imedi /  22 ოქტომბერი 2020, 17:15 / სანდო წყარო

სტრასბურგის სასამართლომ 2008 წელს თბილისის აეროპორტში უკრაინის მოქალაქის მიმართ შესაძლო არასათანადო ჩხრეკის გამოუძიებლობისა და არასამართლიანი სასამართლო განხილვის გამო ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა

დღეს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „ბოხონკო საქართველოს წინააღმდეგ“ – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) პროცედურული ნაწილისა და მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვა) 1-ლი პუნქტის დარღვევა დაადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველო იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მომჩივანი 2008 წელს თბილისის აეროპორტში დააკავეს ნარკოტიკების უკანონო შემოტანის ფაქტზე, რის შემდეგაც იგი გაშიშვლებულ მდგომარეობაში გაჩხრიკეს და ამოიღეს გარკვეული ნივთიერება, რომელიც მოგვიანებით აღმოჩნდა მეტადონი. მომჩივანს ბრალი წარედგინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისა და გადატანის ფაქტზე.

„გამოძიებასა და სამართალწარმოების დროს დაკითხვისას მომჩივანი თავს დამნაშავედ არ ცნობდა და ამტკიცებდა, რომ ნარკოტიკები მას „ჩაუდეს“. იგი, ასევე, ამტკიცებდა, რომ სცემეს და აიძულეს, გაშიშვლებულიყო და გაეკეთებინა ბუქნები, რასაც პოლიციელები მობილური ტელეფონებით იღებდნენ. მომჩივნის თქმით, პოლიციელებმა მას უკანა ტანი შეუმოწმეს და მას შემდეგ, რაც მან მეორე შემოწმებისას გონება დაკარგა და გამოფხიზლდა, უთხრეს, რომ აღმოუჩინეს ნარკოტიკები.

მომჩივანი დამნაშავედ იქნა ცნობილი 2009 წელს. სასამართლოები მტკიცებულების სახით დაეყრდნენ ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნარკოტიკებს, სამი პოლიციელისა და ჩხრეკის პროცესში დამსწრე თარჯიმნის განმარტებებს. მათ დაადასტურეს თავიანთი ჩვენებები, რითაც უარყოფდნენ მომჩივნის არასათანადო მოპყრობას და ადასტურებდნენ, რომ პოლიციელმა ნარკოტიკული ნივთიერება მომჩივნის მიერ ბუქნების შესრულების დროს აღმოაჩინა. ეროვნულმა სასამართლოებმა დაუსაბუთებლობის მიზეზით არ დააკმაყოფილეს მომჩივნის საჩივრები არასათანადო მოპყრობისა და პროცედურული დარღვევების თაობაზე.

მომჩივნის მოთხოვნა საგამოძიებო და სასჯელაღსრულების დაწესებულების მიმართ მისი სამედიცინო შემოწმების ჩატარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამასთან, 2008 წლის 17 ოქტომბერს პროკურატურამ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა პოლიციელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მომჩივნის საჩივარი მე-3 მუხლის ფარგლებში ეხებოდა ორ ასპექტს: 1) არასათანადო მოპყრობას დაკავებისას და ფაქტის გამოუძიებლობას; 2) მის გაშიშვლებულ მდგომარეობაში ჩხრეკას და ამ ეპიზოდის გამოუძიებლობას.

დაკავებისას არასათანადო მოპყრობასა და გამოძიებასთან დაკავშირებული საჩივრის ნაწილი სტრასბურგის სასამართლომ მიუღებლად ცნო იმ საფუძვლით, რომ მომჩივნის მიერ არ იქნა დაცული საჩივრის წარდგენის 6-თვიანი წესი.

