Imedi /  16 დეკემბერი 2020, 12:40 / სანდო წყარო

წელს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 6 405 ფაქტი გამოვლინდა

მოჭრილი ხე-ტყე

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2020 წელს, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 6 405 ფაქტი გამოვლინდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტებიდან 367 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. სამართალდარღვევებზე დაკისრებული ჯარიმების თანხამ, ჯამში, 1 602 800 ლარი, ხოლო გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 3 758 345 ლარი შეადგინა. 2020 წელს, რეგულირების ობიექტების 1 547 ინსპექტირება განხორციელდა, მათ შორის, 46 - საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების ინსპექტირება გარემოსდაცვითი მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

„საწარმოებისა და ხე-ტყის დამზადების ლიცენზიანტების შემოწმების მთავარი შედეგი ის გახლავთ, რომ ისინი ცდილობენ გამოვლენილი დარღვევები აღმოფხვრან და მათი საქმიანობა, მაქსიმალურად შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს.

მასშტაბური სახე მიიღო პარკების მწარმოებლების შემოწმების პროცესმა, რათა საცალო ქსელში არ მოხვდეს პლასტიკის პარკები და შემცირდეს გარემოს დაბინძურება. 2020 წელს პარკების მწარმოებელი კომპანიების ინსპექტირებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაილუქა და კონფისკაციას დაექვემდებარა 2 142 450 ერთეული პლასტიკის პარკი.

2020 წელს „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განხორციელდა 20 შემოწმება. აღსანიშნავია, რომ შემოწმებების შედეგად გარემოში გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმის ინტროდუქციის ფაქტი არ გამოვლინდა.

გრძელდება საავტომობილო საწვავის ხარისხის კვლევა, მიწოდების პროცესში და აღნიშნული ღონისძიებების შედეგად მინიმუმადე შემცირდება არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც თავისთავად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. 2020 წელს ქვეყნის მასშტაბით, 280 ავტოგასამართი სადგურის რეზერვუარებიდან საწვავის 344 სინჯია აღებული. ჯამში, დიზელისა და ბენზინის მხოლოდ 33 სინჯი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს.

დეპარტამენტის ეფექტური მუშაობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება 24-საათიანი ცხელი ხაზის ფუნქციონირებას. 2020 წელს, გარემოსდაცვითი სავარაუდო სამართალდარღვევის შესახებ ცხელ ხაზზე (153) შევიდა 2 592 შეტყობინება. თითოეულ შეტყობინებაზე დეპარტამენტი შესაბამის რეაგირებას ახდენს და კანონმდებლობით დადგენილ ზომებს ატარებს“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დავითაშვილმა წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე.

ყველა სიახლე

25 თებერვალი 2021, 01:28

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 250 ათასს გადააჭარბა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 250 ათასს გადააჭარბა.

25 თებერვალი 2021, 01:08

პოლიტიკა

საქართველოს პროკურატურის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს პროკურატურის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურტურა ავრცელებს.1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

25 თებერვალი 2021, 01:07

COVID19

ჯო ბაიდენმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა.

25 თებერვალი 2021, 01:01

პოლიტიკა

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, შს სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ასევე, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

ბრილიანტები

25 თებერვალი 2021, 00:57

ტაბლოიდი

ნეაპოლში ეძებენ კაცს, რომელმაც სუპერმარკეტში €50 000 ღირებულების ბრილიანტები დაკარგა

მომენტი, როდესაც ადამიანს ჯიბიდან პატარა ტომარა ამოუვარდა, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. სუპერმარკეტის თანამშრომელმა ტომარაში 3 ბრილიანტი იპოვა და სუპერმარკეტის მენეჯერს გადასცა, თუმცა ძვირფასეულობის პატრონი მაღაზიაში არ დაბრუნებულა.

25 თებერვალი 2021, 00:55

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფში საქართველოს სახელმწიფო და თავდაცვის ძალების დროშები დაუშვეს

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფში საქართველოს სახელმწიფო და თავდაცვის ძალების დროშები დაუშვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს დროშა დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

დავით ზალკალიანი

25 თებერვალი 2021, 00:45

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ​როგორც ასი წლის წინ, ისე ახლა, საქართველო შეუვალი რჩება ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვაში

მისი თქმით, 100 წლის შემდეგ, დღესაც, რუსეთის ფედერაცია კვლავაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და განაგრძობს საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას.

