IMEDI /  03 დეკემბერი 2020, 13:23 / სანდო წყარო

თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა 7 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინეს

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების, მოპოვებული მტკიცებულებებისა და წარდგენილი შუამდგომლობების საფუძველზე, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა 7 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„დეპარტამენტმა აღნიშნულ საქმეებზე ჩაატარა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ექსპერტიზის დასკვნები, რის შედეგადაც გამოიკვეთა მსჯავრდებულთა უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები.
საქმეებზე ჩატარებული ხელახალი გამოძიებითა და სასამართლოს გამამართლებელი განაჩენებით დადგენილი იქნა შემდეგი: 2010 წელს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცნენ სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა ,,საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორი - გიორგი შერაძე, მისი პირველი მოადგილე - შოთა მაისურაძე და მოადგილე - გურამ ჩიჩუა. მათ მსჯავრი დაედოთ 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის ,,მუხრანის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სესხის ნაწილის - 2 138 300 ლარის გაფლანგვისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის განაჩენით - გიორგი შერაძე, შოთა მაისურაძე და გურამ ჩიჩუა ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. აღნიშნულ პირებთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება საპატიმრო სასჯელზე საკმაოდ სოლიდური ჯარიმების სანაცვლოდ. გიორგი შერაძის, შოთა მაისურაძის და გურამ ჩიჩუას მსჯავრდების საქმეების ხელახალი გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებებისა და მიღებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ იქნა, რომ მათ მიერ ადგილი არ ჰქონია ჩატარებული სამუშაოების პროცესში, გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და გაფლანგვას. უფრო მეტიც, მათ მიერ მასალების შეძენა განხორციელდა არსებულ საბაზრო ფასებზე ნაკლებ ფასად, ხოლო ხარისხი და ელექტროგადამცემი სადენების ტექნიკური მახასიათებლები, რიგ შემთხვევებში აღემატებოდა პროექტით განსაზღვრულ მაჩვენებლებს, რაც თავის მხრივ, შეთანხმებული იყო დამკვეთთან. რაც შეეხება ნიკოლოზ კიკვილაშვილს, მას გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდა. 2008 წლის 11 ივნისს, ნიკოლოზ კიკვილაშვილი იმყოფებოდა გორის რაიონის სოფელ ტყვიავის მიმდებარე ტერიტორიაზე (შემდგომში პოლიტპატიმრად ცნობილ) თემურ ნაოჭაშვილთან ერთად, რა დროსაც განხორციელდა მათი დაკავება შსს სამმართველოს თანამშრომლების მიერ. 2009 წლის 19 მარტს ნიკოლოზ კიკვილაშვილი გასამართლებული იქნა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვისთვის და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად დადგენილი იქნა, რომ დაკავების ადგილზე არ მომხდარა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმების შედგენა. ასევე, სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გამოიკვეთა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არსებობდა მისი და თემურ ნაოჭაშვილის დაკავების არალეგიტიმური ინტერესი. შესაბამისად, ეჭვქვეშ დადგა მათი მხრიდან ნარკოტიკული საშუალებების ფლობის ფაქტი. აქვე აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 27 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, პოლიტპატიმარ თემურ ნაოჭაშვილის მიმართ, ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე, ასევე გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი და სრულად გაიზიარა ხელახალი გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები. 2007 წლის 29 ნოემბერს, მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისიდან გორის მიმართულებით ავტომანქანით მოძრაობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ გაჩერებულ იქნა შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს, კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით ბუხრაძე, თანამშრომელთან, ჯ.მ.-სთან ერთად. საქმის მასალების მიხედვით, დავით ბუხრაძის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო ვაზნებით. 