პროკურატურა: კომისიური ექსპერტიზის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები წყალში გადაგდებამდე მიაყენეს - მას სასტიკად გაუსწორდნენ
გიორგი შაქარაშვილი
ფოტო: Facebook/არქივი
საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო, რომლითაც კიდევ ერთხელ უტყუარად დადასტურდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის და მკვლელობამდე მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილს სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაზიანებები აღენიშნებოდა, რომლებიც მათი ხასიათიდან და ლოკალიზაციიდან გამომდინარე, განვითარებულია მინიმუმ 9 დარტყმით ფეხის, ხელის ან სხვა სახის მკვრივი-ბლაგვი საგნებით. აღნიშნული კი პირდაპირ მიუთითებს, რომ გიორგი შაქარაშვილს მკვლელობამდე სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდგომაც წყალში გადააგდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის მუცლის მიდამოში არსებული დაზიანება განვითარებულია სხეულზე ფეხსაცმლიანი ფეხის დარტყმის შედეგად, რითაც გამოირიცხა გავრცელებული ვერსია, რომ გიორგი შაქარაშვილმა აღნიშნული დაზიანება ხიდის ქვეშ, ბილიკზე ჩასასვლელთან არსებულ ჯებირზე შეჯახებით მიიღო.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ასევე გამოირიცხა, რომ გიორგი შაქარაშვილმა სხეულზე არსებული დაზიანებები წყალში ჩავარდნის შემდგომ მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია მკვლელობამდე უახლოეს პერიოდში და წარმოადგენს მასზე ფიზიკური ძალადობის კვალს.
„კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ასევე უტყუარად დგინდება, რომ მკვლელობის მომენტიდან გიორგი შაქარაშვილის გვამი 3-4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა წყალში, რაც ცალსახად თანხვედრაშია გამოძიებით დადგენილ გარემოებებთან და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის დროსთან, ასევე გამორიცხავს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში არსებულ ყოველგვარ სპეკულაციებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი შაქარაშვილი არის მოკლული, ხოლო მკვლელობამდე მას ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ. საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, ახლობლებს და აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელები კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
ყველა სიახლე
13 იანვარი 2025, 14:57
ეკონომიკა
საქსტატი: 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა რვა პროცენტით გაიზარდა
2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 23 429.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 8.0 პროცენტით მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, აქედან, ექსპორტი 6 560.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 7.8 პროცენტით), ხოლო იმპორტი 16 868.7 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 8.1 პროცენტით).
13 იანვარი 2025, 14:54
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე საკვებში ჩაფურთხების კამპანიაზე: ეს არის სრულიად მიუღებელი, ასეთი რამ არასდროს უკადრებია არავის საქართველოში და ძალიან სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათი მომხრეები ასეთ ბინძურ მეთოდებზეც კი გადავიდნენ
ეს არის სრულიად მიუღებელი, ასეთი რამ არასდროს უკადრებია არავის საქართველოში და ძალიან სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათი მომხრეები ასეთ ბინძურ მეთოდებზეც კი გადავიდნენ, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ საკვებში ჩაფურთხების კამპანიაზე საუბრისას.
13 იანვარი 2025, 14:51
სამართალი
14 მაისს დაკავებული საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილს პროცესი საპროცესო შეთანხმების გამო გადაიდო
დავით გამყრელიძის თქმით, ბრალდებულები ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ, თუმცა გაურკვეველი მიზეზით ყოფილი ადვოკატი შოთა თუთბერიძე საპროცესო შეთანხმების ბერკეტს არ იყენებდა. მომდევნო პროცესი 20 იანვარს დაინიშნა, მანამდე კი პროკურორი ადვოკატების შეთავაზებას განიხილავს.
13 იანვარი 2025, 14:50
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: მზად ვართ ურთიერთობები გადაიტვირთოს. ვიმედოვნებთ, ეს ბუნებრივად მოხდება, ვინაიდან ამერიკულ საზოგადოებას რა პოლიტიკაც აქვს არჩეული, მინიმუმ 80 პროცენტი თანხვედრაშია ჩვენ პოლიტიკასთან და შესაბამისად, ევროკავშირთანაც
ჩვენ მზად ვართ აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობები გადაიტვირთოს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
13 იანვარი 2025, 14:49
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: კითხვა უნდა დავუსვათ უცხოელ პარტნიორებს, როგორ აფასებენ მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო სექტორისა და ე.წ. პოლიტიკოსების მოწოდებას მიმტანებისადმი, რომ კონკრეტული პარტიის წარმომადგენლების საჭმელში ჩააფურთხონ
ეს გამოხატვის თავისუფლება თუ არის, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, მიმტანები რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების ულუფაში აფურთხებენ, შემდეგ გამოდიან და ამბობენ, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა, - განაცხადა განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა
13 იანვარი 2025, 14:39
მსოფლიო
ფრანგული მედია: ემანუელ მაკრონის რეიტინგი 21%-მდე დაეცა
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის რეიტინგი 21%-მდე დაეცა. ინფორმაციას ფრანგული მედია კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 იანვარი 2025, 14:33
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: ხელისუფლება აპირებს საგამოძიებო კომისიის შექმნას 2003 - 2012 წლებში ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არასაკმარისად მიგვაჩნია და ვამბობთ, რომ 2012 წლის შემდეგაც იყოს გამოძიებული
მტკიცებულებებს თავიანთი ავტორები ჰყავს, დანაშაულის ჩამდენი პირები, რომლებიც წლების განმავლობაში ღიად მტრობენ საქართველოს, მის ინტერესებს, იქნება ეს წერილებით, თუ იმ საქმიანობით, როცა ევროკავშირის სტრუქტურების დერეფნებში დარბოდნენ და ეხვეწებოდნენ მათ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია არ მიენიჭებინათ, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა.
