imedi /  31 ოქტომბერი 2020, 19:52 / სანდო წყარო

კახა საბანაძე: პოლიცია რეაგირებას მოახდენს და მყისიერად აღკვეთს ყველა სამართალდარღვევას, მიუხედავად დამრღვევის პოლიტიკური კუთვნილებისა​

ნინო ციციაშვილი

კახა საბანაძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს არჩევნების დღეს უწყების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე მიაწოდა ინფორმაცია. კახა საბანაძის თქმით, ჯამში გამოძიება 9 ინციდენტზეა დაწყებული.

„ჯამში, არჩევნების მიმდინარეობის დროს მომხდარ 9 ინციდენტზეა დაწყებული გამოძიება და მიმდინარეობს შესაბამისი პროცესი და საგამოძიებო მოქმედებები. დღეს პოლიციას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე 15 ადმინისტრაციული საქმის წარმოებაა დაწყებული და ჯამში დაკავებულია 10 პირი. ასევე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, - განაცხადა საბანაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საარჩევნო უბნების ტერიტორიებზე სამართალდამცველების სპეციალური დანაყოფები მოძრაობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე არაერთხელ გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი ძალები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილდებიან მათი სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების მიზნით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დღეს პოლიციის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს მართლწესრიგის დაცვა, არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება.სწორედ ამ მიზნით საპოლიციო ძალები გადანაწილებული არიან მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მაქსიმალურად მოხდეს არჩევნების პროცესში უსაფრთხოების დაცვა და ამომრჩევლის თავისუფალი ნების უზრუნველყოფა. ამასთან, პოლიცია რეაგირებას მოახდენს და მყისიერად აღკვეთს ყველა სამართალდარღვევას, მიუხედავად დამრღვევის პოლიტიკური კუთვნილებისა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ყველა სიახლე

კარასინი-აბაშიძე

27 ნოემბერი 2020, 21:43

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა

2020 წლის 27 ნოემბერს, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

27 ნოემბერი 2020, 21:31

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 28 352 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 28 352 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 827 ადამიანი გარდაიცვალა.

27 ნოემბერი 2020, 21:25

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 10 853 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 853 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 294 ადამიანი გარდაიცვალა.

ევროპელ მკვლევართა ღამე

27 ნოემბერი 2020, 21:22

საზოგადოება

პირველად ისტორიაში საქართველო „ევროპელ მკვლევართა ღამეს“ მასპინძლობს

2020 წლის 27 ნოემბერს საქართველო პირველად უერთდება 29 ქვეყანას „ევროპელ მკვლევართა ღამის“ საზეიმო აღნიშვნას. ღონისძიება მთელი ევროპის მასშტაბით იმართება და მისი მიზანია მეცნიერებისა და ფართო საზოგადოების დაახლოება

27 ნოემბერი 2020, 21:21

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 16 022 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 022 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 521 ადამიანი გარდაიცვალა.

მიხეილ სადრაძე

27 ნოემბერი 2020, 21:13

სამართალი

დავით გარეჯის საქმის პროკურორი: დაკავებულთა ადვოკატებს საქმეში არსებული მტკიცებულებები ამ დრომდე არ მოუთხოვიათ

დღეს ოპოზიციური პარტიების ნაწილმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას ითხოვდნენ და განაცხადეს, რომ დაკავებულების ადვოკატებს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გადასცეს დოკუმენტაცია, რითაც შეკრებილების თქმით, მათი უდანაშაულობა დასტურდება.

ბექა დოჭვირი

27 ნოემბერი 2020, 20:58

COVID19

ბექა დოჭვირი: მთავარი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა, ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალური ბალანსი დავიჭიროთ შეზღუდვებსა და რეგულაციებს შორის

რეგულაციების შემოღებისას, ბუნებრივია, ყველას ინტერესის გათვალისწინება ვერ მოხდებოდა, იმიტომ, რომ პირველ რიგში, მთავარი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა ცდილობს, მაქსიმალური ბალანსი იქნას დაჭერილი შეზღუდვებსა და რეგულაციებს შორის, ასევე მაქსიმალურად იქნას დაცული ადამიანის უფლებები.

დონალდ ტრამპი

27 ნოემბერი 2020, 20:25

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ბაიდენი თეთრ სახლში პრეზიდენტის რანგში შესვლას მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც დაამტკიცებს, რომ „80 მილიონი ხმა“ თაღლითურად არ მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის თეთრ სახლში პრეზიდენტის რანგში შესვლის პირობა დაასახელა.

ილია მეორე

27 ნოემბერი 2020, 20:23

საზოგადოება

ილია მეორე მრევლს მიმართავს

საპატრიარქო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მრევლისადმი მიმართვას ავრცელებს. „ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, იკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება წმ.ზიარების მისაღებად“, - ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.

