IMEDI /  02 იანვარი 2021, 18:38 / სანდო წყარო

წალენჯიხა-მესტიის საავტომობილო გზაზე ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი ემსხვერპლა. ავტოავარია წალენჯიხა-მესტიის საავტომობილო გზაზე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომანქანა კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

თუ რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა სიახლე

ბექა დავითულიანი

19 იანვარი 2021, 13:16

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: დღეს ოპოზიციას აქვს ერთგვარი ზეწოლა ორი პოლიტიკური ცენტრისგან და ლიდერისგან, ესენი არიან „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“

დღეს ოპოზიციას აქვს ერთგვარი ზეწოლა ორი პოლიტიკური ცენტრისგან და ლიდერისგან, ესენი არიან „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი ზეწოლას განიცდის ორი პოლიტიკური პარტიისგან და მათთვის პარლამენტში შესვლის საკითხი იქნება ერთგვარი ტესტი რამდენად დამოუკიდებლები არიან.

ჯო ბაიდენი

19 იანვარი 2021, 13:10

მსოფლიო

მედიის ცნობით, ჯო ბაიდენი 11 მილიონ მიგრანტს მოქალაქეობის მიღების 8-წლიან გეგმას შესთავაზებს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 11 მილიონ მიგრანტს მოქალაქეობის მიღების 8-წლიან გეგმას შესთავაზებს. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი წერს.

ლევან იოსელიანი

19 იანვარი 2021, 13:09

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: „ევროპულ საქართველოში“ არიან ადამიანები, რომლებსაც არ აინტერესებთ, შედგება თუ არა შეთანხმება

„ჩვენ დავინახეთ ერთი კონკრეტული პარტიის ძალიან აქტიური პოზიცია ამ მიმართულებით. გამოვედით და ამის შესახებ ხმამაღლა დავიწყეთ საუბარი. ამის გამო, ათასი სიბინძურე დაგვაბრალეს, გამყიდველობა, მოღალატეობა, მაგრამ დამტკიცდა, რომ ეს ასე ყოფილა. სიმართლე არ დაიმალება. მათ არ უნდათ, რომ შეთანხება შედგეს; არ უნდათ, რომ ოპოზიციამ მიაღწიოს ხელისუფლებასთან რაიმე ტიპის შეთანხმებას და შევიდეს პარლამენტში. ეს იმიტომ, რომ მათი ლიდერები ვერ მოხვდნენ პარლამენტში და ყველანი არიან უმანდატოდ დარჩენილი.

ბექა დავითულიანი

19 იანვარი 2021, 13:02

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ვეთანხმები იაგო ხვიჩიას, როცა არც ხალხია შენს მხარეს, არც საერთაშორისო საზოგადოება და არც სიმართლე, ქუდი უნდა დაიხურო და საქმეს მიხედო

ნამდვილად ვეთანხმები იაგო ხვიჩიას, როცა არც ხალხია შენს მხარეს, არც საერთაშორისო საზოგადოება და არც სიმართლე, ქუდი უნდა დაიხურო და საქმეს მიხედო, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი „გირჩის“ ერთ- ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებას. მისი თქმით, ოპოზიციას მხოლოდ დესტრუქციის და არეულობიდ იმედი აქვს და ამის შესაძლებლობას მათ ხელისუფლება არ მისცემს.

ავარია

19 იანვარი 2021, 12:57

მსოფლიო

ინდოეთში სატვირთომ გზის პირას მძინარე მუშებს გადაუარა

ინდოეთში, გუჯარატის შტატში სატვირთო ავტომობილმა გზის პირას მძინარე მუშებს გადაუარა, 15 მუშა გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.

ლევან თარხნიშვილი

19 იანვარი 2021, 12:52

პოლიტიკა

ლევან თარხნიშვილი: „ევროპულ საქართველოზე“ ორკესტრირებული შეტევაა და სამწუხაროა, რომ ამაში თავიანთი წვლილი ალეკო ელისაშვილსა და „გირჩსაც“ შეაქვთ

„ამ მოლაპარაკებების ყველა მონაწილე, გარდა ამ ადამიანებისა და „ქართული ოცნებისა“, დამეთანხმება, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ყველაფერი გააკეთა, რათა ეს პროცესი რაიმე შედეგამდე მისულიყო. ყველა რაუნდსა და ოპოზიციის შიდა მოლაპარაკებებში მაქსიმალურად ვცდილობდით, კონსტრუქციულები ვყოფილიყავით და გამოგვეყენებინა იდეები, რომლებიც რაღაცამდე მიგვიყვანდა“.

19 იანვარი 2021, 12:35

COVID19

ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

9 მილიონზე მეტი მოსახლეობის ქვეყანა ინფექციის მესამე ტალღას ებრძვის. მთლიანობაში ისრაელში კორონავირუსი სულ 558 249 ადამიანს დაუდასტურდა, 4044 გარდაიცვალა, 473 572 კი გამოჯანმრთელდა. ვაქცინაციის მაჩვენებლით ისრაელი მსოფლიოში ლიდერია: ამ დროისთვის ქვეყანაში უკვე 2 200 000 მილიონი ადამიანია აცრილი.

