imedi /  12 ნოემბერი 2020, 17:13 / სანდო წყარო

იუსტიციის სამინისტრო: სტრასბურგის სასამართლომ 2010 წელს აჭარაში ნაკვეთების მასობრივ ჩამორთმევაზე დავის ეროვნულ დონეზე გადაწყვეტის გამო, საჩივრები განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

2020 წლის 12 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ საქმეებზე – „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“; „კვირიკაძე-მახარაძე საქართველოს წინააღმდეგ“; „ირემაძე საქართველოს წინააღმდეგ“ – განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები ამორიცხა სასამართლოს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან დავის ეროვნულ დონეზე გადაწყვეტის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„2007 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“, რომლის მიზანს წარმოადგენდა კერძო პირების მიერ მიწის მართლზომიერი მფლობელობის, მართლზომიერი სარგებლობისა და თვითნებური დაკავების შემთხვევებში საკუთრების უფლების ოფიციალური აღიარება და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. კანონის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო – კომისია („საკუთრების აღიარების კომისია“).

ზემოხსენებული კანონის საფუძველზე, 2007-2008 წლებში ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ აღიარა მომჩივნების საკუთრების უფლება მათ მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე, თუმცა, 2010 წელს ამავე კომისიამ გადასინჯა ეს გადაწყვეტილება და 3 დეკემბერს მიწის ნაკვეთებზე მომჩივნების საკუთრების უფლების რეგისტრაცია გააუქმა. მომჩივნებმა საკუთრების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება ეროვნულ სასამართლოებში გაასაჩივრეს, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ზემოაღნიშნული საქმეების მომჩივნების დავა ევროპული სასამართლოს წინაშე შეეხებოდა მათთვის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების გამო კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების დაცვა) დარღვევას.

„ზემოთ მითითებულ პერიოდში მიწის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებას მასობრივი ხასიათი ჰქონდა, რის შედეგადაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 26 პირის მიერ წარდგენილ იქნა 21 ინდივიდუალური საჩივარი.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს უამრავ მოქალაქეს, სხვებს შორის, ზემოხსენებულ სამ მომჩივანს, დაუსაბუთებლად ჩამოერთვა საკუთრების უფლება, 2017 წლიდან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დაიწყო ინდივიდუალურად საკუთრების უფლების გაუქმების საკითხის შესწავლა თითოეული პირის მიმართ.

დასახელებულმა კომისიამ მნიშვნელოვანი შრომა გასწია, რათა აღედგინა საქართველოს არაერთი მოქალაქის დარღვეული უფლება. კერძოდ, 2017 წლის ოქტომბრიდან დღემდე ბათუმის კომისიის მიერ განხილულია 165 საქმე საკუთრების უფლების მოწმობების აღდგენასთან დაკავშირებით, რომელთაგან დაკმაყოფილდა 140 განცხადება. მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აღნიშნული კომისიის ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, სამივე მომჩივანს – ოთარ შავაძეს, ენვერ ირემაძესა და შორენა კვირიკაძე-მახარაძეს – ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში დაუბრუნდათ საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთებზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ დღეს გამოტანილ განჩინებაში დადგენილად მიიჩნია მომჩივანთათვის საკუთრების უფლების აღდგენის ფაქტი და განაცხადა, რომ ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც მომჩივნები აწარმოებდნენ დავას სტრასბურგის სასამართლოში, აღარ არსებობს. შესაბამისად, ზემოხსენებული ინდივიდუალური საჩივრები ამოირიცხა სასამართლოს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე როგორც ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილი დავა“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

სახანძრო

26 ნოემბერი 2020, 17:04

სამართალი

112-ის ცენტრი: ინფორმაცია, თითქოს ხორავას ქუჩაზე ხანძრის დროს მოქალაქეები 1 საათის განმავლობაში ვერ გვიკავშირდებოდნენ, არის სიცრუე

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 ხორავას ქუჩაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოქალაქეები ერთი საათის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ 112-ს, არის სიცრუე.

26 ნოემბერი 2020, 16:56

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდა. სამთავრობო კამპანიის ფარგლებში, სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის კურსის (CGS) მსმენელებისთვის ონლაინ ლექცია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მაკა პეტრიაშვილმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ირინა ჯაფარიძემ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არსებულ სტატისტიკაზე ისაუბრეს.

