Imedi /  30 ნოემბერი 2020, 11:29 / სანდო წყარო

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, ფიტნესკლუბ „რეფორმერთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფიტნესკლუბი „რეფორმერი“

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, ფიტნესკლუბში „რეფორმერი“ გუშინ განხორციელებულ მოქმედებებზე განცხადებას ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, განხორციელდა საგამოძიებო მოქმედებები შპს „ონლაინ მეჯიქში“,
რის შედეგადაც მოხდა აღნიშნული ფიტნეს კლუბის დალუქვა.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტიდან შინაგან
საქმეთა სამინისტროში რეაგირების მიზნით გადმოგზავნილი მასალები. კერძოდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ შპს „ონლაინ მეჯიქ" ე.წ. „რეფორმერი ფიტნესი" არ დაემორჩილა „იზოლაციისა და კარანტინის
წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს, გააგრძელა სპორტული/სავარჯიშო დარბაზის ფუნქციონირება, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) მუხლის თანახმად, 2020 წლის 28 ნოემბერს დაჯარიმებული იქნა 10 000 ლარით.
აღნიშნულის შემდეგ, 2020 წლის 29 ნოემბერს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა განმეორებით განახორციელა შპს „ონლაინ მეჯიქის" ე.წ. „რეფორმერი ფიტნესის" ინსპექტირება, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ
ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, კომპანია კვლავ აგრძელებდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას.

ინსპექტირების მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადმოიგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით.

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების
განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების
ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ვადით“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, პოლიცია ფიტნესკლუბში გუშინ შევიდა. შენობასთან სამართალდამცველები ამ დრომდე რჩებიან და იქ შესვლის საშუალებას არავის აძლევენ.

კლუბის მფლობელმა გიორგი ფუტკარაძემ აკრძალვის მიუხედავად საქმიანობა არ შეაჩერა. ის 10 ათასი ლარით დააჯარიმეს და გააფრთხილეს, რომ განმეორების შემთხვევაში ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა.

„გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბათუმში Reformer fitness-ის დარბაზი საცხოვრებელ ფართად იქირავა, - ამის შესახებ მან „ფეისბუქზე“ ლაივ ჩართვისას განაცხადა.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

26 იანვარი 2021, 12:49

COVID19

მამუკა მდინარაძე: კარგად მესმის იმ მოქალაქეების, რომლებმაც შეზღუდვების შედეგად ეკონომიკური და სოციალური ზიანი მიიღეს, მაგრამ გაუთვლელი გადაწყვეტილებებით შეიძლება გაცილებით ცუდი შედეგი მივიღოთ

„თუ გადაწყვეტილებები ნაჩქარევი და გაუთვლელი იქნება, გარკვეულ მეცნიერულ გათვლებზე არდაფუძნებული, ამ შემთხვევაში ზუსტად 2-3 კვირაში მივიღებთ გაცილებით ცუდ შედეგს და ისევ მოგვიწევს ამ შეზღუდვების შეიძლება უფრო მკაცრი ფორმებით დაბრუნება“.

მამუკა მდინარაძე

26 იანვარი 2021, 12:47

COVID19

მამუკა მდინარაძე: ტრანსპორტის გახსნაზე დავიწყებთ ფიქრს, თუ ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო 7 დღის განმავლობაში 4%-ზე ნაკლები იქნება

მაგალითად, თუ უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში, თუ COVID19-ზე დადებითობის მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, ეს კიდევ უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს, რომ შეზღუდვების მოხსნაზე უფრო თამამად ვილაპარაკოთ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ჯო ბაიდენი

26 იანვარი 2021, 12:40

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ეჭვი გამოთქვა, რომ იმპიჩმენტის მომხრეები დონალდ ტრამპის გასამართლებისთვის საჭირო ხმების მოპოვებას შეძლებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესს მხარი დაუჭირა, თუმცა ეჭვი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროცედურის მომხრეები ყოფილი პრეზიდენტის გასამართლებისთვის საჭირო ხმების მოპოვებას შეძლებენ.

