IMEDI /  17 ოქტომბერი 2020, 19:46 / სანდო წყარო

კახეთის პოლიციამ ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის ბრალდებით, ერთი პირი – 2001 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, თანასოფლელს – 2002 წელს დაბადებულ თ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველებმა ი.გ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თბილისში დააკავეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციის მიერ ჩატარდა გამოკითხვები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. გრძელდება გამოძიება დანაშაულში სავარაუდო მონაწილე სხვა პირთა გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ყველა სიახლე

22 ოქტომბერი 2020, 17:26

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი გლობალური განათლების საკითხებზე UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ სესიაზე მოხსენებით წარდგა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა UNESCO-ს მოწვევითა და გაერთიანებული სამეფოს, განასა და ნორვეგიის მთავრობების თანამასპინძლობით გლობალური განათლების საკითხებზე გამართულ სესიაში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

კელი დეგნანი

22 ოქტომბერი 2020, 17:22

პოლიტიკა

კელი დეგნანი: არჩევნების სკრუპულოზური მონიტორინგი აუცილებელია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლეგიტიმური არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი ენდობა

არჩევნების სკრუპულოზური მონიტორინგი აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ლეგიტიმური არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი ენდობა, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. ამერიკის საელჩო საქართველოში მომუშავე სადამკვირვებლო ჯგუფებს მხარს უჭერს.

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 17:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დანაშულის პრევენციისთვისაა აუცილებელი, ოპერაცია დასრულდეს ბოლომდე

დანაშულის პრევენციისთვისაა აუცილებელი, ოპერაცია დასრულდეს ბოლომდე და ოპერაციის დასრულება ნიშნავს, რომ ნათელი მოეფინოს ყველაფერს, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ჩვენ ყველამ ერთად, წარმატებები უნდა ვუსურვოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა წარმატებით დაასრულოს სპეცოპერაცია.

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 17:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „მთავარ არხს“: თქვენი არხის დირექტორი ყოფილი გენპროკურორის მოადგილეა და უნდა ერკვეოდეს, რისი უფლება აქვს მედიასაშუალებას და რისი - არა

გუშინ მედიაში და მათ შორის „გლავკანალში“ რაც ხდებოდა ძალიან მძიმე იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში, გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრისას ბრიფინგზე განაცხადა.

22 ოქტომბერი 2020, 17:18

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 62 735 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 62 735 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 124 ადამიანი გარდაიცვალა.

ვახტანგ გომელაური

22 ოქტომბერი 2020, 17:18

სამართალი

ვახტანგ გომელაური ზუგდიდის სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფება

ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მივიდა. არსებული ინფორმაციით, სამხარეო პოლიციასთან შსს-ს წარმომადგენე მედიასთან განცხადებას გააკეთებს.

22 ოქტომბერი 2020, 17:15

სამართალი

სტრასბურგის სასამართლომ 2008 წელს თბილისის აეროპორტში უკრაინის მოქალაქის მიმართ შესაძლო არასათანადო ჩხრეკის გამოუძიებლობისა და არასამართლიანი სასამართლო განხილვის გამო ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა

დღეს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „ბოხონკო საქართველოს წინააღმდეგ“ – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) პროცედურული ნაწილისა და მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვა) 1-ლი პუნქტის დარღვევა დაადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველო იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მომჩივანი 2008 წელს თბილისის აეროპორტში დააკავეს ნარკოტიკების უკანონო შემოტანის ფაქტზე, რის შემდეგაც იგი გაშიშვლებულ მდგომარეობაში გაჩხრიკეს და ამოიღეს გარკვეული ნივთიერება, რომელიც მოგვიანებით აღმოჩნდა მეტადონი

სოფი ვილმესი

22 ოქტომბერი 2020, 17:09

COVID19

კოვიდინფიცირებული ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, სოფი ვილმესი, რომელსაც გასულ კვირას კორონავირუსი დაუდასტურდა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 17:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შემაშფოთებელია უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გაწბილებული კომენტარები 43-ივე მძევლის უვნებლად გათავისუფლებასთან დაკავშირებით

გუშინაც, სხვა მსგავსი შემთხვევების ანალოგიურად, ერთ მხარეს იდგნენ ხელისუფლება, გმირი პოლიციელები და მძევლების უვნებლად გათავისუფლებით დაინტერესებული ჩვენი თანამოქალაქეები, ხოლო მეორე მხარეს იდგნენ ბანკში შეჭრილი დამნაშავე, ექსტრემისტული ზრახვებით შეპყრობილი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აზერბაიჯანი კორონავირუსი

22 ოქტომბერი 2020, 16:40

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 825 ადამიანს გამოუვლინდა

ქვეყანაში კორონავირუსის 47 418 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში გარდაიცვალა 648 ადამიანი. ვირუსისგან 40 619 პაციენტი განიკურნა.