ამირან გამყრელიძე

26 ნოემბერი 2020, 16:35

COVID19

ამირან გამყრელიძე: იანვრის ბოლოსთვის ინფიცირების მაჩვენებელი ორჯერ და უფრო მეტად ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე დღესაა

სადღაც იანვრის ბოლოსთვის ჩვენ, დიდი ალბათობით, უნდა ჩამოვიდეთ სხვა მაჩვენებლებზე, რომელიც იქნება ორჯერ და უფრო მეტად ნაკლები, ვიდრე დღევანდელი ინფიცირების მაჩვენებელია. ეს არის დღეს ყველა ამ შემზღუდავი ღონისძიების მიზანი, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

26 ნოემბერი 2020, 16:35

COVID19

ამირან გამყრელიძე: დღეს ჰოსპიტლებში 6 ათასამდე ადამიანია მოთავსებული, ანუ აქტიური შემთხვევების 33-34%

არის გარკვეული დაყოვნებები გადაყვანის​, გარკვეული პრობლემები, მაგრამ ვფიქრობ ძირითადად ყველა ადამიანს ეწევა სამედიცინო დახმარება და ჰოსპიტალურიც, თუ კი ეს მას სჭირდება, - ასე უპასუხა „ქრონიკის“ შეკითხვას ამირან გამყრელიძემ, ქვეყანაშ მძიმე პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებით. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, აქტიური ინფიცირების შემთხვევების 33% ჰოსპიტალში გადის მკურნალობას. „დღეს 319 კრიტიკული პაციენტია, რომლების იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე. დაახლოებით 1000-მდეა ჟანგბადდამოკიდებული ადამიანი, საშუალო და მძიმე მიმდინარეობის პაციენტები. ყველა ეს ადამიანი საჭიროებს სერიოზულ სამედიცინო მეთვალყურეობასა და ყურადღებას. არის გარკვეული დაყოვნებები გადაყვანის​, გარკვეული პრობლემები, მაგრამ ვფიქრობ ძირითადად ყველა ადამიანს ეწევა სამედიცინო დახმარება და ჰოსპიტალურიც, თუ კი ეს მას სჭირდება. დღეს ჰოსპიტლებში 6 ათასამდე ადამიანია მოთავსებული, ანუ აქტიური შემთხვევების 33-34% არის ჰოსპიტლებში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ნათია თურნავა

26 ნოემბერი 2020, 16:30

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ტურიზმის სექტორი 2021 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება

2021 წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, გარდა ამისა, ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები 2021 წელს სხვა საგადასახადო შეღავათებითაც ისარგებლებენ.

ამირან გამყრელიძე

26 ნოემბერი 2020, 16:29

COVID19

ამირან გამყრელიძე: აღმოჩნდა, რომ სილამაზის სალონების უმრავლესობაში პრევენციულ ღონისძიებებს კარგად იცავენ

შეფასდა შედარებითი რისკი და სილამაზის სალონების უმრავლესობაში აღმოჩნდა, რომ პრევენციულ ღონისძიებებს კარგად იცავენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სილამაზის სალონების ფუნქციონირების გაჩერება, შესაძლოა, უფრო მეტად ყოფილიყო ინფექციის გავრცელების საფრთხის მატარებელი, ვინაიდან სალონების დაკეტვის შემდეგ ეს ადამიანები დადიან სახლებში.

ივანე მაჭავარიანი

26 ნოემბერი 2020, 16:25

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის დროული ამოქმედება და ჩართულობა, რათა განხორციელდეს სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები

„ზოგადად, გარდა იმ შეღავათებისა, რომელსაც სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, საჭიროა მომავალი წლის ბიუჯეტში აისახოს იმ სუბსიდიებისა და დახმარების პროგრამები, რაზეც დღეს ვისაუბრეთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დაიწყოს საბიუჯეტო განხილვა და 2021 წლის ბიუჯეტი დროულად იქნას მიღებული“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ამირან გამყრელიძე

26 ნოემბერი 2020, 16:23

COVID19

ამირან გამყრელიძე: აუცილებელია, გააქტიურდეს სლოგანი - „დარჩი სახლში“

„პანდემიის მართვის რაღაც ასეთი ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს. ყველგან ოთხი მთავარი მიმართულებაა. საქართველო ახალს ვერ გამოიგონებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

26 ნოემბერი 2020, 16:19

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: არის შემთხვევები, როდესაც ვიღაცას სასტუმროს ხედი არ მოსწონს და ესეც შესარჩევია​

არის შემთხვევები, როდესაც ვიღაცას სასტუმროს ხედი არ მოსწონს და შესაბამისად ხედიც შესარჩევია​, არის შემთხვევები, როდესაც ჩვენი მოქალაქეები უარს აცხადებდნენ სასტუმროში მოთავსებაზე, მათ უნდათ პირდაპირ კლინიკაში მოთავსება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 16:14

COVID19

გიორგი გახარია: გვერდს ვერ ავუვლიდით და დავივიწყებით საახალწლო დღესასწაულებს, ჩვენი მოქალაქეების და ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარეც

მიუხედავად პანდემიისა ცხოვრება გრძელდება და ჩვენ ვერც ერთ შემთხვევაში გვერდს ვერ ავუვლიდით და ვერ დავივიწყებით საახალწლო დღესასწაულებს, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარეც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 16:11

ეკონომიკა

გიორგი გახარია: შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება, მაგრამ ამ შეზღუდვების არ შემოღებას კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ფასი ექნება

რა თქმა უნდა, ამ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება, მაგრამ მერწმუნეთ, ამ შეზღუდვების არ შემოღებას და ინფიცირების უკონტროლო ზრდას ექნება კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ფასი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.

