IMEDI /  01 იანვარი 2021, 23:01 / სანდო წყარო

პოლიციამ სოფელ სათხაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ო.პ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაცია შს სამინისტრო ავრცელებს.

„დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში რამდენიმე პირს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ბრალდებულმა ო.პ.-მ თანასოფლელები - 1988 წელს დაბადებული ს.ა., 2001 წელს დაბადებული
ს.ბ. და 1990 წელს დაბადებული ვ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. ამავე კონფლიქტის დროს, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიიღო 1996 წელს დაბადებულმა მ.ი.-მ. ს.ა. მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენ 3 პირს ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ბრალდებული ო.პ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა მალევე დაადგინეს მისი ადგილსამყოფელი და მომხდარიდან რამდენიმე საათში
დააკავეს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმესთან დაკავშირებით სხვა გარემოებების გამოკვეთისა და აღნიშნულ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ყველა სიახლე

05 ოქტომბერი 2022, 12:04

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე პოლონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

05 ოქტომბერი 2022, 12:02

ეკონომიკა

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე JICA-სა და კომპანია Asia Air Survey-ის წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრას მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მარჩილიძე, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ზაქაიძე და მიწის კადასტრის დეპარტამენტის უფროსი ზაქარია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.

05 ოქტომბერი 2022, 12:01

თავდაცვა

ლიეტუვის სეიმის წარმომადგენლები თავდაცვის უწყებაში იმყოფებოდნენ

საქართველოში ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის დელეგაცია იმყოფება. კომიტეტის თავმჯდომარის, ლაურინას კასჩიუნასის ხელმძღვანელობით, ლიეტუვის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა უმასპინძლა.

ზაალ ანჯაფარიძე

05 ოქტომბერი 2022, 11:53

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: პოლიტიკა და საბანკო საქმიანობა უკვე ისე მჭიდროდ გადაეჭდო ერთმანეთს, რომ ბიძინა ივანიშვილის ქეისი შეიძლება ამის ქრესტომათიული მაგალითიც კი აღმოჩნდეს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე იურიდიული ფირმა MKD-ის პრესრელიზს ეხმიანება სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ.

05 ოქტომბერი 2022, 11:51

პოლიტიკა

დავით ფაცაცია აჭარაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა

შეხვედრაზე მინისტრმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იმ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის ხორციელდება. მონაწილეებმა, ასევე, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე იმსჯელეს.

05 ოქტომბერი 2022, 11:50

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი: 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 8.8 %-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში

მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა, რომელშიც წარმოდგენილია რეგიონისა და მასში შემავალი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და პანდემიის შედეგების ზემოქმედების პირობებში.

ლაშა დარსალია

05 ოქტომბერი 2022, 11:40

პოლიტიკა

ლაშა დარსალია: ჟენევის მოლაპარაკებების 56-ე რაუნდზე მთავარი აქცენტი გაკეთდება მთლიანად რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე

„რუსეთი ყოველთვის თავს არიდებდა აღებული ვალდებულებების შესრულებას და ეს დესტრუქციული მიდგომა ბოლო თვეებში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. რუსეთის მხრიდან ხდებოდა თავის არიდება იმ ვალდებულებებზე, რომლებიც მათ გააჩნიათ.კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი პარტნიორების ძალისხმევას“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

05 ოქტომბერი 2022, 11:34

რეგიონი

გოგი მეშველიანი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი, მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს და საკუთარ პედაგოგებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

05 ოქტომბერი 2022, 11:33

საზოგადოება

„ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ მეტროს სადგურებზე ახალი ტურნიკეტები დამონტაჟდება, რაც გამტარუნარიანობას 30%-ით გაზრდის

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ მეტროს სადგურებზე ახალი ტურნიკეტები დამონტაჟდება, რაც გამტარუნარიანობას 30%-ით გაზრდის. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ლაშა დარსალია

05 ოქტომბერი 2022, 11:22

პოლიტიკა

ლაშა დარსალია: დღეს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა საფრთხის ქვეშ დგას, ამ ფონზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩატარება მნიშვნელოვანია

