imedi /  10 დეკემბერი 2020, 18:54 / სანდო წყარო

სტრასბურგის სასამართლომ 2006 წელს ნარკოტიკების „ჩადების“ კიდევ ერთ საქმეზე ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა

10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „ბაქრაძე საქართველოს წინააღმდეგ“ – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და 2006-2008 წლების ფაქტებზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევა დაადგინა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მომჩივან ლავრენტი ბაქრაძის დავა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების საფუძველზე შეეხებოდა 2006 წელს პოლიციის მიერ მისთვის ნარკოტიკების „ჩადებას“ და უკანონოდ განხორციელებული ჩხრეკის შედეგებზე დაფუძნებულ მსჯავრდებას.

„კერძოდ, 2006 წლის 3 მარტს მომჩივანი ნარკოტიკების უკანონო ფლობის გამო მის საცხოვრებელ სახლში დააკავეს. დაახლოებით, საღამოს 10 საათზე რამდენიმე პოლიციელი ლავრენტი ბაქრაძის ბინაში ძალის გამოყენებით შეიჭრა, მომჩივანს ხელბორკილები დაადო და დაიწყო ოთახების ჩხრეკა. ჩხრეკის ოქმის თანახმად, პოლიციელებმა სამზარეულოსა და სააბაზანოს დამაკავშირებელ საკანალიზაციო მილში სუბოტექსის ოცდაექვსნახევარი აბი იპოვნეს, ხოლო ორი აბი პირადად მომჩივანს აღმოუჩინეს. შესაბამისად, მომჩივანს ბრალი წარედგინა ნარკოტიკული საშუალებების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვაში.

ეროვნული სასამართლოს წინაშე მომჩივანი ამტკიცებდა, რომ პოლიციელებმა მას თავში ჩაარტყეს და როდესაც იგი გონს მოვიდა, განუცხადეს, რომ აღმოუჩინეს ნარკოტიკული საშუალებები. მომჩივნის თანახმად, მან ჩხრეკის დროს დამოუკიდებელი მოწმეების დასწრება მოითხოვა, მაგრამ – უშედეგოდ. 2006 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ ცნო და თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ემყარებოდა ორი პოლიციელის ჩვენებას, რომლებიც მონაწილეობდნენ მომჩივნის დაკავებასა და ბინის ჩხრეკაში; ჩხრეკის შედეგებსა და სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას. მომჩივანმა მოითხოვა, დაკავებისა და ჩხრეკის გარემოებებთან დაკავშირებით დაეკითხათ მეზობლები და პოლიციის ოპერაციის დროს მის ბინაში მყოფი მეგობარი (ლ.ც.), რაზეც უარი მიიღო.

2007 წლის 4 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ და 2008 წლის 9 ოქტომბერს უზენაესმა სასამართლომ მომჩივნის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვეს.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ჩხრეკა ჩატარდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის სასამართლო ზედამხედველობა არ განხორციელებულა; ჩხრეკა ჩატარდა სასამართლოს წინასწარი თანხმობის გარეშე „გადაუდებელი აუცილებლობის“ მოტივით, თუმცა, დასაბუთებული არ ყოფილა, რა გადაუდებელმა აუცილებლობამ გამოიწვია ჩხრეკის ამ ფორმით ჩატარება; ამასთან, პოლიციელებმა არ მისცეს მომჩივანს საშუალება, ჩხრეკას დასწრებოდნენ დამოუკიდებელი მოწმეები. ამდენად, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნულ სასამართლოებს არ შეუფასებიათ, ჰქონდა თუ არა პოლიციას წინასწარი ინფორმაცია იმ ნარკოტიკების შესახებ, რომელთაც ეძებდნენ, და იყო თუ არა ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობა ორდერის წინასწარი გაცემის გარეშე, მოწმეების დასწრების არარსებობის პირობებში.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის ბრალდება ემყარებოდა ნარკოტიკების ფლობის ფაქტს, მომჩივნის სურვილი, რომ მოესმინათ დაცვის მხარის მოწმისათვის, წარმოადგენდა ამ ძირითადი ვარაუდის ეფექტიანად გასაჩივრების გონივრულ მცდელობას. გარდა ამისა, ეროვნულმა სასამართლოებმა არ მიიღეს მხედველობაში ლ.ც.-ს ჩვენების მნიშვნელობა და არ წარმოადგინეს საკმარისი დასაბუთება აღნიშნულის თაობაზე. ხსენებული გარემოებების ფონზე, დაცვის მხარის ერთადერთი შესაძლო მოწმის დაკითხვაზე ეროვნული სასამართლოების უარმა სასამართლო პროცესი მთლიანობაში გახადა უსამართლო.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების დარღვევას და მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ 5,000 ევროს გადახდა დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით.

