03 იანვარი 2021, 16:57 / სანდო წყარო

შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ დედას, აღკვეთის ღონისძიების სახით, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბორჯომში, შვილის მკვლელობაში ბრალდებული დედის სასამართლო გაიმართა, სადაც მოსამართლემ დაკავებული პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე, მარიკა ჩიტაშვილმა 62 წლის ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეუფარდა, - ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

„შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა დანა, ასევე აღმოჩენილია სისხლის ლაქები, მოკლულის ტანისამოსი, რომელზეც ასევე სისხლის ლაქებია და დაზიანებულია,“-აღნიშნა ბრალდების მხარემ.

მათივე განმარტებით, არსებობს, მოწმეთა ჩვენებები, ასევე დაჭერის და ჩხრეკის ოქმები. გარდა ამისა, ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო პროცედურები. ბრალდების მხარის თქმით, დაკავებული აუცილებლად პატიმრობაში უნდა დარჩეს, რადგან არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზეგავლენის საშიშროება, მით უმეტეს, რომ ბრალდებულს საზღვრის კვეთები უფიქსირდება და ასევე საზღვარგარეთ ბინადრობის უფლებაც აქვს.

პროკურატურის მიერ წარმოდგენილ რიგ ბრალდებებს არ ეთანხმება დაკავებულის ადვოკატი, ეკა აბაშიძე. მან საუბრის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი იყო დაზარალებული და ამას მოწმობს, გასულ წელს მომხდარი ფაქტი, რომელშიც გარდაცვლილს აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა და სადაც დაზარალებული მისივე დედა იყო, მიუხედავად ამისა დედამ შვილს 5000 ლარი გირაო გადაუხადა. მანვე სასამართლოს სამედიცინო დოკუმენტები გადასცა, რომელითაც ირკვევა, რომ მოკლულს რიგი დაავადებები ჰქონდა, ასევე იყო ფსიქო-ემოციურად გაუწონასწორებელი. საზღვარგარეთიდან კი დედა სწორედ, შვილის მისახედად და სამკურნალოდ ჩამოვიდა. ადვოკატი არ ეთანხმება პროკურატურის მიერ წარმოთქმულ აზრს, რომ არსებობს მოწმეთა ჩვენები, რადგან აბაშიძის განმარტებით, დანაშაულის ჩადენის დროს სახლში, იმ კონკრეტულ ოთახში მხოლოდ დედა და შვილი იმყოფებოდნენ. იგი აღკვეთის ღონისძიებად გირაოს, 10 000 ლარის ოდენობით ითხოვდა.

პროცესზე რამდენი სიტყვა წარმოთქვა დაკავებულმა. მისი თქმით ეს არ იყო განზრახ მკვლელობა.

„არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი მოხდა, თითქოს სიზმარში ვარ და ველი რომ ამ სიზმრიდან გამოვალ. ციხეში თუ არ ვიქნები და გამათავისუფლებენ, მე მონასტერში წავალ და აღკვეთილი ვიქნები“-თქვა ბრალდებულმა.

აბაშიძემ თქვა, რომ არ არსებობს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან მიმალვის საშიშროება. მან შესთავაზა სასამართლოს რომ ამ საქმის მიმდინარეობის პერიოდში ბრალდებულს ჩამოერთვას საერთაშორისო პასპორტი და ბინადრობის უფლებაც. მიუხედავად ამისა, მოსამართლე, მარიკა ჩიტაშვილმა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

„დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით, რადგან სასამართლო თვლის რომ არსებობს მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საშიშროება,“-განმარტა მოსამართლემ.

ყველა სიახლე

ალექსანდრე რაქვიაშვილი

08 დეკემბერი 2022, 17:48

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ქმედებები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მათი პოზიცია არაგულწრფელია

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ქმედებები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მათი პოზიცია არაგულწრფელია,- ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

08 დეკემბერი 2022, 17:45

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: თუკი ვინმე დღეს ყველაზე მეტად არის ორიენტირებული და მოწოდებული, რომ დაცული იყოს პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობა, მისი უსაფრთხოება, ეს არის სახელმწიფო

თუკი ვინმე დღეს ყველაზე მეტად არის ორიენტირებული და მოწოდებული, რომ დაცული იყოს პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობა, მისი უსაფრთხოება, ეს არის სახელმწწიფო, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ვლადიმერ ბოჟაძე