დონალდ ტრამპი

19 იანვარი 2021, 12:32

მსოფლიო

The Guardian: ბაიდენის ინაუგურაციის დღეს ტრამპი მერილენდში სამხედრო აღლუმს მოაწყობს

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს მერილენდში სამხედრო აღლუმს მოაწყობს. ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Guardian-ი წერს.

სერგო ჩიხლაძე

19 იანვარი 2021, 12:23

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: „გირჩს“ და „მოქალაქეებს“ თავიანთი დღის წესრიგი აქვთ და ეს ოპოზიციის ერთობას ხელს არ უშლის

„მათან განსხვავებით თავს არავის ვესხმით, არანაირი ეპითეტით არ ვამკობთ, ჭორებს არ ვიგონებთ, მათ თავიანთი გზა აირჩიეს, ოპოზიციის ერთობას ეს ხელს არ უშლის. ეს არის 5 ადამიანი, თავიანთი გზა აქვთ, აქეთ ფლანგზე ვართ 50-55 ადამიანი, რომლებსაც ერთიანი პოზიცია გვაქვს“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

კით კრაჩი

19 იანვარი 2021, 12:19

COVID19

კით კრაჩი: უნდა შეიქმნას ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის „ბიზნეს გეგმა“

უნდა შეიქმნას ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის „ბიზნესგეგმა“ - ეს განცხადება „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში სახელმწიფო მდივნის მოადგილე კით კრაჩმა გააკეთა. კით კრაჩი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მეხუთე თაობის ინტერნეტის უსაფრთხოების შესახებ 14 იანვარს ხელმოწერილ ურთიერთგანგების მემორანდუმსაც შეეხო.

კორონავირუსი

19 იანვარი 2021, 12:06

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამი აღმოაჩინეს

გერმანიაში კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამი აღმოაჩინეს. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ვირუსის აქამდე უცნობი შტამი ბავარიის ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენში, 35 პაციენტს აღმოაჩნდა.

ქათამი

19 იანვარი 2021, 11:54

მსოფლიო

იაპონიაში დაფიქსირებული ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქება ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გახდა

2020 წლის ნოემბერში იაპონიაში დაფიქსირებული ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქება ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გახდა. ამის შესახებ იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა კაცუნობუ კატომ განაცხადა.

19 იანვარი 2021, 11:38

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აღდგა.

19 იანვარი 2021, 11:31

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ წელს ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2020 წელს ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი - 1983 წელს დაბადებული ზ.ო. ქარელის მუნიციპალიტეტში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინსტრო ავრცელებს.

პაატა იმნაძე

19 იანვარი 2021, 11:30

COVID19

პაატა იმნაძე: საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის მოთხოვნები შეასრულა და ყველანაირი ვაქცინის მისაღებად მზად ვართ

„კოვაქს“ პლატფორმასთან მოლაპარაკების პარალელურად ასევე გრძელდება ორმხრივი მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყანასთან. რა რაოდენობის ჩამოვა, ჯერ არ ვიცით. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა შესაძლებლობები ექნება „კოვაქს“ პლატფორმას“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

19 იანვარი 2021, 11:29

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში 1000-მდე პაციენტი გარდაიცვალა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათი გერმანიაში კორონავირუსით 989 ადამიანი გარდაიცვალა. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ინფიცირების 11 369 შემთხვევა გამოვლინდა. სულ გერმანიაში კოვიდ-19 2 052 028 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც დაახლობით 1 700 000 გამოჯანმრთელდა.

19 იანვარი 2021, 11:18

სამართალი

პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, თბილისში ორი პირი: 1993 წელს დაბადებული ფ.მ. და 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

19 იანვარი 2021, 11:13

საზოგადოება

გარემოს ეროვნულ სააგენტოს სპეციალისტებს, ზვავსაშიში ფერდობების მონიტორინგისთვის, თოვლმავალი გადაეცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები კობი-გუდაურის სამხედრო გზაზე ზვავსაშიში ფერდობების მონიტორინგს თანამედროვე, სპეციალური სატრანსპორტო საშუალებით - თოვლმავალით (ბურანი) განახორციელებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

19 იანვარი 2021, 11:05

რეგიონი

ქვეშეთი-კობის გზა და 9 კმ-იანი გვირაბი წელიწადის ნებისმიერ დროს უწყვეტ გადაადგილებას უზრუნველყოფს

ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გვირაბის გასაჭრელად სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარი უკვე საქართველოშია.

19 იანვარი 2021, 10:56

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 494 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 550 ადამიანს დაუდასტურდა, 494 კი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 398 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 166 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 232 PCR ტესტით. საქართველოში კორონავირუსის 249 465 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 235130, გარდაიცვალა 2 973 პაციენტი.