25 თებერვალი 2021, 00:39

პოლიტიკა

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ონლაინ ღონისძიებები გაიმართება

1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ონლაინ ღონისძიებები გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ონლაინ-შეხვედრა გაიმართება ქართული ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებთან, კერძოდ ემიგრაციაში წასული პირველი რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლებთან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა, ისტორიული და თანამედროვე დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, რომლებიც მიმოიხილავენ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიულ-პოლიტიკურ ასპექტებს.

ანგელა მერკელი

25 თებერვალი 2021, 00:32

COVID19

ანგელა მერკელი: კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამო, ქვეყანა ეპიდემიის მესამე ტალღის საფრთხის წინაშე დგას

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამო, ქვეყანა ეპიდემიის მესამე ტალღის საფრთხის წინაშე დგას.

25 თებერვალი 2021, 00:23

საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

25 თებერვალი 2021, 00:21

საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

25 თებერვალი 2021, 00:20

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ​თანმიმდევრული ქმედებებით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, აუცილებლად მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან დეოკუპაციას და საქართველო საკუთარ ღირსეულ ადგილს დაიკავებს საერთო ევროპულ ოჯახში

100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია შემოიჭრა. სწორედ 25 თებერვალი ჩაიწერა ისტორიაში, როგორც საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი- ჩვენი ქვეყნის გასაბჭოების დღე, -ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალიურ ქსელში წერს.

25 თებერვალი 2021, 00:20

რეგიონი

გომი-საჩხერეს მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გომი-საჩხერეს მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გომი-საჩხერეს მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო აიკრძალა.

24 თებერვალი 2021, 23:49

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 31 519 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 31 519 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 277 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

24 თებერვალი 2021, 23:45

COVID19

საფრანგეთში ახალი კოვიდვაქცინის კლინიკური გამოცდა დაიწყო

პრეპარატის ტესტირება ე.წ. Polycor-ის სტანდარტით ტარდება. ექსპერიმენტში, რომელშიც ნანტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალთან ერთად 40-მდე კლინიკა იქნება ჩართული, ჯამში 400-მდე მოხალისე მიიღებს მონაწილეობას. ამ დროისათვის პროექტში 21 კლინიკის 67 პაციენტი მონაწილეობს.

დონალდ ტრამპი

24 თებერვალი 2021, 23:39

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა Facebook-სა და Instagram-ზე თავისი ანგარიშების დაბლოკვის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Facebook-სა და Instagram-ზე თავისი ანგარიშების დაბლოკვის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

24 თებერვალი 2021, 23:33

ეკონომიკა

საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო პალატის ორგანიზებით პრაღაში ბიზნეს ფორუმი გაიმართება

საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო პალატა, საქართველოში ჩეხური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით 2021 წლის განმავლობაში ღონისძიებებს გამართავს. პირველი მასშტაბური ღონისძიება - ბიზნეს ფორუმი მიმდინარე წლის მაისში, პრაღაში იგეგმება, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

24 თებერვალი 2021, 23:07

COVID19

შვეიცარიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 1-ლი მარტიდან დაიწყება

შვეიცარიის ფედერალური მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 1-ლი მარტიდან დაიწყება.

24 თებერვალი 2021, 22:42

რეგიონი

რა გრაფიკით იმოძრავებენ მიკროავტობუსები რუსთავი-თბილისის მიმართულებით

მათივე ინფორმაციით, ღამის საათებში, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო, “ინტერტრანსის” დაქვემდებარებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები განსხვავებული გრაფიკით იმუშავებენ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

24 თებერვალი 2021, 22:12

COVID19

ბენიამინ ნეთანიაჰუმ იმედი გამოთქვა, რომ ისრაელი სრულად აპრილისთვის გაიხსნება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა სრულად აპრილისთვის გაიხსნება.