აღსანიშნავია, რომ ევროპულმა სასამართლომ საკუთარი არგუმენტაცია დააყრდნო 2019 წლის 14 მარტს საქმეზე – „კობიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ – და 2020 წლის 7 მაისს საქმეზე – „მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ – გამოტანილ გადაწყვეტილებებს, რომლებშიც მომჩივნების დავა შეეხებოდა 2004-2008 წლებში პოლიციის თანამშრომლების მიერ მათთვის ნარკოტიკების „ჩადებას“ და რისი პრაქტიკაც ევროპულმა სასამართლომ სამივე საქმეში დაადასტურა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

რუბენ ბრეკელმანსი

10 სექტემბერი 2024, 12:06

მსოფლიო

ნიდერლანდებმა უკრაინას საკუთარი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა მისცა

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა, რომ უკრაინას აქვს უფლება ნიდერლანდური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების მისატანად გამოიყენოს. ინფორმაციას DW ავრცელებს. „უკრაინას შეუძლია თავდაცვისთვის გამოიყენოს ჩვენი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. კიევს აქვს უფლება თავდაცვაზე“, - ციტირებს DW ბრეკელმანსს. მან აგრეთვე დასძინა, რომ უკრაინას აქვს უფლება რუსულ სამხედრო ობიექტებს დამიზნებით ესროლოს. „იგივე ეხება მტრის რაკეტებსაც. რუსეთის ტერიტორიაზე მათი განადგურებაც შეიძლება“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

დავით ქართველიშვილი

10 სექტემბერი 2024, 11:42

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ნაცსექტანტებისა და კამალა ჰარისის საარჩევნო პროცესებს ერთი და იგივე სცენარისტები რომ ჰყავთ, ამაში ერთხელაც შეგვიძლია დავრწმუნდეთ

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ში წინასაარჩევნოდ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც დავით ქართველიშვილი წერს, კამალა ჰარისის წარმომადგენლები ამომრჩეველს დონალდ ტრამპის ჯანსაღი იდეებით აშინებენ, რაც აშშ-ში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს უსვამს ხაზს.

ზურაბ ქადაგიძე

10 სექტემბერი 2024, 11:40

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე თინა ხიდაშელზე: არც საკუთარი წონა იცის და არც საკუთარ შესაძლებლობებს აფასებს - ტაივანური გრანტის მოლოდინში წარმოუდგენლად მაღალ მატერიებს ეჭიდება

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ივანიშვილი ისტერიკაშია, რადგან თავს მომწყვდეულად გრძნობს“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

10 სექტემბერი 2024, 11:32

მსოფლიო

WSJ: სამშვიდობო მოლაპარაკებები სულ უფრო მეტ უკრაინელს სურს, თუმცა სამხედროები წინააღმდეგი არიან

ამერიკული გაზეთის The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა უკრაინაში აჩვენებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების მომხრეთა რიცხვი შარშანდელი წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ მატულობს, თუმცა უკრაინელების უმეტესობა ჯერ კიდევ საუბრობს იმაზე, რომ ომის გაგრძელება და რუსეთის მიერ ყველა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება სურს. ქვეყნის მოსახლეობის ერთადერთი ჯგუფი, რომელიც რუსეთთან ნებისმიერი შეთანხმების მიღწევაზე უარს აცხადებს, სამხედროებია. „ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, ვეტერანებისა და მოქმედი სამხედროების მხოლოდ 18% თვლის, რომ უკრაინა მოლაპარაკებების გზით ომის დასრულებაზე უნდა ფიქრობდეს, რაც გამოკითხვაში მონაწილე ყველა დემოგრაფიულ ჯგუფს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ვეტერანებისა და ჯარისკაცების 15% განაცხადა, რომ შეიარაღებულ პროტესტს შეუერთდებოდა, თუ კიევი ისეთ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერდა ხელს, რომელსაც ისინი არ ეთანხმებიან“, - წერს გამოცემა.

