imedi /  07 ნოემბერი 2020, 15:03 / სანდო წყარო

ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 2000 ლარით, იურიდიული პირები კი 10 000 ლარით დაჯარიმდებიან

ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 2000 ლარით, იურიდიული პირები კი 10 000 ლარით დაჯარიმდებიან, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვებთან დაკავშირებით სანქციები უკვე განსაზღვრულია კანონით, რომელიც საკარანტინო ღონისძიებებს არეგულირებს. ამ შეზღუდვის დარღვევისთვის იმოქმედებს უკვე დაწესებული სანქცია - 2000 ლარი ფიზიკურ პირებზე, 10 000 ლარი - იურიდიულ პირებზე“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში არსებული ეპიდვითარების გაუარესების გამო 9 ნოემბრიდან ქვეყნის დიდ ქალაქებში ღამის საათებში, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება.

ყველა სიახლე

28 ივნისი 2022, 10:12

რეგიონი

რძის გადამმუშავებელმა კოოპერაციულმა საწარმომ „ყვარის მთა“ სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი დანერგა

საწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 1,5 ტონას შეადგენს, უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების, მათ შორის, ტრადიციული პროდუქტის დამბალხაჭოს წარმოებას. პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.

28 ივნისი 2022, 10:07

საზოგადოება

თამარ მახარაშვილმა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებულები დააჯილდოვა

„I, II და III ადგილის მფლობელი მოსწავლეები 1000, 700 და 500 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკის, აქსესუარებისა და სმარტფონების სასაჩუქრე ბარათებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ამასთან, ოლიმპიადის ფარგლებში IV-X ადგილებზე გასულ 79 მოსწავლეს კომპიუტერული ტექნიკის სასაჩუქრე ბარათები და შესაბამისი სიგელები გადაეცემათ, ხოლო სკოლების რეიტინგული სიის სამეულში გასული 29 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მადლობის სიგელს 36 ნომინაციაში მიიღებს“, -

28 ივნისი 2022, 09:56

პოლიტიკა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები დღეს პარლამენტში შეხვედრებს გამართავენ

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტისა და სამომავლო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრები თბილისში იმყოფებიან. ისინი დღეს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს შეხვდებიან.

28 ივნისი 2022, 09:46

საზოგადოება

თამილა ბარკალაია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

თამილა ბარკალაიამ, სტუმრებს, შრომის უსაფრთხოებისა და შრომის უფლებების დაცვის მიმართულებით, ქვეყანაში, მიმდინარე რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია. ასევე გააცნო ამ სფეროში დაგეგმილი ცვლილებები. შეხვედრაზე, მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

28 ივნისი 2022, 09:27

კულტურა

თბილისის XIV საერთაშორისო სტუდენტურმა კინოფესტივალმა გამარჯვებულები გამოავლინა

კონოთეატრ „ამირანში“ თბილისის XIV საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელზეც საკონკურსო კინოპროგრამისა და „ფიჩინგ ფორუმის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

28 ივნისი 2022, 09:18

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში🌧️

ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.

28 ივნისი 2022, 08:58

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილმა პრინცი რაიმონდო უმბერტო მარია ორსინი დ’არაგონა ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა პრინცი საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საქართველოში მრავალგზის განხორციელებული საქველმოქმედო საქმიანობისათვის დააჯილდოვა.

28 ივნისი 2022, 08:49

მსოფლიო

რა ხდება ომის 125-ე დღეს უკრაინაში

გავრცელებული ცნობით, დაბომბვის მომენტში სავაჭრო მოლში ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. რუსეთის მიერ უკრაინაზე ბოლო დროს განხორციელებული სარაკეტო დარტყმების გამო, კიევი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს.

ალექსანდრე წივწივაძე

28 ივნისი 2022, 08:31

სპორტი

ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე ევროპის 18-წლამდე ჩემპიონი გახდა

წივწივაძემ კანოეთი შეჯიბრში 1000-მეტრიან დისციპლინაში ყველას აჯობა და ოქროს მედალი არავის დაუთმო. ალექსანდრემ ანალოგიურ დისციპლინაში ოქროს მედალი გასულ წელსაც მოიგო და ამდენად, ტიტულის შენარჩუნება შეძლო.

28 ივნისი 2022, 08:15

საზოგადოება

აშშ-ში საქართველოს საელჩოსა და PH Prosthetics-ის პრეზიდენტის ერთობლივ ინიციატივას, რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახის დასახმარებლად, უკრაინული მედია გამოეხმაურა

პიტერ ჰარში და საელჩოს უფროსი მრჩეველი პაატა პატიაშვილი უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარელებულ ნატალია და იანა სტეპანენკოსა და მათი ოჯახის წევრებს ვარშავაში შეხვდნენ, რათა უზრუნველყონ ნატალიას და იანას გამგზავრება სან დიეგოში პროტეზირებისა და რეაბილიტაციის კურსის დაწყების მიზნით.

28 ივნისი 2022, 08:04

პოლიტიკა

დღეს მადრიდში ნატოს სამიტი იწყება

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ეს უპრეცედენტო მნიშვნელობის სამიტია და აქ მიღებული გადაწყვეტილებები იქნება საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის მაფორმირებელი მომდევნო წლების განმავლობაში.

28 ივნისი 2022, 01:34

მსოფლიო

აშშ-ში, სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, არის მსხვერპლი

აშშ-ის მისურის შტატში, სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, არის მსხვერპლი. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 ივნისი 2022, 00:34

მსოფლიო

ზელენსკი: სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმა ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უტიფარი ტერორისტული აქტია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრემენჩუგში, სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას ევროპის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უტიფარი ტერორისტული აქტი უწოდა.