2007 წლის 30 ნოემბერს დავით ბუხრაძეს წარედგინა ბრალდება სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მასვე აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. 2008 წლის 17 ოქტომბერს, მხარეებს შორის შედგა საპროცესო შეთანხმება, რაც იმავე დღეს დამტკიცდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში და დავით ბუხრაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, გამოვლინდა ახალი გარემოებები, რაც არ იყო ცნობილი დავით ბუხრაძის მსჯავრდების საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე და დადასტურდა მისი უდანაშაულობა. კერძოდ ახალი გამოძიების ფარგლებში დაკითხვისას დავით ბუხრაძემ დეტალურად აღწერა მის დაკავებამდე განვითარებული მოვლენები და დაკავების პროცესი. დადგინდა, რომ დაკავების დღეს დ.ბუხრაძე დაბარებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სადაც გამოცხადდა თავის თანამშომელთან ერთად და სწორედ იქიდან სამსახურში დაბრუნებისას მოხდა მისი დაკავება. დადგენილი და დაკითხული იქნა მისი თანმხლები პირი, რომელმაც დაადასტურა დავით ბუხრაძის უდანაშაულობის ფაქტი. ასევე დამატებით მოპოვებული იქნა ნეიტრალურ მოწმეთა ჩვენებები და სხვა დოკუმენტური მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობით დადგინდა, რომ დავით ბუხრაძის მიმართ ადგილი ჰქონდა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ე.წ ,,ჩადების“ ფაქტს. 2007 წლის 27 აგვისტოს მ.ბ-ს წარედგინა ბრალდება ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებასა და თაღლითობისთვის, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით. 2007 წლის 29 აგვისტოს მ.ბ-სთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რის საფუძველზეც მას შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც შეეცვალა პირობით/გამოსაცდელი ვადით, ასევე მას აეკრძალა 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმის 50 000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქმეზე ხელახალი გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა-ანალიზით დადგინდა, რომ საქმეზე არ არსებობდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდებოდა მ. ბ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ხოლო საქმეზე მოპოვებული ახალი მტკიცებულებების ანალიზისა და სასამართლოზე მათი გამოკვლევის შედეგად, მ.ბ-ს მიმართ დადგენილი იქნა გამამართლებელი განაჩენი. 2004 წლის 20 ოქტომბერს, ვ.კ. პასუხისგებაში იქნა მიცემული დანაშაულისთვის რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის II ნაწილითა და 218-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ პუნქტით. 2004 წლის 22 ოქტომბერს, ვ. კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება სამი თვის ვადით. 2004 წლის 17 დეკემბერს ვ.კ-თან დაიდო საპროცესო შეთანხმება, რის შედეგადაც ვ.კ ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 332-ე მუხლის II ნაწილითა და 218-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით. საქმეზე ხელახალი გამოძიების პროცესში, ვ.კ-ს მიერ წარმოდგენილი იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განჩინება, რომლითაც რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 დეკემბრის განაჩენი ვ.კ-ს მიმართ, სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მსჯავრდების ნაწილში გაუქმდა. ასევე გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგინდა, რომ ვ.კ-ს არ უნდა წარდგენოდა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, და იგი უნდა გათავისუფლებულიყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ამდენად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა ვ.კ-ს უკანონო მსჯავრდებას. საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, დაზარალებულად ცნობილია 380 პირი, რომელთაგან 293 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით ‭54,500,000‬ ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. ‬‬‬‬‬‬‬‬‬‬‬‬‬‬‬‬‬‬‬‬‬‬‬გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 87 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 77 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 18 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი“, - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა სიახლე