რაც შეეხება გაშიშვლებულ მდგომარეობაში ჩხრეკასა და ფაქტის გამოუძიებლობას, სასამართლოს შეფასებით, იმის გამო, რომ 2008 წელს საგამოძიებო მოქმედებები არ განხორციელებულა, 2013 წელს განახლებული სისხლისსამართლებრივი გამოძიებაც არ იყო საკმარისი, რადგან უკვე ძალიან დიდი დრო იყო გასული შესაძლო დარღვევიდან. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა.

მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის ფარგლებში, როგორც ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, მის ხელთ არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის უკანა ტანის შემოწმება ჩატარდა მის მიერ აღწერილ გარემოებებში. ამდენად, სასამართლოს არ შეუძლია, დაასკვნას, რომ გაშიშვლებულ მდგომარეობაში ჩხრეკა მიზნად ისახავდა მომჩივნის დამცირებას ან რომ იგი განხორციელდა მისთვის ტკივილის მიყენებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევას.

მე-6 მუხლის დარღვევასთან მიმართებით ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნულ სასამართლოებს მომჩივნის მიმართ 2008-2010 წლებში წარმოებული საქმის განხილვის დროს საკმარისად არ უმსჯელიათ იმაზე, თუ როგორ განხორციელდა მთავარი მტკიცებულების – ნარკოტიკული საშუალების – მოპოვება, ასევე, მათ არ განუხილავთ მომჩივნის პრეტენზია ჩხრეკის არაადამიანური და დამამაცირებელი ფორმებით განხორციელების შესახებ. ზემოთქმულის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის (საქმის სამართლიანი განხილვა) დარღვევას.

რაც შეეხება თარჯიმნის მომსახურების საკითხს, ვინაიდან კონვენცია არ მოითხოვს ოფიციალური დოკუმენტების ყველა პუნქტის წერილობით თარგმანს, ხოლო ზეპირი ენობრივი დახმარება შეიძლება აკმაყოფილებდეს კონვენციის სტანდარტებს, და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი უზრუნველყოფილი იყო ენობრივი თარგმანით, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონია მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 „ე“ პუნქტების დარღვევას.

ზემოხსენებული დარღვევების გამო სტრასბურგის სასამართლომ მომჩივანს სამართლიანი დაკმაყოფილების სახით 10,000 ევრო მიაკუთვნა“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

რუსლან აბაშიძე ანდრიუს კალინდრა

01 დეკემბერი 2020, 16:05

საზოგადოება

რუსლან აბაშიძე ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ანდრიუს კალინდრას შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ლიეტუვის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ბექა ლილუაშვილი

01 დეკემბერი 2020, 15:54

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: ბიუჯეტში ასახული ფინანსური რესურსები მიმართული იქნება, ერთი მხრივ, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე, მეორე მხრივ, მათ სოციალურ მხარდაჭერასა და ბიზნესის ხელშეწყობაზე

მისივე თქმით, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკვე მომდევნო წლის განმავლობაში, პანდემიის რისკების შემსუბუქებისა და გლობალურად ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად საქართველოს ეკონომიკა წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს ასე ვთქვათ კრიზისიდან გამოსვლის აქტიურ ეტაპს და შესაბამისად წლის განმავლობაში გაიზრდება 4,5 %-მდე, ხოლო 2021-დან 2025 წლამდე ეკონომიკური ზრდის პარამეტრი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონსა და ევროპაში.

01 დეკემბერი 2020, 15:44

სპორტი

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოს წინა ტური რვა შეხვედრით გაიხსნება

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოს წინა ტური რვა შეხვედრით გაიხსნება. B ჯგუფში „შახტარი“ უკრაინაში მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. სამეფო კლუბი დონეცკელებთან სათამაშოდ ორი ტრავმირებული წამყვანი ფეხბურთელის, გუნდის კაპიტნის სერხიო რამოსისა და ედენ აზარის გარეშე ჩავიდა.