„საქართველო-რუსეთის კონფლიქტის საკითხი არის საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგის სერიოზული შემადგენელი ნაწილი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ძალისხმევა,რაც საერთაშორისო საზოგადოებას ჰქონდა, ჩვენს პარტნიორებს გაეროს, ეუთოს, ევროკავშირს, აშშ-ს, რათა ეს რაუნდი შემდგარიყო და აქცენტი გაკეთებულიყო 6 -პუნქტიან შეთანხმებაზე, უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო არსებულ გამოწვევებზე დგას კონკრეტულად ჩვენს საკითხებთან მიმართებაში“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ნინო წილოსანი
მიხეილ სარჯველაძე

05 ოქტომბერი 2022, 11:13

პოლიტიკა

ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების ფარგლებში, გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ საკითხებზე პარლამენტი კანონპროექტების რამდენიმე პაკეტზე მუშაობას იწყებს

„საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ წარმართეს აქტიური სამუშაო პროცესი, რის შედეგადაც დღეს, ზემოაღნიშნული გეგმით განსაზღვრული ვადის დაცვით, შესაბამისი კანონპროექტების რამდენიმე პაკეტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

05 ოქტომბერი 2022, 11:08

საზოგადოება

მედიააკადემიაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებისთვის უორქშოპი ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებისთვის, პროდიუსერებისთვის და ტელეწამყვანებისთვის უორკშოპი ჩაატარა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს საქართველოს მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე მიაწოდა ინფორმაცია. მედიის წარმომადგენლები ასევე ეროვნული ბანკის ფუნქციებს, სტრუქტურასა და ამოცანებს გაეცნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ინფლაცია, ვალუტის კურსი, საპროცენტო განაკვეთები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

რევაზ ჯაველიძე

05 ოქტომბერი 2022, 11:06

პოლიტიკა

რევაზ ჯაველიძე 2024 წლის საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საკითხებზე გამართულ დონორთა კონფერენციას დაესწრო

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, საქართველო ითვალისწინებს საერთაშორისო რეკომენდაციებს და ადასტურებს მზაობას ჩაერთოს მოსახლეობის აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდში. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდად 2015-2024 წლებია განსაზღვრული.

05 ოქტომბერი 2022, 10:33

რეგიონი

მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ გზაზე 8 კმ-იანი მოანკვეთის რეაბილიტაცია გრძელდება

„რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას და ახლების მოწყობას; მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას; ასევე გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების მოწყობას“.

05 ოქტომბერი 2022, 10:32

მსოფლიო

Politico: ევროკავშირის ქვეყნები სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმდნენ, რომელიც რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებას ითვალისწინებს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი შეათანხმეს, რომელიც რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებას ითვალისწინებს. ამის შესახებ გამოცემა Politico რეზოლუციის სამუშაო ვარიანტზე დაყრდნობით წერს.

05 ოქტომბერი 2022, 10:20

პოლიტიკა

საქართველოს ეროვნული არქივი და პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ

„თანამშრომლობა ასევე მოიცავს სამეცნიერო-კვლევით პროექტებს საბჭოთა მმართველობის, დიდი ტერორის, მეორე მსოფლიო ომის, პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობის და სხვა თემებზე. ჩატარებული კვლევების შედეგად მომზადდება ერთობლივი გამოცემები და ექსპოზიციები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

05 ოქტომბერი 2022, 10:11

პოლიტიკა

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

05 ოქტომბერი 2022, 10:00

მსოფლიო

ირანში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის ეპიცენტრი დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში მდებარე ქალაქ ხოვისთან ახლოს, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

05 ოქტომბერი 2022, 09:46

რეგიონი

გელათს, მორიგი მონიტორინგის მიზნით, კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი ეწვია

ალესანდრო მასარის ამჟამინდელი ვიზიტის მიზანია, გელათის ძირითად ტაძარში არსებული კლიმატური პირობების შესწავლა იმ ფონზე, როდესაც ტაძრის დასავლეთ მკლავის ხარვეზიანი გადახურვა მაისის თვიდან გახსნილია, მოეწყო ახალი დროებითი გადახურვა და მიმდინარეობს ტაძრის კედლების გამოშრობა.

05 ოქტომბერი 2022, 09:32

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 224-ე დღეს

უკრაინული მხარის მონაცემებით, ამ დროისათვის გათავისუფლებულია ხერსონის 50-ზე მეტი დასახლებული რაიონი. დონეცკის ოლქში კი ბოლო 24 საათის განმავლობაში 10 დასახლებული რაიონის გათავისუფლება მოხერხდა.