13 იანვარი 2025, 14:29
პოლიტიკა
ლადო ბოჟაძე აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე: ჩვენ ამერიკასთან არ გვქონდა უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და პირდაპირი რეისები. ამ თვალსაზრისით საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი შეცვლილა
თვე და ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება გამოაცხადა. მმართველი გუნდის განცხადებით დადასტურდა, რომ რეალური სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან არ არსებობდა და გამოცხადებული გადაწყვეტილებით არაფერი შეცვლილა.
13 იანვარი 2025, 14:21
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ბუნებრივია, ეს დამნაშავე ორგანიზაცია უნდა გაუქმდეს, როგორც მოხდა ეს ნიურნბერგის პროცესის დროს
ბუნებრივია, ეს დამნაშავე ორგანიზაცია უნდა გაუქმდეს, როგორც მოხდა ეს ნიურნბერგის პროცესის დროს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას.
13 იანვარი 2025, 14:18
მსოფლიო
Reuters: ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი, შესაძლოა, უახლოეს დღეებში შედგეს
აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი, შესაძლოა, უახლოეს დღეებში შედგეს, ლიდერებს შორის შეხვედრის ორგანიზების მიზნით, სამზადისი უკვე მიმდინარეობს. ინფორმაციას Reuters-ი ამერიკის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მომავალ მრჩეველზე მაიკ უოლცზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 იანვარი 2025, 14:17
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: სანამ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ არ გასამართლება და პოლიტიკას არ ჩამოშორდება, ქვეყანას არაფერი ეშველება
სანამ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ არ გასამართლება და პოლიტიკას არ ჩამოშორდება, ქვეყანას არაფერი ეშველება - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
13 იანვარი 2025, 14:15
პოლიტიკა
ლადო ბოჟაძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც რეჟიმი გასამართლდეს
ჩვენ მივეცით დაპირება ჩვენს მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად მოვახდენდით „ნაციონალური მოძრაობის“ ლუსტრირებას, მოვახდენდით მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, თუ ამის საჭიროება იქნება და გამოიკვეთება კომისიის მუშაობის დროს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო ბოჟაძემ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.
13 იანვარი 2025, 13:58
მსოფლიო
Reuters: ბელგიაში საპენსიო რეფორმის გამო საყოველთაო გაფიცვა დაიწყო
ბელგიაში მოსალოდნელი საპენსიო რეფორმის გამო საერთოეროვნული გაფიცვა დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
13 იანვარი 2025, 13:56
პოლიტიკა
სვიმონ ჯანგულაშვილი: ყველა გულწრფელ ადამიანს, ვისაც არ მოსწონს ეს ხელისუფლება, ვურჩევ, ვთხოვ, ვემუდარები, მოვუწოდებ, რომ გაემიჯნონ „ნაცებს“. ნებისმიერი პროტესტი, სადაც „ნაცები“ არიან, დამარცხებისათვის არის განწირული
ყველა გულწრფელ ადამიანს, ვინც გულწრფელად აპროტესტებს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, ვისაც არ მოსწონს ეს ხელისუფლება, ვურჩევ, ვთხოვ, ვემუდარები, მოვუწოდებ, რომ გაემიჯნონ ნაცებს. ნებისმიერი პროტესტი, სადაც ნაცები არიან, დამარცხებისათვის არის განწირული, - წერს სოციალურ ქსელში სვიმონ ჯანგულაშვილი.
13 იანვარი 2025, 13:17
მსოფლიო
FBI-ის დირექტორმა კრისტოფერ რეიმ განაცხადა, რომ ტრამპთან უთანხმოების გამო თანამდებობას ტოვებს
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა კრისტოფერ რეიმ ამერიკულ ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის თანამდებობის დატოვებას აპირებს.
