სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბაკურ კიღურაძის მიმართ 2010-2011 წლებში მომხდარი დარღვევები 2013-2018 წლებში აღმოიფხვრა

ფოტო: Shutterstock.com
2020 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „კიღურაძე საქართველოს წინააღმდეგ“ – განჩინება გამოაქვეყნა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მომჩივან ბაკურ კიღურაძის დავა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) 1-ლი პუნქტის საფუძველზე შეეხებოდა 2010-2011 წლებში მის წინააღმდეგ სამართალწარმოებისთვის „საიდუმლო“ გრიფის მინიჭებას, ყოველგვარი გონივრული საფუძვლის გარეშე დახურული სასამართლო სხდომების ჩატარებას და რომ განაჩენები საჯაროდ არ იქნა გამოცხადებული. ამასთან, კონვენციის 34-ე მუხლის (ინდივიდუალური საჩივარი) საფუძველზე, მისი დავის საგანი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის (ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარდგენის მიზნით) საქმის მასალების ასლების გადაცემის თაობაზე მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა.
„კერძოდ, მომჩივანი ჯაშუშობის ბრალდებით 2010 წლის 13 ივლისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეს მიენიჭა გრიფი „საიდუმლო“ იმ საფუძვლით, რომ საქმის მასალებში მოცემული იყო ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ. 2011 წლის 7 მარტს დახურულ სხდომაზე მიღებული განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლომ მომჩივანი ცნო დამნაშავედ. ასევე, დახურულად წარიმართა პროცესი სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც სრულად დატოვა ძალაში მომჩივნის გამამტყუნებელი განაჩენი. 2011 წლის 18 ოქტომბერს უზენაესმა სასამართლომ მომჩივნის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო.
2011 წლის 21 ნოემბერს მომჩივნის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს საქმის მასალებზე წვდომასა და სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის წარდგენის მიზნით ასლების გადაღების მოთხოვნით. სასამართლომ ადვოკატებს მიანიჭა წვდომა საქმის მასალებზე, მაგრამ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა ასლების გადაღების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ მათ არ ჰქონდათ კანონით დადგენილი სპეციალური ნებართვა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად. 2011 წლის 30 ნოემბერს ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს, სხვებს შორის, იმ მოთხოვნით, რომ საქმის მასალების იმ ნაწილების ასლები გადაეღოთ, რომლებიც არ შეიცავდა ინფორმაციას სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, მაგრამ – უშედეგოდ. თბილისის საქალაქო სასამართლოს პასუხის თანახმად, მათ საქმის მასალებზე წვდომა მიენიჭათ, რაც გამორიცხავდა მომჩივნის მოსაზრებას სასამართლოს მიერ კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 31 ივლისს მთავრობამ სასამართლოს აცნობა 2013 წლის 13 იანვარს მომჩივნის ციხიდან გათავისუფლების თაობაზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იმ საფუძვლით, რომ ის მიჩნეულ იქნა „პოლიტიკურ პატიმრად“. აღნიშნული სამართლებრივი დაცვის მექანიზმი შესაძლებლობას აძლევდა ამგვარი სტატუსის მქონე პირებს, მოეთხოვათ წარმოების განახლება, და პროცესის მათი გამართლებით დასრულების შემთხვევაში, ექნებოდათ საშუალება შესაბამისი კომპენსაციის მოთხოვნის თაობაზე. განსახილველ საქმეზე მთავარმა პროკურატურამ განაახლა სამართალწარმოება. შედეგად დადგინდა, რომ თავდაპირველი გამოძიება არ იყო ობიექტური და სრულყოფილი, შესაბამისად, პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსთხოვა საქმის წარმოების განახლება. სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 16 ივლისს გააუქმა 2011 წლის 1-ლი ივლისის განაჩენი და გაამართლა მომჩივანი.
ევროპულმა სასამართლომ განჩინებაში ყურადღება გაამახვილა, რომ განახლებული წარმოება დასრულდა მომჩივნის გამართლებით და, ასევე, მას მიეცა კომპენსაციის მოთხოვნის უფლება ეროვნულ დონეზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მე-6 მუხლთან დაკავშირებული საჩივრები სასამართლომ მიიჩნია ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილად კონვენციის 37-ე მუხლის 1-ლი (b) პუნქტის საფუძველზე და საჩივარი ამ ნაწილში ამორიცხა სასამართლოს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან.
რაც შეეხება 34-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილ საჩივარს, სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მომჩივნის ადვოკატისათვის მასალების ასლის გადაცემაზე უარი არ იყო უპირობო და საქალაქო სასამართლომ ადვოკატს მისცა მკაფიო ინსტრუქცია და მიუთითა შესაბამის პროცედურებზე, თუმცა, მომჩივანს აღნიშნული პროცედურებისთვის არ მიუმართავს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მთავრობას არ დაურღვევია კონვენციის 34-ე მუხლიდან გამომდინარე ვალდებულებები“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე

