IMEDI /  02 ნოემბერი 2020, 20:48 / სანდო წყარო

ვაკის საოლქო კომისიასთან, სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს

ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების აქციაზე დაპირისპირების გამო სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან სამი ადამიანი გაიყვანეს.

შსს ინფორმაციით, დაკავებულია სამი მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კომისიის თავმჯდომარემაც გააკეთა კომენტარი მედიასთან. ბესიკ ლაჩაშვილის თქმით, საჩივრების განხილვას თავიდანვე ესწრებოდა პარტიის სხვა წარმომადგენელი, მისივე განმარტებით ახალგაზრდულ ორგანიზაციას პროტესტის საბაბი არ ჰქონდა. კომისიის თავმჯდომარის თქმით, „ლეიბორისტული პარტიის“ არც ერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები საოლქო კომისიის სხდომაზე შესვლას ცდილობდნენ. როგორც შეკრებილები აცხადებენ, მათ წარმომადგენელს სხდომაზე არ უშვებენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ყველა სიახლე

14 მაისი 2021, 23:30

მსოფლიო

ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად, ჩეხეთის პრეზიდენტის სასახლეში ისრაელის დროშა აღიმართა

ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად, ჩეხეთის პრეზიდენტის სასახლეში ისრაელის დროშა აღიმართა.

ანრი ოხანაშვილი

14 მაისი 2021, 23:27

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი გიორგი გახარიაზე: მერყევი ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის - მისი გუნდი არანაირი „ქართული ოცნება 2“ არ არის

მერყევი ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის და გახარიას გუნდი არანაირი ქართული ოცნება 2“ არ არის, -. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

14 მაისი 2021, 23:19

პოლიტიკა

მთავრობის სტრატკომი: სიცრუეა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ პროექტში „განახლებული რეგიონები“ კორუფციული სქემებია

მთავრობის სტრატკომი მედიაში პროექტ „განახლებული რეგიონები“ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. „გვსურს, გამოვეხმაუროთ მორიგ დეზინფორმაციას და „ფეიკნიუსს“, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული უპრეცედენტო პროექტის „განახლებული რეგიონები“ დისკრედიტაციას ემსახურება. კონკრეტული მედიასაშუალებები მთელი დღის განმავლობაში ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას ჩაშლილ ტენდერებზე და თითქოსდა პროგრამაში არსებულ კორუფციულ სქემებზე“, ნათქვამია სტრატკომის განცხადებაში.

14 მაისი 2021, 23:04

მსოფლიო

სირიის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს

სირიის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის არმია ავრცელებს.

ნიკოლ ფაშინიანი

14 მაისი 2021, 22:58

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სიუნიქში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსეთს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სიუნიქში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსეთს სამხედრო დახმარების გაწევის თხოვნით მიმართა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

14 მაისი 2021, 22:45

მსოფლიო

უკრაინამ 557 ე.წ. „კანონიერი ქურდის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა

უკრაინის ეროვნული ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ 557 ე.წ. „კანონიერი ქურდის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

14 მაისი 2021, 22:29

მსოფლიო

რუსეთის მთავრობამ რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილი სახელმწიფოების სია დაამტკიცა

რუსეთის მთავრობამ რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილი სახელმწიფოების სია დაამტკიცა. ოფიციალურმა მოსკოვმა აღნიშნულ სიაში აშშ და ჩეხეთი შეიყვანა.

14 მაისი 2021, 22:22

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 717 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 717 513 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 13 043 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ზაალ უდუმაშვილი

14 მაისი 2021, 22:16

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: ჩვენ თუ პარლამენტში შევედით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ საერთოდ ქუჩის აქციებზე - ერთდროულად ვიქნებით როგორც საპარლამენტო, ასევე ქუჩის ოპოზიცია

ჩვენ თუ პარლამენტში შევედით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ უარს ვამბობთ ქუჩის აქციებზე, პირიქით. ქუჩის აქციები იქნება და საპროტესტო მუხტიც იქნება. ჩვენ პარლამენტის ტრიბუნა სწორედ იმისთვისაც უნდა გამოვიყენოთ, რომ ეს საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო გაიზარდოს ქვეყანაში და მისი მობილიზაცია მოვახდინოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ანდრიუს კუბილიუსი

14 მაისი 2021, 22:08

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: მკაცრად უნდა მივუდგეთ ღირებულებების მიმართ ქვეყნების ერთგულებას, როდესაც საქმე ევროკავშირის გაფართოებას ეხება

ქართველმა პოლიტიკოსებმა ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, რომელიც 1993 წელს დამტკიცდა. ეს არის ძირითადი ღირებულებების მიმართ ერთგულებაზე. ეს კრიტერიუმები იყო უმთავრესი, როდესაც ჩვენ, ცენტრალური ევროპის ქვეყნები ევროკავშირში გავწევრიანდით, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განუცხადა.