ირაკლი კობახიძე

28 ივნისი 2022, 00:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კონკრეტული ადამიანები, რომლებიც გავიდნენ „ქართული ოცნებიდან“, მათი უდიდესი უმრავლესობა „ნაცმოძრაობის“ მიერ იყო დავერბოვკებული

„ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ? რის ყოფილი თანაგუნდელები?! ნასედკები იყვნენ „ნაცმოძრაობის“ დროიდან. ფაქტებით გეტყვით, ვინ როგორ დაავერბოვკეს. ნამდვილად ასე იყო და აღარ მინდა სახელების და გვარების დასახელება, ისინი არიან გაკოტრებული თავიდან ბოლომდე. კონკრეტული ადამიანები, რომლებიც გავიდნენ „ქართული ოცნებიდან“, მათი უდიდესი უმრავლესობა „ნაცმოძრაობის“ მიერ დავერბოვკებული იყო.

ლაშა ხუციშვილი

28 ივნისი 2022, 00:15

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: საბაჟო სამსახური, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სამაგალითოდ ახორციელებს მასზე დაკისრებული ფუნქციის შესრულებას და ამ თემაზე სპეკულაციები მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება

„ტვირთი, რომელიც შემოდის საქართველოში საზღვაო გზით, პირველ რიგში საზღვაო სააგენტოს მიერ მოწმდება სატრანსპორტო საშუალება და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი (გემი და გემთმფლობელი კომპანია). იმ შემთხვევაში, თუ არცერთი მათგანი არ არის სანქცირებული, სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს შემოვიდეს ქართულ საზღვაო ნავსადგურში.

ირაკლი კობახიძე

28 ივნისი 2022, 00:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპონენტებზე: უნდათ თვითონ მოიპოვონ პოლიტიკური კონტროლი სასამართლოზე, რასაც ვერ დავუშვებთ

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და არავის აქვს უფლება, მით უმეტეს პარლამენტარს, რომ ჩაერიოს მის გადაწყვეტილებაში, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ხელმეორედ, 5 წლის ვადით მიხეილ ჩინჩალაძის არჩევის თაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

28 ივნისი 2022, 00:04

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთზე ფსონს არ დავდებდი - უკრაინელებმა იციან, რისთვის იბრძვიან

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთზე ფსონს არ დადებდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძალები უკრაინის აღმოსავლეთში წინსვლას განიცდიან.

ირაკლი კობახიძე

27 ივნისი 2022, 23:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს არავითარი ფორმით არ ეგება ოლიგარქის ცნება მაშინ, როდესაც იგივე სააკაშვილზე, კეზერაშვილზე, ხაზარაძეზე, ჯაფარიძეზე ეს ცნება პირდაპირ ზედგამოჭრილია

„მარტივად რომ შევხედოთ, რეალობა არის რა - ბიძინა ივანიშვილი შარშან პოლიტიკიდან გავიდა, მას შემდეგ, არცერთი ფაქტი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იყო ჩართული, არ არსებობს. რაც შეეხება მაგალითად, სააკაშვილს, ის არის დღემდე „ნაცმოძრაობის“ არაფორმალური ლიდერი, დღემდე ხარჯავს ნაძარცვ, სისხლიან ფულს საქართველოში პოლიტიკაში, მედიაში და ა.შ. ეს ერთი. მეორე კეზერაშვილი ისეც ნაძარცვი, სისხლიანი ფულით წავიდა საზღვარგარეთ და დღემდე ხარჯავს ფულს როგორც მედიაში, ასევე პოლიტიკაში. ხაზარაძე და ჯაფარიძე, მათზეც ყველა ის კანონი ვრცელდება, რომელიც უკრაინულ კანონშია მოცემული. ეს არის კონკრეტული თანხა, პოლიტიკაში ჩარევა და მედიაზე გავლენა. უკრაინული კანონიც რომ გვერდზე გადავდოთ, ეს კრიტერიუმი პირდაპირ ერგებათ ამ ადამიანებს, ისინი ცალსახად ოლიგარქები არიან. ისინი არიან ოლიგარქები ქართულ პოლიტიკაში, რომლებიც ფლობენ გავლენას პოლიტიკაში, მედიაზე, აქვთ ბევრი ფული, ოლიგარქი მეტი კი არაფერია.

27 ივნისი 2022, 23:44

საზოგადოება

ვის ჰქონდა ტელეკომპანია „იმედის“ მეგა შოუში „ვინ ვინ არის“ ლომის ნიღაბი მორგებული

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრიტანული შოუს ანალოგი „ვინ ვინ არის“ მეექვსე ტური გაიმართა. დეტექტივების გადაწყვეტილებით, ნიღბის მოხსნა დღეს ლომს მოუწია და როგორც აღმოჩნდა, ის ბესო კალანდაძეს ჰქონდა მორგებული.

ირაკლი კობახიძე

27 ივნისი 2022, 23:31

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გალერი ამბობს, ივანიშვილი თუ პატრიოტია, ქვეყნიდან წავიდოდაო, ანუ პატრიოტები უნდა წავიდნენ და უჯიშოებს დარჩეთ ქვეყანა

ირაკლი კობახიძემ გადაცემაში კონკრეტული ევროპარლამენტარების განცხადებებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ „ღმერთმა დაიფაროს ევროკავშირი, რომ მათი ციტატებით განისაზღვრებოდეს ევროკავშირის სულისკვეთება“.