13 იანვარი 2025, 13:00
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კანონის მუხლებში ცდილობს მოძებნოს გამართლება, თუ რატომ არ უნდა წავიდეს მისი 18 წლის შვილი ომში უკრაინის დასაცავად
უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მის შვილს ომში მოხალისედ წასვლა ძლივს გადააფიქრებინა, სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმიანება. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, 2022 წლის თებერვალში, ომის დაწყებისთანავე, მინისტრი კულება საქართველოს ხელისუფლებისგან უკრაინაში ქართველი მოხალისეების ოფიციალურად გაგზავნას ითხოვდა, რაც საქართველოს ომში ჩართვის ტოლფასი იყო. „ძლივს გადავაფიქრებინე ჩემს შვილს ომში მოხალისედ წასვლა - თქვა უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. 2022 წლის თებერვალში, ომის დაწყებისთანავე, მინისტრი კულება საქართველოს ხელისუფლებისგან უკრაინაში ქართველი მოხალისეების ოფიციალურად გაგზავნას ითხოვდა, რაც საქართველოს ომში ჩართვის ტოლფასი იყო. შეგახსენებთ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, ვისაც უკრაინის ხელისუფლებამ მებრძოლების გაგზავნა მოსთხოვა. როდესაც ამაზე უარი მიიღო, საპასუხოდ, კულებამ უკრაინის ელჩი გაიწვია, აქაურმა ოპოზიციამ და ენჯეოებმა კი რუსთაველზე საპროტესტო აქციები დაიწყეს, რომლის მოთხოვნა, რუსეთის სანქცირებასთან ერთად, ხელისუფლების ორგანიზებით ქართველების ომში გაგზავნა იყო. იმ აქციებისას მაშინდელი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ წარმოთქმული ფრაზა კი - "ბომბებით გამოწვეული წვა მირჩევნია, მთავრობის უარით განცდილ სირცხვილს" - ისტორიას დარჩა. ახლა კი უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი უკრაინის კანონის მუხლებში ცდილობს მოძებნოს გამართლება, თუ რატომ არ უნდა წავიდეს მისი 18 წლის შვილი ომში უკრაინის დასაცავად. საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სარგებელზე უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა დანილოვმა, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეშივე ისაუბრა, როდესაც თქვა, რომ საქართველო მისი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებით რომ იყოს დაკავებული, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა, რადგან რუსეთს "საქმე გამოუჩნდებოდა გარდა იმისა, რომ უკრაინული ქალაქები და სოფლები გაენადგურებინა და უკრაინელი ბავშვები და ქალები დაეხოცა". მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნით საქართველოზე ზეწოლა, უკრაინის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო. თუმცა, როგორც ჩანს, ზოგიერთს კანონები მხოლოდ მაშინ ახსენდება, როდესაც საქმე არა სხვა ხალხს, არამედ საკუთარ შვილს ეხება“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
13 იანვარი 2025, 12:56
მსოფლიო
ხორვატიის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ამოცანაა დაიცვას ქვეყანა ომისგან, წინააღმდეგი ვარ უკრაინაში ნებისმიერი ლეტალური იარაღის გაგზავნის, სანქციიებით ვერაფერს მივაღწევთ - ვინ არის ხორვატიის ახლადარჩეული პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი
ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა გაიმარჯვა. ვინ არის ზორან მილანოვიჩი - მილანოვიჩს უკრაინისთვის ევროკავშირისა და NATO-ს დახმარების კრიტიკოსად მოიხსენიებენ. სინამდვილეში ის წინააღმდეგია, რომ მისი ქვეყნის ჯარისკაცებმა უკრაინაში ნატოს მისიაში მიიღონ მონაწილეობა, განცხადებაში კი ამის მიზეზები მკაფიოდ განმარტა. მილანოვიჩის განცხადებით, მისთვის მთავარი ქვეყნის უსაფრთხოებაა.
13 იანვარი 2025, 12:53
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირთან ურთიერთობებში დღეს გვაქვს მოცემულობა, რომელიც არასახარბიელოა, თუმცა ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გარკვეული მოცემულობები შეიძლება შეიცვალოს და სულ სხვაგვარი შესაძლებლობები გაჩნდეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ვრცლად ისაუბრა გადაცემაში „იმედი LIVE“.
13 იანვარი 2025, 12:21
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე: არ შეიძლება სახელმწიფო გადატრიალების, ფიზიკური და მორალური ანგარიშსწორების, ეკონომიკის ჩამოქცევის, ქვეყნის მიმართ სანქციების შემოღებისთვის ხელის შეწყობის მოწოდებები და პრაქტიკული საქმიანობა დაუსჯელი რჩებოდეს
არ შეიძლება სახელმწიფო გადატრიალების, ფიზიკური და მორალური ანგარიშსწორების, ქვეყნის ეკონომიკის ჩამოქცევის, ქვეყნის მიმართ სანქციების შემოღებისთვის ხელის შეწყობის საჯაროდ გაჟღერებული მოწოდებები და მითუმეტეს, პრაქტიკული საქმიანობა დაუსჯელი რჩებოდეს, სულ რომ შუაზე გასკდნენ ეს ამაზრზენი ევროპარლამენტარები და უილსონი სალომეზე დაქორწინდეს, - წერს ისტორიკოსი, სოსო მანჯავიძე, სოციალურ ქსელში.
13 იანვარი 2025, 12:19
სპორტი
ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში მე-6 გოლი გაიტანა
ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში მე-6 გოლი გაიტანა.