მამუკა მდინარაძე

22 ოქტომბერი 2020, 16:39

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მჯერა, საპოლიციო ღონისძიების მეორე ეტაპიც ანალოგიური წარმატებით შესრულდება და დასრულდება

უდიდესი ვაჟკაცობა და პროფესიონალიზმი სჭირდება ასეთი ღონისძიებების უმსხვერპლოდ ჩატარებას და მით უმეტეს, მძევლების ჩანაცვლებას საკუთარი თავით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე​ Facebook-ზე წერს.

დავით სოლომონია

22 ოქტომბერი 2020, 16:22

პოლიტიკა

ელჩი დავით სოლომონია: საქართველო სარგებლობს სტაბილური და უაღრესად წარმატებული რეიტინგებით, რომლებიც საერთაშორისო ინსტიტუტების და სარეიტინგო სააგენტოების მიერ არის აღიარებული

რა ხდის საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს კულტურულ მემკვიდრეობად თანამედროვე მსოფლიოში? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად Casamundi Cultura საქართველოს ელჩს ბრაზილიაში, დავით სოლომონიას ესაუბრა, რომელიც ბრაზილიაში 2017 წლის ივლისიდან იმყოფება.

22 ოქტომბერი 2020, 16:21

საზოგადოება

განათლების სამინისტრო: თბილისის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ თბილისის 175-ე და 45-ე საჯარო სკოლები მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ ვითარებას.

გიორგი ვოლსკი

22 ოქტომბერი 2020, 16:17

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: კონკრეტული ტელევიზიების სტრატეგიული მიზანი არის ხელისუფლებისთვის ჩრდილის მიყენება

„კრიტიკულ მედიასთან დაკავშირებით კარგად ხედავთ, საკმაოდ კრიტიკულებიც ხართ, ხშირ შემთხვევაში ზღვარგადასული შეფასებებიც ისმის კონკრეტული მედიისაგან, მაგრამ არასოდეს არავის შეუზღუდავს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თითქოს „TV პირველის“ დამფუძნებლის მამის მიმართ იყო მუქარა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით.

22 ოქტომბერი 2020, 16:16

რეგიონი

85-ე საზოგადოებრივი ცენტრი ნინოწმინდაში გაიხსნა

85-ე საზოგადოებრივი ცენტრი ნინოწმინდაში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სოსო გიორგაძემ გახსნა. ღონისძიებას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი, ანივარდ (ანი) მოსოიანი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნინოწმინდის საზოგადოებრივი ცენტრი სამცხე-ჯავახეთის მხარეში რიგით მეცხრეა. ცენტრები ფუნქციონირებს: ფოკაში, ვალეში, ბარალეთში, კუმურდოში, ბაკურიანში, აწყურში, ადიგენსა და ასპინძაში.

22 ოქტომბერი 2020, 16:16

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

2020 წლის 22 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2173 შეადგინა.

ამირან გამყრელიძე

22 ოქტომბერი 2020, 16:05

COVID19

ამირან გამყრელიძის თქმით, მე-2 ტალღისთვის საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, იტალიასთან შედარებით, უკეთაა მომზადებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებას, რომ საქართველო კორონავირუსის მე-2 ტალღას მოუმზადებელი შეხვდა. მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის მე-2 ტალღისთვის ბევრად უკეთაა მომზადებული ვიდრე იტალიის ჯანდაცვის სისტემა.

დავით მათიკაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 16:04

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი უპირველესი ღირებულება და საზრუნავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში ზუგდიდში, გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდისთვის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უპირველესი ღირებულებაა, ხოლო დეგრადირებული, ცალკეული ოპოზიციური ძალები საკუთარი ვიწრო პარტიული ქულების მოსახვეჭად, ყველა უღირსობაზე აწერენ ხელს.

ამირან გამყრელიძე

22 ოქტომბერი 2020, 16:03

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა, ველოდებით, რომ ცირკულაციაში ნოემბრის შუა რიცხვებიდან იქნება

საქართველოში ჯერჯერობით სეზონური გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. გამყრელიძე ამბობს, რომ გრიპის ვირუსი ნოემბრის შუა რიცხვებიდან არის მოსალოდნელი. ამიტომ ის პირველ რიგში მაღალი რისკის ჯგუფის წარმომადგენლებს მოუწოდებს, გრიპზე აიცრან.

კახა კალაძე

22 ოქტომბერი 2020, 16:00

სამართალი

კახა კალაძე: აღმაშფოთებელი დანაშაული მოხდა. ყველას გვიხარია, რომ ეს დანაშაული უსისხლოდ დასრულდა

„ყველას გვიხარია, რომ ეს დანაშაული უსისხლოდ დასრულდა. გვიხარია, რომ თითოეული დაზარალებული - მძევლად აყვანილი ადამიანი მშვიდობიანად დაბრუნდა სახლში“, ამის შესახებ თბილისის მერი Facebook-ზე წერს. კახა კალაძე საზოგადოებას მოუწოდებს, მხარდაჭერა გაოუცხადონ პოლიციელებს, რომელთა ძალისხმევით და გმირობით დადგა ეს შედეგი.