www.imedi.ge /  12 იანვარი 2021, 15:54 / სანდო წყარო

გენერალური პროკურორის განცხადებით, ნარკორელიზატორების მიმართ პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას ახორციელებს

ირაკლი შოთაძე

ირაკლი შოთაძე

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ გატარებული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. გენერალური პროკურორის განცხადებით, ნარკორეალიზატორების მიმართ პროკურატურა მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ახორციელებს.

მისი თქმით, 2020 წელს 71-დან 70 შემთხვევაში ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილი და გამოყენებული იყო პატიმრობა. ნარკორეალიზატორთა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეები სრულდებოდა არსებითი განხილვით და სასამართლოს მიერ გამოიყენებოდა მკაცრი სასჯელები. როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, 2020 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა აქტიურად მიმდინარეობდა.

„კვლავ გაგრძელდა ბოლო წლების ტენდენცია და ძირითადი აქცენტი კეთდებოდა ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირთა გამოვლენაზე. განსაკუთრებით აქტუალური იყო ნარკოტიკებით ვაჭრობის ისეთი ახალი სქემების გამოვლენა, როგორიცაა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით ონლაინ ვაჭრობა. ამ ტიპის დანაშაულთან ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა სპეციალიზებული დანაყოფი, რომლის აქტიური მუშაობის შედეგად 2020 წელს 16 ნარკომოვაჭრე და 13 ე.წ. ,,ინტერნეტ მაღაზია გამოვლინდა“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

ირაკლი შოთაძემ ასევე, უკანონო შემოსავლის შესაძლო ლეგალიზაციის ფაქტების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2020 წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლის შესაძლო ლეგალიზაციის ფაქტების შესწავლას, აქტივების მოძიებასა და მათ მიდევნებას. მისივე თქმით, 2020 წელს, ნარკოვაჭრობის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ჩამორთმევას დაექვემდებარა 854 848 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება. როგორც გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, 2020 წელი ასევე მნიშვნელოვანი იყო ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხითაც. ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სამსახურებთან აქტიური თანამშრომლობით გამოვლენილი იქნა 110კგ. „ჰეროინის“ საერთაშორისო ტრანზიტის ფაქტი. ირაკლი შოთაძის თქმით, აღნიშნულ საქმეზე საქართველოში წარმატებით განხორციელდა სისხლისსამართლებრივი დევნა ორგანიზებული ჯგუფის სამი სხვა ქვეყნის მოქალაქე წევრის მიმართ და გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი.

ყველა სიახლე

25 თებერვალი 2021, 00:23

საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

25 თებერვალი 2021, 00:21

საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

25 თებერვალი 2021, 00:20

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ​თანმიმდევრული ქმედებებით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, აუცილებლად მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან დეოკუპაციას და საქართველო საკუთარ ღირსეულ ადგილს დაიკავებს საერთო ევროპულ ოჯახში

100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია შემოიჭრა. სწორედ 25 თებერვალი ჩაიწერა ისტორიაში, როგორც საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი- ჩვენი ქვეყნის გასაბჭოების დღე, -ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალიურ ქსელში წერს.

24 თებერვალი 2021, 23:49

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 31 519 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 31 519 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 277 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

24 თებერვალი 2021, 23:45

COVID19

საფრანგეთში ახალი კოვიდვაქცინის კლინიკური გამოცდა დაიწყო

პრეპარატის ტესტირება ე.წ. Polycor-ის სტანდარტით ტარდება. ექსპერიმენტში, რომელშიც ნანტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალთან ერთად 40-მდე კლინიკა იქნება ჩართული, ჯამში 400-მდე მოხალისე მიიღებს მონაწილეობას. ამ დროისათვის პროექტში 21 კლინიკის 67 პაციენტი მონაწილეობს.