გერმანული ჰოსპიტალი

01 დეკემბერი 2020, 15:42

COVID19

კორონავირუსით 19 წლის პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გერმანული ჰოსპიტალი განმარტებას აკეთებს

კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობა განაპირობა თანდართულმა დაავადებამ. მიუხედავად გაწეული დახმარებისა, მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო. ვარაუდი შეიძლება იყოს იმის, რომ მან დაგვიანებით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას თუ ექიმს, ჩვენთან მოსული იყო კრიტიკულ მდგომარეობაში“, - განაცხადა ეკატერინე ლორიამ.

01 დეკემბერი 2020, 15:40

საზოგადოება

წელს ფაროსანას საწინააღმდეგოდ 325 700 ჰექტრამდე ფართობი დამუშავდა

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარე წელს წარმატებით დასრულდა. ახალი კორონავირუსის (COVID - 19) გავრცელების მიუხედავად, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მთელი წლის განმავლობაში შეუფერხებლად მიმდინარეობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში ჩართული იყო 250-მდე სპეციალიზებული ტექნიკა.

01 დეკემბერი 2020, 15:27

COVID19

შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეის მდგომარეობით, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 3159 პაციენტს შეადგენს, მათ შორის - 1126 მკურნალობას გადის სახლში. სულ თვითიზოლაციაშია 2237 პირი. 24 საათში შიდა ქართლში კოვიდინფიცირების შედეგად გარდაიცვალა 2 პაციენტი. გორში მცხოვრებ 80 წელს გადაცილებულ კაცსა და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 80 წელს გადაცილებულ ქალს თანმხლები დაავადებებიც ჰქონდათ.

01 დეკემბერი 2020, 15:18

სპორტი

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მესამე რაუნდის ყველა წყვილი ცნობილია

მერსისაიდელებისა და ბირმინგემელების დაპირისპირება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგან მიმდინარე სეზონში „ვილამ“ ინგლისის მოქმედი ჩემპიონი გამანადგურებელი სხვაობით, ანგარიშოთ 7:2 დაამარცხა და ახლა „წითლები“ რევანშისთვის ემზადებიან. შეხვედრები 8-11 იანვარს გაიმართება.

ანგელა მერკელი

01 დეკემბერი 2020, 15:10

COVID19

ანგელა მერკელი: ზამთრის განმავლობაში ყურადღებით უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეპიდემიის მესამე ტალღას მივიღებთ

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიის მოქალაქეებმა შესზღუდვები უნდა დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფი ტემპებით გაიზრდება.

იუსტიციის სახლი

01 დეკემბერი 2020, 15:09

საზოგადოება

ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს ბავშვის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, სპეციალური სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ

2016 წელს დაწყებული სოციალური პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ კიდევ უფრო დიდ მასშტაბს იძენს. პროექტი, რომელიც დღემდე სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისათვის იყო განკუთვნილი, საყოველთაო ხდება, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ.

01 დეკემბერი 2020, 14:59

რეგიონი

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დიალიზის 14 აპარატი და ჟანგბადის დანადგარები შეემატა

აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

01 დეკემბერი 2020, 14:56

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ასლან ვაშაყმაძის მუქარა იმ შინაარსს გამოხატავს, რაც საერთო ოპოზიციურ გუნდს აქვს

„დღეს ეს ადამიანი ოპოზიციამ დაბალ ღობედ წარმოადგინა და ყველა გაემიჯნა. სააკაშვილს გაემიჯნონ იმ განცხადებაში, რაც გააკეთა. ერთიც უბადრუკია და მეორეც, მაგრამ რეალურად გამოხატავს გაერთიანებული ოპოზიციის შინაარსს, სახელმწიფოს სტაბილურობის მიმართ მათი ქმედებებსა და დამოკიდებულებას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

01 დეკემბერი 2020, 14:45

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა.

01 დეკემბერი 2020, 14:44

COVID19

ავსტრიაში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო

ავსტრიაში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო. ქვეყნის მოსახლეობამ ეს გადაწყვეტილება იმ ინფიცირებულთა გამოსავლენად მიიღო, რომლებსაც დაავადება უსიმპტომოდ გაადაქვთ.