მარინა კალიურანდი

14 მაისი 2021, 21:53

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: ჩემი რჩევაა გავიხედოთ წინ, მომავლისკენ და პარტიებმა ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ ითანამშრომლონ

მე არასდროს გამომიყენებია ტერმინი პოლიტპატიმარი. დიახ, არის კითხვები მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა

14 მაისი 2021, 21:44

ეკონომიკა

კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“ კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა

2021 წლის 12 მაისს ქალაქ კარაგანდაში წარმოებაში ოფიციალურად ჩაეშვა ახალი ნახშირგამამდიდრებელი ფაბრიკა რომელსაც დსთ-ს მასშტაბით ანალოგი არ აქვს. გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მოადგილემ რომან სკლიარმა. ინოვაციური საწარმო აშენდა „ყაზახეთის განვითარების ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით. უნიკალური ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც საშუალებას იძლევა მაქსიმალურად გამოარჩიოს სასარგებლო მინერალები ნედლეულის მთლიანი ქანების მასისაგან. საწარმო საშუალებას იძლევა ნედლი ქვანახშირში ნაცრის შემცველობა 15%-დან გამდიდრების შედეგად დაიყვანოს 2-3%-მდე.

ანდრიუს კუბილიუსი

14 მაისი 2021, 21:39

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: პოლიტიკური კრიზისის დასრულებასთან ერთად საჭიროა, რომ კრიზისში ყოფნის განწყობაც წარსულს ჩაბარდეს

მე და ჩემმა კოლეგებმა მხარი დავუჭირეთ და მოვუწონეთ მმართველ გუნდს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქვეყანამ 2024 წელს ევროკავშირში მომავალ წევრობაზე ოფიციალური განაცხადი უნდა გააკეთოს. ეს არ უნდა იყოს პროპაგანდა. მზადებას რეფორმები და ბევრი მუშაობა სჭირდება. ეს არის საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განუცხადა.

ანდრიუს კუბილიუსი

14 მაისი 2021, 21:29

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: ვერ ვხედავ რაციონალურ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა შევიდნენ პარლამენტში ოპოზიცური პოლიტიკური ძალები

მე ვერ ვხედავ რაციონალურ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა შევიდნენ პარლამენტში ის პოლიტიკური ძალები ოპოზიციიდან, რომლებმაც ოქტომბრის არჩევნებზე მანდატები მიიღეს. ეს არის პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა და ვალდებულება. ხალხის მიერ არჩეულმა კანონმდებლებმა კანონებზე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში უნდა იმუშაონ, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განუცხადა.

მარინა კალიურანდი

14 მაისი 2021, 21:17

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: ვფიქრობ ბოიკოტს წერტილი უნდა დაესვას, უკვე მერამდენედ მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, რომ მოაწერონ ხელი შეთანხმებას და შევიდნენ პარლამენტში

ნიკა მელიას გათავისუფლება კიდევ ერთი მაგალითია, რომ მმართველი პარტია ასრულებს დანაპირებს და შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა

ბენიამინ ნეთანიაჰუ

14 მაისი 2021, 21:08

მსოფლიო

ისრაელის პრემიერი: „ჰამასის“ ლიდერები ფიქრობდნენ, რომ გაიქცეოდნენ, მაგრამ ვერ გაიქცნენ - ჩვენ მათ ყველგან მივაგნებთ

მე ვთქვი, რომ „ჰამასსა“ და სხვა ტერორისტულ ჯგუფებს მნიშვნელოვან დარტყმას მივაყენებდით და ასეც ხდება, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მარინა კალიურანდი

14 მაისი 2021, 21:08

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: ველოდები კახა კუჭავასთან, საქართველოს პარლამენტის ახალ სპიკერთან შეხვედრას

ველოდები კახა კუჭავასთან, საქართველოს პარლამენტის ახალ სპიკერთან შეხვედრას. საქართველოს ისევ უმნიშვნელოვანესი პერიოდი აქვს წინ. არის ადგილობრივი არჩევნები. ახლა სიწყნარეა, მაგრამ მაინც არის რისკი ახალი პოლიტიკური პროვოკაციების, კრიზისისა და პრობლემების, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა.

შალვა პაპუაშვილი

14 მაისი 2021, 21:05

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით ყველა სპეკულაცია უნდა დასრულდეს

საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით ყველა სპეკულაცია უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შეფასებისას განუცხადა.

ლევან იოსელიანი

14 მაისი 2021, 21:00

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: საარჩევნო რეფორმა იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც 30 წლის მანძილზე ვერ გადავდგით

ეს კოდექსი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, მისი ტექნიკური ნაწილის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს იმას, რომ არჩევნები ვერ გახდება პოლიტიკური კრიზისი მიზეზი, - ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა საარჩევნო რეფორმის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ოზურგეთის თეატრი

14 მაისი 2021, 20:45

საზოგადოება

რა პროექტები განახორციელა საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით

​​​​​​​გურია-შეკვეთილი - ტურიზმის ახალი ცენტრი, შავი ზღვის სანაპიროზე. საკონცერტო დარბაზი, მუსიკოსებისა და ატრაქციონების პარკი, სასტუმრო „პარაგრაფი“ და დენდროლოგიური პარკი - ეს ბიძინა ივანიშვილის შავი ზღვის სანაპიროს პროექტების მხოლოდ ნაწილია.