დონალდ ტრამპი

24 თებერვალი 2021, 23:39

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა Facebook-სა და Instagram-ზე თავისი ანგარიშების დაბლოკვის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Facebook-სა და Instagram-ზე თავისი ანგარიშების დაბლოკვის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

24 თებერვალი 2021, 23:33

ეკონომიკა

საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო პალატის ორგანიზებით პრაღაში ბიზნეს ფორუმი გაიმართება

საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო პალატა, საქართველოში ჩეხური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით 2021 წლის განმავლობაში ღონისძიებებს გამართავს. პირველი მასშტაბური ღონისძიება - ბიზნეს ფორუმი მიმდინარე წლის მაისში, პრაღაში იგეგმება, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

24 თებერვალი 2021, 23:07

COVID19

შვეიცარიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 1-ლი მარტიდან დაიწყება

შვეიცარიის ფედერალური მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 1-ლი მარტიდან დაიწყება.

24 თებერვალი 2021, 22:42

რეგიონი

რა გრაფიკით იმოძრავებენ მიკროავტობუსები რუსთავი-თბილისის მიმართულებით

მათივე ინფორმაციით, ღამის საათებში, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო, “ინტერტრანსის” დაქვემდებარებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები განსხვავებული გრაფიკით იმუშავებენ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

24 თებერვალი 2021, 22:12

COVID19

ბენიამინ ნეთანიაჰუმ იმედი გამოთქვა, რომ ისრაელი სრულად აპრილისთვის გაიხსნება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა სრულად აპრილისთვის გაიხსნება.

ზურაბ აბაშიძე/გრიგორი კარასინი

24 თებერვალი 2021, 22:06

პოლიტიკა

აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები სავარაუდოდ მარტში გაგრძელდება

არაფორმალური მოლაპარაკებები საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს შორის ახალი მთავრობის პირობებშიც გაგრძელდება. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ ​imedinews-ს განუცხადა.

24 თებერვალი 2021, 21:46

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის ონლაინ სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის ონლაინ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სხდომის ფარგლებში დამტკიცდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დღის წესრიგი.

24 თებერვალი 2021, 21:40

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 326 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 326 531 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 8 384 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

24 თებერვალი 2021, 21:37

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 9 561 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 561 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 72 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

24 თებერვალი 2021, 21:28

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 9 212 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 212 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 389 ადამიანი გარდაიცვალა.

24 თებერვალი 2021, 21:19

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 16 424 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 424 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 318 ადამიანი გარდაიცვალა.

კახაბერ ქემოკლიძე

24 თებერვალი 2021, 21:18

პოლიტიკა

კახაბერ ქემოკლიძემ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა დატოვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის Facebook-ში წერს. კახაბერ ქემოკლიძე განსაკუთრებულ მადლობას უხდის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და წარმატებას უსურვებს ირაკლი ღარიბაშვილს.

24 თებერვალი 2021, 21:17

პოლიტიკა

ჟიგიმანტას პავილიონისის მიერ საქართველოში გაკეთებული განცხადებები ლიეტუვის სეიმის ხელმძღვანელობის სხდომაზე განიხილეს

უკვე გაიმართა ლიეტუვის სეიმის ხელმძღვანელობის სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში ვიზიტი პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. სხდომაზე პავილიონისის ვიზიტთან და განცხადებებთან დაკავშირებით გაკეთდა კომენტარები ვიცე-სპიკერების მხრიდან. ისინი შეთანხმდნენ, რომ პავილიონისმა საქართველოში მოგზაურობის შესახებ თავისი ანგარიში, წერილობით, ან სიტყვიერად მაინც წარადგინოს. იმისთვის რომ გაირკვეს რეალურად რა მოხდა საქართველოში და რა მიზანი ჰქონდა პავილიონისის განცხადებებს, რომელსაც საერთაშორისო გამოხმაურებაც მოჰყვა.

24 თებერვალი 2021, 21:16

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 9 938 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 938 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 442 ადამიანი გარდაიცვალა.

ასტა სკაისგირიტე

24 თებერვალი 2021, 21:13

პოლიტიკა

ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველი ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებაზე: შეუძლებელია შუამავლობა, თუ ცხადად მხარს უჭერ ერთ მხარეს

აუცილებელი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება და პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მზად არის ილაპარაკოს ამის შესახებ, როგორც ევროკავშირის მეთაურებთან, ისე საერთაშორისო საზოგადოებასთან, - ლიეტივის პრეზიდენტის მრჩეველმა ასტა სკაისგირიტემ „ქრონიკას“ განუცხადა.