულ სესიაში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

კელი დეგნანი

22 ოქტომბერი 2020, 17:22

პოლიტიკა

კელი დეგნანი: არჩევნების სკრუპულოზური მონიტორინგი აუცილებელია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლეგიტიმური არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი ენდობა

არჩევნების სკრუპულოზური მონიტორინგი აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ლეგიტიმური არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი ენდობა, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. ამერიკის საელჩო საქართველოში მომუშავე სადამკვირვებლო ჯგუფებს მხარს უჭერს.

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 17:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დანაშულის პრევენციისთვისაა აუცილებელი, ოპერაცია დასრულდეს ბოლომდე

დანაშულის პრევენციისთვისაა აუცილებელი, ოპერაცია დასრულდეს ბოლომდე და ოპერაციის დასრულება ნიშნავს, რომ ნათელი მოეფინოს ყველაფერს, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ჩვენ ყველამ ერთად, წარმატებები უნდა ვუსურვოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა წარმატებით დაასრულოს სპეცოპერაცია.

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 17:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „მთავარ არხს“: თქვენი არხის დირექტორი ყოფილი გენპროკურორის მოადგილეა და უნდა ერკვეოდეს, რისი უფლება აქვს მედიასაშუალებას და რისი - არა

გუშინ მედიაში და მათ შორის „გლავკანალში“ რაც ხდებოდა ძალიან მძიმე იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში, გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრისას ბრიფინგზე განაცხადა.

22 ოქტომბერი 2020, 17:18

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 62 735 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 62 735 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 124 ადამიანი გარდაიცვალა.

ვახტანგ გომელაური

22 ოქტომბერი 2020, 17:18

სამართალი

ვახტანგ გომელაური ზუგდიდის სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფება

ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მივიდა. არსებული ინფორმაციით, სამხარეო პოლიციასთან შსს-ს წარმომადგენელი მედიასთან განცხადებას გააკეთებს.