26 იანვარი 2021, 12:35

COVID19

კვლევა: ბრიუსელში 10-დან 3 ოჯახის ექიმი კორონავირუსით დაინფიცირდა

ბრიუსელში 10-დან 3 ოჯახის ექიმი კორონავირუსით დაინფიცირდა. ბრიუსელის ექიმთა ფედერაციის კვლევაში 452-მა სპეციალისტმა მიიღო მონაწილეობა და გამოკითხვის თანახმად, კოვიდ-19 -ით ინფიცირებულმა ექიმებმა მინიმუმ 10 დღე მუშაობა ვერ შეძლეს და ასეთი ბელგიის დედაქალაქში მყოფი ოჯახის ექიმების 55% აღმოჩნდა.

26 იანვარი 2021, 12:31

სამართალი

ბათუმის საქალაქო სასამართლო ირაკლი ფანგანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

ბათუმის საქალაქო სასამართლო ირაკლი ფანგანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. ადვოკატი თვლის, რომ ფანგანის ქმედება გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში ჯდება და სასამართლომ შუამდგომლობა არ უდნა დააკმაყოფილოს. როგორც პროცესის დაწყებამდე ირაკლი ფანგანმა განაცხადა, თავს დამნაშავედ არ ცნობს და თუ საჭირო იქნება იგივე ქმედებას გაიმეორებს.

ნიკოლოზ სამხარაძე

26 იანვარი 2021, 12:28

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიციის ნაწილს არ სურს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს

„ისინი ყველას მიმართ, ვინც ამ მოლაპარაკებებში კონსტრუქციულ პოზიციას იჭერენ, ხდებიან აგრესიულები, აშანტაჟებენ მათ, აბულინგებენ, ამუნათებენ, შეურაცხყოფას აყენებენ. ანუ მათი მთავარი მიზანია, რომ არ იქნას მიღწეული შეთანხმება მოლაპარაკებების დროს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გიორგი გახარია

26 იანვარი 2021, 12:20

საზოგადოება

გიორგი გახარია: ჩვენი მებაჟეები შრომობენ 24 საათის განმავლობაში და ეს არის უკიდურესად დასაფასებელი, ჩვენ ამას ვხედავთ, ვაფასებთ და მადლობას ვუხდით მათ

დღეს მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ მებაჟის დღეს. მოგეხსენებათ, საქართველოს საბაჟო ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღიდან, ეს დაახლოებით ერთი წლის წინ იყო, აქტიურად იყო ჩართული, გარდა იმისა, რომ ისინი საქართველოს ეკონომიკურ საზღვრებს ღირსეულად იცავდნენ, ეხმარებოდნენ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ისევე როგორც ეკონომიკურ აქტორებს ეპიდემიის, პანდემიის პირობებშიც ნორმალურად გაეგრძელებინათ ფუნქციონირება და მე მინდა, მათ მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარია

26 იანვარი 2021, 12:20

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ყველამ ერთად, თანმიმდევრულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ

დღეს, ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მიიღებს დავალებას, რომ უახლოეს პერიოდში, ის დარგები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, პირველ რიგში, ეს არის ტურიზმი, მათთან დაიწყონ შეხვედრები და იმ გეგმის შეთანხმება, რომელიც ჩვენ გვაქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარია

26 იანვარი 2021, 12:16

პოლიტიკა

გიორგი გახარია: თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ

თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარია

26 იანვარი 2021, 12:15

COVID19

გიორგი გახარია: როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, შეგვეძლება გახსნის გეგმა დავაჩქაროთ

როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილი გვაქვს დავაჩქაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილი

26 იანვარი 2021, 12:09

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები საპარლამენტო ოპოზიციისთვის მეტი სამართლებრივი ბერკეტის მიცემის მიზანს ემსახურება

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები საპარლამენტო ოპოზიციისთვის მეტი სამართლებრივი ბერკეტის მიცემის მიზანს ემსახურება. მისი თქმით, ოპოზიციური ფრაქციების გარდა, იმ დეპუტატებს, რომლებიც უფრაქციო დეპუტატები არიან, საშუალება ექნებათ, საკუთარი კანდიდატურები ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე წარადგინონ.