15 მაისი 2025, 13:45
პოლიტიკა
დავით ქანთარია: როლანდ ახალაია ზუგდიდმა გამოაგდო. ეს „არაკორუმპირებული“ ახალაია, კორუფციის გამოგონილი ბრალდებებით ციხეში გვიშვებს მთელს სამეგრელოს. ადამიანებს სიებით იჭერდნენ, ეს იყო კონვეიერი - მამა და შვილები
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული დავით ქანთარია უფლებების უხეში შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით საუბრობს.

15 მაისი 2025, 13:45
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის ღირსების საკითხია, რომ რასა იუკნევიჩიენემ ბოდიში მოიხადოს ქართველი ხალხის მიმართ მისი ფაშისტური განცხადებებისთვის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროპარლამენტარმა მისი განცხადებების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს.

15 მაისი 2025, 13:40
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. „ქოლცენტრების“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, თბილისსა და აჭარაში საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა და დოკუმენტაცია ამოიღო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლო დანაშაულებრივი ე.წ. „ქოლცენტრების“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისსა და აჭარის რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა და დოკუმენტაცია. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

15 მაისი 2025, 13:39
ჯანდაცვა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიში“ განიხილა
ანგარიში კომიტეტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა წარუდგინა.

15 მაისი 2025, 13:26
მსოფლიო
ზელენსკი თურქეთში ჩაფრინდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩაფრინდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

15 მაისი 2025, 13:16
პოლიტიკა
დავით ქანთარია: როლად ახალაია არის სამეგრელოს სირცხვილი, ეს არის მშიშარა კურდღელი, რომელიც, შემდეგ, რაღაცნაირად გამყარდა, მოაჯდა სამეგრელოს და დაჩაგრა მთელი სამეგრელო
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული დავით ქანთარია, მისი უფლებების დარღვევაზე საუბრობს.

15 მაისი 2025, 13:09
რეგიონი
რევაზ სოხაძე: კონტრაქტორს პრობლემების მოსაგვარებლად ვადა მიეცა, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში გავაკონტროლებთ
„მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოები, სამწუხაროდ, არის პრობლემური. უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ვფიქრობ, გარკვეულწილად კონტრაქტორის დაუდევრობით. ჩვენ მივეცით კონკრეტული ვადა კონტრაქტორს პრობლემის მოსაგვარებლად და ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება ჩვენი მხრიდან ამის კონტროლი. კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოვუხადო მარნეულის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის. მაქსიმალურად შევეცდებით, უმოკლეს ვადაში დასრულდეს ეს პროექტი“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მარნეულში წყალმომარაგება-წყალარინების პროექტის დათვალიერების შემდეგ.

15 მაისი 2025, 13:07
მსოფლიო
რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები თურქული მხარის თხოვნით, დღის მეორე ნახევარში გაიმართება
რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები თურქეთის მხარის თხოვნით სტამბოლში დღის მეორე ნახევარში გაიმართება, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ.

15 მაისი 2025, 12:59
რეგიონი
18 მაისს ოზურგეთში ჯემალ ჭკუასელის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი გაიმართება
18 მაისს, 20:00 საათზე, ოზურგეთის თეატრალურ მოედანზე, ჯემალ ჭკუასელის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი გაიმართება, - განაცხადა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის სხდომაზე.

15 მაისი 2025, 12:57
რეგიონი
ოზურგეთში „ჭადრების ბაღის“ ძველი ზრდის ხეების შენარჩუნების კონცეფცია და პროექტი მომზადდება, ქალაქში მწვანე სივრცის მოვლა-პატრონობისთვის პრაქტიკული ღონისძიებები განხორციელდება
„გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა(GIZ) და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ ოზურგეთში „ჭადრების ბაღის“ ძველი ზრდის ხეების შენარჩუნების კონცეფციის და დეტალური პროექტის მომზადება, მწვანე სივრცის მოვლა-პატრონობისთვის პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელება, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეკოსაგანმანათლებლო ლექციების ჩატარების ხელშეწყობა“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

15 მაისი 2025, 12:55
რეგიონი
ავთანდილ თალაკვაძე: დარწმუნებული ვარ, გიორგი ღურჯუმელიძის საქმიანობა გურიისთვის გამორჩეულად შედეგიანი იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ღურჯუმელიძე დაინიშნა, დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა გამორჩეულად შედეგიანი იქნება გურიისთვის, - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის მერიის დღევანდელ სხდომაზე.