27 ნოემბერი 2020, 20:17

ეკონომიკა

New York Times-ი „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით შექმნილი ქართული ღვინის გლობალური ბრენდის შესახებ სტატიას აქვეყნებს

„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით შექმნილი, აშშ-ის ბაზრისთვის მორგებული ქართული ღვინის გლობალური ბრენდის „Lost Eden“-ის პროდუქცია აშშ-ის ბაზარზე წარმატებით იმკვიდრებს ფეხს. ღვინის შესახებ ცნობილი გამოცემა „The New York Times“-ი სტატიას აქვეყნებს.

ბექა დოჭვირი

27 ნოემბერი 2020, 20:15

COVID19

ბექა დოჭვირი: რეგულაციები მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს მოქალაქეების მობილობის შემცირება, იმისათვის, რომ შემცირდეს პანდემიის გავრცელება ქვეყნის ტერიტორიაზე

დღევანდელი რეგულაციები, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდება და 2 თვის განმავლობაში იმოქმედებს, მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს მოქალაქეების მობილობის შემცირება, იმისათვის, რომ შემცირდეს პანდემიის გავრცელება ქვეყნის ტერიტორიაზე, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა განაცხადა. მისი თქმით, რეგულაციების შემოღებამდე მთავრობა კონსულტაციებს აწარმოებდა ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მაქსიმალურად მოხდა პოზიციების შეჯერება.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

27 ნოემბერი 2020, 20:12

მსოფლიო

ოფიციალური თეირანი ირანელი მეცნიერის მკვლელობაში ისრაელის კვალზე საუბრობს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამედ ჯავად ზარიფი აცხადებს, რომ სერიოზული მინიშნებები არსებობს იმის თაობაზე, რომ ისრაელს ირანელი ფიზიკოსის, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობასთან კავშირი აქვს.

ბექა დოჭვირი

27 ნოემბერი 2020, 20:07

ეკონომიკა

ბექა დოჭვირი მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის პაკეტებზე: ეს არის მინიმალური მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან

ეს არის მინიმალური მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან იმისთვის, რომ მოქალაქეებს შეუმსუბუქდეს წნეხი, რომელიც მათ პანდემიიდან გამომდინარე აქვთ, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბექა დოჭვირმა განაცხადა.

აქსელ ფიშერი

27 ნოემბერი 2020, 19:58

პოლიტიკა

აქსელ ფიშერი: საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის პარალელურად რუსეთი ქვეყნის ორი რეგიონის ანექსიას განაგრძობს

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი აქსელ ფიშერი (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია-CDU) და გერმანულ-ქართული ფორუმის თავმჯდომარე, 2020 წლის 12 ივნისს, სოჭში შეხვედრის ფარგლებში, ვლადიმირ პუტინისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის ასლან ბჟანიას შეთანხმებას ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

27 ნოემბერი 2020, 19:44

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ უახლოეს მომავალში ჯო ბაიდენთან შეხვედრა დააანონსა

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ უახლოეს მომავალში ჯო ბაიდენთან შეხვედრა დააანონსა.

ალეკო ელისაშვილი

27 ნოემბერი 2020, 19:42

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: დაფინანსება მიღებული ხმების მიხედვით ანგარიშდება, შესაბამისად, თუ იღებ თანხას, აღიარებ ცესკოს დაწერილ შედეგს

პარტიებს დაფინანსება მიღებული ხმების მიხედვით უანგარიშდებათ, შესაბამისად, თუ იღებ თანხას, აღიარებ ცესკო-ს დაწერილ შედეგს, - ამის შესახებ Facebook-ზე „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი წერს.

27 ნოემბერი 2020, 19:28

COVID19

ქუთაისში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

ქუთაისში COVID19-ით ექიმი ზურაბ არდაზიშვილი გარდაიცვალა. ის ტრავმატოლოგი იყო და ინტრვენციული მედიცინის ცენტრში მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, მას ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.

რაულ თუთარაული

27 ნოემბერი 2020, 19:19

სპორტი

რაულ თუთარაულმა ბრძოლა 14 წამში მოიგო

რაულ თუთარაულმა „ასა 114“-ის ორგანიზაციის ეგიდით პირველი ბრძოლა 14 წამში მოიგო. ქართველი მებრძოლის მეტოქე ბოსნიელი დრაგოლუბ სტანოიევიჩი იყო. მეტოქისთვის მიყენებული რამდენიმე უძლიერესი დარტყმის შემდეგ ექიმებმა ბოსნიელისთვის დახმარება სცადეს, თუმცა მან წამოდგომა ვეღარ შეძლო და ოქტაგონიც სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა.

27 ნოემბერი 2020, 19:06

COVID19

Reuters: ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა კორონავირუსის ვაქცინის მწარმოებელ კომპანია AstraZeneca-ზე კიბერთავდასხმა განახორციელეს

ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა კორონავირუსის ვაქცინის მწარმოებელ კომპანია AstraZeneca-ზე კიბერთავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილი

27 ნოემბერი 2020, 19:05

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მჯერა, რომ ტურიზმი ისევ გახდება ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ინდუსტრია

„მთავარია ორი თვის განმავლობაში წარმატებულად ვმართოთ ის პროცესი, რომელსაც წარმატებულად შევეჭიდეთ და მჯერა, რომ ტურიზმი ისევ გახდება ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ინდუსტრია“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.