17 იანვარი 2025, 09:13

ეკონომიკა

ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებით საქართველო საერთაშორისო სივრცეში სალიდერო პოზიციებზეა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის ანგარიშები და პროგნოზები წარმოადგინეს. გაეროს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის და პერსპექტივების 2025 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8,6%-ის დონემდე უმჯობესდება.

17 იანვარი 2025, 09:04

საზოგადოება

„მიჭირს და რთულია" - ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ დაემშვიდობა. ვიდეო

„მიჭირს და რთულია“ - ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ დაემშვიდობა. გამოსამშვიდობებელი ,ემოციური ვიდეო ქართველი ფეხბურთელის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

რიკ კროუფორდი

17 იანვარი 2025, 09:00

მსოფლიო

Bloomberg: აშშ-ის კონგრესის დაზვერვის კომიტეტს უკრაინის დახმარების კრიტიკოსი რიკ კროუფორდი უხელმძღვანელებს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა დაზვერვის საკითხებში მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარედ რიკ კროუფორდი დანიშნა, რომელიც უკრაინის დახმარების კრიტიკით გამოირჩევა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ენტონი ბლინკენი

17 იანვარი 2025, 08:57

მსოფლიო

„დამნაშავე, თქვენი ადგილი ჰააგაშია!“ - ენტონი ბლინკენი პრესკონფერენციაზე რამდენიმე ჟურნალისტმა მწვავედ გააკრიტიკა

ენტონი ბლინკენს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რანგში ბოლო პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებმა არაერთხელ შეაწყვეტინეს საუბარი, ერთ-ერთი მათგანი კი დარბაზიდან გაიყვანეს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ბლინკენმა მწვავე კრიტიკა მიიღო რამდენიმე ჟურნალისტისგან, რომლებიც ისრაელის მხარდაჭერის წინააღმდეგ გამოდიან.

17 იანვარი 2025, 08:51

საზოგადოება

დღეიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ცნობით, დღეიდან ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. მერიის განცხადებით, ამის მიზეზი გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე, საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაა.

სოზარ სუბარი

17 იანვარი 2025, 08:42

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაბარებული იქნება საგამოძიებო კომისიაზე მოწმედ, ჩვენების მისაცემად და უარს იტყვის თანამშრომლობაზე, ბუნებრივია, ეს დასჯადი ქმედებაა

შარშან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ გამოაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში საქმე გვქონდა ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებთან, - პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარმა.

17 იანვარი 2025, 08:37

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ლევან მახაშვილი

17 იანვარი 2025, 08:32

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: პროკურატურის შუალედური დასკვნითაც და სხვა დასკვნებითაც გამოჩნდა ძალიან მკაფიოდ, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს ახალი არჩევნების მოთხოვნის

ვინც ხელახალ არჩევნებს ითხოვს, ერთადერთი მიზანი აქვს ამისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა და დაპირისპირება შემოიტანოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

თორნიკე ჭეიშვილი

17 იანვარი 2025, 08:27

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: პროკურატურის გამოძიება, შუალედური ანგარიშიც ადასტურებს იმას, რომ არჩევნები იყო ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებული

პროკურატურის ეს გამოძიებაცა და შუალედური ანგარიშიც ადასტურებს იმას, რომ არჩევნები იყო ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებული, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა

მაკა ბოჭორიშვილი

17 იანვარი 2025, 08:20

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანში პრემიერის ვიზიტზე: ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჩვენი მომავალი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის იქნება საჭირო, ამ ფორმატში იქნება განხილული

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი ორ ქვეყანას შორის, რომელსაც ხელმძღვანელობენ პრემიერ-მინისტრები, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტის საკითხზე საუბრისას.

გიორგი ვოლსკი

17 იანვარი 2025, 08:11

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: არ არსებობს არანაირი სანქცია და რესურსი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას და თუნდაც იმ მილიონ ას ოცი ათას ადამიანს უკან გადაადგმევინებს ნაბიჯს და ქვეყნის ინტერესებს დაათმობინებს

ის რომ საქართველომ საგარეო კურსი შეცვალა და მითუმეტეს დემოკრატიიდან უკან დაიხია, იმხელა აბსურდია, რომ მხოლოდ მიკერძოებულ მიდგომაზეა შესაძლებელი საუბარი, რომელსაც კონკრეტული მიზნები აქვს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

ირაკლი კობახიძე

17 იანვარი 2025, 08:04

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება.

რობერტ ფიცო

17 იანვარი 2025, 02:33

მსოფლიო

რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მალე შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მალე შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.

17 იანვარი 2025, 01:57

მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერის სპიკერი: კირ სტარმერი არ დაესწრება დონალდ ტრამპის ინაუგურაციას - აშშ-ში მიღებულია, რომ უცხოურ მთავრობებს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ოფიციალურად წარმოადგენენ მათი ელჩები

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სტარმერი არ დაესწრება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას.

ჯოვანი დი ლორენცო ხვიჩა კვარაცხელია

17 იანვარი 2025, 01:10

სპორტი

„ნაპოლის“ კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელიას: მეგობარო, რაც შენ გააკეთე სამუდამოდ დარჩება ამ ქალაქის ისტორიაში - მიყვარხარ

„ნაპოლის“ კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო ხვიჩა კვარაცხელიას დაემშვიდობა.