ალექსანდრე იაშვილი

10 სექტემბერი 2024, 11:31

სპორტი

ალექსანდრე იაშვილი: ტყუილად არ ამბობენ, რომ გულშემატკივარი მეთორმეტე მოთამაშეა. მათი მხარდაჭერა ჩვენთვის არის უდიდესი ძალა

„ევროპის ჩემპიონატზე უდიდესი ძალა იყო ჩვენი გულშემატკივარი და ფეხბურთში ტყუილად არ ამბობენ, რომ გულშემატკივარი მეთორმეტე მოთამაშეა. მათი მხარდაჭერა ჩვენთვის არის უდიდესი ძალა და ფეხბურთელებს უფრო მეტის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს“, - აღნიშნა იაშვილმა.

10 სექტემბერი 2024, 11:31

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციას და მმართველი საბჭოს შეხვედრას მასპინძლობს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძესთან ერთად, ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გახსნა. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

10 სექტემბერი 2024, 11:31

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავა, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორია. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

10 სექტემბერი 2024, 11:25

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: კეზერაშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი - ეს ადამიანები განასახიერებენ ყველაფერს, ერთად აღებულს, რაც კრიტიკულ წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან

კეზერაშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი - ეს ადამიანები განასახიერებენ ყველაფერს, ერთად აღებულს, რაც კრიტიკულ წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან, ეს კი იმის ნათელი დასტურია, რომ აშშ-ის მმართველი ძალების პოლიტიკური ინტერესი, რომელიც საქართველოში მორჩილი ხელისუფლების მოყვანას გულისხმობს, ყველაფერზე უპირატესია, - ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წერილში.

ირაკლი კობახიძე

10 სექტემბერი 2024, 11:25

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს მოხმარებას და დარწმუნებული ვარ, ამ ამბიციურ მიზანს წარმატებით მივაღწევთ

საქართველოს წინსვლასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ენერგეტიკული სექტორის სიძლიერეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

10 სექტემბერი 2024, 11:20

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: „ევროპოლის“ მიერ ჩატარებული გამოძიებაც კი საკმარისი უნდა იყოს დავით კეზერაშვილის დასაპატიმრებლად, მაშინ როცა ის თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საზოგადოებას აცნობა, რომ ეგრეთ წოდებული „ქოლცენტრების“ საქმის მორიგი ეპიზოდის გამოძიება დასრულდა, რის შედეგადაც რამდენიმე პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. ასევე დადასტურდა დაკავებული კრიმინალების პირდაპირი კავშირი რადიკალური ოპოზიციის მთავარ დამფინანსებელთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან. მოგვიანებით, მედიამ გაავრცელა მამტკიცებელი დოკუმენტები, რომლის თანახმად ევროპელი პენსიონერებისათვის მოპარული თანხები სწორედ დავით კეზერაშვილის და მისი ოჯახის წევრების ანგარიშებზე ირიცხებოდა, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“.

ირაკლი კობახიძე

10 სექტემბერი 2024, 11:18

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: 2025 წლის ბოლომდე ბუნებრივი გაზი დამატებით 400-მდე დასახლებულ პუნქტში შევა, რის შედეგადაც ქსელში დამატებით 57 ათასი აბონენტი ჩაერთვება

2013 წლის რეგიონების გაზიფიცირების პროგრამის შედეგად, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში დამატებით 377 ათასზე მეტი აბონენტი ჩაერთო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და ამით ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე სარგებლობს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

10 სექტემბერი 2024, 11:14

რეგიონი

კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 56 ათას ტონამდე ყურძენი

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რთველის 2024-ის ფარგლებში, 10 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 56 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან, 27 ათას ტონამდე რქაწითელი, 22,6 ათას ტონამდე საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

10 სექტემბერი 2024, 11:10

მსოფლიო

გერმანიამ სამიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში სახმელეთო საზღვრებზე სასაზღვრო კონტროლი დააწესა

„სანამ არ შეიქმნება თავშესაფრის მინიჭების ახალი, საერთო ევროპული სისტემა და არ მიიღება დამატებითი ზომები ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვის გაძლიერებისთვის, ვალდებულები ვართ გავაძლიეროთ კონტროლი ჩვენს ეროვნულ საზღვრებზე“, - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა.