ლაშა გუჯეჯიანი

01 დეკემბერი 2020, 14:39

სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს. ამ თანამდებობაზე ნოდარ მეტრეველი ლაშა გუჯეჯიანმა შეცვალა, რომელიც აქამდე ახალგაზრდულ ნაკრებს ავარჯიშებდა. გუჯეჯიანი „გამოწვევა 2020“-ის ერთ-ერთი ავტორია. პროექტმა რამდენიმე წარმატებული სპორტსმენი, ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე, გელა ზაალიშვილი და ლაშა ბექაური აღმოაჩინა. პირველი ტურნირი, რომლისთვისაც გუჯეჯიანს ნაკრების მომზადება მოუწევს, მსოფლიოს მასტერსია, რომელსაც 11-13 იანვარს ყატარის დედაქალაქი დოჰა უმასპინძლებს.

01 დეკემბერი 2020, 14:24

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა.

01 დეკემბერი 2020, 14:20

სამართალი

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი დააყაჩაღეს

„ორი კაცი იარაღის მუქარით ითხოვდა კარის გაღებას. 3-ჯერ გაისროლეს, რის შედეგადაც დაზიანდა კლინიკის ქონება. შემდეგ შემოიჭრნენ შენობაში და წაიღეს თანხა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. კლინიკა სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას და პაციენტებს საფრთხე არ ემუქრებათ”, - განაცხადა ნინი კილაძემ.

თორნიკე რიჟვაძე

01 დეკემბერი 2020, 14:11

რეგიონი

აჭარის მთავრობა 7 000-ზე მეტ სოციალურად მოწყვლად ოჯახს სასურსათო უზრუნველყოფის კალათებს გადასცემს

ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გეგმასთან ერთად აჭარაში ამოქმედდება კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეების, თვითდასაქმებულების, ბიზნესის მხარდაჭერას, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება გაამახვილა გაფართოებული წერტილოვანი შეზღუდვების პერიოდში ბიზნესის ხელშეწყობასა და მოქალაქეების დახმარებაზე.

01 დეკემბერი 2020, 14:11

COVID19

გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, საჯარო უწყებებს ვირუსისგან დამცავი სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, მოქალაქეების მხრიდან წესების დაცვის მნიშვნელობა და საჯარო უწყების თანამშრომლებისა და მოწყვლადი ჯგუფების დამცავი სამედიცინო საშუალებებით აღჭურვის მნიშვნელობა, - ამ საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორის საკითხებში ლელა აქიაშვილმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, NCDC-ს საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ ნამიჭეიშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

დავით დუნდუა

01 დეკემბერი 2020, 14:07

ეკონომიკა

დავით დუნდუა: საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია თავისუფალ, სამართლიან, ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაზე

ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე სტრატეგიული ადგილმდებარეობით, საქართველო იძლევა ბევრ უპირატესობას იმპორტისა და ექსპორტის აქტივობისთვის, საერთაშორისო ბიზნესსაქმიანობისათვის, უცხოური ინვესტიციების განხორციელებისათვის და სხვა. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია თავისუფალ, სამართლიან, ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაზე, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ საჯარო მომსახურებას, ბაზარზე ღია და სამართლიან კონკურენციას, ინტელექტუალური და საკუთრების უფლების სათანადო დაცვასა და თავისუფალი სასამართლო სისტემის ხელმისაწვდომობას, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთში, დავით დუნდუამ ჟურნალ „Maritime Economies“-თან განაცხადა.

01 დეკემბერი 2020, 13:47

COVID19

ქუთაისის გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელს და რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ცენტრის უფროსს, მაია რუხაძეს ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ეტაპობრივად დაინფიცირდნენ. უმეტესობამ ვირუსი უკვე დაამარცხა და მუშაობას აგრძელებს.