08 დეკემბერი 2022, 17:44

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: მოძალადე და სისხლიანი რეჟიმი, ,,ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ არ უნდა ახსენებდეს სიტყვებს: ციხე, წამება, მაგრამ ბედავენ და თან ამ სიტყვებს ახლა უკრაინის მოქალაქე, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში იყენებენ

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში „არქივის“ ვიდეოს აზიარებს, რომლის მიხედვითაც ჩანს, რა მდგომარეობაში დატოვა ციხე 2010 წელს მაგნიტოფონის ქურდობისთვის დაკავებულმა, ცეზარ მოსახლიშვილმა 2 წლიანი პატიმრობის შემდეგ.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 17:39

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კაცს რომ ეტყვი, მდინარაძემ განაცხადა, მოქალაქეობას გართმევენო, ეს არის ბინძური ტყუილი და პროვოკაცია

ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს რომელიმე მოქალაქე ოფიციალურად ირიცხება უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში, ეს შეიძლება გახდეს საფუძველი, მაგრამ ამის შესახებ არ მისაუბრია, ბინძური სპეკულაცია რასაც ვუწოდე... ჯერ ერთი, აბრაზებენ იმ ხალხს, ატყუებენ და შესაძლოა, ვიღაცას გულწრფელი ემოციაც ჰქონდეს. კაცს რომ ეტყვი, მდინარაძემ განაცხადა, მოქალაქეობას გართმევენო, ეს არის ბინძური ტყუილი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 17:32

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როცა საქართველო ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინას, 400-ზე მეტი მხარდამჭერი დოკუმენტის თანაავტორია, ამაზრზენია იმის კითხვა, თუ ვის უჭერს მხარს საქართველო

იმ ფონზე, რომ საქართველო ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინას და 400-ზე მეტ მხარდამჭერ დოკუმენტს უერთდება ისე, რომ თანაავტორია, თქვენ კი სპეკულაციას მიმართავთ, კითხულობთ თუ ვის უჭერს საქართველო მხარს, ეს არის ამაზრზენი და შეურაცხმყოფელი ნებისმიერი ქართველისათვის,- ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვას - არის თუ არა რუსეთი, საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერი.

ნიკა მელია

08 დეკემბერი 2022, 17:31

პოლიტიკა

ნიკა მელია: მოხარული ვარ, რომ როგორც პარტიაში, ასევე მთლიანად ოპოზიციაში, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე სრული ერთობა არსებობს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ განსხვავებული პოზიციების მიუხედავად როგორც საკუთრივ „ნაცმოძრაობაში“, ისე მთლიანად ოპოზიციაში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხთან დაკავშირებით სრული ერთობა არსებობს.

პაატა მანჯგალაძე

08 დეკემბერი 2022, 17:23

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: „სტრატეგია აღმაშენებელი“ არანაირ შემთანხმებელ სამუშაო ფორმატებში „ქართულ ოცნებას“ არ შეხვედრია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არანაირ შემთანხმებელ სამუშაო ფორმატებში „ქართულ ოცნებას“ არ შეხვედრია. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელებთან ტექნიკურ საკითხებზე ესაუბრეს, რომ ვენეციის კომისიის ჩამოსვლამდე არ ჩაეგოთ ოპოზიციის ვერსია.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 17:23

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მოქალაქეობის ავტომატურად დაკარგვა არ ხდება, ამას აქვს თავისი პროცედურები

მოქალაქეობის ავტომატური დაკარგვა, როგორც ასეთი, არ არსებობს. ეს შეიძლება ტერმინად გამოიყენო, მაგრამ არც ავტომატური დაკარგვა არსებობს და არც ჩამორთმევა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილი

08 დეკემბერი 2022, 17:18

პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი: ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია ასეთი გაღიზიანება კოლეგების მხრიდან - ვაჭრობის სურვილი რომ იყოს, ამას როგორმე მოახერხებდნენ ადამიანები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს მეორე მოსმენით საარჩევნო რეფორმას განიხილავს. საარჩევნო კოდექსისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონპროექტებში ცვლილებები შევიდა. სამუშაო ჯგუფმა ვენეციის კომისიისა და ეუთო ოდირის რეკომენდაციები გაითვალისწინა. კრიტიკის მიუხედავად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ„ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ სამუშაო ჯგუფს ბოიკოტი მაინც გამოუცხადეს, თუმცა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო რეფორმაზე ინდივიდუალურ შეხვედრები მმართველ გუნდთან გამართა, რაც ჯგუფში ჩართული სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის არასწორი და უცნაური საქციელია.