ანდრიი ერმაკი

17 იანვარი 2025, 00:08

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა შესაძლოა მალე შედგეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა შესაძლოა მალე შედგეს.

ზაზა შათირიშვილი

17 იანვარი 2025, 00:08

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: როგორ შეიძლება ერთდროულად, ხელისუფლება იყოს უნიათო და თან იყოს რეჟიმი?! მაშინ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმს ვაკრიტიკებდით, სულაც არ ვამბობდით, რომ სააკაშვილი არის უნიათო

„როგორ შეიძლება ერთდროულად, ხელისუფლება იყოს უნიათო და თან იყოს რეჟიმი?! შინაგანად მათი [ოპოზიციის] დისკურსი არის შიზოფრენიული. როგორც ესენი ამბობენ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არის უნიათო, რომელსაც არაფრის გაკეთება შეუძლია და თან რეჟიმია. მაშინ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმს ვაკრიტიკებდით, სულაც არ ვამბობდით, რომ სააკაშვილი არის უნიათო. კრიტიკა შეიცავდა ერთ მომენტს - ეს იყო ძალადობა და ის, რომ სააკაშვილი არ მიდიოდა დასავლური ღირებულებების გზით. გეოპოლიტიკაზე კი არ იყო საუბარი. რასაც აკეთებდა, ეს იყო ჩვეულებრივი ძველი, აღმოსავლური ტიპის დესპოტია“, - აღნიშნა შათირიშვილმა.

ზაზა შათირიშვილი

16 იანვარი 2025, 23:53

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე: კულმინაცია უკვე გავლილია და რასაც ახლა ვუყურებთ, ეს არის ინერცია

„რაც დღეს ხდება, ამ ყოველივეს არ მივანიჭებდი რაიმე სერიოზულ მნიშვნელობას, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო 26 ოქტომბრიდან, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა-არ გამოსვლის მომენტამდე. უფრო ადრე დაიკარგა ინტრიგა, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა არ დააანონსა ახალი არჩევნები და გამოვიდა სასახლიდან, შეიძლება ითქვას გამოჩნდა, რომ ამ აქციას დაეკარგა საზრისი და მნიშვნელობა. დღეს რასაც თვალს ვადევნებთ ეს არის ინერცია, რაც სრულიად გასაგებია, რადგან როდესაც აიღებ ისეთ სერიოზულ თამასას, სადაც ამბობ, რომ არჩევნები გაყალბდა, ამას ერთ დღეში ხომ ვერ დაამთავრებ?!“ - აღნიშნა ზაზა შათირიშვილმა.

სოზარ სუბარი

16 იანვარი 2025, 23:51

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ყოველ დღე ტარდება მიტინგები და არავინ მათ ხელს არ უშლის, სანამ ეს არის მშვიდობიანი და სანამ არ იწყებენ პარლამენტის შტურმით აღების მცდელობას, ამას თუ დიქტატურა ჰქვია, მაშინ მე არ ვიცი დემოკრატია რას შეიძლება ეწოდოს

ქართულ დიქტატურაში რამდენიმე ტელევიზია უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში, პირდაპირ ღია ეთერში აკეთებს მოწოდებებს ხელისუფლების დამხობისკენ, ლანძღავს ხელისუფლებას, ცილისწამების, ტყუილის და „ფეიკ ნიუსის“ ისეთი კორიანტელია, რომლის მსგავსიც მსოფლიო ისტორიას ალბათ არ ახსოვს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

სოზარ სუბარი

16 იანვარი 2025, 23:35

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ტრამპს ირჩევს ამერიკელი ხალხი ამერიკის ინტერესებისთვის. არა საქართველოსთვის, არა სომხეთისთვის, და არა საუდის არაბეთისთვის. შესაბამისად მათი მიზანია, რომ ამერიკა იყოს უფრო ძლიერი

ტრამპს ირჩევს ამერიკელი ხალხი ამერიკის ინტერესებისთვის. არა საქართველოსთვის, არა სომხეთისთვის, და არა საუდის არაბეთისთვის. შესაბამისად მათი მიზანია, რომ ამერიკა იყოს უფრო ძლიერი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“.