ივანე მაჭავარიანი

26 ნოემბერი 2020, 16:08

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: მოვუწოდებ კომპანიებს, რომლებსაც ეზღუდებათ საქმიანობა, დასაქმებულების შესახებ მაქსიმალურად სწრაფად მოგვაწოდონ ზუსტი ინფორმაცია

„შემოსავლების სამსახურის ბაზებით ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით გადამხდელებს, რომ რაც შეიძლება მარტივად მოხდეს ამ ინფორმაციის შეგროვება და შესაბამისად, დროულად დაიწყოს ამ თანხების გადახდა, ამიტომ კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ ყველას - მაქსიმალურად სწრაფად და ზუსტად მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია. დეტალები იქნება გაწერილი შემოსავლების სამსახურის მიერ და უახლოეს დღეებში მოგახსენებთ მის ტექნიკურ ნაწილს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

ზაალ უდუმაშვილი

26 ნოემბერი 2020, 16:07

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ, მაგრამ ვითხოვთ თანხას, რომელიც ბიუჯეტიდან გვეკუთვნის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა და დაფინანსების საკითხი ერთმანეთთან კავშირში არ არის.

ეკატერინე ტიკარაძე

26 ნოემბერი 2020, 15:54

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: საცხობები და საკონდიტროები არ დაიხურება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საცხობები და საკონდიტროები საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცებულ შეზღუდვების სიაში არ შედიან. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ობიექტები გატანის სერვისზე მუშაობენ და ადგილზე არ ხდება მომსახურეობა და სწორედ ამიტომ მათი მუშაობა არ შეიზღუდება.

ეკატერინე ტიკარაძე

26 ნოემბერი 2020, 15:54

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ექიმები მხოლოდ სამუშაო ადგილებზე არ ინფიცირდებიან

ძალიან ბევრმა კლინიკამ აკრძალა ერთობლივი სადილობა, რადგან ეს ხშირ შემთხვევაში ვირუსის გავრცელების მიზეზად ითვლებოდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ექიმების ინფიცირებაზე საუბრისას განაცხადა

ეკატერინე ტიკარაძე

26 ნოემბერი 2020, 15:52

COVID19

ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რა კრიტერიუმების საფუძველზე დაწესდა შეზღუდვები ამა თუ იმ ქალაქში

მნიშვნელოვანია იმის განმარტება, თუ რას ემყარებოდა ის გადაწყვეტილებები, რაც ეპიდემიოლოგებმა და ჯანდაცვის სამინისტრომ შესთავაზეს საბჭოს. ჩვენ გამოვიყენეთ მრავალი ცვლადი, რათა განგვესაზღვრა, თუ რომელ ქალაქებში უნდა დაწესებულიყო შეზღუდვები, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ივანე მაჭავარიანი

26 ნოემბერი 2020, 15:41

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობა დამატებითი ვალების მოზიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ გეგმავს

„იცით, რომ უახლოეს დღეებში შევალთ პარლამენტში. მომდევნო წელს ბიუჯეტის მაღალი დეფიციტის შენარჩუნება გვიწევს, შესაბამისად, ეს იქნება დაფინანსების წყარო. თანხები, რომლებიც წელს მოვიზიდეთ და უკვე ხელმოწერილი გვაქვს, სრულად ჰყოფნის ამ სფეროების დაფინანსებას, ამიტომ განსაკუთრებული ახალი მოლაპარაკებები ვალების მოზიდვასთან დაკავშირებით არ იგეგმება. გადაუდებელი თანხები, 1.5 მილიარდი რაც წელს მოვიზიდეთ ამ კრიზისზე რეაგირებისთვის, მსგავსი მომდევნო წელს არ დაგვჭირდება, რადგან ეს თანხები მეტობით გვქონდა მობილიზებული და გავაგრძელებთ ხარჯვას. თუმცა, ვალების შემცირებას იმ ტემპით ვერ დავიწყებთ, როგორც გვინდა, რომ დავიწყოთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ეკატერინე ტიკარაძე

26 ნოემბერი 2020, 15:41

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: იმ ქვეყნებში, სადაც ამ ტიპის შეზღუდვებზე ხარისხი და კონტროლი მაღალია, ინფექციის შეჩერების მაჩვენებელი 87%-იან დაღმასვლას აღწევს

„ზოგიერთი ქვეყანაში, სადაც ამ ტიპის შეზღუდვებზე ხარისხი და კონტროლი მაღალია, ინფექციის შეჩერების მაჩვენებელი 87%-იან დაღმასვლას აღწევს“, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, როდესაც შეზღუდვების შედეგებსა და კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მოსალოდნელ შემცირებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ნათია თურნავა

26 ნოემბერი 2020, 15:39

COVID19

ნათია თურნავა: გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა - საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ერთ-ერთი პირველი მიიღებს

გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში ვინც მიიღებს ვაქცინას და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 15:32

COVID19

გიორგი გახარია: საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, დავიცვათ დისტანცია და ისე გამოვხატოთ

არავინ არავის არ უკრძალავს და არ უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, დისტანცია დავიცვათ და ისე გამოვხატოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.