15 მაისი 2025, 12:55
რეგიონი
ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის, შემოქმედის, დაბა ნარუჯისა და დაბა ურეკის ტერიტორიაზე დავიწყეთ გზის ახალი პროექტების მშენებლობა, რომლის ჯამური ღირებულება 17 413 637 ლარია, 92 000 ლარი დაიხარჯება ოზურგეთში კორპუსების კეთილმოწყობაზე
ოზურგეთის, შემოქმედის, დაბა ნარუჯისა და დაბა ურეკის ტერიტორიაზე დავიწყეთ გზის ახალი პროექტების მშენებლობა, რომლის ჯამური ღირებულება 17 413 637 ლარს შეადგენს, - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის მერიის დღევანდელ სხდომაზე.

15 მაისი 2025, 12:41
სამართალი
საბაჟო გამშვებ პუნქტებში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, „ქუთაისის აეროპორტი“ და „ყაზბეგი“, რისკის პროფილისა და მებაჟე ოფიცრების მიერ ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ჯამში 421,39 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

15 მაისი 2025, 12:39
პოლიტიკა
თამაზ წულაია: „უნივერმაღის“ შენობის გარდა [ახალიამ] წაგვართვა 21 ობიექტი. ვის მისცა, რა გააკეთა არ ვიცი. სულ ორი ობიექტია დარჩენილი დღეს, რომელიც არაა გასხვისებული, დანარჩენი ყველაფერი მიითვისა, „უნივერმაღი ენგური“ თავის შვილს გადასცა
პარლამენტში 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ბიზნესის რეკეტზე, წამებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე, უფლებების უხეში შელახვის სხვა ფაქტებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული თამაზ წულაია საუბრობს.

15 მაისი 2025, 12:33
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული თამაზ წულაია: კასტილიანი კაცი „ენგურშია“, საწყალი კაცი რომ გააუბედურეს და გააუპატიურეს იმ შენობაში იყო. ეს ინფორმაცია ვინ მომაწოდა და როგორ გაჟღერდა მიხვდნენ და იმ ქალის სადარბაზო მოწამლეს
როგორც მან აღნიშნა, ქალი, რომელმაც მას ინფორმაცია მიაწოდა, რომ ადამიანების წამება და გაუპატიურება ხდებოდა მის კუთვნილ შენობაში „ენგური“, მოწამლეს და გარდაიცვალა.

15 მაისი 2025, 12:33
პოლიტიკა
თამაზ წულაია: ანაკლიაში, ცენტრში მქონდა 600 კვ.მ. მიწა, საბუთიც მაქვს და რეესტრშიც გატარებულია, ახალაიამ და გოროზიამ, გალავანი მოანგრიეს ტრაქტორებით და სასტუმრო გააშენეს იმ შენობაზე. ჩემთვის არც უკითხავთ, მიითვისეს ეს შენობა
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ბიზნესმენ თამაზ წულაიას უსმენენ, რომელიც "ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ მისი უფლებების დარღვევის სხვადასხვა ფაქტს იხსენებს.

15 მაისი 2025, 12:29
ტაბლოიდი
27 დოლარად ნაყიდი „თავისუფლების დიდი ქარტიის“ ასლი ორიგინალი აღმოჩნდა
სულ 1215-1399 წლებში დოკუმენტის 200 ორიგინალი ასლი შეიქმნა. დღეს მხოლოდ 25 მათგანია შემონახული. მეცნიერების თქმით, ჰარვარდში ნაპოვნი დოკუმენტი 1300 წელს, მეფე ედვარდ პირველის მმართველობის დროს დაიწერა.

15 მაისი 2025, 12:19
სპორტი
„ქართველ გულშემატკივარს საინტერესო სანახაობა ელის“ - კახა კალაძე „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩში ვეტერან ფეხბურთელებსა და ქართველ გულშემატკივარს წარმატებებს უსურვებს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩში, რომელიც 16 მაისს თბილისში გაიმართება, ვეტერან ფეხბურთელებსა და ქართველ გულშემატკივარს წარმატებებს უსურვებს.

15 მაისი 2025, 12:18
მსოფლიო
ტრამპი: რატომ ჩავიდოდა პუტინი სტამბოლში, თუ მე იქ არ ჩავდივარ?
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული ბიზნეს ღონისძიების დროს განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი სტამბოლში არ ჩავიდოდა, რადგან იცოდა, რომ ის იქ არ იქნებოდა.

15 მაისი 2025, 12:16
საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილი მოსამართლეებს: თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამართლის უზენაესობის განმტკიცების, სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისა და ქვეყნის წინსვლის საქმეში. წარმატებას გისურვებთ
თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამართლის უზენაესობის განმტკიცების, სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისა და ქვეყნის წინსვლის საქმეში.