10 სექტემბერი 2024, 10:59

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რატი ბრეგაძემ პენიტენციური სისტემის თითოეულ დასაქმებულს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და 21 მომსახურეს წარმატებული საქმიანობისთვის სპეციალური ჯილდო და სიგელი გადასცა.

10 სექტემბერი 2024, 10:53

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: დღეს ევროკავშირი ეროვნებით ქართველი, მაგრამ სინამდვილეში უსამშობლო კრიმინალების თავშესაფარია

კეზერაშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი - ეს ადამიანები განასახიერებენ ყველაფერს, ერთად აღებულს, რაც კრიტიკულ წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან, ეს კი იმის ნათელი დასტურია, რომ აშშ-ის მმართველი ძალების პოლიტიკური ინტერესი, რომელიც საქართველოში მორჩილი ხელისუფლების მოყვანას გულისხმობს, ყველაფერზე უპირატესია, - ვკითხულობთ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

10 სექტემბერი 2024, 10:53

პოლიტიკა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დღეს 2024 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულს წარადგენს

დღეს, 20:00 საათზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულს წარადგენს.

თეა წულუკიანი

10 სექტემბერი 2024, 10:50

კულტურა

მუზეუმელთა ალიანსის ყოველწლიური ყრილობა შალვა ამირანაშვილის იუბილეს მიეძღვნა და წარმატებით ჩატარდა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მუზეუმელთა ალიანსმა მესამე ყრილობაზე, რომელიც შალვა ამირანაშვილის იუბილეს მიეძღვნა, ტრადიციულად საუკეთესო მუზეუმელები დააჯილდოვა.

ვილი სანიოლი

10 სექტემბერი 2024, 10:12

სპორტი

ვილი სანიოლი: ვიცით, რომ მეტოქეს ტრიბუნებიდან დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ეს კარგია ჩვენთვისაც. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ ჩემი ფეხბურთელებიც ფხიზლად იქნებიან

„ალბანეთის წინააღმდეგ ორი წლის წინ ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, რომელიც ძალიან რთული იყო. ფეხბურთელებს ყოველთვის ვთხოვ, რომ საუკეთესო თვისებები წარმოაჩინონ. გაიმეორონ იგივე, რაც შაბათს, თბილისში გააკეთეს. შესაძლოა, მატჩი სხვა შედეგით დასრულდეს, თუმცა მთავარია ფეხბურთელებმა იგივე შემართებით და კონცენტრაციით ითამაშონ“, - განაცხადა სანიოლმა.

ლუკა ლოჩაშვილი

10 სექტემბერი 2024, 10:11

სპორტი

ლუკა ლოჩოშვილი: ალბანეთი სახლში ძალიან კარგად თამაშობს და რთული ოპონენტია - მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა დაძაბული თამაში იქნება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს

„ჩეხეთთან თამაშს დადებითად შევაფასებდი. კარგი, სანახაობრივი თამაში გამოვიდა. ბევრი გოლი გავიტანეთ და ვფიქრობ, რომ კარგ ფორმაში შევხვდით ერთა ლიგას. იმედი მაქვს ასე გავაგრძელებთ და დადებითი შედეგით დავასრულებთ ამ შეკრებას", - აღნიშნა ფეხბურთელმა.

საბა გოგლიჩიძე

10 სექტემბერი 2024, 10:09

სპორტი

საბა გოგლიჩიძე: ალბანეთი რთული მეტოქეა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვაფასებთ. ვემზადებით და ვეცდებით, რომ ჩვენი თამაშით მივაღწიოთ წარმატებას

ალბანეთი რთული მეტოქეა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვაფასებთ. ვემზადებით და ვეცდებით, რომ ჩვენი თამაშით მივაღწიოთ წარმატებას,- განაცხადა ეროვნული ნაკრების წევრმა საბა გოგლიჩიძემ.