08 დეკემბერი 2022, 17:12

რეგიონი

იმერეთის გუბერნატორი და ქუთაისის მერი აშშ-ის ელჩს შეხვდნენ

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე, განათლების მიმართულებით განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე, ტურისტულ შესაძლებლობებსა და არსებულ გამოწვევებზე. ასევე, მხარის გუბერნატორმა იმერეთის რეგიონში, აშშ-ს საელჩოს მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ელჩს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 17:06

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როდესაც 30%-დან, ჩვენი მმართველობის დასაწყისში რაც იყო, სიღარიბის მაჩვენებელი ჩამოსულია 17-18%-მდე, ეს არის სოციალური მდგომარეობის მთავარი ინდიკატორი

როდესაც 30%-დან, ჩვენი მმართველობის დასაწყისში რაც იყო, სიღარიბის მაჩვენებელი ჩამოსულია 17-18 პროცენტამდე, ეს არის სიღარიბის და სოციალური მდგომარეობის მთავარი ინდიკატორი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 17:02

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: 2008 წლის ომში საქართველოს არანაირი სამხედრო დახმარება არ მიუღია უკრაინისგან და ამას მათ არც არავინ საყვედურობს

საომარ სიტუაციაშია დღეს უკრაინა . მისი თანამდებობის პირები რა განცხადებებსაც არ უნდა აკეთებდნენ, როგორც არ უნდა ცდილობდნენ საქართველოს ომში ჩართვას, მაგალითად უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი გამოდიოდა ასეთი პირდაპირი მოწოდებით, მაინც მგონია, რომ ერთმანეთისთვის რაღაცების დაყვედრების დრო არ არის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 16:49

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ომში წასვლის მსურველებს სთავაზობენ ანაზღაურებას და არ უხსნიან, რომ თუ საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხება, კარგავს საქართველოს მოქალაქეობას

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ომში წასვლის მსურველებს სთავაზობენ ანაზღაურებას, ახდენენ მათ რეკრუტირებას და არ უხსნიან კანონის ნორმას, რომლის თანახმადაც, თუ საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხება, კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ 83 წლის რედაქციაშიც კი, კანონის ეს ნორმა უცვლელი და ანალოგიური შინაარსით იყო.

ანდრი ოხანაშვილი

08 დეკემბერი 2022, 16:41

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში თუ შევა, ეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია, ჩვენ ვსაუბრობთ კანონმდებლობით

ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში თუ შევა, ეს არის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ამას ჩვენ კი არ ვამბობთ, ამას კანონი ამბობს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეობის ჩამორთმევა არ ხდება, არსებობს საფუძველი, რა შემთხვევებში შეიძლება, არსებობდეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი.

08 დეკემბერი 2022, 16:25

ეკონომიკა

საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან ნოემბრის ჩათვლით 39.9%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა იმავე პერიოდში 1.71% შეადგინა

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის ნოემბრის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1-ლი იანვარი) 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით 39.9%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 1.71% შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

08 დეკემბერი 2022, 16:21

რეგიონი

აჭარაში მნიშვნელოვანი ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. შემდეგი წლისთვის კი ნაკრძალს მოსასვენებელი სივრცეები, შთამბეჭდავი ვიზუალისა და სიმაღლის გადმოსახედი პლატფორმა და ავტოპარკინგი შეემატება.

08 დეკემბერი 2022, 16:19

ეკონომიკა

საპენსიო სააგენტო: 2022 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.87 მლრდ ლარია

2022 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.87 მილიარდი ლარია. ინფორმაციას ამის შესახებ საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

08 დეკემბერი 2022, 16:10

ეკონომიკა

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 187,5 მილიონი ლარის ღირებულების 11,960 სესხია გაცემული

სურსათის განვითარების სააგენტოს ცნობით, აღნიშნული მიმართულებით სესხების გაცემის მიზანი ფერმერებისათვის ერთწლოვანი კულტურების მოყვანისას საბრუნავი საშუალებების ხარჯი შემცირება და მეტი ხარისხიანი აგროპროდუქტის წარმოების ხელშეწყობაა.

08 დეკემბერი 2022, 16:06

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტს კოენ ლენარტს შეხვდა.

08 დეკემბერი 2022, 15:53

სამართალი

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკელ მოსამართლე მარკ სპეისერს და ადვოკატ რობერტ თრექმანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ამერიკელ მოსამართლეს, მარკ სპეისერს და ადვოკატს, რობერტ თრექმანს შეხვდა.