26 იანვარი 2021, 12:09

COVID19

ნიდერლანდებში COVID-19-ზე 90 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს აცრიან

​ნიდერლანდებში დღეიდან COVID-19-ზე 90 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაცია იწყება. ინფორმაციას ადგილობრივი მედიაკორპორაცია NOS-ი ავრცელებს. ნიდერლანდებში 90 წელს გადაცილებული 45 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

გიორგი გახარია

26 იანვარი 2021, 12:09

ეკონომიკა

გიორგი გახარია: თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე მეტია, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დაწესდა, ქვეყანაში დღეში იყო 5 000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა, ჯანდაცვის სისტემა მართავდა დაახლოებით 30 000 ინფიცირებულს და ასევე დღეში 7 000 ინფიცირებულს ჰოსპიტალურ სისტემაში.

გიორგი გახარია

26 იანვარი 2021, 12:01

COVID19

გიორგი გახარია: როგორც კი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდეს

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეების და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა და ის, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა ფიზიკურად იყვნენ სასწავლო კლასებში. აქაც ჩვენ როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და როგორც კი მაჩვენებელი ჩამოსცილდება 4%, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწრაფად ავამოქმედოთ უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო, განსაკუთრებით ჩვენი შვილებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დონალდ ტრამპი

26 იანვარი 2021, 11:56

მსოფლიო

წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუცია სენატს გადასცა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუცია სენატს გადასცა.

გოგა ბითაძე

26 იანვარი 2021, 11:52

სპორტი

გოგა ბითაძემ „ტორონტოსთან“ შეხვედრაში 10 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ეტაპის მეჩვიდმეტე ტურში „ინდიანამ“ „რეპტორსი“ 129:114 დაამარცხა. გოგა ბითაძემ 12 წუთში ხუთიდან სამი ორქულიანი, ოთხიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაცვაში თამაშისას მოხსნა და ორი დაფარებაც დააგროვა.

გურამ მაჭარაშვილი

26 იანვარი 2021, 11:43

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: მუქარა და დამუნათება „ნაცმოძრაობის” სტილია, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ერთგვარ სიმბოლოდ ცოცხი აქციეს და ახლა ნაგვის ურნებს აქცევენ

სამწუხაროდ, მუქარა და დამუნათება „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია. ხელისუფლებაში ყოფნის დროს ერთგვარ სიმბოლოდ ცოცხი აქციეს და ახლა ნაგვის ურნებს აქცევენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა „გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის წარმოებულ მოლაპარაკებებში ვერ ჩაერევიან.

26 იანვარი 2021, 11:38

თავდაცვა

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში გადასროლისწინა დასკვნითი მომზადების მიზნით გერმანიაში გაემგზავრნენ

ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ ალექსეევკას სამხედრო აეროდრომიდან გააცილა. მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები გერმანიაში, ბაზა „შვარცენბორნზე” ავღანეთში გადასროლისწინა დასკვნით მომზადებას პრაქტიკულ და თეორიულ საკითხებში 5 თვის განმავლობაში გაივლიან.

ჯანეტ იელენი

26 იანვარი 2021, 11:36

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე ჯანეტ იელენის კანდიდატურა დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე ჯანეტ იელენის კანდიდატურა დაამტკიცა.

26 იანვარი 2021, 11:29

სპორტი

„რომამ“ და „ინტერმა“ ფეხბურთელების გაცვლა გადაწყვიტეს

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქის გუნდს ედინ ჯეკო დატოვებს და მის სანაცვლოდ „ჯალოროსო“ ნერიაძურიდან კრისტიან ერიქსენს მიიღებს, რომელსაც მილანურ გრანდში თავის გამოჩენის საშუალება არ ეძლევა.